თავი 59

1K 75 1
                                    

  Z A Y N 'S POV!

დილით, ჯერ რვაც კი არ იყო რომ მოწევის სურვილმა გამაღვიძა. თვალები მოვიფშვნიტე, ფეხზე წამოვდექი, სიგარეტი ავიღე და ოთახიდან გავედი. ბოლო ნაპასი დავარტყი და ნამწვავი საფერფლეში ჩავწვი, შემდეგ კი შემოსასვლელში, თაროზე დამალული იარაღი ავიღე, ყოველი შემთხვევისთვის, კიდევ ერთხელ დავატრიალე ხელში და შევამოწმე რამე დეფექტი ხომ არ ჰქონდა. როდესაც დავრწმუნდი, ყველაფერი რიგზე იყო, ოთახში დავბრუნდი, რომ კარადაში საგულდაგულოდ შემენახა. ანაბელი საწოლზე მიწოლილიყო, მის დანახვაზე გამეღიმა. თმები აბურდვოდა და ცეცხლისფერი კულულები მთელ საწოლზე მოფენოდა. შეიშმუშნა, ალბათ იღვიძებს.. ოჰ! ჯანდაბა! ანაბელის ყურებით გართულს სულ დამავიწყდა, ხელში რომ იარაღი მეჭირა. კარადაში სასწრაფოდ ჩავდე. როდესაც უკან მივტრიალდი, ანაბელი საწოლზე წამომჯდარი დამხვდა, მძინარე სახით მიყურებდა.
-რა ჩადე კარადაში? -მკითხა და საწოლიდან წამოდგა
-არაფერი ისეთი, -გავუღიმე -როგორ გეძინა? -სასწრაფოდ თემა შევცვალე
-კარგად მეძინა,მაგრამ მაინტერესებს რა ჩადე ასე სწრაფად კარადაში -ღმერთო რა ჯიუტია. თვალები გადავატრიალე და კარადისკენ წავედი,ისიც უკან გამომყვა,თან აბურდული თმის გასწორებას ცდილობდა.
ამოვიხვნეშე, უჯრა გამოვხსენი და იარაღი დავანახე. თვალები გაუფართოვდა, ხელებზე ბეწვი აეშალა, მივხვდი რომ შეეშინდა. სახეშეცვლილი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ღრმად ამოისუნთქა. მეც მის გვერდზე დავჯექი, მინდოდა თვალებში შემეხედა და ამომეკითა რას ფიქრობდა, მაგრამ ვერ შეძელი. ამიტომ თავი დაბლა დავხარე.
-მე რომ გთხოვო, არ ქნა-თქო, აზრი არ ექნება, ხომ? - დაიჩურჩულა და სევდიანად ამომხედა.
-უკვე ყველაფერი დაგეგმილია.. - თავი გაგების ნიშნად დამიქნია, მაგრამ თვალი მაინც არ მოუშორებია.
-საშიშია, ხომ?-ჩუმად დაიჩურჩულა და კისერში ხელი შეიცურა. უბრალოდ ჩავიცინე, არ მინდოდა მისთვის ამ კითხვაზე პასუხი გამეცა. ან უნდა მომეტყუებინა, ან უნდა შემეშინებინა, ასე რომ გაჩუმება ვარჩიე. -დამპირდი, რომ ფთხილად იქნები-მუდარის ხმით წარმოსთქვა და მუხლზე ხელი დამადო. გული მიკვდებოდა, როცა მას შეშინებულს ვხედავდი, მაგრამ ჩემი რაღაც ნაწილი თავს ამაყად გრძნობდა. მაშინ ვგრძნობდი რომ ვჭირდებოდი, ვგრძნობდი, რომ ჩემ გამო ღელავდა და ეშინოდა ჩემი დაკარგვის. ეს კი ძალას უფრო მმატებდა და სურვილს მიჩენდა სახლში უვნებელი დავბრუნებულიყავი, რომ მისი ბედნიერი სახე მენახა. აქამდე თუ ჩემი ცხოვრების მიზანი ის იყო, რომ ჩემი მშობლების გამო შური მეძია, ახლა იმისთვის ვცოცხლობდი, რომ მისთვის ბედნიერება მიმენიჭებინა და ასევე ჩემი თავისთვის,ის ბენიდერება რასაც მისი დანახვისას, მისი კოცნისას და მისი სიცილის მოსმენისას ვგრძნობდი.
-გპირდები -ვთქვი ჩემ ნათქვამში დარწმუნებულმა და ხელი მის ხელს დავადე.
-მიყვარხარ -მითხრა შედარებით დამშვიდებულმა, გავიღიმე და თავი დავუქნიე. როგორ შეიძლება ვუყვარდე იმ ყველაფრის შემდეგ რაც გავაკეთე? რა მოხდება მაშინ, როცა ჩემზე მთელ ისტორიას გაიგებს? მაინც ვეყვარები? იმის გაფიქრებაზე რომ „არა" შიშმა ამიტანა და ფეხზე წამოვდექი, ცოტახანში ანაბელიც წამოდგა და სააბაზანოში გავიდა. საწოლზე ზურგით წამოვწექი და თვალები დავხუჭე. იმ ფიქრს თავიდან ვერ ვიშორებიდი, რომ ერთ დღესაც ანაბელის დათმობა მომიწევდა. ყოველ წამს მისი დაკარგვის ფიქრი დამიქროდა ტვინში, რაც სულს მიღრღნიდა და მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებდი და მის სახეს ვეღარ დავინახავდი. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი ცოხვრება ისევ შავ-თეთრ ფერს მიიღებდა. არასდროს მინდოდა ეს დღე დამდგარიყო. ცხოვრებაში პირველად ვაღიარებ რომ მეშინია. ხო მეშინია, მისი დაკარგვის. ამოვიოხრე და საწოლიდან წამოვიწიე, როდესაც სააბაზანოდან პირსახოც შემოხვეული უკან შემობრუნდა. მაშინვე გამეფანტა მომაბეზრებელი ფიქრები გონებიდან, როდესაც სრულიად გაშიშვლდა და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო.
ოხხ! ანაბელ, რა ლამაზი ხარ! როგორ მინდოდა ამ წამსვე გამეჟიმა, ხელიც კი გავაპარე მისი უკანლისკენ, მაგრამ შეხებაც ვერ მოვასწარი ისე გახტა და კატეგორიულად განმიცხადა:
-ახლა არა! სკოლაში დამაგვიანდება!
სანამ ჩაიცვა, ტუჩები კვნეტით ლამის დავისისხლიანე.
-წავედი- მითხრა როდესაც თავის სკოლის ფორმაში გამოეწყო.
-ჭკუით და გაკვეთილების მერე მე მოგაკითხავ -ანაბელმა თავი დამიქნია, მაკოცა და ოთახიდან გავიდა. და აი ისევ ის ფიქრები, რომელიც ყოველი ანაბელის კარის გახურვისას მიბყრობდა. როცა ის მშორდებოდა შიშის გრძნობა მიბყრობდა, შიშის რომ ის აღარასდროს დაბუნდებოდა, ან დაბრუნდებოდა, მაგრამ მხოლოდ ბარგისთვის. ეს შიში იქამდე მღრღნიდა, სანამ კიდევ ერთხელ არ ვნახავდი მის გაღიმებულ სახეს ჩემი დანახვისას. საშინელებაა იცხოვრო მუდმივ შიშში, მაგრამ მისთვის მიღირდა. ჩავიცინე, ვინ იფიქრებდა, რომ ეს პატარა სულელი გოგო ესე შემაყვარებდა თავს? საწოლზე გადავტრიალდი და თვალები დავხუჭე, მალევე ჩამეძინა. როდესაც გავიღვიძე ორი იყო დაწყებული. სწრაფად ავდექი საწოლიდან და ტანზე ჩავიცვი. ვისაუზმე, მოტოციკლის გასაღები ავიღე და გარეთ გავედი. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი და დავრწმუნდებოდი, რომ ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც მისი სახლიდან გასვლისას.
მოტოციკლი სკოლასთან გავაჩერე, ირგვლივ ბავშვები ირეოდნენ, რამდენიმე მე მომაშტერდა და ერთმანეთში ჩურჩული დაიწყო. ყურადღება არ მივაქციე და მოტოციკლს, ჩემი ჩვეული პოზით მივეყრდენი და თვალებით ხალხში ანაბელის ძებნა დავიწყე.
ნაილთან და ლილისთან ერთად იდგა, ჩემგან ზურგით,რაღაც თემაზე ისე გაცხარებით საუბრობდნენ, თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტდნენ. თვალები ავატრიალე, სინამდვილეში ალბათ ბიოლოგიურ თეორიებზე მსჯელობენ, მართლა წარმოიშვა ადამიანი მაიმუნისგან თუ არა. ჰმ, წიგნის ჭიები.
ანაბელი, როცა რამეზე კამათობდა, ყოველთვის თავის პოზაში იყო. წელში გამართული, თავაწეული დინჯად და დარწმუნებით საუბრობდა. ის ორი კი წარბებშეჭმუხნული ხან შეედავებოდა, ხანაც კი თავს უქნევდა. ალბათ თავის საფირმო რჩევებს აყრის თავს. ჩამეცინა და თავი გვერდზე გადავხარე. მოტრიალდნენ და სკოლის გამოსასვლელისკენ დაიწყეს სვლა. როგორც კი ანაბელის თვალები ჩემსას შეეჩეხა, მაშინვე სახე გაუბრწყინდა.
-ეი, ანაბელ - რამდენიმე სტვენა და შეძახილი მომესმა. ანაბელს სახიდან ღიმილი გაუქრა და გვერდით გაიხედა. მზერა იმ მიმართულებით მეც გავაყოლე და რამდენიმე ბიჭი დავინახე, რომლებიც იცინოდნენ, - ჰეი, მოიცადე - დაუძახა შუათანამ, როდესაც ანაბელმა სიარული გააგრძელა - სახლში შენთვის ერთი თავისუფალი ოთახი მაქვს- თვალები შუბლზე ამივიდა, სხეულზე კი ოფლმა დამასხა, წამსვე ადგილს მოვწყდი და მათი მიმართულებით წავედი, - სექსის სანაცვლოდ მეც შემიძლია დაგი...- გაგრძელება ვეღარ მოასწრო, რომ მოულოდნელად სახეში მუშტი მოვუქნიე. მაშინვე მიწაზე დაეხეთქა. ნაბიჭვარი. არ ვაცოცხლებ. მოვკლავ. გამეტებით დავუწყე რტყმა, ჩვენს გარშემო კი ყიჟინა ატყდა, მაგრამ არ მაინტერესებდა. საკუთარ თავზე კონტროლი მქონდა დაკარგული.
-ვინმემ გააშველეთ! - ისმოდა შეშნებული გოგონების ხმა.
გამწარებული ვურტყამდი და ვურტყამდი. ჩემს ბოღმას ბოლომდე მასზე ვანთხევდი. ვინ იცის უკვე რამდენი ხანია ასე ამცირებენ და გულს ტკენენ, მე კი არაფერს მეუბნება. ისევ ის და მისი დამცველობითი ინსტინქტები. არ უნდოდა ვინმე ესე მეცემა და პრობლემები შემექმნა. სულელი გოგო, მაინც ჩემზე ფიქრობს.
-ზეინ! - ვერც მივხვდი რომ ტრანსში ვიყავი, მანამ სანამ ანაბელის ხმამ და პატარა თითების სხეულზე შეხებამ არ გამმარკვია.
-შენი დედაც, ნაბიჭვარო! - დავიღრიალე და შევაფურთხე. ამჯერად უფრო ძლიერმა ხელებმა გამომწიეს, ის იყო უნდა დამერტყა რომ ხელთ ნაილი შემრჩა, ამიტომ მაჯა უხეშად ავიქნიე და მოვიშრე.
-თუ არ გინდა,რომ შენი დამპალი ტრაკი ღობეზე ჩამოცმული იპოვონ, ბოდიში მოუხადე, დროზე! - დავიღრიალე და ფეხი მუცელში წავკარი. ბიჭი ხმას არ იღებდა.
საყელოში ხელი მოვკიდე და ფეხზე წამოვაყენე.
-მოუხადე ბოდიში- კიდევ ერთხელ გავუმეორე.
-ბოდიში, -ძლივს წარმოთქვა და შემედეგ პირიდან სისხლი გადმოაფურთხა. ხელი გავუშვი და წელში გავიმართე. მზერა იქაურობას მოვავლე.
ყველა ჩვენს გარშემო იყო შემოკრებილი და შეშინებული სახეებით მომჩერებოდნენ. ერთადერთი ანაბელი და ნაილი იყვნენ ჩემს სიახლოვეს, დანარჩნი ყველა მანძილს იჭერდა. ამოვიხედე და სკოლის კიბეებზე მდგარი დეიდაჩემის შეცბუნებულ სახეს შევეჩეხე. წამით ხმას არავინ იღებდა, მაგრამ სიჩუმე მაინც დეიდაჩემმა დაარღვია.
-დროზე სასწრაფოში დარეკეთ! - განაცხადა თუ არა მაშინვე ჩოჩქოლი ატყდა ბავშვებში, - ანაბელ სასწრაფოდ მოაშორე ეს აქაურბას- მზერას თუ ადამიანის მოკვლა შეეძლებოდა, ახლა ექვსი ფუტით მიწის ქვეშ ვიქნებოდი, დეიდაჩემის წყალობით. ანაბელმა ხელი მომკიდა და იქიდან გამომიყვანა. ბრაზს ჯერ არ გადაეარა, ამიტომ ანაბელიც ცდილობდა, ხმა არ გაეცა ჩემთვის. იცის ჩემი ხასიათი და ისიც იცის,რომ ამ დროს ხმა არ უნდა გამცეს, მაგრამ ის არ იცის,რომ ეს უბრალოდ ასე ჩანს,არადა ამ დროს ყველაზე მეტად ის მჭირდება, რომ დამელაპარაკოს და არამხოლოდ დამელაპარაკოს. ხმის ამოუღებლად ავედი მეორე სართულზე და ოთახში შევედი. ანაბელიც მალევე ამომყვა, ხელში ბინტი და სპირტი ეჭირა.
-ხელს დაგიმუშავებ -ხმადაბლა მითხრა.თავი დავუქნიე და საწოლზე დავჯექი, ჩემს წინ მუხლებზე ჩაიმუხლა და თითები ნაზად გადამისვა. ხელი მთლიანად დალურჯებული მქონდა,მაგრამ ვინ ჩივის ჩემს ხელს, ისე კარგად მაინც ვერ მოხვდა იმ სირს, როგორც იმსახურებდა. სველი პირსახოცით სისხლის ნარჩენები ფრთხილად მომბანა, შემდეგ კი სპირტში ბამბა დაასველა და ნაზად წამისვა გადაყვლეფილ აგილებზე. შევიშმუშნე, მან კი მაშინვე სული შემიბერა ნატკენ ადგილებზე. როდესაც ბინტით შემიხვია ხელზე ამომხედა და თვალებში ჩამხედა, მის თვალებში უზარმაზარ ტკივილს ამოიკითხავდი.ხელი კისერში შევუცურე და მისკენ დავიხარე.
-ნუ გეშინია ჩემი,შეგიძლია დამელაპარაკო -ვუთხარი და ყელში ვაკოცე. ვიგრძენი, როგორ ჩაეღიმა და როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა ჩემი კოცნისას. ფეხზე წამოდგა და გვერით მომიჯდა.
-ბოდიში-ვუთხარი, როცა ისევ მისი სევდიანი თვალები დავინახე, ვიცი მისთვის რა მტკივნეული იყო იმ დამცირების ატანა.
-შენი ბრალი არაა-თავი გაიქნია. -მათ თავისი პირადი ცხოვრება არ აქვთ და ცდილობენ სხვისში ჩაერიონ.
-მათთვის სალაპარაკო მაინც არ უნდა მიმეცა -ვგრძნობდი, რომ ამ ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე და ყველაფრის გამოსწორებაზე მე უნდა მეზრუნდა.
-ვეღარაფერს შეცვლი -მხრები აიჩეჩა. თავს უკანასკნელ ნაბიჭვრად ვგრძნობდი, ჩემს გოგოს ამცირებდნენ, გულს სტკენდნენ, მე კიდე არაფერს ვაკეთებდი ამის შესაცვლელად. -წავედი, ნაილთან ერთად უნდა ვიმეცადინო -მითხრა, წიგნები აიღო და ოთახიდან გავიდა.
როდესაც ანაბელი გავიდა თვალები დავხუჭე და ყურებში ისევ იმ ნაბიჭვრის სიტყვები ჩამესმა. მინდოდა ავმდგარიყავი, წავსულიყავი და ის ახვარი იქამდე მეცემა სანამ სულს არ ამოვხდიდი. ანაბელის გაცნობამდე ზუსტად ასე მოვიქცეოდი, მაგრამ არა ახლა. მან მასწავლა, რომ მუშტებით ვერაფერს მოვაგვარებ, უბრალოდ იმ მომენტში თავს დავიმშვიდებ და ამით მორჩება. ზუსტად ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა, ვიცოდი რაც მოაგვარებდა ყველა ამ პრობლემას, მაგრამ თავს ვაჯერებდი, რომ სხვა გამოსავალიც იქნებოდა. ეს რომ გავაკეთო ამით ჩემს პრინციპებს დავთმობ. მაგრამ ჯანდაბა! რომელ პრინციპებზე ვლაპარაკობ, როცა მან ჩემს გამო მთელი თავისი ცხოვრება დათმო?! ესეთი ლაჩარი რომ არ ვიყო, ახლა იმას გავაკეთებდი, რაც აქამდეც უნდა გამეკეთებინა. ღრმად ავმოვისუნთქე და საწოლიდან წამოვდექი,ოთახიდან სწრაფად გავედი,შემდეგ კი სარდაფში ჩავედი,შუქი ავანთე და იქაურობას თვალი მოვავლე, ჯანდაბა, როგორი გასასუფთავებელია აქაურობა. წინ მივიწიე და ერთ-ერთ უჯრასთან მივედი,მტვერი გადავწმინდე და ცხვირზე ხელი მოვიკიდე. ხელი ცხვირთან გავიქნიე, რომ მტვერი გამეფანტა და სუნთქვა შემძლებოდა.
-ჯანდაბა,სად არის -ძებნა გავაგრძელე. როდესაც დავინახე რასაც ვეძებდი თვალები გამინათდა და ნერვიულობამ უფრო იმატა. ცოტა ხანს ვორჭოფობდი ამეღო თუ არა, შემდეგ კი სწრაფად დავავლე ხელი და მუჭაში ჩავბღუჯე, თითქოს მეშინოდა ვინმეს ხელიდან არ გამოეგლიჯა. შემდეგ კი ჯიბეში მოვათავსე, იქაურობა ასე თუ ისე მივალაგე და სარდაფიდან გამოვედი. ნერვიულობისგან ხელის გულები მთლიანად გამიოფლიანდა და ღრმად რამდენჯერმე ჩავისუნთქე, თითქოს საკუთარ თავს არ ვგავდი. ოთახში შევედი და აქეთ-იქით სიარულს მოვყევი. ჯერ კიდევ ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი ამას გავაკეთებ,თუ არა,მაგრამ ვიცი,რომ ეს აუცილებელია.
საწოლზე დავწექი და ზუსტად ამ დროს შემოვიდა ანაბელიც, წიგნები თავის მაგიდაზე დააწყო და მხიარულად შემომხედა,
-წამოდი ვჭამოთ -მითხრა და გამიღიმა.
-კარგი, ჩადი და ჩამოვალ- ანაბელი კარებისკენ წავიდა. ან ახლა ან არასდროს! შევძახე ჩემს თავს და ანაბელს დავუძახე.
-რა მოხდა? -თავი ჩემკენ მოატრიალა. -არაფერი- თავი გავიქნიე, მაინც ვერ გავბედე თქმა. ანაბელმა ამოიოხრა და ჩემთან მოვიდა.
-რისი თქმა გინდა?
-არაფრის-ანაბელმა თვალები აატრიალა.
-რატომ გგონია, რომ მომატყუებ? -ჯანდაბა, რატო მიცნობს ესე კარგად?
ამოვიოხრე და ჩემი თავი დავარწმუნე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. არ ვიცოდი ეს რამდენ ხანს გასტანდა ერთი თვე, ორი, თუ სულაც რამდენიმე დღე, მაგრამ უნდა გამეკეთებიბა. მისთვის. ჩემთვისაც. ორივესთვის. ჩვენთვის.
-ცოლად გამომყვები?  

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now