ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ,რაც ზეინი ბოლოს ვნახე. მას შემდეგ რაც ჩემ ნახვაზე უარი განაცხადა. გული მტკიოდა და იმედები საშინლად მქონდა გაცრუებული. ერთი კვირის შემდეგაც ვერ ვცემ კითხვაზე პასუხს რატომ არ მნახა. ნეტა არ ვენატრები? ან საერთოდ ფიქრობს ჩემზე. თავში ათასი ფიქრი მიტრიალდება ერთდროულად. „ ჯანდაბა ზეინი უნდა დავივიწყო." შევუძახე ჩემს თავს და ფურცელი და კალამი ავიღე.
უნდა გავიხსენო ყველაფერი რაც მან გამიკეთა, უნდა გავიხსენო ყველა ის ტკივილი რაც მან მომაყენა, რომ ვაიძულო ჩემი თავი ზეინის დავიწყებაში.
„1." -დავწერე და დავიწყე იმ დღის გახსენება, როცა ზეინი გავიცანი.
„დამტოვა ღამე შუა ქუჩაში მარტოდ მარტო და ჩემი თავი პოლიციელებს ჩაუგდო" დავწერე და ამოვიოხრე „მაგრამ მობრუნდა" მივაწერე ბრჩხილებში.
2. როცა მის წინ წავიქეცი დამცინა და დახმარების მაგივრად უკან გატრიალდა.
3. მის გამო გული წამივიდა, როცა რამის მოტოციკლეტი დამაჯახა. -ამ დღის გახსენებაზე მაშინვე ის მომენტი ამომიტივტივდა თავში, როგორ გადამარჩინა გაუპატიურებისგან. „ღმერთო ანაბელ ცუდზე იფიქრე" -შევუძახე ჩემს თავს და გავაგრძელე იმ ცუდი ისტორიების გახსენება, რომელიც ზეინთან მაკავშირებდა.
4. როცა კონცერტზე ვეღარ შევდიოდი დახმარებაზე უარი მითხრა და მატირა კიდეც. -ჩამეცინინა. როგორ შემეძლო ყველა დეტალზე ტირილი? თავი გავიქნიე და წერა გავაგრძელე.
5. ჩემს გრძნობებზე ითამაშა, გამომიყენა იმისთვის, რომ ნარკოტიკი გაესაღებინა.
6. დამარტყა.
7. ჩემი გაუპატიურება სცადა (მაგრამ შემდეგ თითონ თქვა, რომ ამას არ აპირებდა) - ჩემი ქვეცნობიერი მის დაცვას ცდილობდა.
8. მის გამო ორმა ნაბიჭვარმა მცემა.
9. რამდენიმე დღე კუჩში დამყვებოდნენ და ჩემს მოკვლას ცდილობდნენ.
10. მას სხვა გოგოსთან წავასწარი.
ვწერდი და მეთითონ ვიყავი გაკვირვებული, თუ რამდენი რამის გადატანა შევძელი ამ მოკლე დროში.
11. ნარკოდილერია.
12. უამრავ საიდუმლოს ინახავს.
13. არასდროსაა ბოლომდე გულრწრფელი.
14. ის არასდროს შემიყვარებს, როგორც ნაილმა მითხრა.
15. მას ადამიანი ყავს მოკლული.