თავი 24

1K 80 1
                                    

  დღეს ლოგინიდან თავი არ ამიწევია. ლილიმ მამიდა მოატყუა რომ ცუდად ვიყავი და დღეს სკოლაში ვერ წავიდოდი. მამიდა იყო ჩემს სანახავად ამოსული, მაგრამ თავი მოვიკატუნე თითქოს მეძინა, მარჯვენა გვერდზე ვიწექი რომ არაფერი დაენახა. ტუმბოზე ჩაი დამიტოვა, წასვლის წინ ლოყაზე მაკოცა და გავიდა. ცოტახანი ჩაის მივშტერებოდი და ვაკვირდებოდი როგორ ირეკლებოდა მასჭი მზის სხივები, შემდეგ კი თვალები მივლულე. მთავარი კარის დაკეტვის ხმით მივხვდი, რომ ყველანი წავიდნენ და სალხში მარტო ვიყავი. თვალები გავახილე, წამოვდექი და ბარბაცით საპირფარეშოში შევედი. სარკეში რომ ჩავიხედე თვალები წამსვე მაგრად დავხუჭე. სახე სულ დამახინჯებული მქონდა ჩალურჯებისგან. ანარეკლის დანახვამ მოგონებები ამომიტივტივა. გაბრაზებული უკან გამოვბრუნდი, საწოთან დავიხარე და გუშინ რომ ნარკოტიკი მის ქვეშ შევაგდე გამოვიღე. შემდეგ მაკრატელს დავწვდი, რომელიც ტუმბოს მეორე თაროზე მედო და ისევ საპირფარეშოში შევედი. უნიტაზს თავსახური ავხადე, პარკი მაკრატლით გადავჭერი და თეთრი ფხვნილი უნიტაზში ჩავრეცხე. მეზიზღები ზეინ მალიკ! მთელი არსებით მძულხარ!
ამის შემდეგ სახეზე ყინული დავიდე და ისევ ლოგინში შევწექი. მიმეძინასავით.. მაგრამ რაღაცის ხმამ გამომარკვია. თვალები ხამხამით გავახილე და მივაყურადე, ცოტახანი არაფერი იყო, მაგრამ შემდეგ ისევ რაღაც ხმა გაისმა. საათს შევხედე 12 ხდებოდა, ლილი ჯერ კიდევ სკოლაშია. დაბნეული წამოვიწიე და გულგახეთქილმა შევიცხადე.
ჩემს ოთახში ზეინი იყო შემოპარული, ჩემგან ზურგშექცევით იდგა და კარადაში რაღაცას აკეთებდა.
-აქ, რას აკეთებ? სკოლაში არ უნდა იყო? - უემოციო ხმით მითხრა ისე რომ არც კი მოტრიალებულა. ენა ისე ჩამივარდა პირში რომ პასუხიც ვერ გავეცი, რაზეც შემოტრიალდა და დამინახა თუ არა თვალები გაუფართოვდა, სახეზე შოკი აღებეჭდა. ეს ალბათ მისგან მიღებული დალურჯებების დანახვისგან იყო გამოწვეული.
-რა გინდა? - ძლივს ამოვღერღე.
ზეინმა რამდენჯერმე გააღო პირი, შემდეგ დაკუმა. ისევ გააღო და დაკუმა, მაგრამ არაფერი მითხრა. ისევ შეტრიალდა და ჩემი კარადის ქექვა გააგრძელა.
ბრაზი ერთიანად მომაწვა სხეულში და დაუფიქრებლად წამოვხტი საწოლიდან. წამის მეასედში ზეინის გვერდით ვიდექი და კარადის თარო მთელი სისწრაფით მივკეტე ისე რომ თითებიც რამის შიგ მივაყოლე.
-აქ რა გინდა-მეთქი! - კბილებში გამოვცერი და მომაკვდინებელი მზერით მივაჩერდი. ჩემ ასეთ რეაქციას ეტყობოდა არ მოელოდა და სახეზე დაბნეულობა გამოესახა, მაგრამ მალევე შეიცვალა მიმიკები და დამცინავი სახით გამომხედა.
-გუშინდელმა ღამემ გაკვეთილი არ გასწავლა ანაბელ? - წარბი ამიწია და ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა. ინსტიქტურად უკან დავიხიე, - ჯერ კიდევ ვერ შეიგნო შენმა პატარა, უჭკუო ტვინმა რომ ჩემთან ხუმრობა არ ღირს?!
-მე არ გეხუმრები! - გაღიზიანებულმა მყარად ვუთხარი, - ახლა კი წადი ჩემი სახლიდან! - ხმას ავუწიე რაზეც ზეინს საშინელი რეაქცია ქონდა. ყელში მწვდა და კედელს მიმანარცხა.
-ცეცხლს რომ ეთამაშები ვერ ხვდები ხომ?- დაიღრინა, - მეორეჯერ არც კი გაბედო ჩემთან ასე საუბარი თორემ ქათამივით მოგიღრეც მაგ კისერს! –გაავებული მომჩერებოდა და ხელს უფრო და უფრო მაგრად მიჭერდა. თითებით მის ხელს უიმედოდ ვკაწრავდი რომ მომშორებოდა. ყელი საშინლად ამტკივდა და უკვე სუნთქვასაც ვეღარ ვახერხებდი. ხორხი ამეწვა და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. უცბად ზეინმა ხელი შემიშვა, ზემოდან დამემხო და სახე ჩემს კისერში ჩაყო.
ამოვიხავლე, ხელები ყელზე მივიდე და მთელი ძალით ჩავისუნთქე. თვალებიდან ცრემლები ღვარად გადმომვარდა. ჩემში ბრაზმა ისევ იმატა და გულში ზეინს მუშტები ძლიერად დავარტყი!
-როგორ ბედავ! - გამწარებულმა ამოვიხავლე, - როგორ ბედავ და ჩემს სახლში მოდიხარ! წადი აქედან თორემ პოლიციას გამოვუძახებ!
ჩემი ხელები თავის ტორებში მოიმწყვდია და თვალებში დამცინავად ჩამაშტერდა, - და რა? ახლა გგონია რომ მაშინებ? –აგდებით მკითხა. დავიკლაკნე, მისი ხელებიდან თავი დავიძვრინე და რაც ძალი და ღონე მქონდა მუშტი მკერდში ჩავარტყი.
–გაეთრ...- სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, ისე ამიყვანა ხელში და საწოლზე დამაგდო.
-ეს უკვე ზედმეტია ანაბელ, - გამოსცრა, ზემოდან შემომაჯდა და ხელები თავს უკან დამაწყობინა. სრულიად გამბორკა რომ ვერ შევწინააღმდეგებოდი, - როგორც ჩანს ჯერ ვერ შეიგნე ვინაა აქ მთავარი! - დაიღრინა, შემდეგ კი თავისი ტუჩები ძლიერად მომაჭირა და ვნებიანად დამიწყო კოცნა. კოცნაზე რათქმაუნდა კოცნითვე არ ვუპასუხე.- ამიტომ ახლა გაკვეთილს გიჩვენებ, - ავწრიალდი, რომ მისგან თავი დამეხნსა, მაგრამ ამის გამო უფრო მაგრად მომიჭირა ხელები. ხმის ამოღება მინდოდა, მაგრამ ვერ ვიღებდი, რადგან მივხვდი რომ ჩემი ყოველი შეპასუხებას უფრო და უფრო გამოყავდა მწყობრიდან და შეიძლებოდა რამე დაეშავებინა. ზეინი კოცნას არ წყვეტდა, მე კი მისგან განთავისუფლება მინდოდა, ამიტომ რამე უნდა გამეკეთებინა. მისი ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე და კბილები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს, იქამდე არ ვუშვებდი სანამ პირში სისხლის გემო არ ვიგრძენი.
–ფუუ შენი –ამოიოხრა ზეინმა და ენით ტუჩის ქვეშიდან სისხლი მოიწმინდა.
–ესე ხომ? –ზეინს ძარღვები დაეჭიმა და შარვლის შეხსნა დაიწყო.
-არა, არა, არა.. - თავის ქნევით ვუთხარი და მის ხელებში კიდევ უფრო ავწრიალდი.
-კი, ანაბელ კი! - სიცილით მითხრა.
-არა გთხოვ.. -მიშველეთ! - გულისგამგმირავად დავიკივლე როდესაც შანსი მომეცა, - ვინმემ გადამარჩინეთ!
-არავინ მოვა, - ნასიამოვნები ღიმილით მეუბნებოდა ზეინი, თან შარვალს ქვემოთ იქაჩავდა. - შენს დასახმარებლად არავინ მოვა! მარტო ხარ ანაბელ! - გულისამრევად ჩაიცინა.
-ვინმემ მიშველეთ! - კიდევ უფრო ხმამაღლა დავიწივლე.
-სახლშ არავინაა ბარბი! - გადაიხარხარა და ზემოდან მომაჩერდა. სიამოვნებდა ალბათ მის მკლავებში უმწეოდ გამომწყვდეულს რომ მხედავდა. ახლა ვხვდები რომ ცხოველები მხოლოდ ტყეებში და ჯუნგლებში არ დარბიან. ისინი აქ არიან ჩვენს გასწვრივ არიან.
-მეზობლები ხომ მაინც გაიგებენ! და ციხეში გიკრავენ მაგ აყროლებულ თავს! - ზიზღით გამოვცერი, რაზეც ზეინს თავისი გაღიმებული სიფათი დაბღვერილში გადაეზარდა.
-ვერ გამირკვევია ეს ურჩობა სიმამაცით მოგდის თუ სისულელით.
- შუბლი შუბლზე მომადო და ისევ კოცნა დამიპირა, მაგრამ სახე გავატრიალე. ყველანაირ შანსს ვეძებდი რომ მისგან თავი დამეღწია, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ფეხებსი უხეშად გამაშლევინა და მათ შორის მოთავსდა. ჩემი საცვლისკენ ხელი წაიღო და ის ის იყო უნდა ჩამოეწია, რომ უეცრად შეჩერდა.
-ჩუმად! - გამაფრთხილა და მეც გავიგე გარედან შემომავალი ნაბიჯების ხმა. მაშინვე თვალები გამიბრწყინდა და მოკუმული პირით „მიშველეს" დაძახებას შევეცადე, მაგრამ ამან ზეინი გააანჩხლა და ლამის სახეში გამარტყდა.
-გეფიცები, კრინტს დაძრავ და სახლში ვინცაა, არ მაინტერესებს ვინ, გინდ ლიამის თოჯინა იყოს ამ დანით, - ხელი უკან წაიღო, ჯიბიდან დანა ამოიღო და თვალებთან დამიტრიალა, - ამ დანით ავკუწავ.
თავალები გამიფართოვდა, მივხვდი რომ ამის გამკეთებელი მართლა იყო.
-გესმის თუ არა ჩემი! - დაიღრინა და მეც თავი დავუქნიე, - კრინტს ამოიღებ და მთელს შენს ოჯახს ამოვწყვეტ! - ბოლოჯერ გამაბრთხილა. შემდეგ ხელი ნელა მომაშრა. შემედეგ შარვალი აიწია. კარებზე დააკაკუნეს და შიშისგან ორივენი შევხტით. ზეინმა თვალები დამიბრიალა და საწოლის ქვეშ შეძვრა, მე კი საბანი გადავიფარე და ისევ მარჯვენა მხრით დავწექი, რადგან ვინც არ უნდა ყოფილიყო ვიცოდი რომ ეს ლილი არ იქნებოდა. ლილი კარებზე არ აკაკუნებს, მის გარდა კი არავინ იცის ჩალურჯების შესახებ.
-შემოდით, - დავიძახე და ერთიანად დავიჭიმე.
-ანაბელ გღვიძავს? - ოთახი მამიდას თბილმა და მზრუნველმა ხმამ აავსო.
-არა..
-რა გჭრის ძვირფასო? -მკითხა, ჩემთან მოვიდა, ჩამოჯდა და თმაზე მომეფერა.
-არაფერი, - თვალები დავხუჭე. მინდოდა მალე გასულიყო აქედან.
-ნამტირალევი ხარ ანაბელ, - მზრუნველად ჩამომისვა ცრემლებით დანამულ ლოყაზე თითები, - ისევ შენს მშობლებზე ფიქრობდი?
პასუხი არ გამიცია, მხოლოდ შევიშმუშნე და თავი საბნებში მაგრად ჩავრგე.
-ჩემი საბრალო გოგონა, - დაიხარა და ისიც ჩამეხუტა. ყბას-ყბას მაგრად ვაჭერდი. ტკივილი რომელიც ჩემს გულში ბუდობდა ძალიან ძლიერი იყო და ნელ-ნელა უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ათას ნაწილად მიფლეთდა გულს. მიკვირს კიდევ რამდენი რამ უნდა მოხდეს და რამდენ რამეს უნდა გავუძლო.
-ვიცი უდედობა ძნელია.. მეც ამხელა ქალს ძალიან მაკლია დედაჩემი. მაგრამ ანაბელ სახლში ასე გამოკეტვა არ არის კარგი. გარეთ გადი, გაისეირნე, სუფთა ჰაერი ჩაყლაპე დანახავ როგორ მოგეშვება. თან სკოლაში.. მოიცა ანაბელ სკოლაში ცუდად ხომ არ გექცევიან? - შეშფოთებულმა მკითხა.
-არა, - ძლივს ამოვღერღე და თავი გავაქნიე.
-მაშინ დღეს რატომ არ წახვედი?
-თავს ცუდად ვგრძნობდი.
-ჩაი მე რომ მოგიტანე რატომ არ დალიე? გიშველიდა. ჩაი ყველაფერს შველის, - თვალები გადავატრიალე, მაგრამ მამიდამ ვერ დაინახა. ოხ ეს ბრიტანელები და მათი ჩაის კულტი. თუმცა რას ვამბობ მეც ბრიტანელი ვარ,
- ჩავალ ახალს გაგიმზადებ და აუცილებლად უნდა დალიო! - საწოლიდან წამოდგა და ჩაის ჭიქას ხელი დაავლო.
-უი ჰო, ანაბელ სულ დამავიწყდა, - მამიდა ჩემსკენ ღიმილიანი სახით მოტრიალდა. ღმერთო ოღონდაც მალე გავიდეს აქედან. ერთადერთი რამ რაც ყველაზე ნაკლებად მინდა ზეინის მოთმინების ფიალის ამოწურვაა, - აი ეს მედალიონი მინდოდა მომეცა შენთვის. გახსოვს ჰო? - ჯიბიდან მედალიონი ამიოღო და დამანახა. მაშინვე წამოვჯექი საწოლზე და გაფართოებული თვალებით მივაჩერდი მედალიონს. შემდეგ უცებ გამახსენდა ჩემი დასახიჩრებული ლოყა და სასწრაფოდ თმა სახეზე გადმოვიყარე, რომ მამიდას არაფერი ენახა. მედალიონი დედასი იყო რომელიც რამდენიმე წლის წინ დაკარგა და მის დაკარგვას ძალიან განიცდიდა, -ეს მედალიონი მამაშენმა აჩუქა, როცა ჯერ ისევ შეყვარებულები იყვნენ და ამით სამუდამო სიყვარული შეჰფიცა, კარგა ხნის წინ ვიპოვნე სახლში. ყოველთვის მინდოდა მიმეცა დედაშენისთვის, მაგრამ სულ მავიწყდებოდა, ან ისე ეწყობოდა სიტუაცია რომ ვერ ვახერხებდი. ახლაც კარგია რომ გამახსენდა და ვფიქრობ დედაშენს გაუხარდებოდა ეს შენ რომ გქონიდა ანაბელ, - გამიღიმა და მედალიონი გამომიწოდა. თვალებიდან ცრემლები გადმომვარდა როდესაც ნაცნობ ნივთს შევეხიე, მუჭაში მოვიქციე და გულში ჩავიკარი. მამიდა დაიხარა, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ზეინმა დაიგულა თუ არა რომ მამიდაჩემი გასული იყო მაშინვე საწოლიდან გამოძვრა. დავიჭიმე, როდესაც ჩემს საწოლზე ჩამოჯდა. თვალები მაგრად დავხუჭე, ძალიან შემეშინდა.
-სად არის? - ხრინწიანი ხმით მკითხა, შემდეგ ხელი წამოიღო და ფეხზე დამადო, შეშინებული გავიწიე და ზეინის ხელი მოვიშორე. ზეინმა ამოიოხრა, წამოდგა და ისევ ქექვა დაიწყო, მას უაზროდ მივაჩერებოდი, რომელიც კარადის წინ იდგა და გამწარებული იმ ნივთ ეძებდა რაც ჩემთან იყო. ცოტახანში უემოციოდ წამოვდექი საწოლიდან, ჩემს ჩანთასთან მივედი. ზეინმა მგონი "როგორ ვერ მივხვდი"-სავით რაღაც ამოიბურტყუნა. ჩანთიდან ზეინის ნივთი ამოვიღე, მასთან მივედი და უხეშად მივაწოდე.
-ახლა კი წადი! - გაღიზიანებულმა ვუთხარი და ხელები გულზე გადავიჯვარედინე.
წამით მომაშტერდა, შედმეგ კი ჩემსკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, რაზეც უკან სწრაფად დავიხიე.
-შეხვედრამდე ბელ, - თვალი ჩამიკრა და წამის მესაედებში გაუჩინარდა ოთახიდან.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now