თავი 15

1.2K 95 0
                                    

ტირილს ვერ ვწყვეტდი,როდესაც ვხედავდი როგორ უმოწყალოდ ურტყამდა ზეინი ჰარის,არ ვიცი რა ხდება მათ შორის ასეთი, მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად ასე საცემრად როგორ გაიმეტა?! როდესაც ვიფიქრე,რომ ჰარი უკვე მკვდარი იყო ამდენი ცემისგან,ზუსტად ამ დროს ხელი ზემოთ ამოსწია და ზეინს მუშტი სახეში უთავაზა, წამოვიყვირე და პირზე ხელი ავიფარე, არ შემეძლო იმის ყურება როგორ იღებდნენ ისინი ერთმანეთის დარტმებს. მე და ლილი ვკანკალებდით შიშისგან,დანარჩენები კი ამ სცენას კმაყოფილი ღიმილით უყურებდნენ, თითქოს წინ რაიმე სასიამოვნო სცენა ყოფილიყოს.ზეინმა ცხვირზე ხელი მოისვა,მომენტით ისარგბლა ჰარიმ და ზეინს რამდენჯერმე დაარტყა,გული საოცრად მქონდა აჩქარებული და თვალებიც მეწვოდა ამდენი ტირილისგან. ლილის ვეხუტებოდი და ვლოცულობდი, რომ ეს კოშმარი მალე დამთავრებულიყო! ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინა, როდესაც ლუი მათკენ წავიდა და ისინი გააშველა. ჰარი ფეხზე ვერ დგებოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც წამოიწია, ბორძიკობდა, ზეინის ჩაშავებული თვალები მაშინებდნენ
-ბოზისშვილი -შეიკურთხა ზეინმა,გადააფურთხა და ჩვენსკენ წამოვიდა,ლიამი ლილის მოეხვია და აწყნარებდა, მე კი მარტო ვიდექი და ვკანკალებდი,როდესაც ზეინი მომიახლოვდა ხელი მკლავზე მომკიდა
-სისხლი გდის ცხვირიდან -ამოვილუღლუღე და ცრემლები მოვიწმინდე.
-არაუშავს,მას უფრო მეტი მოხვდა -კმაყოფილმა ჩაიცინა.
-მაგრამ არც შენ დარჩენილხარ აუღებელი ციხე-სიმაგრე -უკმაყოფილოდ ამოვიოხრე,რაზეც ზეინს ჩაეცინა. კურტკა მხრებზე კარგად შემოვიჭირე და თავი დავხარე. ლილისკენ მივტრიალდი
-ლილი არ წავიდეთ? -ვკითხე.
-შენ ჩემთან ერთად წამოხვალ -ბოხი ხმით თქვა ზეინმა, გაკვირვებული მისკენ შევტრიალდი -არ მიყვარს მარტო, ფეხით სიარული -დაამატა,არ ვიცი რატომ,მაგრამ თავი დავუქნიე, ლილის გავხედე,თავი დამიქნია და ტუჩის მოძრაობით მანიშნა რომ ფრთხილად ვყოფილიყავი.ლილის ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ზეინთან ერთად წავედი. გვერდი-გვერდ მივდიოდით, ცოტახნით ხმას არ ვიღებდი,ზეინი კი შიგადაშიგ იგინებოდა.
-მოტოციკლს არაფერ აღარ ეშველება? -ვკითხე ჩუმად, ზეინმა შემომხედა
-ეშველება -თავი დამიქნია -ცოტა პრობლემატური ადგილია გაფუჭებული და ჩალიჩი დასჭირდება -მიპასუხა
-აჰჰ მე საერთოდ ვერ ვერკვევი ეგეთებში -მსუბუქად გავიცინე,ზეინს ავხედე და ისიც იცინოდა.მასთან ასე ახლოს ყოფნა გონებას მირევდა,თანაც ის არ ცდილობდა,რომ დავემცირებინე ან ჩემთვის რაიმე ცუდად ეთქვა და ამიტომ უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს.
-შენსა და ჰარის შორის რა ხდება?რატომ ვერ იტანთ ერთმანეთს? -დაუფიქრებლად ვიკითხე,ვიცი სულელი ვარ ამ კითხვის გამო, მაგრამ მაინტერესებს.ზეინის სახეს შევხედე,მთლიანად გასწითლებოდა,ყბას ყბაზე აჭერდა,ხელები მომუშტა. ვიფიქრე რომ დამარტყამდა და ჩემი თავი გავკიცხე ამ კითხვის გამო,ზეინმა ღრმად ამოისუნთქა და მე გამომხედა
-აგრილდა,ხომ არ გცივა? -საუბარი გადაიტანა და მივხვდი რომ იმ თემას მეორედ არ უნდა შევხებოდი.
-ცოტა -ღიმილით ვუთხარი,ზეინმა თავისი გრძელი ტორები მხრებზე მომხვია და გულში ჩამიკრა. მისგან ეს ქცევა ყველაზე მეტად გამიკვირდა, გული ამიჩქარდა და თვალები ცრემლებით ამევსო,არ ვიცი რატომ. ალბათ გადამეტებული ემოციების ბრალია. როცა ვიფიქრე,რომ ასე მშვიდად მივაღწევდით სახლამდე,ზუსტად ამ დროს ჩვენს წინ 3 ბიჭი გამოჩნდა,ზეინმა ამოიოხრა,ხელები წელზე უფრო ძლიერად მომიჭირა და მის ტანს ამაკრო. გავჩერდით, გული შიშისგან ამიჩქარდა.
-გვერდით შესასვლელია,იქ შედი და არ გამოხვიდე -ყურში ჩამჩურჩულა.
-მალიკ -დამცინავად დაიწყო ლაპარაკი შუაში ყველაზე დიდმა. მას არამეგობრული ღიმილი გადაკვროდა სახეზე, რაც გულს უარესად მიჩქარებდა.
-ანაბელ სწრაფად -კბილებში გამოსცრა, შემდეგ კი შესახვევისკენ მიბიძგა,მის ნებას დავყევი და შესახვევში შევუხვიე,თუმცა არ შემიძლია მისი მარტო დატოვება. იქვე დავდექი და ჩუმად თვალს ვადევნებდი მათ. სამწუხაროდ არ მესმოდა რაზე ლაპარაკობდნენ. ბოლოს იმ შუაში მდგომმა კაცმა ზეინს სახეში მუშტი დაარტყა, ის ზეინზე ბევრად დიდი იყო,ზეინი ინერციით უკან წაბორძიკდა,პირზე ხელი ავიფარე რომ არ მეყვირა, ცრემლები ლოყებზე გზას მიიკვლევდნენ. თითოეული მათი მუშტი,რომელიც ზეინისკენ იყო მიმართული,მე მტკიოდა. ვგრძნობდი,როგორ იტანჯებოდა ის ამ დარტყმებისგან, წინააღმდეგობა სუწევდა მათ, მაგრამ ერთ ერთმა ხელი დაუჭირა უკნიდან და საშუალება აღარ მისცა რომ დარტყვები მოეგერიებინა. თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთე, ვიცოდი რომ ზეინს ვერაფრით დავეხმარებოდი, მაგრამ მაინც არ შემეძლო გაუნძრევლად დგომა და იმის ყურება, როგორ ურტყავდა სამი უცნობი მას გამეტებით.
–თავი დაანებეთ –დავიყვირე რაც შემეძლო ხმამაღლა და მათკენ წავედი სწრაფი ნაბიჯით. ვეცადე ზეინი მათი ხელიდან გამომეგლიჯა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
–მიხედეთ ამას –გასცა ერთ–ერთმა ბრანება. მათგან ყველაზე პატარა ტანის ჩემკენ წამოვიდა, ხელი მკლავში მომკიდა და უკან გამათრია.
ერთი მე მაკავებდა ხელით, მეორე ზეინს, მესამე კი მას გამეტებით ურტყავდა ხან მუცელში, ხანაც სახეში.
ვტიროდი და ვევედრებოდი რომ თავი დაენებებინათ, მაგრამ მე ყურადღებას არავინ მაქცევდა. როცა ზეინის ცემით გული იჯერეს ხელი გაუშვეს, მან თავი ვეღარ შეიკავა და ინერციით უკან წავიდა და ძირს ჩაიკეცა.
–წავედით –გასცა ბრძანება იმ ტიპმა, რომელიც ზეინს ურტყავდა და უკან დაიხია. მეც როგორც კი ხელი გამიშვეს მაშინვე ზეინს მივვარდი .საშინელი შესახედი იყო, ჰარისავით ახლა მასაც პირიდან სისხლი გადმოსდიოდა და ტკივილისკან იკლაკნებოდა.
-ზეინ -ამოვიჩურჩულე და მის წინ მუხლებზე დავემხე. ვოცნებობდი ვინმეს გამოევლო და დამხმარებოდა, თუმცა სულ ტყუილად. ზეინის სახე მთლიანად დასიებული იყო,ტუჩი გახეთქილი ჰქონდა,ასევე წარბიც, მთელი სახე სისხლით ჰქონდა დაფარული. იმდენად ძლიერად იყო ნაცემი,რომ ხმასაც კი ვერ იღებდა,ვხვდებოდი რომ რაღაცის თქმა უნდოდა,თუმცა ვერ ამბობდა. აქდან მის სახლამდე არც ისე შორი გზაა, ამიტომ ვეცდები,რომ ჩემით მივიყვანო იქამდე. ცრემლები შევიშრე,ვეცადე დავწყნარებულიყავი, რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, ზეინის ხელი მხარზე გადავიდე და ფეხზე წამოვაყენე,ფეხებს ძლივს მოათრევდა, მე კი ყოველ 10 წუთში ერთხელ ვისვენებდი.
–კეთილი ხარ –მითხრა ძლივ ძლიობით და ასევე ძლივ ძლიობით ჩაიღიმა.
მის ნათქვამზე ჩამეღიმა, ხელი უფრო მჭიდროდ მოვახვევინე და გზა გავაგრძელეთ.
დიდი წვალების შემდეგ ზეინის ეზომდეც მოვაღწიეთ,ხელი წელზე კარგად მოვხვიე და კიბეებზე ავიყვანე, შემდეგ კი ზარი დავრეკე და დაველოდე როდის გააღებდა ნაილი კარს, მაგრამ არ გამოდიოდა, ზარი კიდევ ერთხელ დავრეკე.
–გასაღები ჩემს ჯიბეშია, შეძლებ ამოიღო? –მკითხა ზეინმა და კურტკის მარჯვენა ჯიბისკენ მანიშნა.
–ხელი მაგრად მომხვიე –გავაფრთხილე და ხელი გავუშვი რომ მის ჯიბეში ჩამეყო. რაც ხელში მომყვა ყველაფერი ამოვიღე და ხელზე დავიხედე. გასაღები, სანთებელა და რაღაც პატარა ოთხკუთედი პაკეტი მეჭირა ხელში.
–ეს უკან ჩააბრუნდე, დაგვჭირდება მერე –საჩვენებელი თითი იმ პაკეტს დაადო და გააიცინა, შემდეგ კი ამოიკვნესა, ალბათ სიცილის დროს სცეული დაეჭიმა. სახეზე მაშინვე წამოვწითლდი, როცა გავაანალიზე რა მეჭირა ხელში.
ამოვიოხრე და გასაღები კარები მოვარგე. ცოტახნიანი წვალების მერე კარებიც გავაღე და ზეინი შიგნით შევიყვანე.
დივანზე ჩამოვსვი და ნაილის ოთახში შევედი რომ გამეღვიძებინა.
–ნაილ –დავუძახე და სინათლე ავანთე.
ნაილმა თვალები ძლივს ძლიობით გაახილა და ჩემ დანახვაზე შეკრთა, ალბათ არ მელოდა. თვალები მოიფშვნიტა და კიდევ ერთხელ შემომხედა.
–აქ რას აკეთებ? –გაკვირვებულმა მკითხა.
–შეგიძლია ჩამოხვიდე? ზეინი საშინლადაა ნაცემი. –როგორც კი ნაილს ეს ვუთხარი მაშინვე საწოლიდან წამოხტა და დაბლა ჩაირბინა, მეც მას მივყევი.
-ჯანდაბა მალიკ,ეს რა გჭირს -წამოიყვირა გაკვირვებულმა
–ანაბელ შეგიძლია დამეხმარო მის კიბეებზე აყვანაში? –მკითხა ნაილმა და ზეინი სავარძლიდან წამოაყენა.
–კი– ვუთხარი და ზეინს მეორე მხარეს ამოვუდექი. ნაილის ოთახიდან ორი ოთახის დაშორებით კარები შევხსენით,როგორც ჩანს ეს ზეინის ოთახია.ფრთხილად მივიყვანეთ და საწოლზე დავაწვინეთ
-სპირტს და წყალს მოვიტან რომ სახე გავუსუფთავოთ -თქმა ნაილმა,თავი დავუქნიე,იქამდე მასთან ახლოს მივედი,ფეხზე გავხადე,მინდოდა მაისურიც გამეხადა,რადგან მუცელშიც არანაკები დარტყმები მიიღო,თუმცა ვერ გავბედე. არ მინდა რომ უფრო ვატკინო
-ოდნავ წამოიწევი,რომ მაისური გაგხადო? -ხმადაბლა ვკითხე,უძლურად თავი დამიქნია,მასთან ახლოს მივედი,დავეხმარე რომ წამომჯდარიყო,შემდეგ მისი თეთრი მაისურის ბოლოებს შევეხე,თეთრის გარდა ეს მაისური ყველანაირი ფერის იყო, ძირითადად კი შავი და წითელი ირეოდა.ფრთხილად ავწიე,ხელები გამოვაწვინე,შემდეგ კი თავზეც გავხადე. მისი მუცელი და ზურგი საშინელ დღეში იყო,თვალებიდან ისევ ცრემლები წამომივიდა და მის მკერდს დაეცა.
-ბელს -ამოიჩურჩულა,გული შემეკუმშა იმ ხმის გაგონებისას,რა ხმითაც ჩემი სახელი წარმოსთქვა,ამ დროს ნაილი შემოვიდა,ხელში დიდი ჯამით წყალი ეჭირა მეორე ხელში კი სპირტით სავსე ბოთლი,ნაილი ზეინთან მივუშვი, თვალს ვადევნებდი როგორ უსუფთავებდა სისხლისგან სხეულს,ზეინს კი სახე შეეჭმუხნა,რადგან დარწმუნებული ვარ ეს ძალიან არასასიამოვნო გრძნობაა,ნაილი საყვედურებს აძლევდა,ამბობდა რომ შარიანია,თან მასზე გული შესტკიოდა
-შეგიძლია სპირტით შენ დაუმუშავო? მე არ შემიძლია -ამოიხრა ნაილმა.სასწრაფოდ დავუქნიე თავი,მასთან მივედი,ნაილის ადგილას დავჯექი,ბამბა ავიღე და სპირტში დავასველე,შემდეგ კი ფრთხილად მუცლის ჭრილობებზე გადავუსვი.თან სულს ვუბერავდი,რაზეც რამდენჯერმე ჩაიცინა კიდეც. ვხვდებოდი რომ ძალიან ეწვოდა,ამიტომ მინდოდა მისთვის ტკივილი ოდნავ შემემსუბუქებინა.
-ნაილ,თუ გინდა დაწექი შენ -კედელთან იდგა და აშკარა იყო რომ ეძინებოდა
-არა,ვერ დავტოვებ მას -ჩუმად თქვა
-ზეინთან მე ვიქნები -ჩურჩულით წარმოვთქვი
-მართლა? -გაუკვირდა,თავი დავუქნიე და ზეინის ჭრილობებს მივუბრუნდი.როდესაც მუცელი დავუმუშავე მის ხელებზე გადვედი.
როცა სახვევები გათავდა დაბლა ჩავედი ამოსატანად ოთახში შესვლისას კი გავიგე, როგორ ეუბნებოდა ზეინი ნაილს რომ ეს ჰარის ბანდის წევრებმა გააკეთეს. ოთახში გაოგნებული შევედი, მაგრამ არ შევიმჩნიე რომ მათი საუბარი მოვისმინე. ნაილი ოთახიდან გავიდა,თან მითხრა რომ ხშირად შემოგვაკითხავდა და ზეინს დახედავდა.როდესაც მის დახეთქილ ტუჩებს მივუახლოვდი ხელი ამიკანკალდა და ცრემლების ახალი ნაკადი წამომივიდა თვალებიდან. წინ დამიდგა ის სცენა როგორ ურტყამდნენ ზეინს. თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე,შემდეგ კი ტუჩზე მოვუსვი სპირტიანი ბამბა,ზეინს სახე დაემანჭა,შემდეგ ხელი მომკიდა და თავი დამახრევინა,ოდნავ ამოიწია,სახიდან თმა გადამიწია და ჩემს ბაგეებს დაეწაფა,თავი ბალიშზე დავადებინე,თავი დავხარე და მთელი გრძნობით ვაკოცე,ზეინმა ხელი წელზე მომხვია,ოდავ დამქაჩა და მის მკერდზე მომათავსა
-ოუ -წამოვიძახე უცებ,არ მინდოდა მისთვის რაიმე მეტკინა.ზეინმა ხელი წელზე მომხვია,ფრთხილად მაკოცა,შემდეგ კი მის გვერდით მომათავსა,ხელები მუცელზე დავაწყვე, თვალები დავხუჭე და ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება ჩემს თავზე.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now