ისევ ერთ ადგილას ვიყავი მიყინული და სირენების ხმა ყურებს მიყრუვებდა, როდესაც ჩემს წინ მოტოციკლი გაჩერდა. ვიფიქრე,რომ ზეინი იყო,თუმცა როდესაც სხვა ჩაცმულობა დავინახე ჩემი ფიქრები მაშინვე გაიფანტა.
-პოლიციელების მოსვლას ელოდები? -ირონული ტონით მკითხა უცნობმა და ჩაიცინა.
-სწრაფად დაჯექი -მითხრა, როდესაც პოლიცია უკვე ჩვენთან ძალიან ახლოს იყო, ერთი ჩაფხუტი მე მომაწოდა, მაშინვე თავზე დავიფარე. აღარც კი მიფიქრია რომ ესეთი რამეების ძალიან მეშინოდა, სხვა დროს რომ გეთქვათ არასდროს დაჯვდებოდი ზედ, მითუმეტეს ღამით და თანაც ვიცი როგორი სისწრაფით უნდა იაროს.-ხელები წელზე ძლიერად მომხვიე -გამაფრთხილა, მას დავუჯერე და მთელი ძალით მოვუჭირე ხელები მუცელზე. საშინლად შეშინებული ვიყავი, ისეთი სისწრაფით ატარებდა რომ ვფიქრობდი მალე რაიმეს შევასკდებოდით-თქო. გზაზე კი არ მივდიოდით, მივფრინავდით. ისიც კი გავიფიქრე რომ ჯობდა იქ, პოლიცელებთან დავრჩენილიყავი. ჩემ თავს ვერ ვცნობი, რას ვაკეთები. ვიჯექი მოტოციკლეტზე, ამ შუაღამისას, ვიღაც უცხო ბიჭთან ერთად, რომელიც არც კი ვიცი როგორ გამოიყურება სახე და ხელები ისე მჭიდროდ მაქვს მოხვეული რომ მალე შეიძლება გავჭყლიტო კიდეც. ესე ახლოს ჯერ არცერთ ბიჭთან არ ვყოფილვარ. ახლა რომ დედა და მამა მიყურებდნენ, როგორ გავურბივარ პოლიციას წარმოდგენაც არ მინდა რა დაემართებოდათ. აქ ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩამოვედი, მაგრამ არა ესეთის.
როდესაც სირენების ხმა შეწყდა მოტოციკლეტი ოდავ შეანელა.
-საით მივდივართ? -მკითხა და ორი წამით თავი ჩემკენ მოატრიალა.
-ბრიქსტონის ქუჩაზე. -რაც შემეძლო ხმამაღლა ვუთხარი რომ გაეგო.
-კარგი. -თავი დამიქნია და გვერდზე შემოუხვია.
ახლა უკვე შედარებით ნელა მივდიოდით.
როდესაც მოტოციკლეტი სახლის წინ გააჩერა მაშინვე გადმოვხტი და ჩაფხუტი სასწრაფოდ მოვიხსენი. მანაც იმავე გააკეთა, თვალები გამიფართოვდა მისი უნაკლო სახის დანახვაზე. ამ ქალაქში ყველა ბიჭი სიმპატიურია, თუ რა ხდება?!