დიდი ლურჯი თვალები გაკვირვებულები მომჩერებოდნენ. ანაბელს პირი დაეღო და ისე მომჩერებოდა თითქოს ზეინი კი არა, უცხოპლანტელი ვყოფილიყავი.
-რა? - რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ძლივს ამოღერღა.
-ცოლად გამომყვები? - მეორეჯერ გავუმეორე. ნუთუ თანახმა არაა? მაგრამ ჩვენ უკვე როგორც ცოლ-ქმარი ისე ვცხოვრობთ, ეს კი ყველაფერს ოფიციალურს გახდის და ხალხიც აღარ მოებყრობა ცუდად. თითქოს ჩემი ფიქრები გაიგოო, გაოცებული სახე მოიშორა, წარბები შეჭმუხნა და წელში გასწორდა.
-ამას რატომ აკეთებ? - ახლა დაბნეული მე მივაჩერდი. ამ პასუხს ნამდვილად არ მოველოდი. განა ყველა გოგონას ოცნება გათხოვება არ არის?
-იმიტომ, რომ დროა.
-თუ იმიტომ, რომ ხალხმა აღარ დამამციროს? - ამოვიოხრე,
-ანაბელ მისმინე..
-არა, ზეინ შენ მისმინე. ვიცი, რომ ქორწინება არ გინდა და ამას იმიტომ აკთებ, რომ ღელავ ხალხი რას იტყვის ჩემზე. ამიტომ არ მინდა ასეთი ნაბიჯი ნაადრევად გადადგა.
ეს გოგო შეშლილია. რაღაც წილად სიმართლეს ამბობს, მარამ მაინც შეშლილია! წარმოდგენაც კი არ აქვს რა ვიგრძენი, როდესაც იმ ნაბიჭვარმა ბინძურად საუბარი დაუწყო და მე რას ვაკეთებდი სანაცვლოდ? ვერაფერს! მხოლოდ ვცემე, სხვა? მეორე დღეს მას ისევ ისეთ თვალით შეხედავენ. ისევ ისე ცუდად იფიქრებენ და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემ გამო! ანაბელმა ყველაფერი დათმო ჩემ გამო, ოჯახი, მამა, სახელი. მე კი? ახლა ჩემი ჯერია. მომავალი უნდა მივცე და ამისთვის მზად ვარ. ეს ჩვენი მომავალი იქნება და ამიერიდან უფრო ძლიერად და მხნედ ვიქნები თუ მეცოდინება, რომ მზადაა მთელი დარჩენილი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატაროს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ეს არასდროს მოხდება.
-ანაბელ, განა ხალხი მაშინ არ ქორწინდება როდესაც ხვდებიან, რომ ერთად უნდათ მთელი ცხოვრების გატარება? ვერც კი წარმოიდგენ ამას რამდენი ხნის წინ მივხვდი. ჯერ ისიც კი არ მქონდა გათვითცნობერებული რომ მიყვარდი, როცა მთელი ცხოვრების შენთან გატარება მინდოდა. ვმღეროდი და შენს კრისტალებით ავსებულ თვალებს ვუყურებდი, ვხედავდი როგორი სითბო მოდიოდა შენი თვალებიდან და ეს მეც მათბობდა. გიყურებდი და ბედნიერი ვიყავი. მაშინ მივხვდი, რომ მინდოდა მთელი ცხოვრება ასე ბედნიერს მეცხოვრა, შენთან ერთად. მივხვდი, რომ არ მინდოდა გამეშვი. არასდროს. არსად. განა ცოლის მოსაყვანად ეს საკმარისი არ არის? მიყვახარ ანაბელ, მთელი არსებით მიყვარხრ. ყოველი პატარა დეტალი მიყვარს შენში. შენი ღიმილი, ტუჩები,სიცილი, სურნელი, შენი თვალებიც კი მიყვარს, რომლებიც ხანდახან ესე ძალიან მაშინებს.. და რაც მთავარია შენი გული მიყვარს. ამ ქვეყნად შენზე კეთილი არავინ შემხვედრია. შენ შეძელი და ყველა ის ახვრული საქციელი მაპატიე რაც გაგიკეთე, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ ვიმსახურებდი. მიუხედავად ამდენი ცუდისა შანსი მაინც მომეცი, ჩემში კარგი დაინახე, შემიყვარე და ჩემთვის იბრძოლე. შენ არ იცი როგორ ვაფასებ ამას. შენ დამანახე, რომ არც ისეთი ცუდი ადამიანი ვარ, როგორიც მეგონა. შენ შეძელი ის ყინული გაგელღვო, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ურყევად ეკრა ჩემ გულს. თავიდან ძალიან სუსტი მეგონე, მაგრამ როდესაც გაგიცანი მაშინ დავრწმუნდი,რომ სუსტი კი არა ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ და ამაში ყოველდღე ვრწმუნდები. ადვილად უმკლავდები ყველაფერს, მიუხედავად იმისა, არის ეს მარტივი თუ არა. აი ამიტომაც მიყვარხარ. ძალიან ბევრი გადაიტანე, მაგრამ მაინც მყარად დგახარ მიწაზე. ამ ყველაფრის მერე მაინც არ ჩამქვრალან შენი თვალები და მაინც სულ ბედნიერებისგან ანათებენ. იმდენად ძლიერი ხარ, რომ ჩემი შეცვლაც მოახერხე. ახლა საერთოდ სხვა ადამიანი ვარწარმოგიდგენია ღმერთიც კი ვიწამე შენ გამო და ყოველდღე მადლობას ვუხდი, რომ შენი თავი გამომიგზავნა.
შენგან შვილებიც კი მინდა, მიუხედავად იმისა რომ ვერ ვიტან ბავშვებს. შენთან ყველაფერზე თანახმა ვარ, შენ გამო ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ დაგკარგო და ბოლომდე შეგინარჩუნო. ყოველ წამს ვიბრძოლებ, ყოველ წამს, რომ ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდი გავახანგრძლივო. მინდა ყველაფერი მოგცე, ყველაფერი რაც ბედნიერებისთვის გჭირდება. არასდროს მინდა რომ ვინმეს გამო მოწყენილს გხედავდე, არ მინდა რომ გამცირებდნენ, მინდა ბედნიერი იყო, გესმის? -ვუყურებდი ანაბელის ცრემლიანს სახეს და ცხოვრებაში პირველად ვამაყობდი ჩემი თავით, ვამაყობდი რომ გავბედე მისთვის მეთქვა რასაც ვგრძნობდი, მოუხედავად იმისა, რომ ჩემი სიტყვები იმის ნახევარსაც კი ვერ გადმოსცემდა, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი. იმ გრძნობის გამოცემა რომელიც ჩემში იყო უბრალოდ შეუძლებელია.