სამი დღე უაზროდ გავიდა, ისეთი არაფერი მომხდარა, უბრალოდ ლილის საუკეთესო მეგობარი მარტინა გავიცანი და მივხვდი რატომაც იყო ლილი ასე ძალიან შეცვლილი. ადრე სხვა გოგონებთან მეგობრობდა, მაგრამ როგორც ჩანს მათთან კავშირი გაწყვიტა და ახლა მასთანაა. სიმართლე გითხრათ მარტინამ დიდად არ მომხიბლა, არა იმიტომ რომ ის განსხვავებულია, უბრალოდ მას არ ვენდობი.
დილით როცა გავიღვიძე უკვე თორმეტი სრულდებოდა, სასწრაფოდ წამოვდექი საწოლიდან, სკოლაში უნდა წავსულიყავი ფორმის წამოსაღებად სანამ დაიკეტებოდნენ. წყალი გადავივლე და დაბლა ჩავედი სასაუზმოდ, ლილიც იქ იყო, გამეხარდა, არ მიყვარდა მარტო საუზმობა. როცა ვისაუზმეთ „ჩემ ოთახში" ავედი, რომ გამომეცვალა. სკოლის გზა უკვე ვიცოდი ამიტომ შემეძლო მარტო, მამიდას გარეშე წავსულიყავი.მივდიოდი და თან ყველაფერს კარგად ვაკვირდებოდი, რომ გზა არ ამრეოდა. სულ ცოტაც და სკოლასთან ვიქნებოდი, როცა ქუჩის კუთხეში ზეინი შევნიშნე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფეხები ამიკანკალდა, როცა გამოიხედა და თავისი თაფლისფერი თვალები შემომანათა. ჩემგან შორს იდგა მაგრამ მისი მწველი მზერა ჩემამდეც აღწევდა ვგრძნობდი როგორ და მაკვირდებოდა, თითქოს ჩემს ყველა მოძრაობას სწავლობდაო. მისი ეს ქცევა სხეულში განსვავებულ შეგრძნებებს მბადებდა. შემეშინდა და ნაბიჯებს ავუჩქარე. მინდოდა ძალა მომეკრიბა როცა მას ჩავუვლიდი. ნეტა სინდისი მაინც არ აწუებს იმის გამო რაც გამიკეთა? მაგრამ არამგონია, როგორც ჩანს გულზე დიდად არ ვეხატები და მისთვის საერთოდ არ აქ მნიშვნელობა სად ვიქნები, აქ თუ პოლიციაში. მალე ძალიან მივუახლოვდი, გულისცემა საგრძნობლად ამიჩქარდა, მთლიანად იმაზე ვიყავი კონცენტრილებული რომ არ დავბნეულიყავი და წესიერად, წაბორძიკების გარეშე ჩამევლო მისთვის. მაგრამ ალბათ, ზუსტად ამან შემიშალა ხელი და წამის მეასედში ძირს, ცივ მიწაზე ამოვყავი თავი. როცა გავაანალიზე რა მოხდა, დავინახე როგორც გაიცინა ზეინმა და თავი გაიქნია. თავი ესე
შერცხვენილად არასდროს მიგვრძნია, ალბათ მთელ სახეზე ერთიანად ვიყავი აწითლებული, სირცხვილისგან და ტკივლისგან თვალებზე ჩემდაუნებურად ცრემლები მომადგა. არ ველოდი რომ ზეინი დამეხმარებოდა და ამაყენებდა, მაგრამ მაინც გამიკვირდა როცა ზურგი მაქცია და თავის გზაზე წავიდა. ფეხზე წამოვდექი და სასწრაფოდ დავიბერტყე ყველაფერი, შემდეგ კი თვალებზე მომდგარი ცრემლები მოვიწმინდე, თავის დამშვიდების მიზნით რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე. ყოველთვის მე რატომ უნდა ვვარდებოდე ასეთ უხერხულ მდგომარეობაში? წამით ზეინი შემძულდა, ის ისეთი მაგარია, მე კი როგორც ერთ სულელ გოგონას ისე მიყურებს, მაგრამ რა ჯანდაბად მაინტერესებს, უხეში, უზრდელი, ცუდი ბიჭის აზრი, რომელსაც ფეხებზე ვკიდივარ და თავის ბრჩხილის ფასადაც არ მაგდებს, მაგრამ იმასკი ვერ აცნობიერებს რომ ჩემამდე ვერც კი მოვა?!
საშინლად ვიყავი გაღიზიანებული ამ ინციდენტის გამო, სახეზე ბრაზიზგან ალბათ ერთიანად ვხურდი და ვფიცავ, ზეინი გზაზე კიდევ რომ შემხვედროდა ალბათ შუაზე გავგლეჯდი. რომ მახსენდება როგორ დამცინა როდესაც წავიქეცი, მისი ცოცხლად დამარხვის სურვილი მიჩნდება! საზიზღარი!