-ჰარიმ მითხრა, რომ მოვწონვარ, - ქუჩაში ხელი-ხელი ჩაკიდებულები მოვდიოდით მე და ზეინი. როგორც კი ჩემი სიტყვები გაიგო, მაშინვე ხელზე ძლირად მომიჭირა.
-მერე?
-მერე რავი არაფერი-მხრები ავიჩეჩე -მეც მომწონს-გავიცინე, ზეინმა კი ჩემს ნათქვამზე თვალები გადაატრიალა.
-რატომ კითხულობ ისეთ რაღაცეებს, რაც უკვე ნათელია? ახლა მე შენთან ვარ და არა მასთან. - კბილებში გამოვსცერი და ახლა მე გადავატრიალე თვალები.
-საყვარელი ხარ როცა ბრაზდები, -ხელი გამიშვა, წელზე მომხვია და მის სხეულს ამაკრო, - ლოყები გეფაკლება, - ცერა თითი მარცხენა ლოყაზე ჩამომისვა, - თვალებში კი ცეცხლი გენთება, რომელიც ჭკუიდან მშლის, - წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, რომ თავისი ტუჩები ჩემსას დააწაფა და ვნებიანად დამიწყო კოცნა. როცა კოცნას მოვრჩით ორივე ღრმად ვსუნთქავდით. ჰაერი არ მყოფნიდა ამიტომ პირი დიდზე დამეფჩინა, ზეინსაც ეტყობოდა, რომ იგივე პრობლემა ჰქონდა.
-სად იყავი დღეს? -ვკითხე, როცა ისევ გზას დავადექით.
-ვმუშაობდი.
-მმ.. ნარკოტიკებს ასაღებდი?
-ანაბელ, - ზეინი დაიძაბა, ხელები გამაშვებინა და მომშორდა.
-არ მინდა ამაზე საუბარი.
-სამაგიეროდ მე მინდა. როდემდე აპირებ ყველაფრის დამალვას? არ მინდა რამე დაგემართოს, - ამოვილუღლუღე, - სხვა სამუშაო მოძებნე, გთხოვ და მეც დავიწყებ მუშაობას, - ზეინმა თავი გაქნია, - ზეინ გთხოვ, სერიოზულად გეუბნები, წამოდი მაგ ბანდიდან! მათ გამო იყო რომ ციხეში იჯექი. ბოლოს და ბოლოს ჩემი მოკვლა უნდოდათ, გახსოვს?
-ანაბელ შენ არ გესმის- მოიოხრა,
-როგორ უნდა მესმოდეს როცა არაფერს მიყვები? ნაილმა ხომ იცის? და მე? მე შენთვის არაფერს ვნიშნავ? -ხმას საკმაოდ ავუწიე. არ მინდოდა ზეინს რამე მოსვლოდა, არ მინდოდა როცა სახლიდან გავიდოდა სულ იმის ფიქრში ვყოფილიყავი უვნებელი დაბრუნდებოდა თუ არა. ვერ გადავიტან, მას რომ რამე მოუვიდეს. თავი ვერ შევიკავე და ძლიერად მოვეხვიე.
-შეეშვი მათ, გთხოვ - ზეინი იგრიხებოდა და ჩემს მოშორებას ცდილობდა. ნამდვილად თავს უხერხულად გრძნობდა, მაგრამ სულაც არ მადარდებდა! ზეინს რომ რამე დაემართოს, ღმერთო ამას ვერ ავიტან! ნერვიულობამ იმდენად შემომიტია, რომ მთელი ძალით მოვხვიე ხელები, თითქოს ეს ჩვენი ბოლო ჩახუტება ყოფილიყოს.
-ანაბელ, შემიშვი ხელები ვეღარ ვსუნთქავ! - გაწამებული და შენიშვნით სავსე ხმით ამოიხავლა ზიენმა.
-შენ, რომ რამე დაგიშავონ, - მის მკერდში ამოვისლუკუნე.
-ბელ, - ხმაში სითბო შეეტყო,- არაფერი მომივა, მაგრამ თუ ასე გააგრძელე მათ მაგივრად შენ მომიღებ ბოლოს!
-ბოდიში, - მხოლოდ ახლაღა გავიაზრე რომ ხელებს ზედმეტად ძლიერად ვუჭერდი, ისე რომ როცა შევუშვი მეთვითონაც მეტკინა.
-ასე ძალიან ღელავ ჩემზე? - ღიმილით მკითხა ზეინმა.
-ჰო, - სულ წამოვჭარხლდი, რაზეც მან ჩაიხითხითა და ლოყაზე კიდევ ერთხელ ჩამომისვა თავის გრძელი თითები.
-წამოდი დავჯდეთ- იქვე მდგარი სკამისკენ მიმითითა და მეც წავყევი. თოვლი გადავბერტყეთ და ზედ ჩამოვჯექით.
ფეხები ზედ შემოვაწყვე და ხელები მუხლებს მოვხვიე. დამჯდარს უფრო შემამცივა, თავი ხელებში ჩავრგე, ნიკაპით მუხლებს ვეყრდნობოდი. ზეინმა კურტკის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა.
-ხომ იცი რომ მამაჩემი დეტექტივი იყო?
-კი.
- ერთი საქმე ქონდა, რითიც ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნარკოდილერის კვალზე გავიდა. ერთი ნაბიჯი ქონდა დარჩენილი, მხოლოდ ერთი! ის ნაბიჭვარი უნდა დაეკავებინა მაგრამ.. - ხმა გაუწყდა, - იმ ღამეს სახლში დამირეკეს და- მივხვდი რის თქმასაც აპირებდა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა.ზეინი ცოტა ხანს გაჩერდა, ვხვდებოდი, როგორ უჭირდა ამის გახსენება - და მითხრეს, რომ ჩემი მშობლები ავტო კატასტროფაში დაიღუპნენ. - თვალები დავხუჭე და ღრმას ამოვისუნთქე ახლა ჩემი ტკივილი გაორმაგდა. ის იმდენად მიყვარდა, რომ ახლა ზეინის სატკივარიც მტკიოდა. ზეინმა თავისი კურტკა გაიხადა და უკან მომაფარა, როგორც ჩანს იგრძნო, როგორ მაკანკალებდა. -როგორც გამოძიებამ აჩვენა, მამაჩემს მუხრუჭმა უმტყუნა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზიდან გადასული ხეს შეასკდა. თავიდან მეც მჯეროდა ამ ისტორიის, სანამ მამაჩემის დოკუმენტებს არ ვიპოვიდი და არ ვნახავდი მის ბოლო საქმეს. -ვიგრძენი, როგორ დაუარა ზეინს სხეულში ზიზღის ჟრუანტელმა. -მათ მშობლები მომიკლეს, ეს არ უნდა შერჩეთ-თავი გაიქნია, ძალიან დაძაბული იყო. მის ნათქვამზე მისივე სიტყვები გამახსენდა „მინდა ჩემი მშობლების მკვლელების გვამები ვნახო"
-მათ მოკვლას აპირებ, ხომ? -ტანში შიშის ჟრუანტელმა დამიარა. თავი ავწიე და ამხენი ხნის შემდეგ პირველად შევხედე თვალებში. ეს ისეთი საშინელი მოსასმენი და გასააზრებელი იყო.
-ჯანდაბა, ანაბელ -წამოიყვირა და ფეხზე წამოდგა. -რამდენჯერ გაგაბრთხილე ეგეთი თვალებით აღარასდროს შემომხედო-თქო-სკამის ფეხს ფეხი მიკრა და გზისკენ წავიდა. მისი რეაქციით გაოგნებული და დამფრთხალი, ფეხზე წამოვდექი და უკან უპატრონო ლეკვივით ავეკიდე.
-ჩემი გეშინია, ხო? -სვლას არ წყვეტდა, ისე ბურტყუნებდა. იმხელა ნაბიჯებით დადიოდა, რომ, რომ არ ჩამოვრჩენოდი უნდა ბერბინა -მე ესეთი ვარ ანაბელ, შენ ესეთ ამირჩიე და არც სცადო რამის თქვმა და ჩემი შეცვლა, იმიტომ რომ უკვე გვიანია, მე ვერ შევიცვლები და კიდევ თუ გეშინია ჩემი, სანამ უკვე ძალიან არ დაგვიანდება წადი.
-ღმერთო ჩემო ზეინ-ახლა მე დავიყვირე -ყოველთვის რატომ მეუბნები რომ წავიდე? - ზეინი გაჩერდა და მეც გავჩერდი.
-იმიტომ რომ უნდა წახვიდე! -ყვირილში არც ის ჩამომრჩა.
-რითი ვერ გაიგე, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ?! -გაცეცხლებული თვალებში ვუყურებდი. -მე ყველაფერი გაპატიე რაც გააკეთე, რა უნდა გავიგო კიდევ უფრო საშინელება, რომ წასვლა მომინდეს? ზეინ ეს არ მოხდება -ხელი მისი ნიკაპისკენ წავიღე, რომ მომეკიდა, მაგრამ თავი აიქნია.
-ეს ყველაფერი არ არის ანაბელ -ჰაერი ჩაისუნთქა და ისევ თვალევბში შემომხედა. ყელში ბურთულა მომაწვა, როდესაც მისი აცრემლიანებული თვალები დავინახე. ის იმ ზეინს არ გავდა, რომელსაც მე ვიცნობდი. რაღაც ძალიან სტკიოდა და მე მისი დახმარება არ შემეძლო.
-წამოდი-მითხრა და გზა განაგრძო, მეც მაშინვე გავეკიდე. გაჩერდა, დამელოდა სანამ გვერდით არ გავუსწორდი და შემდეგ სახლისკენ წავედით, მაგრამ ამჯერად ჩემთვის ხელი არ ჩაუკიდია. უცხოებივით მივდიოდით და ეს გულს მიკლავდა.
-რომ აღარ გამოჩნდით ლილი სახლში მივაცილე- სახლში, რომ მივედით ნაილმა გვამცნო.
ზეინმა თავი დაუქნია და მაშნვე მეორე სართულზე ავიდა.
-რა დაემართა?
-ცუდ ხასიათზეა.
-იჩხუბეთ?
მხრები ავიჩეჩე და თავი გავიქნიე.
-შეჭამ რამეს?
-არა-თავი გავიქნიე და მეორე სართულზე ავედი. კბილები გავიხედე, საღამურები ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი. იმისდამიუხედავად, რომ საშინლად დაღლილი ვიყავი და ჩემი ლოგინიც გონება სულ ზეინს და მის გეგმას დასტრიალდებდა. მეშინოდა არა იმის რასაც ზეინი გეგმავდა, არამედ იმის რაც მის ჩანაფიქრს შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მან ერთხელ მითხრა, რომ ვიღაც ყავს მოკლული, ნეტა ერთ-ერთი მათგანი ვინც ოჯახი ამოუხოცა? შუსძიება, მას კარგს არაფერს მოუტანს. დარწმუნებული ვარ ეს ჩვენთვის ყველასთვის ცუდათ დამთავრება. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, არ ვაპირებ მის დატოვებას, ყველგან და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები.
საწოლიდან წამოვდექი და ოთახიდან გამოვედი. მის კარებთან გავჩერდი. ვფიქრობდი შევსულიყავი თუ არა. სახელური ჩამოვწიე და ოთახში შევედი. მადლობა ღმერთს არ ღვიძავს, შუქიც ჩამქვრალია და თვითონაც საბანში არის შეფუთნული.
თითისწვერებზე აწეული ზეინის საწოლისკენ მივიპარებოდი, როცა მისი ხმა გავიგე.
-ეი შენ. სად მოიპარები?! -თითის წვერებზე აწეული იქვე გავშეშდი. ღმერთო რა დებილი ვარ! არ უნდ ამოვსულიყავი. ზეინმა ჩაიცინა.
-მოდი, მოდი-საბანი აწია და მის გვერდით ადგილზე მიმითითა რომ მოვსულიყავი. როგორც კი მის გვერდზე დავეწი საბანი გადმომაფარა და ძლიერად მომეკრა. მეც მოვეხვიე და თავი მკლავზე დავადე, მან კი ჩემი კულულის თითებით თამაში დაიწყო.
-ახლა ვისთანაც ხარ იმათმა ამოხოცეს შენი ოჯახი? - დავიჩურჩულე, ვიცი ამ თემას აღარ უნდა მივბრუნებოდი, მაგრამ ეს ერთხელ და საბოლოოდ უნდა გამეკრვია.
-არა, ახლა ვისთანაც ვარ ზუსტად იგივე უნდათ რაც მე.
-იცი ვინც არის ის?
-კი -ზეინმა მოკლედ მომიჭრა.
მისკენ გადავტრიალდი.
-ვინაა? -ზეინმა იმის მიშნად, რომ არ მეტყოდა თავი გაიქნია.
-რატომ არ მეუბნები გგონია გავიქცევი და ვეტყვი? -ჩავიცინე. ზეინს სახიდან სერიოზული გამომეტყველება არ მოშორებია. -მითხარი -ვუთხარი და თვალებში შევედე.
-დეს სტაილსი, - როგორც კი გვარი გავიგონე, მაშინვე თვალები ვჭყიდე. სხეული ისე დამეჭმა თითქოს თავზეივი წყალი გადამავლესო.
-არა, - აღმომხდა. მან კი თავი დამიქნია. ახლა გასაგებია რატომ სძულს ზეინს ესე ჰარი.
-მე შენს გვერდით ვარ- მტკიცედ ვუთხარი ცალი ხელით სახე დავუკავე და ტუჩებში ვეამბორე, შემდეგ კი ისევ ჩემს პოზიციას დავუბრუნდი, ფეხები მის ფეხებში ავხლართე და ზეინის მაწყუხებში მოქცეული დასაძინებლად გავემზადე.
-მიყვარხარ-ჩამჩურჩულა ყურში და მის სხეულს უფრო მჭიდროდ ამაკრო.