თავი 38

1.1K 78 7
                                    

  - მომხდარის შემდეგ, არ მინდა ლიამთან ერთად ყოფნა, - დავიწუწუნე და ზეინს მოტოციკლეტებისკენ გავყევი. რალის შემდეგ თავის ერთად მოყრა გადაწყვიტეს ზეინის სახლში.
-დამშვიდდი, შენთან არ მოვაკარებ, - წელზე ხელი მომხვია, თავისთან მიმზიდა და ლოყაზე მაკოცა. მაშინვე ბედნიერებისგან გამეღიმე. მიხარია რომ ჩვენი უთანხმოება ასე მალე მოგვარდა.
-დაჯექი, -მითხრა ზეინმა, როცა მოტოციკლეტზე შემოჯდა.
-ჰარის ვეტყვი, რომ შენთან ერთად მოვდივარ და მალე დავბრუნდები, კარგი? -ზეინს ღიმილიანი სახე მაშინვე შეეცვალა.
-ანაბელ არსად არ წყახვალ -მითხრა მკაცრი ტონით.
-სულ ორი წუთი მჭირდება - ისეთი ხმით წარმოვთქვი, თითქოს ვევედრებოდი, რომ გავეშვი.
-ანაბელ დაჯექი-ზეინს ტონი არ შეცვლია.
ამოვიოხრე და უსიტყვიდ დავემორჩილე.
ღმერთო რატომ ახდენს ეს ბიჭი ჩემზე ესეთ გავლენას.
იმის მიუხედავად, რომ შევყოვნდით, პირველები მაინც ჩვენ მივედით ზეინის სახლში, მალე დანარჩენებიც შემოგვიერთნენ, ლილი ლუის წამოყვა, ლიამი კი მატო იყო და სულ იბღვირებოდა. წამით ისიც ვიფიქრე, ასეთი გამარჯვების შემედეგ მაინც რომ არ გადაუარა ამ ამბავმა ალბათ ლილი მართლა უყვარსთქო, მაგრამ ახია მაგის თავზე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.
ზეინმა სახლის კარი შეაღო და ყველა შიგ შეგვიხმო. ყველა თავს ისე გრძნობდა როგორც საკუთარ სახლში, რაც კი რაც არ უნდა იყოს ცოტა უხერხულიც კი იყო. ყოველ შემთხვევაში ჩემი გაგებით ასეა.
-დღეს ყველა ვსვავთ -დაიყვირა ზეინმა და პარკებიდან არყები და ერთჯერადი ჭიქები ამოიოღო, ლუიმ კი ამ დროს სიმღერები ჩართო.
ჩიქებში არყები ჩამოასხეს და სათითაოდ ყველას დაგვირიგეს. მხოლოდ ლილი იყო ვინც დალევაზე უარი განაცხადა.
-ანაბელ ნაილი ისევ აქ ცხოვობს ხომ?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-არ მინდა აქ ყოფნა და გართოვა, რომელი ოთახია მითხარი და მასთან ავალ.
-დარწმუნებული ხარ? -დაეჭვებით ვკითხე და როცა ლილისგან თანხმობა მივიღე ნაილის ოთახი მივსწავლე, მე კი ზეინის გვერდით დივანზე ჩამოვჯექი.
ხელი წელზე შემომხვია და გამიღიმა, ჩავიცინე და არყით სავსე ჭიქა მაგიდაზე დავდე. ზეინმა სახე შემომატრიალებინა და თვალებში ჩამაშტერდა.
-მოხდა რამე? -წარბებშეკრულმა მკითხა, თვალს ისევ არ მაშორდა.
-თავს უხერხულად ვგრძნობ ჰარის გამო-ზეინს სახე შეეცვალა-მასთან ერთად წამოვედი და არც გამიბრთხილებია, რომ მის გარეშე მივდიოდი იქიდან.
-ეს რა ჰარის გამო ღელავს? -დამცინავად კითხა ზეინს ბიჭმა, რომელმაც როგორც ჩანს ჩვენი საუბარი გაიგონა, თუ სწორად მახოვს მას ბლეიკი ერქვა.
ზეინს პასუხი არ გაუცინა, უბრალოდ ჩაიცინა. ბლეიკი ახლა მე შემომიტრიალდა.
-კაი რა ჰარი დაიკიდე, ყეა- უდარდელად მითხრა და მხრები აიჩეჩა.
-ხო ნაბიჭვარია- ზეინიც გამოსარჩლა
-ჰარიც იგივეს ამბობს შენზე -შევუბღვირე, ვიცი ესენი ჰარის ვერ იტანენ, მაგრამ ის მაინც ჩემი მეგობარია და არ მომწონს, როცა მას შეურაცჰყოფას აყენებენ.
-დამიჯერე გატყუებს, -მითხრა ზეინმა და თვალი ჩამიკრა, რაზეც გამეცინა.
-ამან რა არაფერი იცი?- გაკვირებულმა იკითხა ბლეიკმა და ზეინს შეხედა.
-მოკეტე ძმო-უთხრა ზეინმა და თვალები დაუბრიალა.
-ანაბელ ჰარიმ მაგრად იბოზა...- კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ზეინმა არ დააცადა.
-გეძახიან -უთხრა და იქით ანიშა, შემდეგ კი მე შემომიტრიალდა.
-ან გაღიმიე და დავიწყე ის ნაბიჭვარი ან მასთან წადი -მითხრა და წარბები ამიწია.
არ მომწონს, როცა არჩევნის წინაშე მაყენებდნენ, მაგრამ არ ვაპირებდი ახლა ზეინის მიტოვებას და ჰარისთან წასვლას. ცოტახნის წინ მაგიდაზე დადებული ჭიკა ავიღე და ზეინს გავუღიმე იმის დასამწკიცებლად რომ მასთან ვრჩები.
ზეინმა გამარჯვებულის ღიმილით გაიღიმა და ფეხზე წამოდგა, ჭიქა აწია და ხმამაღლა წამოთქვა
-ჩვენ გაგვიმარჯოს-ხალხი მასთან შეჯგუფდა.
-ხო, ჩვენ გაგვიმარჯოს-ახლა ფეხზე ლუი წამოდგა -ერთ მიმართულებას გაუმარჯოს-ამის თქმაზე ყველამ ერთმანეთს მიჭახუნეს ჭიქები და შემდეგ არყები გადაკრეს.
ზეინმა ცარიელი ჭიკა ჟურნალების, დაბალ მაგიდაზე ჩამოდგა და ისევ მე მომიჯდა.
-დალიე-მითხრა და არაყზე მანიშნა. არყის ჭიქას დავსუნე და დავიმანჭე.
-ნუ მიყურებ ეგრე,უნდა დალიო -სიცილით მითხრა, სახე ისევ დავმანჭე,მაგრამ თავი დავუქნიე.
სასმელი ისევ დავსუნე,ცხვირი კიდევ უფრო ამეწვა. ჯანდაბა! სამი, ორი, ერთი ჩუმად გადავითვალე და არაყი ავკარი. ხორხი ისე ამეწვა რომ თვალებიდან ცრემლები წამსკდა. ზეინმა ხითხითით ლიმონი შემაშველა, რამაც უსიამოვნო გემო შედარებით გამიქრო. ხელი მახრზე მომხვია და თავი ახლოს მოსწია,როდესაც მივხვდი,რომ უნდოდა ეკოცნა ჯერ ცეცხლი მომედო მთელს სხეულზე,შემდეგ კი მივხდი რომ აქ კიდევ უამრავი თვალი გვიყურებდა,ამიტომ სანამ კოცნას მოასწრებდა თავი დავხარე და ტუჩების მაგივრად შუბლზე მაკოცა
-ოო ანაბელ -ამოიბუზღუნა და თავი გაატრიალა,გამეცინა,აშკარა იყო რომ განაწყენდა,თუმცა არ მინდა ყველამ დამინახოს როგორ ვკოცნი ზეინს,მითუმეტეს,რომ მე და ის ერთად არც ვართ. მგონი.
-ერთ მიმართულებაში რას გულისხმობ? - ინტერესით ვკითხე, მან კი ჩემსკენ შემოიხედა და ჩაიცინა.
- ასე ეძახის ხალხი ჩვენს ბანდას, -ხმადაბლა დაიწყო ახსნა ზეინმა,თან არაყი დაისხა -ფიქრობენ რომ ყველა ერთნაირები ვართ სამეგობროში, ბანდიტები, მოძალადეები, არამზადები და კიდევ ათასი რამ, მოკლედ, ყველას ერთი გზა გვაქ არჩეული ცხოვრებაში, ყველა ერთი მიმართულებით მივდივართ, -გაიღიმა -ცუდი მიმართულებით. - დაამატა და კიდევ ერთი ჭიქა გადაკრა.
-გასაგებია -ამოვილუღლუღე და გავუღიმე,ზეინი სახეზე მომეფერა და სიგარეტი ამოიღო. ერთი ღერი ხელის დაუხმარებლად, პირით ამოიღო შემდეგ კი კოლოფი გამომიწოდა
-გინდა? -ჩავიცინე და უარის ნიშნად თავი გავიქნიე. -კარგი-მხრები აიჩეჩა და ის ის იყო ჯიბეში უნდა ჩაედო, რომ მაქსი სწრაფად სწვდა ხელში და სიგარეტი სიცილით გამოგიჯა ხელიდან. ერთი ღერი ამოიღო, შემდეგ კი კოლოფი ლიამს ესროლა.
-დაიჭირე- ორივემ მზერა ლიამიდან ლუიზე გადავიტანეთ, რომელიც ჩვენთან ძალაინ ახლოს იდგა და ხელში გიტარა ეჭირა. გამიკვირდა, როცა ლუი გიტარით დავინახე, მაგრამ ის უფრო გამიკვირდა ის გიტარა რომ ზეინს გადმოუგდო. თავი გვერდზე გავწიე, რომ გიტარა არ მომხვედროდა, იმის მიუხედავად რომ ზეინმა დაიჭირა. ლუი გაიწია და ჩვენს წინ მაქსი დავინახე, რომელსაც მეორე გიტარა უკვე ხელში ეჭირა. სიმღერების ხმაც შეწყდა და ყველამ ჩვენს გარშემო მოიყარა თავი. მოიცა რა ხდება? ზეინმა გიტარა გაასწორა და ხმის შესამოწმებლად ერთხელ ჩამოკრა თითი. მოიცა ზეინი უკრავს? გაოცებისგან პირი დავაღე, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მის ხელში ოდესმე გიტარას დავინახავდი. ბოლო ნაპასი ამოარტყა და სიგარეტი მაგიდაზე მდგარ საფერფლეში ჩააქრო. მაქსს ანიშნა, რომ დაეწყო, შემდეგ კი ჩემთვის გაურკვეველი აკორდები აიღო და სიმღერაც დაიწყეს. ()
"Close your eyes and I'll kiss you
Tomorrow I'll miss you
Remember I'll always be true
And then while I'm away
I'll write home every day
And I'll send all my loving to you.."
გამოშტერებული აქეთ-იქით ვიყურებოდი და ბიჭების გაღიმებულ სახეებს ვუყურებდი. ლიამსაც, რომელსაც მთელი საღამოა არ გაუღიმია, სიმღერის დროს თვალები უციმციმებდა. ზეინს შევხედე, რომელმაც, როცა დაინახა, რომ მას ვუყურებდი, თვალი ჩამიკრა, მასაც არანაკლებ უციმციმებდა ყავისფერი, ღრმა თვალები.მღეროდნენ და ბოლომდე გრძნობდნენ სიმღერას, მოსწონდათ ის რასაც აკეთებდნენ, ამ დროს ისინიც ჩვეულებრივ, ნორმალურ თინეიჯერების გავდნენ, არანაირი სახიფათო ცხოვრებით და უკანონო ქმედებებით. ლუისკენ გავიხედე, რომელმაც მანიშნა რომ მათ ავყოლოდი, ირგვლივ მიმოვიხედე, უკვე თითქმის ყველა მღეროდა, მეც ჩემი სიმორცხე გვერდზე გადავდე და მათ ავყევი.
"I'll pretend that I'm kissing
The lips I am missing
And hope that my dreams will come true
And then while I'm away
I'll write home every day
And I'll send all my loving to you."
-ახლა ჰარის პარტია მოდის, - ერთ-ერთმა მათგანმა, მგონი დესი ქვია დანანებით ჩაილაპარაკა. დაბნეულმა ავხედე, შემედეგ კი ზეინს შევხედე რომელმაც თვალები გადაატრიალა და სიმღერა თვითონ გააგრძელა. როდესაც მოვრჩით სახლში ისევ ყიჟინა ატყდა. მე კი ზეინს გვერდით მივუცუცქდი, ხელები კისერზე მოვყვიე და ყურში ჩავჩურჩულე.
-ძალიან მაგარი იყო, - შემდეგ კისერში ვაკოცე და გამოვიწიე.
-ჯამდაბა ბელ! - ზეინმა გამოსცრა და ჩემსკენ საკოცნელად გამოიწია, მაგრამ მე ისევ დავუსხლტი ხელიდან.
-აქ არა, - თავი გავიქნიე და ზეინის გამოწვდილი არყიანი ჭიქა ავიღე.
-ანაბელ, სახლში წასვლა მინდა, წამოხვალ? - უკნიდან ლილის ხმა მომესმა, რომელიც ნაილთან ერთან იდგა ჩვენს უკან.
-უჰ, კარგი, - ლილის დავეთანხმე და წამოდგომა დავაპირე, როდესაც ზეინმა დამაკავა.
-შენ დარჩი.
-რა? ლილის მარტო ვერ გავუშვებ,
-მოიცა შემ რა გგონია, ლილისთან ერთადაც რომ წახვიდე, მარტო წასვლის უფლებას მოგცემთ თქვენ ორს?! - ბრაზით მითხრა ზეინმა, რაც ძალიან მესიამოვნა. ახლა უკვე აღარავინ დამდევდა მოსაკვლელად, მაგრამ ზეინი მაინც ზრუნდავდა და ნერვიულობდა ჩვენზე.
-ჰოდა, მითუმეტეს.
-არა, შენ ცოტახანი დარჩი, ლილის კი ნაილი გააცილებს, არა ნაილ?! - ზეინმა ნაილს შეხედა.
-ხო გავაცილებ, -თქვა ნაილმა და ლილის შეხედა, - ოღონდ ერთი წამით გამოვიცვლი, - თვალით თავის პერანგზე მიგვითითა, რაზეც კიდევ ერთხელ გამეცინა.
-დალიე- მითხრა ზეინმა და რამდენიმე წუთის წინ გამოწვდილი ჭიქა პირამდე მიმატანინა. ღრმად ამოვისუნთქე და არაყი გადავკარი. ცოტახანში ნაილიც ჩამოვიდა და ლილის ანიშნა რომ უკვე წასვლის დრო იყო.
-ზეინ-გასვლის წინ ნაილმა ზეინს თვალები დაუბრიალა -ანაბელს კარგად მიხედე- გააფრთხილა და ლილისთან ერთად სახლიდან გავიდა.
რამდენიმე წამში კი დავინახე, როგორ გაყვა ლიამი მათ. ზეინს იდაყვი მივკარი და მისკენ ვანიშნე.
-ეიი სად მიდიხარ? -ზეინი ფეხზე წამოდგა.
-დამშვიდი ძმაო-ხელები აწია ლიამმა-უბრალოდ ტუალეტში მივდივარ -თქვა და ტუალეტიკენ წავიდა.
დაახლოებით ერთ საათში უკვე ყველანი გალეშილები იყვნენ, ზეინიც მათ შორის, მაგრამ არა ისე, როგორც დანარჩენები. ზეინმა ხელი ჩამკიდა და კარისკენ წამიყვანა. ''მალე დავბრუნდებით'' ამოილუღლუღა,თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა,რომ არც ზეინის ხმა გაუგია არავის და არც ჩვენი გამოსვლა შეუმჩნევია არცერთს,როდესაც კარიდან გავედით ზეინმა სახლის უკან გამამიყვანა,სადაც სულ ყველაფერი ჩაბნელებული იყო,სახლიდან მკრთალი შუქი ბჟუტავდა,რომელიც თითქმის არც კი ჩანდა, კედელს ამაყუდა,ერთი ხელი წელზე ძლიერად მომხვია,თითქოს ეშინოდა არ გავქცეოდი,მეორე ხელი სახეზე მომისვა,თავი დახარა და მისი ბაგეები ჩემსას შეახო. მეც კოცნითვე ვუპასუხე,ის კი უფრო და უფრო ახლოს მწევდა მასთან და ველურივით მკოცნიდა,როდესაც კოცნა დაამთავრა ორივე ღრმად ვსუნთქავდით. ზეინი ისევ საკოცნელად მოიწია, მაგრამ უკან გავწიე.
-სახლში წამიყვანე კარგი? -ზეინმა სახე შეჭმუხნი.
-კიდევ ცოტახანს იყავი-მითხრა და წელზე ხელი შემომხვია, თუ ამას წელს დავარწმევდით.
-მალე გათენდება და ჩემებიც შეამჩნევენ, რომ იქ არ ვარ- დანანებით ჩავილაპარაკე და ზეინს ვაკოცე.
-წამოდი- მანიშნა და წინ გამიძღვა.
-ზეინ,საიდან მოიტანე,რომ ჰარის ვაკოცე? -ცოტახანს გავჩერდი და მას შევხედე, შემდეგ კი გზა გავარგრძელეთ.
-ნაილმა მითხრა-შევიცხადე და გაოცებული კიდევ ერთხელ გავჩერდი.
-ესე ვერასდროს მივალთ -მითხრა და მანიშნა, რომ სიარული გაგვეგრძელებინა.
-საიდან მოიტანა? -ზეინს ცოტა ჩამორჩენილი ვიყავი, ამიტომ სწრაფად ავეკიდე.
-ექსკურსიაზე დაგინახათ -მიპასუხა და მაშინვე მივხვდი,ალბათ იმ მომენტში დაგვინახა,როდესაც ჰარი ცდილობდა,რომ ეკოცნა,თუცა მე თავი გავწიე და კოცნაზე უარი ვუთხრაი.
-ჰარი ეცადა, მაგრამ გავიწიე.
-ახვარი, - სახე მოეწუფრა და პრაზით წამოსთქვა, შემდეგ კი გაეღიმა.
-რატომ გამოწიე თავი? -ეშმაკურად მკითხა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი ამაზე პასუხი თავადაც იცოდა.
-უბრალოდ პირში ცუდი სუნი ქონდა-ვიხუმრე, რომ პასუხისთვის თავი ამერიდებინა.
-ჩემ გამო არ აკოცე, ხომ? -ჩამაცივდა ზეინი.
-თავი დიდი ვინმე ნუ გგონია -გავიცინე და მხარზე ხელი მივკარი. ზეინმა ჩაიცინა და წინ გაიხედა. რამდენიმე წამში კი ხელზე შეხება ვიგრძენი. თავისი თითები ჩემსაში ახლრთა. ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა და ზეინს ავხედე, რომელიც წინ გზას ისე მიიკვლევდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას სპეციალურად აკეთებდა, ეს ხომ თბილი ჟესტი იყო და ის კი ზეინ მალიკია, ყველაზე უხეში ადამიანი მსოფლიოში.
-ზეინ, მაშინ სიმღერისას ბლეიკმა, რომ ის რატომ თქვა ჰარიზე?.. -ზეინს ჩაეცინა,
-რა ის რომ მაგრად იბოზა?
-ხო -თავი დავუქმიე. მეგონა ზეინი ამის შესახებ არაფერს იტყოდა და საერთოდ გაჩუმდებოდა,მაგრამ როდესაც ლაპარაკი დაიწყო გავვოცდი და ყურები დავცქვიტე,რომ არაფერი გამომრჩენოდა.
-ამ ბანდიდან პირველი ჰარი გავიცანი -ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო,პირში ჩაიდო და მოუკიდა,შემდეგ კი გააბოლა -მისი წყალობით ვარ ახლა აქ. ნაილის შემდეგ ყველაზე ახლოს მასთან ვიყავი და ყველაზე მეტად მას ვერთობოდი. დროს სულ ერთად ვატარებდით, მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი არ იყო რაც ერთმანეთს ვიცნობდით, მაინც ძმად ვთვლიდი. თითქოს ყველაფერში ვუგებდით ერთმანეთს, ერთნაირი გემოვნება გოგოებში, ერთნაირი მიზნები, ერთნაირი სურვილები,მაგრამ ბოლო პერიოდში სადღაც ქრებოდა ხოლმე,როდესაც ვეკითხებოდი სად იყო,რაღაც სისულეებს ამბობდა, რაღაც ეჭვები გამიჩინა, ამიტომ მის დას დავუვახლოვდი და გავიგე, რომ ჰარი ყველას გვატყუებდა და ის სულაც არ იყო ჩვენს გუნდში.
-მოიცა, დამ თავისიღვიძლი ძმა გაყიდა? -გაკვირვებულმა წამოვიძახე. მერეღა გავიაზე ზეინის ნათქვამი თავიდან ბოლომდე. ღმერთო ჩემო ესეთი ნაბიჭვარია ჰარი?
-ჩემი მონაყოლიდან მხოლოდ ეს კითხვა გაგიჩნდა? -ზეინმა ჩაიცინა -არა, თითონ არც აუაზრებია ეს, რაღაც შემთხვევით წამოსცდა და ეგრე მივხვდი, რომ მეორე ბანდას, რომელიც ჩვენ გვებრძოდა, ჰარის მამა მეთაურობდა.
-ნაბიჭვარი -გაუაზრებლად წამოვიყვირე,შემდეგ კი პირზე ხელი ავიფარე.
-ხომ ხედავ, ანაბელ მარტო შენ არ გატყუეს და გამოგიყენეს -ჩაიცინა ზეინმა და სიგარეტის ნამწვავი გადააგდო.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now