ხმამაღალი მუსიკის ხმა მანქანის შიგნითაც აღწევდა. წინ გადავიხარე რომ დანემახა რა სიტუაცია იყო. ახალგაზრდები პარმაღზეც იდგნენ და პლასმასის ჭიქებში ჩასხმულ სასმელს სვამდნენ და ეწეოდმენ. ზეინმა ძრავა ჩააქრო, მანქანიდან გადმოვედით და სახლისკენ წავედით, რომელიც ხალხით იყო გადაჭედილი.
-რა ხმაურია, - დავიჭყანე. ზეინმა კი თვალები აატრიალა.
-ეს კლასიკაა ანაბელ! - თავისი ჟანრის კომპლიმენტებით შემკობა დაიწყო.
-ღმერთო ზეინ, ეს არეულობა ერთი გოჯითაც კი ვერ მიუახლოვდება კლასიკას! - შევეკამათე.
-აბა რა მიუახლოვდება?
-მაგალითად არეტა ფრანკლინი, ფრენკ სინატრა.. -კიდევ ვაპირებდი გაგრძელებას, მაგრამ ზეინმა თვალები აატრიალა და გამაწყვეტინა.
-ღმერთო ანაბელ მართლა რა უგემოვნო ხარ- მითხრა, მხარზე ხელი გადამხვია და სახლში შემიძღვა.
-დიალიე- როგორც კი შევედით ჭიკა მომაჩეჩა.
-კარგი, - ამოვიოხრე და სასმელი მოვსვი. დავიჭყანე როდესაც ყელი ჩამწვა.
-ბოლომდე, - მიბრძანა ზეინმა, ჭიქის ბოლოს თითი აჰკრა და სასმელი მაისურზე გადამავლო. ჯანდაბა!
-ზეინ! - გაბრაზებუომა შევუბღვირე და მკერდთან დასველებულ მაისურს შევხედე.
-მმ, - ზეინმა დაიზმუილა, ხელები წელზე მომხვია და სწრაფი მოძრაობით მის სხეულს მიმაბჯინა.
-ყველა შემთხვევაში პლასმასის ჭიქის მაგივრად, აქედან დალევას ვამჯობინებ, - ყურში ჩამჩურჩულა და კოცნა ყელის ხაზზე დამიწყო, სადაც წამის წინ სასმელი გადამაქცია, თან სხეული მუსიკის რითმებს ააყოლა. მისი ქმედებებით ნასიამოვნებმა ამოვიოხრე და თითები თმებში შევუცურე. ზეინმა ხელები უკანალზე ჩამისრიალა, შემდეგ კი მაგრად მოუჭირა. შევკრთი და მას დავეჯახე. მისი გამაგრებული ერექცია მუცელზე ვიგრძენი.
-ზეინ, - ამოვიკვნესე, სხეული გამომიცოცხლდა, ის ზეინს ითხოვდა.
-ზეინ, - ჩვენი სამყაროდან ლუის ხმამ გამოგვარკვია. ზეინმა მაშინვე შემიშვა ხელები უკანაზე და თავი წამოსწია. მე კი ცხვირი მის კისერში ჩავმალე.
-გამარჯობა ანაბელ, - მხიარულად მომესალმა ლუი, მე კი მორცხვად გავუღიმე. სახე ალბათ სულ წითელი მქონდა.
-ლუი, - ზეინიც მიესალმა.
-რა კარგია რომ მოხვედით. სამზარეულოში ბიჭები ერთად ვართ არ შემოგვიერთდებით? - ზეინმა მე გამომხედა.
-წავიდეთ, - ღიმილით ვუთხარი.
სამზარეულოში რომ შევედით იქ ერთი მიმართულების ბიჭები და კრისტინა დაგვხვდნენ, რომელიც ლიამის სხეულს იყო აკრული. ღმერთო ჩემო, ესღა მაკლდა.
-გამარჯობა ზეინ, - ზეინს გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. ზეინს გავხედე და დავინახე როგორ გაუღიმა მანაც, - არ მოგენატრე? - ამაზრზენი ღიმილით შეეკითხა. ბიჭებს ჩაეცინათ. მე კი სახე ახლა სიბრაზისგან წამომიჭარხლდა.
-ერთი მიზეზი მაინც დამისახელე, რატომ უნდა მონატრებოდი, - ზეინს ხმის ამოღება არ დავაცადე და კრისტინას შევეპასუხე. რაზეც მას ჩაეცინა, სხვებმა კი „უ"-ს ძახილი დაიწყეს. კრისტინამაც ჩაიცინა.
-ერთი? მე შემიძლია რამდენიმეც კი დაგისახელო- ოთახში მყოფები ახარხარდნენ. სახე წამომიწითლდა და ერთიანად დავიძაბე. კრისტინა ამაზრზენად მიღიმოდა, თვალებით მჭამდა! მართლაც, რომ ტიპური ბოზია! ზეინმა წელზე ხელი მომიჭირა, თითქოს ეშინოდა რომ გავექცეოდი და შუბლზე მაკოცა. ახლა კრისტინა წამოწითლდა ბრაზისგან. -არამგონია ასე მალე დავიწყებოდა მის მეგობარს რასაც ვუშვებოდი, - ისევ ისეთი ამაზრზენი ღიმილით დამაჯილდოვა, -მას უკეთ გამოსდის, - მხიარული ტონით თქვა ზეინმა და იქვე მყოფთაც სიცილი აუტყდათ. ღმერთო! ეს კიდე კრისტინაზე უზნეო! თავი მის მკერდში ჩავრგე სირცხვილისგან აწითლებულმა, რაზეც უფრო ახითხითდა. დაბღვერილმა ავხედე, ის კი მაინც ლაღად იყო, თვალებიც უბრწყინავდა. დაიხარა და ცხვირზე მაკოცა, შემდეგ კი ტუჩებში. ეს არ იყო სასიყვარულო კოცნა, რომელსაც მარტო რომ ვიყავით მაშინ ვიზიარებდით. ეს უფრო მტკიცება იყო იმისა, რომ მე მისი ვიყავი და სხვას ზედმეტი ფიქრი არც უნდა გაევლო ჩემზე, არც მასზე. როდესაც კოცნა დროზე მეტხანს გაგრძელდა ზეინს ხელები გულზე მივადე და ცოტათი გამოვიწიე. ნამდვილად არ უნდოდა გაჩერება, მაგრამ ხელები უფრო მაგრად მივაჭრე მკერდზე და მანც გამანთავისუფლა. ცოტა ხანი სხვებისთვის შეხედვას ვარიდებდი თავს, მაგრამ როდესაც ჩვეულებრივ საუბარი გააგრძელე სახე გამოვატრიალე. ოთახში მარტო ჩვენ ვიყავით, ბიჭები გაცხარებულად ბიჭურ საკითხებზე საუბრობდნენ, კრისტინა კი სადღაც გამქრალიყო. შვებით ამოვისუნთქე.
-ზეინ, - ყურში ჩავჩურჩულე და საყელოზე მოვქაჩე.
-რა იყო? - გაღიმებულმა ჩამომხედა.
-საპირფარეშო სადაა?
-დერეფნის ბოლოსაა, - თავით მანიშნა.
-ახლავე მოვალ, - გადავუჩურჩულე და საპირფარეშოს მიმართულებით გამოვტრიალდი.
სარკეში ჩემ ანარეკლს, რომ შევხედე ლოყები სულ აღაჟღაჟებული მქონდა, ამიტომ ცივი წყალი შევისხი და სახეც დამიწყნარდა. ბოლოჯერ შევავლე თვალი ჩემს თავს და ოთახიდან გამოვედი.
სამზარეულოში რომ შევედი იქ ზეინი არ დამხვდა.
-ზეინი სად არის? -ვკითე ტომს, რომელიც სასმეს ისხავდა.
-სასტუმრო ოთახში გავიდა, - ღიმილით მიპასუხა.
-მადლობა, - მეც გავუღიმე და მისაღებისკენ გამოვტრიალდი, მაგრამ ვიღაცამ ხელი დამიჭრა და გამაჩერა. ტომი იყო. გაკვირვებული მივაჩერდი.
-გილოცავ. ვიცი რომ უბარლოდ ერთად გადახვედით საცხოვრებლად, მაგრამ მართლა გილოცავ და მიხარია ზეინს ასეთ ბედნიერს რომ ვხედავ. არ ვიცი რა გაუკეთე, მაგრამ გააგრძელე რასაც აკეთებ. ის შეყვარებულია.
-მადლობა ტომ, - გავიბადრე. არ მეგონა ტომისგან, ან ზეინის რომელიმე მეგობრისგან, ამას თუ მოვისმენდი. გულში რაღაც სითბო ჩამეღვარა, ზეინს ვუყვარდი და მიხაროდა, რომ ამას სვხებიც ამჩნევდნენ.
მისაღები გადაჭედილი იყო მთვრალი ახალგაზრდებით. ძალიან ძნელი იყო მოცკვავე ბრბოში ზეინის მოძებნდა. არა ზეინი საცეკვაოდ არ იქნება გასული, ალბათ ვინმეს ესაუბრება. ჰო, აბა ვის უნდა ეცეკვოს თავის თავს ხომ არა? გონებაში კრისტინა ამომიტივტივდა. არა! ზეინი ამას არ გააკეთებს! იდემდია. რამდენიმე წუთიანი თვალიერების შემდეგ, დავრწმუნდი, რომ მისაღებში არ იყო.
იქნებ ჩემს მოსაძებნად წამოვიდა საპირფარეშოში? არა, მაშინ ნამდვილად
შევხვდებოდი, ვიწრო დერეფანია და არა მგონია რომ ავცდენოდი.
მეორე სართულზე ავედი და ყველა კუთხე კუნჭულს შემოწმეა დავიწყე. რამდენიმე კარი ჩამოვწიე, მაგრამ ყველა დაკეტილი იყო. გულში ვლოცულობდი, რომ ზეინი არცერთ მათგანში არ ყოფილიყო. ბოლოს ერთ ღია კარგს მივაკვილე და შიგნით შევედი. ზეინი არც აქ არ იყო, კარისკან მივდიოდი, როცა ცივმა ქარმა დაუბერა და გაღებული ფანჯრები მიაჯახუნა. შიშისგან შევხტი, შემდეგ როცა გავიაზრე რომ ფანჯრები იყო, იქით წავედი რომ ჩამეკეტა. ჩემი ყურადღება ეზოში მდგარმა ორმა ნაცნობმა სახემ მიიქცია. ეშტონის რა უნდა აქ? რატომ ელაპარაკება ლუის? მითუმეტეს ისეთ ადგილას სადაც არავინ არაა? იქნებ ჩხუბობენ? ფანჯარაში ოდავ თავი გაყავი, რომ მათი ლაპარაკი გამეგო. თუ რამე საგანგაშო იყო ზეინს დავუძახებდი. არ მინდოდა მას ლუისთვის რაიმე დაეშავებინა.
-სასწრაფო საქმეა, - უთხრა ეშტონმა.
-რა საქმეა ასეთი?
-ჰარის ეხება, - უთხრა ეშტონმა და შემდეგ რაღაც კონვერტი გადასცა. მოიცა ეშტონი ჰარის ღალატობს? თვალები გამიფართოვდა. ნეტა ეს ზეინმა იცის?
-ისე გადი, რომ ზეინმა ან რომელიმემ არ დაგინახოს, თორემ რომ გაიგონ იცოდე ცოცხალი ვერ გადამირჩები. - ნერწყვი მკაფიოდ გადავყლაპე და ფერდაკარგული უკან გამოვტრიალდი. იქვე მდგარ სკამზე გაოცნებული ჩამოვჯექი. ლუი ჰარისთანა? ყველაზე წარმოვიდგენდი ამას, მაგრამ არა მასზე. ის ყოველთვის ისე კარგად მექცეოდა და ისე კარგად იყო ზეინთან. ზეინს ეს ამბავი როგორ უნდა ვუთხრა? დამიჯერებს? სახეზე ხელი დავინიავე, სკამიდან წამოვდექი და ოთახიდან სასწრაფოდ გამოვედი. კიბეებზე ჩავდიოდი, როცა ზეინი დავინახე. შვებისგან ამოვისუნთქე და მასთან მივედი.
-რა გჭირს? -მაშინვე მკითხა, როცა ჩემი სახე დაინახა.
-სად იყავი? -მისი კითხვა დავაიგნორე.
-ლიამს რაღაც საქმეზე ველაპააკებოდი, მერე შენ გეძებიდი. რა იყო?
-არაფერი -თავი გავიქნიე და ვეცადე ძალით მაინც გამეღიმა, მაგრამ არაფერი გამამომივიდა.
-ანაბელ- ზეინს ძარღვები დაეჭიმა. -ვინმემ რამე დაგიშავა?
-არა, უბრალოდ ვერ გიპოვე და შემეშინდა.
-რისი შეგეშინდა -ჩაიცინა -ბიჭები ხომ აქ არიან და რომელიმესთან მისულიყავი, ხომ იცი ისინი არაფერს დაგიშავებენ.
-არა-თავი გავიქნიე.
-აჰ გასაგებია- ზეინს სახე მოეღრიცა -შეგეშინდა კრისტინასთან არ ვყოფილიყავი, არა? -ხმა არ ამომიღია, უბრალოდ თვალი ავარიდე. -როდის უნდა შეიგნო რომ მიყვარხარ და შენ გარდა სხვა არავინ მჭირდება? -ნიკაპი დამიჭირა და ზემოთ ამაწევინა, მაიძულა მისთვის თვალებში მეყურებინა.
-ბოდიში-დარცხვენილმა ამოვილუღლუღე -წავიდეთ კარგი?
-ჯერ ახლა არ მოვედით? -გააპროტესტა.
- გთხოვ, თავს ცუდათ ვგრძნობ. -ზეინმა თავი დამიქნია და გარეთ გამიძღვა. სახლამდე ისე მივედით ხმა არ ამომიღია. ზეინმა მანქანა დააჩერა და გასაღები გადაატრიალა.
-ისევ ცუდათ ხარ? -მე მომიბრუნდა. უარის ნიშნად თავი გავიქნიე.
-შენ და ლუი ახლო მეგობრები ხართ, ხო?
-რა შუაშია? -ჩაიცინა.
-მგონი ის ჰარისთანაა- დავიჩურჩულე და ტუჩი მოვიკვნიტე. ზეინს კიდევ ერთხელ ჩაეცინა.
-სისულელეა -თავი გააქნია -წამოდი გადავიდეთ -მითხრა და მანქანიდან გადავიდა. მეც მას მივყევი.
-მისი და ეშტონის ლაპარაკი მოვისმინე. -ზეინი გაჩერდა და წინ დამიდგა.
-მერე რაო, რას ამბობდნენ? -რატომ უდგება ამ საკითხს ასე არასერიოზულად? ესეთი დაუჯერებელია?
-რაღაც კონვერტი მისცა, ყველაფერს ვერ ვიგებდი კარგად, მაგრამ უთხრა რომ ჰარის ეხებოდა. შემდეგ კი ლუიმ უთხრა რომ ჩუმდათ გასულიყო, ის რომ ვერ დაგენახა. -ზეინმა თვალები დააჭყიტა.
-ანაბელ რამდენი ჭიქა დალიე? იქნებ მოგესმა? -უარის ნიშნად თავი გავიქნიე. ვიგრძენი როგორ დაეძაბა ზეინს მთელი სხეული, თავი გაიქნია და მანქანის საბურავს ფეხი ძნიერად მიჰკრა.
-ნაბიჭვარი -დაიღრიალა რაც შეეძლო ხმამაღლა და გამწარებით. - ჯანდაბა! -კიდევ ერთხელ დაიყვირა, თავი მაღლა აწია და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. -ჯანდაბა! -ჯანდაბა! ჯანდაბა!- ყვიროდა გამწარებული, თან საბურავს ფეხებს ურტყავდა.
-ზეინ დაწყნარდი, გთხოვ -მასთან მივედი და ძლიერად მოვეხვიე. ხესავით იდგა გაშეშებული, ხელები არც შემოუხვევია ჩემთვის, მაგრამ მე მაინც არ ვნებდებოდი, უფრო და უფრო ძლიერად ვეკვროდი მას. -ყველაფერი მოგვარდება, დაწყნარდი -მის დამშვიდებას ვცდილობდი. მთელი სხეული დაჭიმვოდა, მიკვირდა ხელს რომ არ მკრავდა და თავიდან არ მიშორებდა. რამდენიმე წუთში სხეული მოუდუნდა, შედარებით დაწყნარდა და ხელები თითონაც მომხვია.
-ანაბელ, ის ჩემი მეგობარი იყო-ამოისლუკუნა და თავი ჩემს მხარში ჩარგო. მეგონა, უკვე დამშვიდებული იყო, როცა რაღაცამ დაჰკრა და სწრაფად მომშორდა. სახე მთლიანად წაშლილი ქონდა.
-ამის დედაც -დაიღრიალა და მანქანის კარი გამოხსნა. -მოვკლავ!
-არ წახვიდე-თითქმის ვევედრებოდი.
-სახლში შედი და დაიძინე - მის ნათქვამზე თვალები ავატრიალე. არ ვაპირებ ესეთ მდგომარეობაში.
მის სადმე მარტო გაშვებას.
-მეც მოვდივარ-ვუთხარი მანქანას კრუგი დავარტყი და სალონში ჩავდექი. ზეინმა გამწარებულმა ძრავა ჩართო, გაზს მიაწვა და მანქანა მთელი სიჩქარით დაცარიელებულ ქუჩებში გააქანა.
-ზეინ სიჩქარეს დაუკელი! - შეშნებული ავკივლდი და საზურგეს ავეკარი. როდესაც მივხვდი რომ ის აფექტის მდგომარეობაშ იყო და ყურსაც არ მიგდებდა სასწრაფოდ ღვედი შევიკარი. ისეთი სიჩქარით მიჰქოდა ფანჯრებში ყველაფერი ადღაბნილად ჩანდა. ხუთ წუთშ უკვე ლუის სახლთან ვიდექით. გააჩერა თუ არა მანქანა, მაშნვე ხელი ძლირად დავუჭირე.
-ზეინ არ გინდა - თავი გავიქნიე და ხელზე უფრო მაგრად მოვექაჩე. -ახლა ვერაფერს იზავ. სცემ და მერე? -ვხვდებოდი რომ სულ არ აინტერესებდა ზეინს ახლა ჩემი რჩევა დარიგებები და ძალით მისმენდა, მაგრამ მე არ ვწყვეტდი. -გთხოვ, ღრმად ამოისუნთქე და შეეცადე დაწყნარდე. -ზეინმა თავი გაიქნია და კარი გამოხსნა, რომ გადასულიყო.
-ეიი იდიოტო! -დავიყვირე რაც შეიძლებოდა ხმამაღლა -გადახვალ, სცემ, გულს მოიოხებ და მერე?
მერე ზეინ? -ვყვიროდი. -ამით შენი პრობლემა ვერ მოგვარდება. იმაზე ჭკვიანი უნდა იყო ვიდრე ისაა. მადლობა ღმერთს დროზე ადრე გაიგე და ყველაფერს ესე ნუ გააფუჭებ.
-აბა რა გავაკეთო ანაბელ?-ზეინმა კარი მოიხურა. ეს უკვე კარგის ნიშანი იყო.
-არაფერი, უბრალოდ ლუიზე ერთი ნაბიჯით წინ იყავი. შენ უნდა გამოიყენო ის და არა პირიქით. მოდი ჩემთან ვუთხარი და მისკენ გავიწიე -ვიცოდი ახლა მას ჩემი კოცნა დაამშვიდებდა.
-მიყვარხარ ანაბელ, - კოცნისას დაიჩურჩულა, შემდეგ კი მანქანიდან გადავედით , ხელი ჩამკიდა და სახლისკენ წამიყვანა. ვიგრძენი ისევ როგორ დაიძაბა, როცა ლუი დაინახა. ხელზე ხელი ძლიერად მომიჭირა.
-გთხოვ-ჩუმად, მის გასაგონად მოვილუღლუღე. ზეინმა თავი დამიქნია და ლუისკენ გაიხედა.
-ლუი, - ხელები გაშალა და ზურზე დაუტყაპუნა.
-მეგონა წახვედით, - დაბნეულმა და ნახევრად მთვრალმა იკითხა.
-მნაჰ, არა. ცოტახნით გავიპარეთ და დავბრუნდით, - ზეინმა გაიღიმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც მისთვის მუშტი დაურტყავს და არც არაფერი უთქვამს, მაინც ვნერვიულობდი.
ზეინმა მაგიდიდან ლუდი აიღო, თავსახური კიდეზე ერთ ჩამორტმით მოაშრა და მაღლა ასწია.
-ჩვენს განუყრელ და ერთგულ მეგობრობას გაუმარჯოს! - დაიყვირა და მის მეგობრებს თვალი მოავლო, რომლებმაც მაშინვე ყიჟინა დასცეს. ლუიც მათ აჰყვა.
-მოდუნდი ანაბელ, - ყურთან ზეინის ამონასუნტქი მომელამუნა, - დღეს მაგრად უნდა გამოვთვრეთ.