თავი 52

1K 72 4
                                    

  -დედა? - გაკვირვებულმა ვიკითხე როდესაც ნისლში დედაჩემის ოქროსფერი, ლოკონა თმები დავლანდე. ჩემგან ზურგით იდგა, - დედა, - მეორეჯერ დავუძახე,რომ არ გამომხედა მისკენ წავედი და მხარზე ხელი ჩამოვადე. რაზეც რეაგირება იქონია,- დედა, - ამჯერად სიხარულისგან აღმომხდა და მას გადავეხვიე.
-ოჰ, ანაბელ, - ყურში დედის თბილი ხმა ჩამესმა, რომელიც ასე მომნატრებოდა. მისი ტანსაცმლის სუნმა ძველი მოგონებები ამომიტივტივა გონებაში.
-დე, შენ არ იცი როგორ მენატრები, - როგორც კი ვუთხარი მაშინვე ყელში რაღაც გამეჩხირა და თვალებზე ცრემლები შემომაწვა. გამოვიწე, მინდოდა კიდევ ერთხელ დამენახა მისი სახე, მაგრამ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც დედას მაგივრად სკარლეტი დავინახე.
ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ბოლოს ვნახე. პირი დაეღო, თავისი ლურჯი თვალები განასცისფერებოდა, სახედან კი ფერი გადასცლოდა. თვალები აქეთ-იქით გავაცეცე დამფრთხალმა, ახლა მის ოთახში ვიდექი, სადაც თავი ჩამოიხრჩო. შემამცივნა, როდესაც შევამჩნიე, რომ ჯერ კიდევ მეკავა მისი ხელები. მაშინვე გამოვეცალე, ის ჩემს დას არ ჰგავდა. ყველა სიცოცხლის მანიშნებელი ნატამალი გამქრალი იყო მისგან. ჰაერი კი სიკვდილის სუსხიანი სურნელით იყო გაჟღენთილი, რაც შემზარავს ხდიდა ერთ დროს ჩემს საყვარელ ადგილს.
-გაიქეცი ანაბელ - ჩახლეჩილი ხმით დაიჩურჩულა ჩემმა დამ. არც შევკამათებივარ ისე გადავდგი ორი ჯაბიჯი უკან და მოვტრიალდი რომ გავქცეულიყავი, მაგრამ რაღაც ძლიერს და მაგარს შევეჯახე.
-ანაბელ!
-მამა..
-მამას ნუღა მეძახი, მე მამაშენი აღარ ვარ!
-არა, მამა გთხოვ.. - სასოწარკვეთილმა დავიკივლე, მაგრამ მამის ხმამ გამაწყვეტინა.
-შენ არ იცი რა მძიმე და მწარეა მარტოობა.. - თვალები დავხუჭე, საიდანაც ცრემლები ღაპაღუპით გადმომვარდა.
-ამიტომ გთხოვ არ მიმატოვო - ახლა უფრო თბილი და ნაზი ხმა გაისმა. თვალები გავახილე და ხელთ ზეინი შემრჩა. მკლავები მაღლა ჰქონდა აწეული და ჩასახუტებლად გამზადებული.
-ზეინ - გულზე მომეშვა და მისკენ წავედი, მაგრამ მასთან ვერ მივდიოდი. - ზეინ? - შეშფოთებულმა შევძახე. რამდენით მისკენ წავიდოდი, ორი იმდენით მშრდებოდა მისი სხეული, - ზეინ! - ბოლოს პანიკაში ჩავარდნილმა დავიკივლე, რადგან მეთვითონ ვეღარ ვმოძრაობდი.
-არა! არა, გთხოვ ზეინ! - მისი სხეული სულ გაუჩინარდა ნისლში და მარტო დამტოვა. მე კი შეშინებული მის სახელს გავიძახოდი.
-ანაბელ! - რაღაცამ შემარყია, - ანაბელ, გაიღვიძე! - თვალები გავახილე და მაშინვე საწოლზე წამოვჯექი.
-ზეინ, - დავიხავლე, როდესაც მივხვდი რაც მოხვდა მაშინვე მას ჩავეკარი.
-ჩშშ, ბელ - ყურში თბილად ჩამჩურჩულა და თმაზე ხელი ჩამომისვა. ისე როგორც დედა აკეთებდა, როდესაც ღამით მეშინოდა. ამ მოგონებაზე ყელში ბურთი ისევ შემომაწვა და მის გულზე მიკრული ავსლუკუნდი, - უბრალოდ კოშმარი გესიზმრა, დაწყნარდი.
-იქ-ქ, იქ, - ვცდილობდი სათქმელი მეთქვა, მაგრამ ხმას ვერ ვიბრუნებდი.
-ჩშშ.. სიცხემ აგიწია ისევ, ალბათ - თბილად, ჩურჩულით მითხრა, სახიდან თმა გადამიწია და შუბლზე მაკოცა, - მოდი ისევ გაიზომე კარგი? - თერმომეტრი მომაწოდა, რომელიც ენის ქვეშ ამოვიდე. ხუთი წუთი სანამ გავიდოდა ხან ხელებს მიზლდა, ხან ზედ მკოცნიდა, სახიდან თმებს მიწევდა და მიღიმოდა. ასეთი ზეინი აქამდე არასდროს მენახა.
-სხვათაშორის დაგიწია,- ღიმილით მითხრა, როდესაც ტერმომეტრს დახედა.
-ჰო?
-ჰო, მალე გამოჯამრთელდები - ღიმილით მითხრა, მიმაწვინა, საბანი საგულდაგულოდ შემომიკეცა, სიცივეს, რომ არ შემოეღწია. მაკოცა და შემდეგ კარისკენ წავიდა.
-ჩემთან დარჩი, კარგი? - ჩემი ხმა ვედრებას გავდა, არ მინდოდა რომ წასულიყო, არ მინდოდა კიდევ კოშმარი დამსიზმრებოდა.
-გინდა, რომ შენთან დავიძინო? - თვალებგაფართოებული მომიტრიალდა.
-კი, - თავი დავუქნიე. მის ბაგეზე ღიმილი დავლანდე
ჩემსკენ წამოვიდა, შემდეგ საბანი ასწია და შემოწვა. ამჯერად თავისი ჯინსის შარვლის მაგივრად ღამის პერანგი ეცვა.
-რა ცივი ფეხები გაქ, - ავხითხითდი და ჩემი მხურვალე ფეხები მისაში ავბლანდე, უფრო რომ ჩამეთბო.
-შენ კი როგორ ხურხარ, - მანაც ჩაიცინა. ერთი ხელი თავის ქცეშ ამომიდო მეორე კი წელზე შემომხვია.
-უნდა გაგათბო, - დავიჩურჩულე და შემდეგ დამამთქნარა, რაზეც ზეინს ჩაეცინა, - რა იყო?
-საყვარელი ხარ როცა ამთქნარებ, - სიცილით მითხრა და ცხვირზე სველი ტუჩებით მაკოცა.
-ფუ, ცხვირი დამიდორბლე, - შევიშმუშნე და ცხვირი მის მაიკას გავუსვი, სისველე რომ მომეშორებინა, რაზეც მას ხმამაღლა გაეცინა, თავი ხელებით გამიკავა და მთელ სახეზე სველი კოცნების დატოვება დამიწყო.
-ღმერთო ზეინ! საზიზღრობა, ნუ მკოცნი! - გაბაპროტესტე, მაგრამ ვინ მიგდო ყური.
-გადატრიალდი, - კოცნას რომ მორჩა მთხოვა, რაზეც დავემორჩილე. ახლა ჩემი ზურგით მის მკერდს ვიყავი აკრული. როგორც წინაზე ერთი ხელი თავის ქვეშ შემოცურა, მეორე კი წელზე შემომხვია. თვი კისერში ჩამიყო, ხოლო თავისი უკვე გამთბარი ფეხი ზემოდან გადმომადო.
ასე, მისი სხეულით ციხეში გამომწყვდეული მე, სრულიად დაცულად ვგრძნობდი თავს ყველანაირი კოშმარისაგან.
მეორე დილას სრულიად აბურდულს გამეღვიძა. თმები სახეზე დამყროდა და ცხვირით სუნთქვაში ხელს მიშლიდა, ამიტომ პირი დიდზე მქონდა დაფჩენილი. გვერდზე გადავბრუნდი, ზეინს ისევ ეძინა. არ მინდოდა მისი გაღვიძება, ამიტომ ჩუმად ავდექი საწოლიდან და ნელ-ნელა მივედი ჩემი ჩემოდნისკენ, ტანსაცმელი ამოვიღე და ჩუმადვე გავედი ოთახიდან, რომ სააბაზანოში შევსულიყავი. როცა გამოვედი ზეინს უკვე ეღვიძა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ამდგარიყო.
-სიცხე კიდევ გაქ? -ახალგაღვიძებულს ხმა ჯერ ისევ დაბოხებული ქონდა.
-არ ვიცი-მხრები ავიჩეჩე.
-მოდი აქ -მითხრა და საწოლიდან წამოიწია.
-ისე აღარ ხურხარ, - შუბლზე ხელი მომადო - მგონი სიცხემ გაგიარა.
-ხო, თავს შედარებით კარგად ვგრძნობ - ოდნავ გავიღიმე.
-მმ.. სიცხე ალბათ ნერვიულობის გამო გქონდა.
მაშინვე წამეშალა სახიდან ღიმილი, როდესაც თვითონაც გაიაზრა რა თქვა სახე მოეღრიცა. პირი გააღო, რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ როგორც ჩანს გადაიფირა, ან უბრალოდ სიტყვები ვერ იპოვა და დახურა. მიუხედავად იმისა,რომ ახლა ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვარ მაინც არ მასვენებს დანაშაულის გრძნობა, რომ მამაჩემს ესე მოვექეცი და აცრემლებული თვალებით მამიდას სახლში დავტოვე.
-გშია ხო? - თავი მოიფხანა ზეინმა და საწოლიდან წამოდგა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-კარგი, მოვწესრიგდები და ჩავიდეთ იქამდე კი თუ გინდა ბარგი ამოალაგე. თავი დავიქნიე და ბარგის ამოლგება დავიწყე. ვალაგებდი თან თვალები ცრემლებით მევსებოდა. ყველანაირაც ვცდილობდი მათ შეკავებას, რადგან არ მინდოდა ზეინს ჩემი ცრემლები ენახა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
როდესაც კარის გაღებუს ხმა გავიგე, მაშინვე სასწრაფოდ მოვიშორე ცრემლები და შევეცადე ბედნიერი გამომეტყველება მიმეღო, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივიდა ეს.
-ჩავიდეთ და მერე დაალაგე დანარჩენი-მითხრა და ზემოდან მაისური გადაიცვა. მაისური, რომელიც ხელში მეჭირა დავკეცე და კარადაში შევდე. როცა დაბლა ჩავედით, ნაილი უკვე მაგიდაზე თეფშებს აწყობდა.
-დილამშვიდობისა, ანაბელ -მომესალმა ნაილი.
-ჰეი -ზეინმა ხელები აიქნია -მე ვერ მხედავ ააქ? -ნაილმა თვალები გადაატრიალა.
-დილამშვიდობისა, ზეინ -უთხრა და მაგიდასთან გვიხმო.
-სიცხე აღარ გაქ? -იკითხა ნაილმა და ჩამოწოლილი სიჩუმე დაარღვია.
-არა- თავი გავიქნიე და ჩანგალი, ხორცის ნაჭერს ჩავარჭე და ხელში დავატრიალე. მადა საერთოდ დაკარგული მქონდა.
-ჭამე ანაბელ, ავად იყავი და აუცილებელია რომ კარგად იკვებო -მითხრა ზეინმა, მას კი ნაილიც აყვა. რამდენიმე ლუკმა პირში ძალით ჩავიდე, არცერთი ხმას არ ვიღებდით, სიჩუმე კი ისევ ნაილმა დაარვია.
-კარგი რა ანაბელ,რატომ ხარ ცუდ ხასიათზე? -ნაილმა ჭამა შეწყვიდა და მე მომაჩერდა, ზეინმაც იგივე გააკეთა. -დაფიქრდი რა მაგარია ანაბელ აქ რომ გადმოხვედი, ერთად ვიცხოვრებთ, სკოლაში ერთად ვივლით, ერთად ვიმეცადინებთ...
-ნაილ, ნაილ -ზეინმა ნაილი გააჩერა -ჩემი აქ ცხოვრებით ხელს ხომ არ შეგიშლით? შემიძლია სხვა სახლი მოვნახო -ზეინის ნათქვამზე სამივეს გაგვეცინა. მომწონდა მათთან ყოფნა, მომწონდა ის ფაქტი, რომ სკოლაში ნაილითან ერთად ვივლიდი და მასთან ერთად ვიმეცადინებდი, მაგრამ არ მომწონდა, რომ ამ ყველაფერს ლილისთან ერთად აღარ გავაკეთებდი. არც ის მომწონდა, რომ მამას ვეღად დაველაპარაკებოდი. ისიც მაშინებდა რას იტყოდა ხალხი.
-წავალ ბარგის ამოლაგებას დავამთავრებ -ვთქვი, ჩემი ჩეფში ავიღე, ნიჟარაში ჩავდე და ჩემთვის განკუთვნილ ოთახში ავედი. ცოტახანში კარი ზეინმა შემოხსნა.
-დღეს ბიჭები უნდა ვნახო, წამოხვალ ხო?
-გთხოვ, დღეს ვერა -მისკენ არ შევტრიალებულვარ პასუხი ისე გავედი, არ მინდოდა ჩემი დასიებული თვალები ენახა. ზეინი ჩემკენ წამოვიდა და წინ დამიდგა.
-ანაბელ,ისევ იტირე? -სახეზე უკმაყოფილება ემჩნეოდა. თავი გაიქნია და ხელები ნერვულად შეიცურა თმაში. ხმის ამოუღებლად კარებისკენ წავიდა, კარი გამოხსნა, მაგრამ ისევ მიხურა და მე მომიტრიალდა.
-თუ ასე იქნებოდი მე რატომ ამირჩიე? ენა ჩამივარდა, ხმას ვეღარ ვიღებდი -ანაბელ,თუ ასე აპირებ ყოფნას სჯობს წახვიდე,ახლაც არ არის გვიან. -თვალები გამიფართოვდა და მას შევხედე. ნუთუ ამას სერიოზულად ამბობს?!
-შენ ამას სერიოზულად არ ამბობ -თითქმის წამოვიყვირე და თავი გავაქნიე.
-კი ანაბელ,ვამბობ! მე არ მჭირდება ესეთი ანაბელი. მე სხვა ანაბელი მიყვარს. აქ იმიტომ წამოხვედი, რომ ოჯახს ბედნიერება არჩიე და ესაა შენი ბედნიერება?
-ზეინ დრო მჭირდება -თვალებიდან ცრემლების ახალმა ნაკადმა დაიწყო სვლა -შენ არ იცი რას ვგრძნობ ახლა. ერთადერთი ოჯახისწევრი დავკარგე,რომელიც ცოცხალი მყავდა!
-არ ვიცი რას გრძნობ? -ჩაიცინა -იცი მე ჩემი ყველა ოჯახის წევრი ერთდროულად დავკარგე. მე ყველა იმ ტკივილის ერთდროულად გადატანა მომიწია, რომელიც შენ წლების განმავლობაში გადაიტანე. და იცი რაა? ჩემგან განსხვავებით შენთან ისევაა იმედი, შენ მამა გყავს, რომელიც ისევ ცოცხალია და ადრე თუ გვიან გაპატიებს! -ზეინი თითქმის ყვიროდა. -და შენც კარგად იცი ეს, შენ უბრალოდ ნანობ რომ აქ,ჩემთან ერთად, წამოხვედი - პირი დავაღე,რომ შევპასუხებოდი,მაგრამ ვერაფერი ვუპასუხე. ნუთუ ფიქრობს,რომ ვნანობ მასთან ყოფნას? ასე რომ იყოს ახლა აქ არ ვიქნებოდი.
-სისულელეს ამბობ -ძალაგამოცლილმა ამოვიოხრე
-ანაბელ მთელი ღამე შენი შეცდომის გამო მამაშენს პატიებას სთხოვდი -უკვე ყვრიოდა.
-ზეინ უბრალოდ კოშმარები მესიზმრებოდა. -გულნატკენმა ამოვიხავლე.
-ანაბელ ეს არცერთისთვის არ არის ადვილი, ნუ მაიძულებ იმის გამო თავი დამნაშავედ ვიგრძნო, რომ მამაშენს დაგაშორე -მითხრა, ოთახის კარი უხეშად გამოხსნა და სასწრაფოდ გავიდა იქიდან  

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now