ზეინის სახლიდან გაბრაზებული გამოვედი,კარი ძლიერად მივხურე და კიბეები ჩავირბინე. წამიც არ იყო გასული, როდესაც უკნიდან ხმა გავიგე, ზეინმა ხელი იდაყვში უხეშად წამავლო და გზაზე ისე გამიყვანა,გაკვირვებულმა ავხედე.
-რა ჯანდაბას აკეთებ -კბილებში გამოვცერი და ხელი გავაშვებინე,
-შენ რა სულ შეიშლაე? სახლში მარტო აპირებ წასვლას თანაც ფეხით? -ამოიოხრა და თავი გაიქნია. ერთი ხელი ისევ იდაყვში წამავლო, ძლიერად მიჭერდა თან გზისკენ მიმათრევდა, მეორეთი კი ტაქსი გააჩერა. კარი გააღო და შიგნით შემაგდო, შემდეგ კარი მოაჯახუნა მძღოლს ჩემი სახლის მისამართი უთხრა, ფული გადაუხადა და ისევ მე მომიტრიალდა. ფანჯარა ჩაწეული იყო ამიტომ მისი ხმა კარგად მესმოდა.
-ეს რამდენიმე დღე არსად გახვიდე -ისე მაფრთხილებდა თითქოს ჩემი სიცოცხლე რამედ ღირებოდა.
-ხო, იცი მე ვაპირებდი ნაცემი სკოლაში მევლო -თვალები გადავატრიალე და ზუსატდ ამ დროს დაძრა მძღოლმა მანქადა და ხუთ წუთში ჩემს სახლთან გააჩერა. მანქანიდან გადმოვედი, ღრმად ამოვისუნთქე და კარებზე დავაკაკუნე.
მალე კარიც გაიღო, დამინახა თუ არა მამინდამ განცვიფრებისგან შეხტა, ხელი მომკიდა, შიგნით შემომიყვანა და კარი სასწრაფოდ მიხურა.
-შვილო რა გჭირს -წამოიყვირა მამიდამ, როცა უკეთ დამაკვირდა და ხელზე ჩალურჯებულ ადგილას შემეხო.თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე, გაოცებისგან პირი დააღო და სახეზე ჩამომისვა ხელი და ცრემლები წასკდა
-რა დაგემართა ანაბელ -პანიკაში მყოფმა მამიდან დივანზე დამსვა
-გამქურდეს - თავჩაღუნულმა ვუთხარი,მამიდას ხმაზე ბიძია სამზარეულოდან გამოვიდა და ჩემს დანახვაზე მასაც შოკისგან გაეხნა პირი და როდესაც ვუთხარი მზიეზი შეიგინა,პირველად ცხოვრებაში ბიძია რობერტისგან გინება გავიგე.
-რობერტ! დროზე მილიციაში დარეკე! - გაცეცხლებული წამოიჭრა მამიდა ფეხზე. თვალები გამიფართოვდა და მეც შეშფოთებული მაშინვე წამოვხტი.
-არა. არა. არა! არსადაც არ დარეკავთ!
-რატომ არა ანაბელ? - ბიძიამ დაეჭვებულმა მკითხა.
-იმ-იმიტომ რ-რომ, არ გავუქურდივარ.
-რა ანაბელ?! - უფრო შეშინებულმა შემომხედა მამიდამ.
-მამიდა, გეუბნებით მილიციის ყურამდე მისაწვდენი საქმე არ არის. ქუჩაში მოვდიოდი ჩემთვის, როდესაც ერთი ბიჭი დამეჯახა და ჩემი გაქურდვა უნდოდა. მაგრამ იქ ხალხი ირეოდა, მე გამომექომაგნენ და ის ქურდბაცაცაც გაიქცა. ნამდვილად არაა საჭირო სადმე დარეკოთ.
-აბა ეს ჩალურჯებები საიდან გაქვს ანაბელ? - ბიძია რობერტმა მკითხა.
-რომ დამეჯახა, ხელზე მომიჭირა ძალიან, - და ჩემი ხელი ვაჩვენე დასამტკიცებლად, - სახეს რაც შეეხება გაწევა-გამოწევის დროს კედელს მიმანარცხა, რომელიც აგურისგან იყო ნაგები და ამიტომ მაქვს შუბლზე ჩალურჯება, - ასე ვთქვათ ნახევრად სიმართლე ვთქვი. აგურის კედლის მაგივრად თავი ცემენტის იატაკს დავარტყი, ხელზე კი ქურდბაცაცამ კი არა ნარკოდილერმა დამიტოვა ჩალურჯება. ლოყა კი უბრალოდ აწითლებული მქონდა და იმედი მაქვს მალე გადამივა.
-ჩემი საცოდავი გოგო, - მამიდა აქვითინდა და გულში მაგრად ჩამიკრა.
-კარგი, ნუტირი გთხოვ! - შევევედრე და გამოვიწიე, - ლილი სად არის?
-თავის ოთახშია.
-მასთან ავალ, - გავუღიმე, შუბლზე ვაკოცე, შემდეგ ბიძიასაც დავემშვიდობე და ზევით ავედი.
-ლილიმ დამინახა თუ არა მაშინვე საწერი მაგიდიდან წამოხტა.
-კიდევ ზეინმა გცემა?! - შეშინებული ჩემსკენ წამოვიდა და სახის თვალიერება დამიწყო.
-არა - თვალები დავხუჭე და თავი გავაქნიე.
-აბა ვინ?!
თავიდან ვყოყმანობდი მეთქვა თუ არა ლილისთვის სიმართლე, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მეთქვა. ის ის იყო საუბარი უნდა დამეწყო რომ კარებზე დააკაკუნეს და ოტახში მამიდა შემოვიდა საფენებით ხელში.
-ესენი სახეზე დაიდე ანაბელ - სახეზე ჭრილობების დამუშავება დამიწყო ზეინივით და შემდეგ მარლათი შემიხვია, - და მეორეჯერ აღარ დაგინახო სახლიდან ასე შორს წასული!
-მამიდა ახლოს ვიყავი!
-მითუმეტეს! სკოლის გარეთ არსად არ წახვალ! და ამდენი ხანი არ დაიგვიანო თორემ შემდგომში მილიციაში ჩემი ფეხით წავალ.
-მამიდა ხომ იცი რატომაც შემაგვიანდა.
-კი ჩემო სიხარულო, მაგრამ შემდგომში მართლა ძალიან ვინერვიულებ. დამიბარე რამდენ ხნით გადიხარ და დროს არ გადააცილო, თორემ შენ რომ რამე მოგივიდეს მამაშენს რა პირით დაველაპარაკო.
-მამიდა, ნუ გეშინია გპირდები ამის მერე შორს აღარ წავალ.
-კარგი ჩემო სიხარულო, - აქოთქოთებული მამიდაჩემი დაიხარა, ლოყაზე სწრაფად მაკოცა და შემდეგ ოთახიდან გავიდა.
გავიდა თუ არა მაიშნვე ლილი მომვარდა.
-დროზე მითხარი რა მოხდა! - თვალებგადმოკარკლული მომაჩერდა. მეც ამოვიოხრე და აბსოლიტურად ყველაფერი მოვუყევი და დავაფიცებინე რომ ნარკოტიკებზე სიტყვა არავისთან არ დასცდებოდა.
-ღმერთო ჩემო, - თვალებგაფართოებული და პირზეხელაფარებული მომჩერებოდა ლილი, - ანაბელ ხვდები რა შარში გაყავი თავი?
ღრმად ამოვისუნთქე და თავი დავუქნიე.
-ღმერთო! ანაბელ! - ხელები თმაში სავარცხელივით შიცურა, საწოლიდან წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. - ხვდები ხო, რომ თავს ასე ადვილად არ დაგანებებენ? იმ შემთხვევაშიც კი ზეინმა თავისი წილი, რომ დაუბრუნოს. ამას ხვდები?
-რატო ლილი? - წარები შევჭმუხნე, - მე რა შუაში ვარ?
-ანაბელ ზეინმა შენ დაგიცვა. თან მათ თვალ წინ. ეს მათთვის კი იმას ნიშნავს, რომ შენ ზეინისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ და ამის მერე რამეში ზეინის დაშანტაჟება თუ მოუნდებათ შენ გამოგიყენებენ. ანაბელ, შენ მათი კოზირი ხარ ზეინის წინააღმდეგ. -მოსწყდა თუ არა ეს სიტყვები ლილის ბაგეს, მაშინვე ვიგრძენი რომ მუცელში რაღაც ჩამწყდა. სახლიდან სფერი სულ გადამივიდა და გაფითრებული ერთ წერტილს მივაჩერდი. გონებაში ლილის ნათქვამს ვიმეორებდი და ყველაფერი ნათელი ხვდებოდა. ღმერთო ჩემო! ეს ხვრელი იმაზე უფრო ღრმა და ბნელია ვიდრე მე მეგონა. ფეხები მკერდზე მივიჭირე, ხელები შემოვიხვიე და თავი შიგ ჩავრგე.
ვიგრძენი როგორ დამბურძგლა და შიშმა მთელს სხეულში როგორ დამიარა.
-ახლა რა ვქნა, - ჩუმად ამოვიქვითინე. ლილისგან პასუხი არ მიმიღია, თავი წამოვწიე და მას შევხედე, ის კი სკამზე ჩამომჯდარიყო და ერთ ადგილს მისჩერებოდა. ცოტახანი მივჩერებოდი, შემედეგ მივხვდი რომ ისიც ძალიან ნერვიულობდა, აღარ შევაწუხე, ჩემს მხარეს გადავკიტრიალდი და ცოტახანში ძილს მივეცი.