თავი 2

2K 102 2
                                    

თვალზე რული არ მეკარებოდა, ვერადავერ დავიძინე, ჩემი ფიქრები სულ ლილის დასტრიალებდა. რამე ცუდი რომ მოსვლოდა? უაზროდ წოლა და ფიქრი მომბეზრდა ამიტომ, შუქი ავანთე და თაროსთან მივედი. მინდოდა წიგნი ამეღო რომ მის მოსვლამე რამეთი დავკავებულიყავი, ასე მაინც ვერ დავიძინებდი სანამ არ დავრწმუნებოდი რომ ცუდი არაფერი ემუქრებოდა. თარო გადავათვალიერე, რაც იდო თითქმის ყველა წიგნი წაკითხული მქონდა, ბოლოში თვალი მოვკარი Clifford D. Simak-ის ერთ-ერთ ნაწარმოებს Way Station-ს, ეს რაღაც ახალია ჩემთვის. ხელი მოვკიდე და თაროდან გამოვიღე. ოთახის განათება გამოვრთე და საწოლის გვერდზე, ტუმბოზე შემოდებული სანათი ავანთე. წიგნი არც ისე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, ამიტომ დრო ძალიან გაიწელა. საათს შევხედე უკვე ორი ხდებოდა. წიგნი გადავდე, სინათლე ჩავაქვრე და ჭერს უაზროდ მივაშტერდი,რომელსაც ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა. ფიქრებში წასულს ისევ დედაჩემი გამახსენდა და თვალებზე ცრენმლები მომადგა, შეკავებას არც კი ვეცადე, ვიცოდი მაინც არაფერი გამომივიდოდა. ცოტახანში კარის გაღების ხმა მომესმა, სუნთქვა შემეკრა და გული საშინლად ამიჩქარდა სანამ გავიგებდი რომ ლილი იყო. ამოვისუნთე და თვალები დავხუჭე. თავი ისე მოვაჩვენე თითქოს მეძინა, არ მინდოდა მის თვალში სასაცილოდ გამოვჩენილიყავი. როცა უკვე დავრწმუნედი რომ ლილის არაფერი უჭირდა და სანერვიულოც არაფერი იყო მალევე ჩამეძინა.

რადგან ჯერ არდადაგები იყო და სკოლა არ მქონდა დილით კარგად გამოვიძინე, როდესაც ავდექი უკვე პირველი ხდებოდა. ჩავიცვი,ხელპირი დავიბანე და ქვევით ჩავედი, მამიდა სამზარეულოში იყო,მასთან მივედი და უკნიდან ჩავეხუტე.
-დილა მშვიდობის -მივესალმე, თუ რათქაუნდა დილა შეიძლებოდა მეწოდა პირველი საათისთვის.
-შუადღე მშვიდობისა ანაბელ -ღიმილით მომესალმა ისიც და ლოყაზე გამეთამაშა.
-ისაუზმებ ხომ? -მამიდას თავი დავუქნიე,ფეხზე წამოვდექი და მაგიდის გაწყობაში დავეხმარე. როდესაც მაგიდა გავშალეთ ლილიც ჩამოვიდა, თვალები დასიებული ჰქონდა .

-შვილო თვალები ჩაშავებული გაქვს,რა გჭირს? -ჰკითხა მამიდამ შეწუხებულმა.

-ღამე ვერ დავიძინე კარგად, ჯერ ვერ შევეგუე ვიღაცასთან ერთად ძილს -მოიტყუა და თვალი ჩამიკრა. სიტყვა ვიღაცა ყურში ცუდად მომხვდა მაგრამ გავატარე.
როდესაც ვისაუზმეთ ტელევიზორს მივუჯექით, იმედი გვქონდა რომ ამ შავთეთრ ტელვიზორში რაიმე ნორმალურ გადაცემას ვნახავდით, თუმცა სულ 10 არხი იყო და არცერთზე გადიოდა ნორმალური არაფერი, ბოლოს როდესაც რაღაც ვნახეთ იმ არხმა აურია და საერთოდ გამოვრთეთ. ლილიმ ხელი ჩამკიდა და გარეთ გავედით,ეზოში ვიჯექით და ვსაუბრობდით,გუშინდელ ამბებზე მიყვებოდა, კლუბში ყოფილა მის საუკეთესო მეგობართან ერთად , დაულევია კიდეც. ეს რომ მამიდამ და ბიძიამ გაიგონ ალბათ თავს მოიკლავენ, ერთ დღესაც მართლა გაიგებენ და კარგი დღე არ დაადგება.
-ერთი ბიჭი გავიცანი. -მითხრა რამდენიმე წუთიანი სიჩუმის მერე. -დღეს მას უნდა შევხდე ბაიკერების შეჯიბრზე.
-რაა? -თვალები რამის გადმომცვივდა ამის გაგნებაზე. -ბაიკერების შეჯიბრება? -ამოვილუღლუღე, მან თავი დამიქნია .
-კი მაგრამ ეს ხომ ძალიან საშიში შეჯიბრია, შეიძლება ითქვას საბედისწეროც -შეშინებულმა წამოვიყვირე.

-არა, ცდები -თავი გაიქნია -ბაიკი თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოა -დარწმუნებით მითხრა.

-და არ გეშინია ერთი დღის გაცნობილ ბიჭთან მარტო მაგ ადგილას წასვლა?
ლილიმ თვალები გადაატრიალა.

-კი.- მოკლედ მიპასუხა. -მაგრამ მე ხომ მარტო არ მივდივარ. -გამიღიმა და წარბები აათამაშა.

-რაა? გინდა რომ მანდ მეც წამოვიდე? -წამოვიძახე.

-ეი, ეი, ჩუუ! - გამაფრთხილა და საჩვენებელი თითი ტუჩებთან მომადო. -დედამ არ გაიგოს.

-არა, ჩემი იმედი ნუ გექნება. -თავი გავიქნიე.

-და აპირებ იქ მარტო გამიშვა? -ქვედა ტუჩი გადმოაგდო.

-შენებმა რომ გაიგონ?

-ვერ გაიგებენ. - მიპასუხა თავის სიტყვებში დარწმუნებულმა.

-არა, არა მაინც არ მინდა მაგ ადგლას წამოსვლა. - ხელები გავასავსავე.

-გთხოოოოვ, გემუდარები. -შემევედრა.

ესეთი რაღაცები ჩემთან სულაც არ იყო ახლოს, არც გართობა მინდოდა ჩემთვის ამ მძიმე პერიოდში და არც პრობლემები იმათთან ვინც შემიფარეს, მაგრამ მაინც მეშინოდა მისი იქ მარტო გაშვება. დიდად მე ვერაფერში ვუშველიდი, მაგრამ მის გევრდით ხომ მაინც ვიქნებოდი.

-ლილი არ ვიცი, არ მინდა მანდ წამოსვლა, მეშინია.

-გთხოვ, ჩემ გამო გააკეთე ეს.

-ოხ, ჯანდაბას. -ამოვიბუზღუნე და დავინახე მისი გაბრწყინებული სახე.

-მადლობა, მადლობა. - მითხრა და გადამეხვია.

საღამომდე არაფერი გვიკეთებია, უბრალოდ ვსაუბრობდით და ერთმანეთს რაღაცებს ვუყვებოდით, საღამოს კი ოთახში ავედით. ლილიმ ტანსაცმელების არჩევა დაიწყო . მოკლე ჭიპამდე მაისური აარჩია და ქვემოთ მაღალწელიანი, მოტკეცი შარვალი.
-გავალ ვეტყვი იმათ რომ ვიძინებთ და აღარ შეგვაწუხნ, იქამდე შენ აარჩიე რას იცმევ. -მითხრა და ოთახიდან გავიდა.
არჩევა არც დამიწყია, ჩემი უბრალო მუხლებამდე კაბა ჩავიცვი, ზევიდან კი თბილი ჟაკეტი მოვიცვი. მალე ლილიც შემოვიდა, ორ წუთში გადაიცვა თავისი ტანსაცმელი და მაკიაჟის გაკეთებას შეუდგა. როცა მორჩა ფანჯრისკენ წავიდა,მეც მას მივყევი,როდესაც მოაჯირს ფეხი გადააბიჯა თვალები დავაჭყიტე.

-მე აქედან ვერ ჩამოვალ, ჩავვარდები -ვთქვი შეწუხებულმა.
-მე დაგეხმარები,დამშვიდდი -გამანხნევა და წამებში ქვევით ჩახტა,
ღრმად ამოვისუნთქე, ეს რას ვაკეთებ. მაგრამ სხვა გზაც მაქ. არ შემიძლია აქ დავრჩე და მარტო გამომიჭირონ ამ ოთახში ბიძიამ და მამიდამ, მირჩევნია მასთან ერთად ვიყო,რადგან მათ პასუხს ვერ გავცემ და ლილის დავღუპავ.
-მისმინე, ერთი ფეხი გადმოდგი და მყარად დადგი მანდ,მერე მეორე,სამამდე დაითვალე და ჩამოხტი -ინსტრუქცია მომცა მან,კიდევ ერთხელ ღრმად ამოვისუნთქე და მის ინსტრუქციებს მივყევი, ცოტახანში უკვე მიწაზე ვიყავი გაწოლილი, ლილი კი პირზე ხელს იფარებდა,რომ ხმამაღლა არ გაეცინა, მოჭუტული თვალებით შევხედე და ვთხოვე,რომ ადგომაში დამხმარებოდა. ისიც დამეხმარა და სწრაფად მოვშორდით ჩვენს ქუჩას. მივდიოდით და ყოველ წამს უკან მიბრუნებაზე ვფიქრობდი, მალე იმ ადგილსაც მივაღწიეთ. უკვე საკმაოდ ბნელოდა, მაგრამ იქ ყველაფერი კარგად იყო განათებული. თვალები დიდზე დავაჭყიტე, როცა დავინახე როგორ ეცვათ იქ შეკრებილ გოგონებს, მათთან შედარებით ლილის ზემდეტად მოკრძალებულად ეცვა, ჩემზე რომ აღარაფერი ვთქვა. ყველა სვამდა, ეწეოდა, იცინოდა, ეს კი საშინელ აურზაურს იწვევდა.

-შეჯიბრი ორ წუთში დაიწყება.

გამოაცხადა ვიღაცამ, მაგრამ ხალხის სიჭარბის გამო ვერ დავინახე ეს ვინ გააკეთა.
ნელ-ნელა ყველა გვერდზე გადავიდა და შუაში დიდი ადგილი განთავისუფლდა. მალე ეს სიცარიელე რამდენიმე მოტოციკლეტმა შეავსო.

-3... დათვლა დაიწყეს -2... 1...
რბოლა დაიწყო. ყველაფერი შემზარავად მეჩვენებოდა, მეშინოდა როდესაც მოსახვევებში უხვევდნენ რამე არ დაშავებოდათ, ეს მართლაც რომ ძალიან საშიში და არასასიამოვნო სპორტია, თუ შეიძლება რომ ამას სპორტი დავარქვათ, უფრო თვითმკვლელობა. თვალებზე ხელები ავიფარე, როდესაც ერთერთმა ბაიკერმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ძირს ჩამოვარდა. მადლობა ღრმერთს მალევე წამოდგა ფეხზე, ვიფიქრე რომ რბოლას გაანებებდა თავს, მაგრამ ისევ მოტოციკლეტზე შემოჯდა და დანარჩენებს დაედევნა. წინ გავიხედე, ერთ-ერთი თვითმკვლელი პირველობას არავის უთმობდა, გაზს ბოლომდე აჭერდა და წინ ელვის სიწრაფით მიდიოდა ,ვერავინ ეწეოდა,როგორც ჩანს ზუსტად ის იყო დღევანდელი დღის ვარსკვლავი.

-აი ლიამიც. -წამოიძახა ლილიმ და დაკუნთულ, ტატუებიან ბიჭს ხელი დაუქნია.
ეს ის ბიჭია ლილიმ რომ გაიცნო? არ ველოდებოდი რომ ვინმე ჩვეულებრივი ბიჭი იქნებოდა, მაგრამ ასეთსაც ვერასდროს წამოვიდგენდი.
ყავისფერთმიანმა ბიჭმა გაიღიმა და ჩვენთან მოვიდა, ლილის გადაეხვია და ტუჩთან ძალან ახლოს აკოცა.

გავვოცდი მის საქციელზე, მაგრამ ვეცადე არაფერი დამტყობოდა. ლილის გავხედე, სახე ერთიანად აწითლებოდა, როგორც ჩანს ლიამის ამ საქციელმა ისიც დააბნია.

-ეს ანაბელია, ჩემი ბიძაშვილი. -უთხრა და ხელი ჩემკენ გამოშვირა.
ბიჭს თბილად გავუღიმე და გამოწვდილ ხელზე ხელი ჩამოვართვი.

-ჩემი მეგობრებიც მოვლლენ მალე და მათაც გაგაცნობთ. - თქვა ლიამმა და ვიღაც გვერდზე ჩამვლელს მიესალმა.

-აი ისინიც. - თქვა, როცა რამდენიმე წუთის წინ წასული მოტოციკლეტები ფინიშს მოუახლოვდნენ. როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა პირველად გადაკვეთა ფინიშის ხაზი ირგვლის აჟიოტაჟი ატყდა, ყველა მას მივარდა, გამარჯვებას ულოცავდა და ხელებს ურტყავდა.

-ჰეი აქეთ.- დაუძახა ლიამმა გამრჯვებულ ბიჭს.

ბიჭმა ჩაფხუტი მოიხადა, ხელით თმა გაისწორა და ჩვენსკენ წამოვიდა. მოსაცმელი ზემოდან ყველაფერს უფარავდა ამიტომ ვერ ვხვდებოდი მასაც ლიამივით უამრავი ტატუები ქონდა თუ არა. სინათლეზე საშუალება მომეცა მისთვის სახეზე შემეხედა და მის ნაქვთებს დავკვირვებოდი. თითქოს ყველაფერი იდეალური ქონდა სახეზე და... ტანზეც. ახლოს რომ მოვიდა ლიამი გადაეხვია და გამრჯვება მიულოცა.

-გაიცანი, ეს ლილია, ეს კი ანაბელი.

უცნობმა ბიჭმა ჯერ ლილის შეხედა, მერე მე და თავი ოდავ დაგვიკრა.

-ზეინი. -თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით გვითხრა მისი სახელი და ისევ ლიამს გახედა. მალე კიდევ ერთი ბიჭი შემოგვიერთდა, ისიც ასევე ტატუებით სავდე, როგორც გავიგეთ მას ლუი ერქვა.

სამივე უნაკლოდ გამოიყურებოდა, მაგრამ შავგრემანი ბიჭისკენ უფრო გამირბოდა ყურადღება, რომელსაც როგორც ჩანს სულაც არ ვაინტერესბდით. დარწმუნებული ვარ რომ ახლა მას სახეზეც კი არ ვახსოვართ, მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე წუთის წინ რამდენიმე წამით შემოგვხედა ორივეს. იმის მერე კი ერთხელაც არ გამოუხედავს ჩვენკენ. მიუხედავად იმისა რომ მას ამდენად არ ვაინტერესებდით ჩემში მაინც დიდ ინტერესს იწვევდა, შეიძლება ზუსტად ესეც კი ყოფილიყო ამის მიეზეზი. მისი მუქი თაფსილფერი თვალები ერთიანად ციმციმებდა, მაგრამ მისგან მაინც დიდი სიცივე მოდიოდა. რამდენიმე წუთიანი დაკვირვების შემდეგ მიხვდი რომ ზედმეტად დიდანს ვიყავი მასზე მიშტერებული და წამში მოვწყვიტე თვალი.
-არ დალევთ? -იკითხა ლიამმა.

-არა, მე არ ვსვამ. -შევიცხადე.

ჩემს ამ რეაქციაზე ცისფერთვალებამ ჩაიცინა, როგორც მახოვს მას ლუი ერქვა.
ზეინს არც ახლა შემოუხედავს ჩემთვის.

-სასმელს მოვიტანთ მე და ლილი და მოვალთ. -თქვა ლიამმა, ხელი ჩაკიდა ლილის და გევრდზე გაიყვანა.
ბიჭებთან თავი უხერხულად ვიგრძენი, არც ვიცოდი რა უდნა მეთქვა ან რა უდნა გამეკეთებინა.

-კრისტინას ვნახავ და მოვალ -უთხრა ზეინმა ლუის და იქით წავიდა სადაც მოტოციკლეტი ყავდა გაჩერებული.

-აქ პირველად ხარ? - მკითხა ლუიმ, დარმწუნებული ვარ დიდიად არ იყო ამით
დაინტერესებული, მაგრამ უნდოდა უხერხული სიჩუმე როგორმე დაერღვია.
მისთვის არ შემიხედავს, თვალი ზეინს გავაყოლე, რომელიც ერთ-ერთ გამომწვევად ჩაცმულ გოგოსთან მივიდა და საჯომზე ხელი მოუჭია.
შემრცხვა რომ ეს დავინახე და სასწრაფოდ აქეთკენ გამოვიხედე, ალბათ ლოყებზეც ავწითლდებოდი.

-ხო, საერთოდ ლონდონში ახლა ჩამოვედი. -ვუპასუხე აფორიქებულმა.

-გასაგებია. -ჩაილაპარაკა ლუიმ, ხვდებოდა როგორი დაძაბული ვიყავი და როგორც ჩანს ამით ხალისობდა.

ამოვისუნთქე როცა ლიამი და ლილი გამოჩნდნენ, რამდენიმე წუთში მათ ზეინიც მოჰყვა. მოტოციკლეტი ჩვენს წინ გააჩერა და მას მიეყუდა. ტუჩები გაწითლებული ქონდა და ლოყაზეც ოდნავ პომადა ქონდა მიცხობილი. ისევ გავწითლდი, როცა გავაანალიზე რა გააკეთა მან რამდენიმე წუთის წინ იმ გოგოსთან, ან სულაც სხვასთან ერთად.
ზეინმა სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, არასდროს მომწონდა ბიჭები რომ სიგარეტს ეწეოდნენ, მაგრამ ახლა მასზე ესეც კი მომეწონა. ვუყურებდი როგორ ქაავდა და როგორ უშვებდა ბოლს ხან პირიდან, ხანაც კი ცხვირიდან. მისით ძალიან ვიყავი გართული, ალბათ ისიც გრძნობდა როგორ მივსტერებოდი, მაგრამ საერთოდ არ ანაღვლებდა. ჩენმაირი ალბათ მას ათასი კაცი აშტერდებოდა ყოველ დღე.
ყველას ყურადღება ხალხის ხმამაღალმა ყვირილმა მიიპყრო.

-'პოლიციამ მოგვაგნო,გაიქეცით ' -დაიყვირა ვიღაც ბიჭმა. მაშინვე გულში რაღაცამ გამკრა,ლილისთვის ხელი უნდა ჩამეკიდებინა, მაგრამ ხალხის ბრბომ ერთმანეთს ჩამოგვაშორა. ყველა მირბოდა, მე კი ერთ ადგილას ვიდექი გაოცებული და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი სად უნდა გავქცეულიყავი,ან სად უნდა წავსულიყავი.
მალე თითქმის ყველა გაფანტა, ერთადერთი ვინც არ ჩქარებოდა ზეინი იყო, ის ისევ თავის მოტოციკლეტზე იყო მიყუდებული და მშვიდად ეწეოდა. როცა ბოლო ნაპასი დაარტყა სიგარეტი მოისროლა და მოტოციკლეტზე შემოჯდა. ერთადერთი ვინც ახლა დამეხმარებოდა ის იყო.
-დედიკომ იცის სად ხარ. ბარბი?
მკითხა და ჩაიცინა. ეს რომ სხვა სიტუაციაში ეკითხათ ალბათ ტირილს დავიწყებდი იმის გამო რომ დედა არ მყავდა, მაგრამ ახლა ამითვის იმდენი ყურადღება არ მიმიქცევია, ამაზე ბევრად დიდი სანერვიულო მქონდა. რამენიმე წამით გავიფიქრე რომ ის წამიყვანდა, მაგრამ მაშინვე გამიცრუვდა იმედი, როცა ჩაფხუტი დაიფარა და ელვის სისწრაფით მოწყდა იქაურობას.
სირენების ხმა უფრო ახლოს გაისმა, ფეხები მომეკვეთა,მინდოდა გავქცეულიყავი და საკუთარი თავისთვის მეშველა,მაგრამ ვერ ვინძრევოდი,თითქოს წებოთი მიმაწებეს მიწასთანო,გული საოცრად მქონდა აჩქარებული, სხეული კი ადგილზე მიყინული. ვხვდებოდი რომ ვეღარაფერი მიშველიდა. რა უნდა მეთქვა პოლიციისთვის? ან მამიდაჩემისთვის და რობერტისთვის? ან სულაც მამაჩემითვის? შარში ვიყავი, ძალიან დიდ შარში. ვნანობდი, ძალიან ვნანობდი რომ ლილის აქ წამოსვლაზე დავთანხმდი. ეს ჩემი აღსასრული იყო.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now