თავი ბალიშზე მედო და ფანჯარას მივშტერებოდი, ლილიც ჩემ გვერდით იწვა, უკნიდან მეხუტებოდა. უკვე კარგა ხანია წესით უნდა დამეძინა, მაგრამ თვალებზე რული არ მეკარებოდა. რამდენჯერაც თვალებს დავხუჭავდი და ის ის იყო უნდა მიმძინებოდა ზეინის დამცინავი ღიმილი წარმომიდგებოდა გონებაში და ყურებში მისი დამამცირებელი სიცილის ხმა ზარივით მცემდა. საშინელებაა როდესაც აცნობიერებ რომ შენ და შენი გრძნოები აბუჩად აიგდეს, მოგტაცეს პირველი კოცნა რომელიც უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული. ყოველთვის წარმომედგინა რომ ამას საკურთხევლის წინ გავაკეთებდი, თეთრ კაბაში და ის ერთადერთი ჩემი მომავალი ქმარი იქნებოდა, მაგრამ როდესაც ზეინს ვკოცნიდი ეს ყველა ფიქრი გადამავიწყდა და თავს უფლება მივეცი ეს ყველაფერი მომხადრიყო! სულელი ვიყავი! ძალიან სულელი.
ამ შაბათ-კვირამ უაზროდ ჩაიარა, ძირითადად ჩემს ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და წიგნის კითხვას ვცდილობდი რომ ის საშინელი მომენტები ამომეგდო თავიდან, მაგრამ არ გამომდიოდა. ლილი ხვდებოდა რომ ცუდად ვიყავი და მეკითხებოდა კიდეც რა მჭირდა, მაგრამ არაფერს არ ვეუბნებოდი და თავიდან ვიშორებდი, ბოლოს თვითონაც ხელი აიღო.
ორშაბათ დილას მამიდამ გაგვაღვიძა, ტანზე ჩავიცვით, მე არ მისაუზმია ვაშლი ავიღე და გზას ლილიზე ადრე დავადექი. სკოლაში უხასიათოდ შევაბიჯე, არავის მივსალმებივარ და გეზი პირდაპირ ლიტერატურის კლასისკენ ავიღე, კლასში შევედი და ჩემი ადგილი დავიკავე, რვეული გადავშალე და უკან ყვავილების ხატვა დავიწყე, ერთადერთი რამ იყო რისი დახატვაც გამომდიოდა.
-ჰეი, - ვიღაცამ ყურთან ახლოს ჩამჩურჩულა და ნაუცბათევობისგან შევხტი. გაკვირვებული ავიხედე და ნაილს შევეჩეხე რომელიც სულისმოუთქმელად ხარხარებდა და სახეზე ერთიანად წამოწითლებულიყო. მისმა ასეთ მდგომარეობაში დანახვამ ამ ორი დღის შემეგ ცოტა არ იყოს მეც გამახალისა.
-როგორ ხარ? - მხიარულად დაიკავა თავისი ადგილი ჩემს გვერდით.
-კარგად შენ?
-მშვენივრად, - ეს იყო ნაილმა თქვა და ზარიც დაირეკა, კლასი მოსწავლეებით აივსო და მასწავლებელიც შემოვიდა.
ჩემთვის ჩუმად ვიჯექი, მასწავლებელს არ ვუსმენდი და შავი რვეულის უკანა ყდაზე ფანქრით ისევ ვხატავდი რაღაცეებს.
-ანაბელ,- ხელით ნელა მიჯიკა ნაილმა.
-რა ხდება.
-უსმინე, - სერიოზული სახით მითხრა, მეც გამოვერკვე ფიქრებიდან და მასწავლებეს მივაჩერდი.
-...რაც შეეხება თემების განაწილებას შეეხება ამ ყუთში სათაურებს ჩავყრი და რომელიც ამოგივათ იმაზე გამიკეთებთ პრეზენტაციას, - თქვა მასწავლებელმა და ხელში მუყაოს ყუთი აათამაშა, - დრო ორი კვირა გაქვთ.
-რა ხდება? - ნაილს მივუბრუნდი.
-წყვილებში მერხის მეზობლები ვაკეთებთ თემებს.
-მე და შენ ერთად გავაკეთებთ?
-ჰო. - გადმომიჩურჩულა და ორივენი გავინაბეთ როდესაც მასწავლებელი მუყაოს ყუთით მოგვიახლოვდა. ხელი მე და ნაილმა ერთდროულად წავიღეთ და შემდეგ შევჩერდით.
-მიდი, - ღიმილით მითხრა და უფლება მომცა თემა მე ამომერჩია. რომ ამოვიღე მასწავლებელმა ხელიდან გამომტაცა ფურცელი და ხმამაღლა წაიკითხა.
-ანაბელის და ნაილის წყვილი თემას ნარკოტიკებზე მოამზადებს, - შემდეგ გაიღიმა და ფურცელი დაგვიბრუნა.
-უჰჰ, - ამოისუნთქა ნაილმა.
-და როგორ უნდა დავწეროთ? რთული თემაა. მაგის შესახებ არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ ორგანიზმს ვნებს.
-მე შედარებით მეტი რამ ვიცი, მაგრამ ეს ცოდნაც არაა საკმარისი.
-რა ვქნათ?
-სამეცნიერო წიგნებში მოვძებნოთ.
-მე არ მაქვს.
-მე მაქვს, მაგრამ იქაც თუ ვერ ვნახეთ საჭირო ინფორმაცია ბიბლიოთეკაში მოვძებნოთ.
-კარგი, - თავი დავუქნიე.
ზარი რომ დაირეკა ერთად გამოვედით გაკვეთილიდან, ნაილმა ისტორიის კლასამდე მიმაცილა და შემედეგ თავის გზას გაუყვა. ისტორია ლილისთან ერთად მქონდა, როდესაც ესეც მორჩა ერთად გავუყევით ჰოლს კაფეტერიისკენ.
ლანჩი ავიღეთ და ჩვენი ადგილები დავიკავეთ მაგიდებზე.
ლილი მეგობრებთან იყო საუბარში გართული მე კი ჩანგალს უაზროდ ვარჭობდი საჭმელში.
-შეიძლება? - ზრდილობიანად იკითხა ვიღაცამ და ყველამ მას ავხდეთ.
-ამ.. რათქმაუნდა, - უთხრა ლილიმ ნაილს, მანაც გაიღიმა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-დღეს ჩემთან წამოხვალ? - იკითხა ეს და მაგიდაზე სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ლოყებზე წამოვწითლდი და ნაილს გაკვირვებულმა გავხედე.
-თემის შესასრულებლად, - დაამატა ბოლოს.
-ჩვენთან რომ მოხვიდე ნაილ? - თანხმობის თქმა არ მაცადა ლილიმ ისე ჩაერთო საუბარში.
-ნარკოტიკებზე გვაქვს თემა და ანაბელმა მითხრა სამეცნიერო წიგნები არ მაქვსო, მე კი მაქვს და ამიტომ ვპატიჟებ სახლში, - ლილის უთხრა, შემდეგ კი მე მომიბრუნდა, - წამოხვალ?
-კი, - გავუღიმე.
-სკოლის მერე ერთად წავიდეთ. სახლშიც მიგაცილებ.
-კარგი.
ბოლო გაკვეთილებმაც ჩაიარეს და მე და ნაილი ერთად დავადექით გზას მისი სახლისკენ.
-შორსაა?
საუბრის წამოსაწყებად ვიკითხე.
-ითონის მოედანზე, - გამიღიმა ნაილმა.
-ოუ, - გავიღიმე.არ მეგონა ნაილი ამდენად მდიდარი თუ იყო. ბოლოს როგორც იქნა მივადედით მის საცხოვრებელ ადგილს, თეთრი სახლების მწკრივში N45 სახლთან შევჩერდით და პარმაღი ავირბინეთ.
-კეთილი იყოს მობრძანება, - კარი შეაღო ნაილმა და შიგნით შემიძღვა, - თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში, - ღიმილით მითხრა. მეც გავუღიმე და ვეცადე თავი ისე დამეჭირა რომ აღფრთოვანება არ გამომეხატა.
-აქ შენს მშობლებთან ერთად ცხოვრობ?
-არა. მათთან დიდი ხანია აღარ ვცხოვრობ –ხელი ჩაიქნია.
-აჰ.. - კიდევ ბევრი რამის კითხვა მინდოდა, მაგრამ უტაქტოდ რომ არ გამომსვლოდა გავჩუმდი და ნაილს ავყევი მეორე სართულზე და მის ოთახში შევედით.
-მამა არ მყავს, - როგორც ჩანს ჩემი ინტერესი იგრძნო და ხელით დასაჯდომად მიმითითა. ჩანთა მოვიხსენი და სკამზე ჩამოვჯექი, - დედა მეორედ გათხოვდა. მამინაცვალს ვერ ვიტან და აქ გადმოვედი საცხოვრებლად. შენც მომიყევი ახლა რამე შენზე სანამ დავიწყებთ –ამოვიოხრე, არ მინდოდა იმის გახსენება რაც აქამდე გამოვიარე, მაგრამ უზრდელობა იქნებოდა მისი კითხვის დაიგნორება.
–არასდროს მქონია საინტერესო ცხოვრება –სულ რამდენიმე წლის წინ ვცხოვრობდით, როგორც ერთი პატარა ბედნიერი ოჯახი, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ორი წლის წინ ჩემმა უფროსმა დამ თავი მოიკლა –ვუთხარი სევდიანი ტონით.
–თავი მოიკლა? –ნაილს ფერი ეცვალა.
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად –ჯერაც ვერ ვხვდები ეს რატომ გააკეთა.– ხმა გამებზარა. –ზუსტად იმ დღის შემდეგ დაინგრა ჩვენი ოჯახი, ეს ამბავი ყველაზე მძიმედ დედამ გადაიტანა, ერთი თვის წინ კი ისიც გარდაიცვალა, მანქანა დაეჯახა –ცოტა ხანს გავჩერდი და ნერწყვილი გადავყლაპე. –მინდა ჩემი თავი დავარწმუნო რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ ვიცი ეს თითონ უნდოდა. –ქვედა ტუჩს ვუკბინე რომ ცრემლები არ წამმსკდარიყო.
როცა ნაილს შევხედე დავინახე როგორ ქონდა თავისი ზღვისფერი თვალები ამღვრეული.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, არცერთი ხმას არ ვიღებდით, შემდეგ ნაილი უბრალოდ ჩემსკენ მოიწია და გულში ძლიერად ჩამიკრა.
–ყველაფერი კარგად იქნება –მეუბნებოდა და თმაზე ხელს მისმევდა დასაწყნარებლად.
თბილი ჩახუტება –ახლა სწორედ ეს იყო რაც მჭირდებოდა, ხელები მეც მჭიდროდ ამოვხვიე და თავი მის მხარში ჩავდე.
–ყველაფერს გადალახავ –მითხრა და თვალებიდან ცრემლები მომწმინდა. –შენ არ იმსახურები იმას რაც გადაიტანე – თავი გაიქნია.
ამოვიოხრე და ახლა ჩემით მოვიწმინდე ცრემლები.
–ახლა შენზე მომიყევი რამე. –ვუთხარი და სევდიანად გავიღიმე.
–ააჰჰჰ– ხელი აიქნია. –მე მართლა არაფერი მაქ მოსაყოლი, სკოლაში დავდივარ, ვსწავლობ დანარჩენ დროს კი მეგობრებთან ვატარებ, სულ ესაა მთელი ჩემი ცხოვრება. არაფრით განსხვავებული და განსაკუთებული.–მგონი დროა დავიწყოთ ხო? –მკითხა და ლოყაზე ოდნავ მიჩქმიდა.
–დავიწყოთ –ვუთხარი და ჩანთიდან ფურცლები და კალამი ამოვიღე.
–მოვალ მალე– ცოტახნით ოთახიდან გავიდა ნაილი, შემდეგ კი ბევრი წიგნებით სავსე შემობრუნდა.
-ვფიქრობ რომელიმეში მაინც იქნება ის რაც გამოგვადგება. –გამიღიმა, გვერდით მომიჯდა და მეცადინეობას შევუდექით.
წიგნები გავინაწილეთ, სამ წიგნში მე ვეძებდი საჭირო მასალას, სამში კი ის.
-არ დაიღალე? - შევეკითხე, რამდენიმე წიგნის უშედეგოდ გადათვალიერების შემდეგ.
-ცოტათი, მაგრამ მგონი რაღაც ვნახე.
-ცოტახანი შევისვენოთ რა.. ბოლოსდაბოლოს ორი კვირა გვაქვს წინ, - ჩავიხითხითე.
-კარგი, - თავი წიგნიდან ამოწია და თვალები მოისრისა, - ქვევით ჩავიდეთ.
-კარგი, - სკამიდან წამოვდექი,ნაილს ჩავყევი და მისაღებში შევედით. დიდი მისაღები ქონდა.
-სავარძელში ჩაჯექი მე კი მანამ პოპკორნს გავაკეთებ, - ტელევიზორი ჩართო და სამზარეულოში გავიდა.
-კარგი, - თავი დავუქნიე და სავარძელში მოვკალათდი.
-ანნ.. - ცოტა უცნაურად ვიგრძენი თავი როდესაც ნაილმა შემოკლებული სახლით დამიძახა.
-გისმენ, - გავსძახე.
-სიმინდი გამთავებია და ახლავე მოვიტან, უბრალოდ დამელოდე კარგი? - ოთახში ისევ ნაილი შემოვიდა მოსაცმელს იცვამდა.
-ამ.. მე..
-არ წახვიდე ახლავე მოვალ, - სათქმელი გამაწყვეტინა და სახლიდან სწრაფად გავიდა.
ჯანდაბა! ახლა რა ვაკეთო მარტო მის სახლში?
გადავწყვიტე უბრალოდ ტელევიზორისთვის მეყურებინა და დავლოდებოდი. დიდი ხანი არ იყო გასული რაც სალხში რაღაც ხმაური შემომესმა მეორე სართულიდან.
-ნაილ? - ვიკითხე და ჰოლში გამოვედი. მივაყურადე, არაფრის ხმა არ იყო, ალბათ მომეჩვენა, ის ის იყო უნდა შემოვბრუნებულიყავი რომ იატაკის ჭრაჭუნის ხმა გაისხმა. შევხტი და შიშისგან ცივმა ოფლმა დამასხა. მეორე სართულიკენ ასასვლელ კიბეებს ავხედე და მაშინვე შევკრთი როცა კიბეებთან მდგარი ზეინი დავინახე. სველი, სრულიად შიშველი, მხოლოდ წელზე ერთი პირსახოსის ამარა იდგა და გაკვირვებული მომშტერებოდა.