თავი 50

988 79 3
                                    

  ცხოვრებაზე გამწარებულმა არც კი მახსოვს სახლში როგორ მოვაღწიე. მთელი ღამე საწოლზე პირაღმა დაწოლილს ჭერისთვის თვალი არ მომიშორებია. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მკვდარი ვიყავი, თითქოს დემენტორმა მაკოცა და სხეულიდან სული ამომაცალა. მხოლოდ ჩემი გული ფეთქავდა და ფილტვები იშლებოდა და იკუმშებოდა, დანარჩენი ყველაფრით მოწყვეტილი ვიყავი აქაურობას.
-მზად ხარ? - მეორე დღეს ჩემი ოთახის კარი შემოაღო მამაჩემმა. უსიტყვოდ მოვუტრიალდი და თავი დავუქნიე, - ბარგს მე ჩავიტან, - ამაზეც თავი დავუქნიე და უკან გავყევი. პირველ სართულზე რომ ჩავედით კიბეებთან ლილი შემომეგება, დათოვლილ მოსაცმელს იხდიდა..ეტყობოდა საიდანღაც ახალი მოსული იყო რაღაცის მანიშნებელი მზერით გამომხედა, მაგრამ ვერ მივხდი რაზე მანიშნებდა. მისაღებში მამიდა და ბიძია დაგვხვდენენ, მამას რაღაცეებს უთანხმდებოდნენ, როდესაც უკნიდან ნაცნობი ბოხი ხმა შემომესმა.
-ანაბელ, - თვალებგაფართოებული მოვტრიალდი, შემოსასვლელში ზეინი იდგა. მამიდამ შეიცხადა და პირზე ხელი აიფარა. მისი დანახვისას თითქოს ორგანიზმი გამომიცოცხლდა, მაგრამ როდესაც მივხვდი რა სიტუაციაც იყო, მაშინვე ავღელდი.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, მამაჩემისკენ გავიხედე, რომელიც ბიძიასა და მამიდას გვერდზე იდგა, სახეზე დაბნეულობა ასახვოდა, ბიძიას კი ლოყები და ყურები შეფაკვლოდა ბრაზისგან, მამიდა კი ჩემსავით თვალებს აქეთ-იქით ნერვიულად აცეცებდა.
-ანაბელ, არ წახვიდე- გაისმა ზეინის ხმა და მეც ისევ მას შევხედე. ჰაერი მაშინვე ავად დაიმუხტა, როდესაც მამამ გაიაზრა მის წინ ვინ იდგა.
-აქ მოსვლა როგორ გაბედე, - კბილებში გამოსცრა და ხელები დამუშტა. მაგრამ ზეინს ყურიც კი არ შეურხევია.
-ანაბელ, დარჩი.
-ზეინ მე..
-თქვენ თავი ვინ გგონიათ ამ სახლში, რომ მოდიხართ და ჩემს შვილს თავგზას უბნევთ?! - მამაჩემიც უკვე სიბრაზისგან სრულიად აწითლებული საუბარში ჩაება. თვალები შიშისგან და აღელვებისგან უფრო გამიფართოვდა.
-თქვენ არ გაქვთ უფლება ძალით წაიყვანოთ აქედან.
-ის ჩემი შვილია და მასზე უფლებები მაქვს.
-ხო მართალია,შვილია და არა ნივთი, რომელსაც როცა მოგინდებათ მაშინ მოისვრით თქვენგან და შემდეგ ისე დაიბრუნებთ თითქოს არაფერი მომხდარა. მას არ სურს თქვენთან ერთად წამოსვლა. -ორივემ მე გამომხედეს, ჩემს პასუხს ელოდებოდნენ. ზეინი რა თქმა უნდა დადებითს, მამა კი უარყოფითს.
-ანაბელ.. -მომმართა მამამ. მთელი ჩემი ძალა მოვიკრიბე და მას გავხედე.
-მე არ მინდა წამოსვლა -თავი გავიქნიე. მამამ სახეზე ფერი დაკარგა, მაგრამ მე არ გავჩერებულვარ. -გთხოვ დამტოვე, - შევევედრე, - გთხოვ, თუ გიყვარვარ და ჩემი ბედნიერება გინდა, დამტოვე, - აცრემლებული მასთან მივედი და ხელზე მოვეჭიდე.
-გამორიცხულია ანაბელ! რომ მიყვარხარ და შენი ბედნიერება რომ მინდა იმიტომ უნდა გაგარიდო სასწრაფოდ აქაურობას - ხელი უხეშად გამომგლიჯა.
-ანაბელ ეს შენი გადასაწყვეტია, თუ გინდა წახვალ და თუ არა დარჩები.
-მე, ჩემს შვილს აქ ცოცხალი თავით არ დავტოვებ.
-თქვენი აზრი აქ გადამწყვეტი აღარაა! ბელ გთხოვ -ზეინს თვალებში სევდა და შიში ჩასდგომოდა. ჯერ მას ვუყურებდი, შემდეგ კი მამას გავხედე.
-არ შემიძლია -თავი გავიქნიე -ის არ მტოვებს.
-ანაბელ ხომ არ დაგავიწყდა რომ თვრამეტი წლის ხარ? აღარ ხარ ვალდებული შენ ოჯახს დაემორჩილო.
-და ჩემთან ერთად რომ არ წამოვიდეს სად უნდა იცხოვროს, ან ვინ უნდა არჩინოს? მას ჯერ სწავლაც კი არ დაუმთავრებია- ნიშნისმოგებით უთხრა მამამ. ზეინმა წარბები შეკრა.
- იქ დარჩება სადაც აქამდე ცხოვრობდა. დარწმუნებული ვარ, ლილის მშობლები მისცემენ დარჩენის უფლებას.
ყველამ ბიძიასა და მამიდასკენ გავიხედეთ, რომლებმაც ზეინს პასუხი არ გასცეს.
-დედა, მამა -იმედგაცრუებული ხმით ლილიმ წამოიძახა. -ანაბელს შეუძლია აქ დარჩეს, ხომ ასეა?
-ლილი შვილო, -ლაპარაკი მამიდამ დაიწყო -ის უმჯობესია მამამისს გაჰყვეს.
-და თუ არ გაჰყვა?
-ლილი გეყოს! -საუბარში ბიძია რობერტი ჩაერთო -ის აუცილებლად უნდა წავიდეს აქედან, მისი აქ დარჩენა არ შეიძლება.
-აი ხომ ხედავ! -მამა ზეინს მიუტრიალდა.
-ანაბელ -ზეინი შედარებით მომიახლოვდა -შენ ძალიან დიდხანს იბრძოდი ჩემთვის, რა აღარ მოხდა მაგრამ არ მიშვებდი, ყოველთვის ჩემს გვერდით იდექი და ახლა ჩემი ჯერია. ახლა მე უნდა ვიბრძლო შენთვის, არ ვაპირებ დანებებას და შენს ასე გაშვებას.
-მე.. მე.. -მამას შიშით წინადადებას ვეღარ ვაგრძელებდი -მე არსად მაქ წასასვლელი.
ზეინმა თვალები აატრიალდა.
-რა თქმა უნდა გაქ. ჩემთან წამოხვალ.
-როგორ ბედავთ! - დაიღრიალა მამაჩემმა, - ჩემი შვილის თქვენ ვინ გგონიათ? მეძავი? რა სტატუსით აპირებთ მის თქვენთან წაყვანას?
-მამა გთხოვ გაჩერდი
-ანაბელ, ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტე -ხელები ცაში აიქნია ზეინმა, - მამაშენს თავი დაანებე. ან ჩემთან დარჩი, ან წადი!
გავჩუმდი. მზერა მამადან ზეინზე გადავიტანე შემდეგ კი პირიქით. არ ვიცი რა ვქნა, ცხოვრებაში ყველაზე საშნელი გადაწყვეტილების წინაშე ვდგვარ. არ მინდა მათგან მხოლოდ ერთ-ერთის არჩევა! მე ორივე მჭირდება! რატომ მოითხოვს ცხოვრება ჩემგან ყოველთვის რაღაცის გაწირვას, რატომ?! რატომ არ შეიძლება მეც ჩვეულებრივი ადამიანივით ვიყო?
მამას გავხედე. თუ მას ავირჩევ, დავკარგავ ადამიანს, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ერთადერთ ადამიანს, რომელიც მაბედნიერებს და სიცოცხლის სურვილს აღმიძრავს. ადამანს, რომლის გულისთვისაც ამდენი ვიბრძოლე და ვიცი რომ ახლა ის არის მზად ჩემთვის იბრძოლოს, მამის არჩევით მას ვკარგავ, სამაგიეროდ მშვიდ და ნორმალურ ცხოვრებას ვირჩევ. ტყუილის, იმედგაცრუების, ტანჯვის და ღალატის გარეშე.
ხოლო თუ ზეინს ავირჩევ, ვკარგავ მამას, იმ ერთადერთ ოჯახის წევრს რომელიც დამრჩა, ვკარგავ ადამიანს რომელმაც თავისი ცხოვრების თვრამეტი წელი, ჩემს მოვლაში და ზრუნვაში გაატარა. ადამიანს რომელსაც გულწრფელად, უანგაროდ ვუყვარვარ. ასევე ვკარგავ ნათესავებს, სახლს. სხვის კისერზე მომიწევს ცხოვრება და როცა ზეინს ჩემთან ყოფნა აღარ მოუნდება ყველაფრის გარეშე ვრჩები. აღარც ის მეყოლება გვერდით და აღარც მამა.
ემოციებისგან დატვირთული ავსლუკუნდი, თვალებში გამოსახულება სულ ამებლანდა, ამიტომ თითებით ცრემლები მოვიწმინდე და ზეინს შევხედე.
-ანაბელ შენ ვალდებული ხარ! ვალდებული ხარ რომ დარჩე, შენ შემპირდი! -ზეინის ხმაში სასოწარკვეთა იკითხებოდა. თავი გავიქნიე და მამაჩემისკენ წავედი.
ხელები გავშალე და გულში მაგრად ჩავეკარი. ვიგრძენი, როგორ ამოიოხრა შვებისგან, ამან კი გული მთლიანად ჩამწვა. მე ხომ მასზე უარს ვამბობდი. გამოვიწიე და ნაბიჯი უკან, ზეინისკენ გადავდგი. სევდიანად, მაგრამ მაინც სახეზე ოდავმა ღიმილმა გადამირბინა, როცა ზეინის გაბრწყინებული თვალები დავინახე. ისეთი სახე ქონდა, თითქოს ამ წამს სიკვდილისგან ვიხსენი.
-ანაბელ! - მამაჩემის ხმამ რეალობაში დამაბრუნა- ანაბელ! - მკლავში ხელი წამავლო და მისკენ გამომქაჩა.
-თუ მასთან წახვალ პირობას გაძლევ ახლავე პოლიციაში წავალ და ყველაფერს ვიტყვი.
-და იმ ადამიანს დააჭერინებთ ვის გამოც თქვენმა ქალიშვილმა ყველაფერი გააკეთა რომ ციხიდან გამოსულიყო? გინდათ რომ ანაბელმა ციხეში იაროს ჩემს მოსანახულობლად?
-ანაბელ არ გაბედო -მამაჩემი ისევ მე მომიბრუნდა.
-შეეშვით, მან უკვე გააკეთა არჩევანი. -ხელი ძლიერად ჩამკიდა.
-ანაბელ! - მამაჩემმა დაიყვირა, - ჩათვალე, რომ მეც დედაშენივით და შენი დასავით მოვკვდი! შენ, შენი ოჯახის ბოლო წევრი მოკალი!
-ისევე როგორც თქვენ მოკალით თქვენი ერთადერთი ოჯახის წევრი -ზეინი გამომესარჩლა -ის ამას არ იმსახურებს. -თავი გაიქნია -წამოდი ანაბელ -ჩემი ბარგი ხელში აიღო.
-ნახვამდის-ვთქვი და კარებისკენ წავედით.
-ანაბელ სმიტ! შენ თუ ახლა ამ სახლიდან გახვალ, იცოდე, რომ უკან ვეღარ დაბრუნდები - უკვე პანიკაში ჩავარდნილმა მამაჩემმა დაიღრიალა. გული ათას ნაწილად გამებზარა, როდესაც ეს სიტყვები გავიგე. ზეინმა მხარზე ხელი დამადო, რომ გავმაგრებულიყავი.
-მამა -საშინლად გულნატკენი მივბრუნდი მისკენ. ზეინი ხელს არ მიშვებდა და თავისთან უფრო ახლოს მწევდა,თითქოს ეშინოდა გადაწყვეტილება არ შემეცვალა და არ დავეკარგე. -შენ ხომ ვერ წარმოიდგენ ახლა რას ვგრძნობ და რამხელა ტკივილს მაყენებ. მე არ მინდა არც მამის დაკარგვა,რომელმაც ჩემთვის ყველაფერი გააკეთა,რომ ბედნიერი ვყოფილიყავი და არც მისი დაკარგვა -ზეინზე მივუთითე. -მამა მე მასთან ბედნიერი ვარ. დედა და და დავკარგე,ის ტკივილი ჯერაც არ გამნელებია,არ მინდა რომ შენც დაგკარგო. -ვტიროდი. ცრემლების შეკავებას კი არ ვცდილობდი.საშინლად მიჭირდა ამ ყველაფერზე საუბარი.
-შენ იცი როგორ ვიყავი ეს დრო.შენც იცი როგორ მიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება,ზუსტად ამიტომ გამომგზავნე მამიდასთან და ბიძიასთან.გინდოდა ცოტათი მაინც შემმსუბუქებოდა ეს ტკივილი და დამევიწყებინა წარსული. ხოდა მე ეს შევძელი. მან შემაძლებინა ყველა ტკივილის დავიწყება და ამასთან ერთად მასწავლა რა არის ნამდვილი ცხოვრება-მამას უამრავი ემოცია ეწერა სახეზე. ვხვდებოდი რომ ეს მისთვისაც საშინლად მტკინვეული იყო. ის მეორე შვილსაც კარგავდა,მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო. შეეძლო შეგუებოდა იმას,რომ მე ზეინთან ვარ და არც შვილს დაკარგავდა და ბოლოს და ბოლოს ბედნიერსაც მნახავდა,მაგრამ ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა. აქ ყველაფერი ცუდად ხდება.
-შენი გადასაწყვეტია. -ხმადაბლა ვთქვი და კარისკენ წავედი.სანამ გავიდოდი მამას განადგრურებულ სახეს შევხედე. -მიყვარხარ. -ხმამაღლა ვუთხარი და სახის კარი მივხურე. როდესაც გარეთ გავედით ზეინმა გამაჩერა, მხრებზე ხელები ჩამომადო და თვალებში შემომხედა.
-მადლობა -მითხრა და სახიდან ცრემლები მომაშორა.
თვალებში შევხედე და თავი უხმოდ დავუქნიე იმის ნიშნად რომ ყველაფერი კარგად იყო. ვიცი ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უგუნური და გაუმართლებელი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ესაა ჩემი ცხოვრება. მას შემდეგ რაც ზეინს შევხვდი აღარ მინდა მშვიდი და წყნარი ცხოვრება, მე ვიპოვე ის რაც ცხოვრების გასაგრძელებლად მჭირდება და ამაზე უარს აღარ ვიტყვი.  

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now