რამდენიმე დღე ისე სწრაფად გავიდა ვერც შევამჩნიეთ. ეს დღეები იმაზე ბედნიერი იყო, ვიდრე ჩემი მთელი ცხოვრება. ახლაც კი მეცინება, როცა ნაილის და მისი საყვარელი ჭიქის ისტორია მახსენდება.
მე და ზეინი ერთად ტელევიზორს ვუყურებდით. მის კალთაში ვიჯექი, როდესაც ოთახში ნაილი შემოვიდა თავისი ჭიქით ხელში, რომელიც ჩაითი ჰქონდა გავსებული. მაშინვე თვალები დავაჭყიტეთ და მას მივაშტერდით. ის კი არც გვიმჩნევდა. ტელევიზორს მისჩერებოდა და თავისუფალი სავარძლისკენ მიიწევდა რომ.. ტკაც! ჭიქა გატყდა და ძირს ლაწანით დაეცა, ცხელი წყალი ხალიჩაზე დაიღვარა, ნაილი კი თვალებგაფართოებული და გახევებული იდგა ტარით ხელში. რამდენიმე წამი ვერც კი გაიაზრა რა მოხდა მის თავს. ოთახი ჩემი და ზეინის ხარხარმა მოიცვა. ნაილს შეცბუნებული, დაბნეული, გაკვირვებული და ნაწყენი სახე ჰქონდა. ვფიცავ თვალებზე ცრემლებიც კი მოადგა! ძალიან ცუდათ მოვიქეცით. მთელი გულით შემეცოდა ნაილი მაშინ და ზეინზე გავბრაზდი, მაგრამ ერთი ჭიქა არაფერია, არა?
აი ლუი კი... მას შემდეგ რაც ზეინს ლუიზე ვუთხარი, თითქმის ყველა მეგობარს ჩამოშორდა. ყველას ცრუ ინფორმაციით კვებავდა და ეჭვის თვალით უყურებდა. რაც არ მსიამოვნებდა, ბევრჯერ წავკამათდით რომ ლუის გამო დანარჩენებიც ერთ ქვაბში არ უნდა მოეხარშა, მაგრამ მას უკვე პარანოია სჭრდა, ყველგან გამცემი ელანდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რამდენიმე დღე ზეინი შედარებით მოშორდა ბანდას მათ მაინც არ დაივიწყეს მისი დაბადების დღე და დიდი წვეულება მოუწყვეს. ლუიც ისე იქცეოდა თითქოს მთელი გულით უხაროდა მეგობრის დაბადების დღე. ისე რომ მეც კი შემეპარა ეჭვი მაშნ მართლა მოვისმინე ის საუბარი ეშტონთან თუ დამესიზმრა. მთელი გულით ულოცავდა და ცდილობდა ზეინის გამხიარულებას, ეს კი უფრო მეტად აცოფებდა მას, მაგრამ მე მის გვერდით ვიყავი და ვცდილობდი ყურადღება ჩემზე გადმოეტანა, რომ გაბრაზებას არ ეძლია. იმის გათვალისწინებით, რომ საღამომ კარგად ჩაიარა, როგორც ჩანს მისია გამომივიდა.
ამ დღეების განმავლობაში ზეინი ხელიდან შანსს არ გაუშვებდა, რომ ჩემი მუსიკალური გემოვნება მასხრად არ აეგდო. მადლობა ღმერთს ამ სახლში მე ერთადერთი არ ვიყავი ვინც წესიერ მუსიკას უსმენდა, ნაილიც ყოველთვის ცდილობდა მოეგერიებინა ზეინისგან წამოსული
შემოტევები. მე და ის ერთად ვიდექით ეს კი უფრო აღიზიანებდა ზეინს და უფრო ცდილობდა ჩვენთვის დარტყმების მოყენებას. კამათს იმით ამთავრება, რომ მახსენებდა ჭურჭელი მქონდა დასარეცხი. ერთხელ გავაპროტესტე კიდეც და ვიკითხე თუ ვინ რეცხავდა ჩემს აქ არ ყოფნაში ჭურჩელს, მათ კი ამაყად მომიგეს რომ ამას ჯეირანის თამაშთ წყვეტდნენ. მას შემდეგ დღეში სამჯერ ვთამაშობ მათთან ჯეირანს და ყოველ დღე, დღეში სამჯერ, მე ვრეცხავ ჭურჭელს. ყოველ წაგებაზე ფხუკუნით მეუბნებიან, რომ უბრალოდ დავნებდე და ყოველგვარი ცერემონიალების გარეშე დავრეცხო ჭურჭელი, მაგრამ მე მაინც არ ვტყდები! ვიცი ერთ დღესაც მე დამეცემა ტუზი თავზე.
რამდენიმე დღის წინ ზეინმა შემომთავაზა, რომ მამაჩემისთვის მიმეწერა წერილი, ალბათ ეს იმიტომ გააკეთა, რომ დამინახა როგორ ვტიროდი. მთელი დღე ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მიმეწერა მისთვის, ჯერ ვცადე იმაზე დამეწერა რაც ბოლოს ჩვენი ერთად ყოფნის დროს მოხდა, მერე მიხვდი რომ ამით შეიძლებოდა უფრო გემეღიანებებინა, ამიტომ დავიწყე მოყოლა რა ბედნიერი ვარ აქ, მაგრამ ესეც გადავიფიქრე. კიდევ რამდენიმე ვარიანტი დავწერე,
საბოლოოდ კი მივხვდი, რომ სისულელე და უაზრო სიტყვების რახარუხი იყო, რომელიც არც მე და არც მამაჩემს არაფერს მოგვცემდა, ამიტომ ისევ ავიღე სუფთა ფურცელი და უბრალოდ დავწერე ის რასაც ვგრძნობდი „მიყვარხარ და მენატრები" ბოლოში ჩემი სახელი მივაწერე, კონვერტში ჩავდე და ფოსტით გავაგზავნე. სამწუხაროდ დღეები გავიდა, მამაჩემისგან კი საპასუხო წერილი არ მიმიღია. ყოვლ დილით პირველი მე გავრბოდი საფოსტო ყუთის შესამოწმებლად, მაგრამ სახლში იმედგაცრუებული ვბრუნდებოდი.
ეს კიდევ არ იყო ერთადერთი რამ, რამაც იმედები გამიცრუა. სკოლის დაიწყება თავიდან მიხაროდა, რადგან ვიცოდი ასე ლილის ყოველ დღე ვნახავდი და ზეინსაც უფრო მეტი სივრცე მექნებოდა. მეშინოდა რომ ჩემი მთელი დღე სახლში ყოფნით მას თავს მოვაბეზრები. ჩემი სკოლისგან გამოწვეული სიხარული მაშინვე ბუშტივით ჩაიფუშა, როდესაც პირველ გაკვეთილზე მისულს მასწავლებელმა მთელი კლასის წინაშე გათხოვება მომილოცა. როცა მას ავუხსენი რომ არ გავთხოვილვარ და უბრალოდ ზეინთანს საცხოვრელბად გადავედი, მისი და მოსწავლეების გაკვრიებული სახეები დავინახე, რომლებზეც რამდენიმე წამში უკვე ამრეზით მიცქერდნენ. თავს უხერხულად ვგრძნობდი, არ მომწონდა რომ მთელი სკოლა ისე მიყურებდა თითქოს ქუჩის ქალი ვყოფილიყავი. მალე ალბათ მშობლები შვილებს ჩემთან კონტაქტსაც კი აუკრძალავენ. მშობლები არ ვიცი, მაგრამ მე ზეინი ნამდვილად მიკრძალავდა ჰარისთან მიკარებას და დალაპარაკებას. სიმართლე გითხრათ ამის დიდი სურვილი მეც არ მქონდა. გაკვეთილები დამთავრდა, ლილის დავემშვიდობე და გარეთ გავედი, ვიცოდი დღეს ზეინი უნდა დამხვედროდა.
მანქანასთან იყო მიყუდებული და ეწეოდა, გამეღიმა მის დანახვაზე, ჯერაც კი ვერ ვეჩვეოდი თუ რამდენად იდეალური იყო ის. გარშემო მიმოვიხედე, გოგოების უმეტესობა მას მიშტერებოდა და ერთმანეთს რაღაცეებს ეჩურჩულებოდნენ. ვიგრძენი მიუხედავად იმისა, რომ მთელი სკოლა მჭორდავდა და ჩემს დამცირებას ცდილობდა, მთელს თუ არა ნახევარი სკოლის გოგოებს უნდოდა ჩემ ადგილას ყოფნა.
ღმერთო ვის არ მოუნდება ზეინის გვერდით ყოფნა? მისი კოცნა, ჩახუტება და უბრალოდ ის რომ უყვარდე ბიჭს მის მსგავსს და მისნაირად. რატომ ამირჩია მან საერთოდ მე? თავაწეული, ამაყად მივედი მასთან და მივესალმე. დილით როცა წამოვედი მას ეძინა. ასე, რომ დღეს ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო.
-როგორი იყო დღევანდელი დღე? - ხელები გაშალა.
-როგორც ყოველთვის საშინელება, - დავიბუზღუნე და მაგრად ჩავეკარი გულში.
-შეგვიძლია გამოვასწოროთ -წარბები ზემოთ აწია და ეშმაკურად შემომხედა. გავიღიმე და ისევ სკოლის წინ შეკრებილ მოსწავლეების ჯგუფს გავხედე.
-ყველა გოგო შენ გიყურებს.
-საამაყოდ გაქ საქმე -თვალი ჩამიკრა.
-ყველა მათგანს შენთან დაწოლა უნდა. -ზეინმა მათ გახედა.
-ხო, მეც მინდა -თქვა თუ არა თვალები გადავატრიალე და ხელი მხარში ვკარი.
-ჩაჯექი, წავედით - ჩემი საქციელით გახალისებულმა ფხუკუნით მითხრა და სიგარეტის ნამწვავი გადააგდო. უკვე მანქანაში ვჯდებოდი, როცა უკნიდან ჰარის ხმა გავიგეთ.
-ჰეი, მალიკ -ის ჩვენკენ მოდიოდა.
ზეინმა თვალები აატრიალა და წინ ამომიდგა.
-რა გინდა სტაილს, ხომ არ მოგენატრა ჩემს ფეხებს შორის ყოფნა? -ფეხებს შორის? ჩემთვის გავიმეორე და თავი გავიქნიე, იმედია ცემას გულისხმობს.
-და გგონია მაგ გზით შემანახინებ შენს პატარა საიდუმლოს? -ჰარის მთელ სახეზე ავისმომასწავებელი ღიმილი დასთამაშებდა.
-არა მე კიდევ ერთი უკეთესი გზა ვიცი- წარბები აუწია ზეინმა. თუ სწორად მივხვდი, მისი მოკვლა იგულისმა, მაგრამ ამას ნამდვილად არ აპირებდა, უბრალოდ ცდილობდა მისი შემოტევები მოეგერიბინა. -ჰმმ.. იქნებ უკვე უთხარი? - ჰარი სიმშვიდეს და ირონიულ ღიმის
უცვლელად ინარჩუნებდა. ზეინს შევხედე, ის ჰარისთან შედარებით დაძაბული და შეშინებული იდგა, შეშინებული?
-აჰ, არ გითქვამს -ჩაილაპარაკა დაბალ, მაგრამ გასაგებ ხმაზე. -მიდი ახლა უთხარი. -ჰარი ზეინის გაღიზიანებას არ წყვეტდა, ზეინი კი უფრო და უფრო იძაბებოდა, მთელი სეხეული დაჭიმული ქონდა და გაყინული თვალებით მისჩერებოდა ჰარის. შემიძლია დავიფიცო ესეთი შეშინებული ზეინი ჯერ არასდროს მინახავს. ვგრძნობდი, რომ ეს მისთვის ძალაინ მნიშვნელოვანი იყო, რადგან საპასუხოდაც კი ვერაფერს ეუბნებოდა.
-შემიძლია საქმე შეგიმსუბუქო და მე ვუთხრა, თან აქ და ახლავე.-მიუხედავად იმისა, რომ ვხვდეობდი ზეინი რაღაცას მიმალავდა და ეს რაღაცა ძალიან სერიოზული იყო, მაინც არ მინდოდა ამის ჰარისგან მოსმენდა.
-არ მაინტერესებს ჰარი -ცივად ვუთხარი და ზეინს შევხედე, რომელმაც თითქოს შვებით ამოესუნთქა. -წავიდეთ, შემცივდა -ვუთხარი და მანქანის კარი გამოვაღე. ზეინი ხმის ამოუღელად მიუჯდა საჭეს და მანქანა დაძრა.
მინდოდა იმაზე არ მეფირა, რასაც ზეინი მიმალავდა, მაგრამ არ შემეძლო. გონებებაში ათასი შესაძლო ვარიანტი განვიხილე, მაგრამ ვხვდეობდი რომ ყოველი მათგანი სისულელე იყო, ამიტომ ვეცადე ჩემი უაზრო, არაფრის მომცემი ფიქრები თავიდან მომეშორებინა.
უკან რომ დავბრუნდით ზეინი ხმას არ იღებდა. გულჩათხრობილი დაიარებოდა. ბოლოს სავარძელზე ჩამომჯდარი, რომ დავიგულე მასთან მივედი და გვერდით მივუჯექი. -გინდა იმაზე დავილაპარაკოთ რასაც მიმალავ?
-კი, -ზეინმა თვალებში შემომხედა, გულწრფელი ჩანდა -მაგრამ დღეს არა. -თავი გაიქნია.
-კარგი, - დავიჩურჩულე, მიუხედავად იმისა რომ ინტერესი მკლავდა გამეგო ის რასაც მიმალავდა.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ცოტახანში ისევ მე დავარღვიე.
-მან საიდან იცის?-ზეინმა მხრები აიჩეჩა.
-ერთხელ როცა ძალიან ბევრი მქოდნა დალეული ლუისთან გამომცდა -სახე დაემანჭა. ნაბიჭვარი ტომლინსონი.
ზეინს თავი დავუქნიე და მივეკარი. მეშინოდა, ძალაინ მეშინოდა რომ ეს რაღაც „პატარა საიდუმლო" სულაც არ იქნებოდა პატარა და იმაზე მეტად სერიოზული აღმოჩნებოდა ვიდრე მე ოდესმე წარმოვიდგენდი. მეშინოდა რომ ეს ყველაფერს შეცვლიდა, მეშინოდა რომ ეს საიდუმლო ჩემსა და ზეინს შორის ჩადგებოდა. ამის მერე ამ თემაზე ხმა აღარ ამომიღია. ვცდილობდი ჩემი გონების რომელიმე კუთხე კუნჭულში მიმემალა და აღარასდროს გამხსენებოდა. არ მინდოდა ამაზე მეფიქრა,რადგან ფიქრისას მომინდებოდა გაგება, მე კი არ მინდა რომ გავიგო. არ მინდა რომ რამე შეიცვალოს. ყველაფერი მიდნა ისე დარჩეს როგორც ახლაა. მე ბედნიერი ვარ და მიდნა ეს ცოტახანს მაინც გაგრძელდეს ასე.