ბოლოჯერ ჩავისუნთქე ღამის გრილი სიოს სუფთა ჰაერი და მოტოციკლზე ზეინს უკან მივუჯექი. ხელები წელზე მაგრად მოვხვიე და თავი მის ზურგს დავადე. ზეინმა მოტოციკლი დაქოქა და ისიც გამაყურუებელი გრუხუნით წინ გაიჭრა. ცივი ჰაერი სახეზე მეცემოდა და თვალებს მიწვავდა, ამიტომ გადავწყვიტე ცოტახანი თვალები დამეხუჭა. უცებ ზეინმა სიჩქარეს საგრძნობლად მოუმატა და მეც თვალები მაშინვე ვჭყიტე, გამოსახულებაც სულ აიდღაბნა. წინ რომ გავიხედე გული ლამის გამიჩერდა, როდესაც დავინახე რა სწრაფად მივდიოდით.
-ზეინ, - კბილებში გამოვცერი და კანზე ფრჩხილებით ჩავაფრინდი. ნელ-ნელა ზეინის სახეს ავხედე, რომელზეც ღიმილი დასთამაშებდა. უცბად მკვეთრად მოუხვია და მეც კიდევ უფრო მაგრად მოვეჭიდე.
- ზეინ! - შეშფოთებულმა წამოვიყვირე. როგორც ჩანდა ჩემი ქცევები ართობდა, რადგან გადაიხარხარა.
ისევ წინ გავიხედე და მივხვდი, რომ ეს ჩემი სახლის გზა არ იყო.
-ზეინ, ეს ჩემი სახლის გზა არაა, - სუნთქვაშეკრულმა ვუთხარი, მაგრამ პასუხი არ გამცა, - ზეინ.. - ხმას ავუწიე, მაგრამ მას მხოლოდ ჩაეცინა.
-იდიოტო ჩემს მოტაცებას თუ აპირებ იცოდე პოლიცია დაგიჭერს- ანერვიულებულმა ბოლო ხმაზე დავიკივლე, მაგრამ მან ისევ ისე გამაღიზიანებლად გადაიხარხარა.
- დაწყნარდი მოტაცებას არ გიპირებ!
მის ნათქვამზე ამოვიოხრე და ისევ წინ გავიხედე.
-გთხოვ სიჩქარეს მაინც მოუკელი, თორემ თავბრუ მესხმის და შეიძლება გული ამერიოს.
-ღმერთო, - ამოიოხრა და სვლას უკლო. მეც შვებისგან ამოვისუნთქე და თვალები ისევ მივნაბე იმის იმედით, რომ ამ გამაწყალებელ შეგრძნებას, რომელსაც მუცლის და ყელის არეში ვგრზნობდი, ბოლოს მოვუღებდი. ცოტახნიანი სიარულის შემდეგ სვლას უკლო და ბოლოს დაამუხრუჭა.
-სად ვართ? - თავლები სიბნელეში მოვავლე, მაგრამ ვერაფერს ვარჩევდი კარგად.
-დაიცადე, - მითხრა, მოტოციკლიდან ამაყენა. -წამოდი. - ხელი მომკიდა და წინ წამიყვანა.
-ატრაქციონების პარკი? - სიცილით ვკითხე, როცა მივხვდი სად მივდიოდით.
-ხო- მითხრა და ჭიშკარზე აძრომა დაწიყო.
-ზეინ რას შვები? - გაკვირვებულმა ვკითხე, როდესაც დავინახე რას აკეთებდა.
-შიგნით შევდივარ. შენ აქ დამელოდები?
-კი - ვუთხარი და მიმოვიხედე, რომ რაიმე ჩამოსაჯდომი მეპოვნა.
-რას შვები? -თვალები გადაატრიალა.
-გელოები -ვუთხარი და ძირს ჩამოვჯექი.
-ამოდი .
-უჰ.. კარგი? - დაეჭვებით ვუთხარი, ფეხზე წამოვდექი და ხელები რკინის ორნამენტებს ჩავბღუჭე. ჯერ ისევ ვფიქრობდი მინდოდა იქ ასვლა თუ არა. ბოლოს მაინც ასვლა გადავწყვიტე და ფეხის ჭიშკარზე შემოდება ვცადე, მაგრამ კაბამ შემიშალა ხელი. გამოვიწიე, მატერია მაგრად ჩავბღუჯე, შემდეგ ფეხი რკინაზე მყარად დავდგი, ხელები კაბას ვუშვი და კარებს მოვეჭიდე. გამეღიმა რომ გამომივიდა. ახლა უფრო ზემოთ მოვჭიდე ხელებით და მეორე ფეხიც შევდგი, მაგრამ ეს გრძელი კაბა მაინც ამებლანდა და ძირს დავვარდი.
-უჰ.. - ტკივილისკგან ამოვიკვნესე.
-რა მოგივიდა? - ზეინმა ჩამომძახა და რამდენიმე წამში თვითონაც ძირს დახტა და ზემოდან დამაჩერდა.
-კაბა ფეხებში ამებლანდა და დავეცი, - სიმწრით ვითქვი და წამოვიწიე.
-არაა სასაცილო, - შევუბღვირე, როდესაც ზეინს სიცილი აუტყდა.
-რა მოუქნელი ხარ, - ღიმილით მითხრა და ხელი გამომიწოდა. მეც ჩავჭიდე და წამოვდექი.
ზეინმა ხელები წელზე წამავლო და მის წინ დამაყენა, შემდეგ კი კაბის ქსოვილი მუშტებით მობღუჯა და ისე სწრაფად შემომახია, ისე რომ გაპროტესტებაც ვერ მოვასწარი.
-ეს რა ქანი?! - დავიკივლე და ნაგლეჟებს ვწვდი.
-დაანებე თავი. - მითხრა და მატერიის ქაჩვა დაიწყო, რომელსაც უმწეოდ ვიფარებდი ფეხებზე, - არაფერი გაქვს ისეთი რაც აქამდე არ მინახავს!-მატერიისთვის ჩხუბის დროს მომახალა, მე კი ერთიანად ავწითლდი არ ვიცი სიბრაზისგან თუ სირცხვილისგან. თავის საწადელს მიაღწია და ქსოფილი გამომგლიჯა.
-ახლა ღობეზე ასვლაზე - თავით კარისკენ მიმანიშნა, - ხელს არაფერი შეგიშლის.
თვალები გადავატრიალე და რკინის ბადისკენ წავედი, რომელიც უფრო დაბალი იყო ვიდრე რკინის ჭისკარი.
-მოიცა ამან ჭკუაში მაჯობა?- თავისთვის ჩაიბურტყუნა ზეინმა. ალბათ ჩემს გასაგონად არ თქვა და მეც თავი ისე მოვაჩვენე თითქოს არც გამეგო.
ბადეზე ბობღვა დავიწყე, ცოტა არ იყოს ხელისგულები მეტკინა,
უცბად რატომრაც რაღაცის ნაკლებობა ვიგრძენი და მივხვდი რომ ზეინი ჩემთან ერთად არ მობობღავდა.
-ზეინ? - გაურკვევლობაში მყოფმა ვიკითხე, - ზეინ სად ხარ?
-აქ, - ქვემოდან ხმა მომესმა და მეც ქვევით ჩავიხედე. სადაც დოინჯშემორტყმული ზეინი დამხვდა.
-მანდ რას აკეთებ? - კითხვაზე კი პასუხად მხოლოდ მისი ღიმილი მივიღე და ამან მაშინვე მიმახვედრა თუ რაში იყო საქმე, - ზეინ! - მისი სისულელეებით დაღლილმა პროტესტის ნიშნად დავიყვირე, - მოეშვი ჩემი უკანალის ყურებას და ამოდი.
-არა, აქ დავრჩები ცოტახანს, თვალყურს გადევნებ რომ არ ჩამოვარდე. - სიცილით მითხრა.
-ზეინ გთხოვ! - ფეხები უხერხულად შევატყუპე და ტანი გვერდზე გავწიე, მაგრამ ზეინმაც თავი გადახარა, - ზეინ!
როდესაც მივხვდი რომ ჩემს პროტესტს აზრი არ ქონდა ბადეზე უფრო სწრაფად ავძვერი და მეორე მხარესაც სწრაფად გადავედი.
კარგი რა ანაბელ, - ვითონ დამწუხრებულმა, მაგრამ აშკარად ჩემი რეაქციით წახალისებულმა ამომძახა და ბადეზე ისიც ამობობღდა.
ცოტახანში ორივენი ატრაქციონების პარკში ვიყავით.
-აქ ძალიან ბნელა -ამოვიბუტბუტე ცოტა არ იყოს შეშინებულმა.
-დამაცადე, - მითხრა ზეინმა და სადღაც წავიდა. რამდენიმე წუთში რაღაც ტკაცანის ხმა გაისმა და შემედეგ მთელი ატრაქციონების პარკი ერთიანად განათდა. მოულოდნელობისგან შევხტი და გულგახეთქილმა იქაურობას მოვავლე თვალი.
-მოგწონს? - უკნიდან ხმა მომესმა.
-კი, მაგრამ ვინმემ რომ დაგვიჭიროს? - დაძაბულმა ვკითხე.
-ნუ გეშინია, ეს ბევრჯერ გამიკეთებია.
-უჰ.. კაი.