თავი 14

1.2K 103 1
                                    

-ეს ვინ გაგიკეთა? - ასევე შეშფოთებულმა მკითხა და ხელით კისრისკენ მიმანიშნა. ო არა! წამსვე თმით დავიფარე ის ადგილი.
-არავინ! - მაშნვე ვიუარე.
-ანაბელ რა მოგივიდა?! - არ მეშვებოდა ლილი.
-რაღაცას მივარტყი ქუჩაში რომ მოვდიოდი, არაფერია ლილი.
-ანაბელ ნუ მატყუებ! დროზე მითხარი ვინ გაგიკეთა.
-ღმერთო! - ამოვიხვნეშე, საწოლში ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
-ნაილი იყო? - დაეჭვებულმა მკითხა ეველინმა.
-ღმერთო არა! - წამოვიყვირე მაშნვე.
-აბა ვინ იყო?
-ზეინი..
-რაა? –თვალები გაუფართოვდა. დარცხვენილი ჩამოვჯექი საწოლის კიდეზე და ამოვიოხრე.
–ეს რატომ გაგიკეთა? რამე დაუშავე? –კითხვები მომაყარა და ჩემკენ მოიწია, რომ კარგად ენახა. ლილის თითქმის ყველაფერი მოვუყევი, თუ როგორ გადამარჩინა ნამუსის ახდას ლიამის დაბადების დღეზე, შემდეგ ღამით როგორ მომაცილა და ტუჩის კუთხეში როგორც მაკოცა. ჩემი და ზეინის პირველ კოცნაზეც ვუთხარი, ოღონდ ისინი არ მითქვამს, როგორ მომიჭირა საჯდომზე ხელი და როგორ ცდილობს სულ რომ ხელი ჩემს საცვლამდე მიიტანოს. თავი ჩავხარე, ცოტახანი ასე ვიყავი შემდეგ კი ამოვიხედე და დავინახე გაშტერებული ლილი, როგორ მიყურებდა პირდაღებული, შემედეგ კი ეჭვის თვალით შემომხედა.
–ეს ყველაფერი მოიგონე ხომ? –როგორც ჩანს მას ჩემი არ სჯეროდა, მაგრამ რა დასაჯერებელი იყო. მე ხომ ანაბელი ვარ, ის კი ზეინი. ყველაზე არასასურველი გოგო და ყველაზე მიმზიდველი ბიჭი. მე და ზეინი როგორც ცა და დედამიწა ისე შორს ვართ ერთმანეთისგან.
–ხო კარგი მოგატყუე –ამოვიოხრე –აბა ისე არ მიჯერებ რომ უბრალოდ რაღაცას მივარტყი.
–ხო, კარგი –ხელი ჩაიქნია – უკვე მჯერა, ეს ბევრად უფრო დამაჯერებელია. –მითხრა და საწოლზე გადაწვა. ოჰ ღმერთო, ლილიც კი ფიქრობს რომ მახინჯი ვარ და ზეინი არასდროს შემომხედავს. რატომ დავიჯერე ზეინის კომპლიმენტები? თვალებზე ცრემლები მომადგა, სასწრაფოდ ავდექი და სააბაზანოში შევედი, რომ ლილის არ დაენახა როგორ ვტიროდი. სარკეში ვიყურებოდი და ჩემი თავის მიმართ ზიზღს ვგრძნობდი, ზიზღს იმიტომ რომ ესეთი ბავშური და მიამიტი ვარ. ამ ქვეყანაზე ყველას და ყველაფრის მჯერა. ზუსტად იმიტოა რომ ბოლოს ერთადერთი ვინც გულნატკენი რჩება ეს მე ვარ. ონკანი მოვუშვი და სახეზე ცივი წყალი შევისხი ცრემლების მოსაშორებლად, სახე პირსახოცით მოვიწმინდე და ისევ ოთახში დავბრუნდი.
–რატომ იტირე? –მკითხა ლილიმ, როცა ჩემი დაწითლებული თვალები დაინახა.
–არაფერია, დედა გამახსენდა–მოვიტყუე და მაგიდას მივუჯექი.
ფიზიკის წიგნი ავიღე და უაზროდ ჩავაშტერდი, აღარ მინდოდა ლილის კიდევ რამე ეკითხა.
–ეს მართლა ზეინმა გიქნა, არა? –უკნიდან ლილის ხმა მომესმა. თავი ამოვწიე და მას შევხედე. პასუხი არ გამიცია, უბრალოდ თავი დავუქნიე.
–დედაჩემმა ან მამაჩემმა რომ დაგინახოს ხომ იცი რა მოხდება? –თავი ისევ უხმოდ დავუქნიე.
–ესეიგი თავის ნაფერებ მოტოციკლზე დაგსვა? –ტუჩებზე ღიმილი შეეპარა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. მხოლოდ წარბები ავუწიე და ჩავიცინე
- ზიეინმა თავის მოტოციკლზე სხვა დასვა და ეს ადამიანი ჩემი დეიდაშვილია, ლიამს უნდა ვუთხრა.–წამოიძახა ბედნიერმა.
-რა?! არა გთხოვ არაფერი არ უთხრა! - სახეზე სულ ავხურდი.
-ყველაფერს კი არ ვეტვი, იმას რომ მოსწონხარ.
-ღმერთო ლილი არაფერი თქვა! ზეინს არც კი უთქვამს რომ მოვწონვარ, სულ მამცირებს, როგორ შეიძლება მე მოვწონდე.
-გამცირებს? - გაკვირვებული მომაშტერდა, - როგორ თუ გამცირებს?
–ხო, სულ ცდილობს რომ მიკბინოს და გული მატკინოს –მხრები ავიჩეჩე.
–და შენ მაინც აძლევ უფლებას რომ შეგეხოს და გაკოცოს? –ლილი გაოგნებული იყო ჩემი საქციელით.
მისმა რეაქციამ მიმახვერდა რომ ქუჩის ქალივით ვიქცეოდი, როცა ზეინს ვაძლევდი უფლებას რომ ჩემთვის ეკოცნა, მიუხედავად იმისა რომ არც კი მოვწონდი. შემრცხვა ჩემი საქციელის და სახეზე მთლიანად წამოვწითლდი.
–მე ვერ ვაკონტროლებ ამას, მინდა წინააღმდეგობა გავუწიო, მაგრამ ვერ ვახერხებ, არ შემიძლია –ვცდილობდი თავი დამეცვა.
–მესმის, ის ხომ ზეინია,–ამოიოხრა. –ვფიქრობ მისგან თავი შორს უნდა დაიჭირო.
–ხო, ვცდილობ, მაგრამ ის ყოველი ფეხის ნაბიჯზეა, სადაც არ უნდა წავიდე ყველგანაა.
ლილი ცოტახანს დაფიქრდა.
–მან ხომ გადაგარჩინა გაუპატიურებას?
–კი.
–ხომ დაგსვა თავის მოტოციკლეტზე? –თავი დავუქნიე.
–ხომ გკოცნის?
–ხოო...
–და იქნებ მართლა მოსწონხარ?
–კარგი რა, შენ მართლა ფიქრობ მაგას? –ხელი ჩავიქნიე.
–აბა რატომ გააკეთებდა ამ ყველაფერს?
მხრები ავიჩეჩე
–მას რას გაუგებ.– ამოვიოხრე და ისევ წიგნს მივუბრუნდი. ვცდილობდი დავალებები გამეკეთებინა, მაგრამ ლილი არ მაცდიდა, უამრავ კითხვას მისვამდა და გეგმევს აწყობდა როგორ უნდა გაგვერკვია ზეინს მართლა ვაინტერესებდი თუ არა.
მეორე დღეს სკოლაში სიხარულით წავედი, თან ერთი სული მქონდა როდის წამიყვანდა ნაილი თავის სახლში რომ ლილის ერთ–ერთი გეგმა განმერხოციელებინა რითიც შეიძლებოდა გაგვეგო მოვწონდი თუ არა ზეინს.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now