თავი 47

974 84 6
                                    

  სახლში საშინლად განაწყენებული და გულნატკენი მივედი ზეინის საქციელის გამო. მისთვის ყველაფერი გავაკეთე,რომ ციხიდან მეხსნა,ბიბლიაზეც კი დავიფიცე ტყულად,რომ ის გაენთავისუფლებინათ, მაგრამ მან არაფრად არ ჩამაგდო.
ოთახში ვაპირებდი ასვლას,როდესაც მამაჩემის ხმა გავიგე.
-ანაბელ,სალაპარაკო გვაქვს -ვენებში სისხლი გამეყინა,იმდენად მკაცრი ტონით მომმართა,თანაც ვიცოდი რაზეც მოგვიწევდა საუბარი.ღრმად ამოვიოხრე და მამასკენ წავედი.დივანზე მის წინ დავჯექი და ვანიშნე,რომ საუბარი დაეწყო.
-ალბათ ხვდები რაც უნდა გკითხო -ამოვიოხრე და თავი დავუქნიე -რა გესაქმებოდა იმ ბიჭთან?
-მამა მე და ზეინი... -არ ვიცოდი, როგორ მეთქვა რომ მე და ის ერთად ვიყავით, ამასთან მამაზე საუბარი ძალიან მეუხერხულებოდა. -მე უბრალოდ მომწონდა ის-ამოვიოხრე, ნეტა მხოლოდ მოწონება ყოფილიყო.-მასთან თავს კარგად ვგრძნობდი,თანაც ის არ არის ისეთი ცუდი, როგორც ამბობენ.
-ანაბელ,შენ ჯერ პატარა ხარ ასეთი რაღაცეებისთვის-მკაცრად მითხრა
-მე კიდევ უამრავი სხვა რამისთვის ვიყავი პატარა, მაგრამ ეს რატომღაც ღმერთს არ გაუთვალისწინებია.-შევეპასუხე. მამაჩემი სახეზე წამოწითლდა.
-ჯერ ერთი მეორედ აღარ გაბედო და ღმერთის სახელი ეგრე აღარ ახსენო და მეორეც შეგიძლია ამიხსნა რას გულისხმობ?
-ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ დის დაკარგვით მიღებული ტანჯვა გადამეტანა, ძალიან პატარა იმისთვის, რომ დედის გარეშე დავრჩენილიყავი და ასევე ძალიან პატარა იმისთვის, რომ მამაჩემისგან შორს გადავსულიყავი საცხოვრელებლად, უცხო ქალაქში - კიდევ უამრავის რამის ჩამოთვლა შეიძლებოდა რისი გადატანაც მომიხდა აქ გადმოსვლის მერე, მაგრამ ამაზე მამაჩემთან ლაპარაკს ნამდვილად არ ვაპირებდი.
-ანაბელ შენი აქ გადმოსვლა შენთვისვე იყო კარგი -ახლა მამაჩემის ტონში გაბრაზებაზე მეტად სევდა იკითხებოდა.
-ხო ვიცი, აქ რომ არ გადმოვსულიყავი ზეინსცას ვერ გავიცნობდი -ჩემი ამ სიტყვებით მივახვედრე, რომ მისი ბრალი იყო ზეინს რომ გადავეყარე.
ფეხზე წამოვდექი უკვე ჩემს ოთახში ასვლას ვაპირებდი.
-და ხო... -მამას შევუტრიალდი -მე და ზეინი ერთად აღარ ვართ. -ვუთხარი და ჩემს ოთახში ავედო. როგორც კი კარები დავკეტე საწოლზე დავემხე,თავი ბალიშში ჩავრგე და ხმამაღლა დავიყვირე,თან ბალიშს ძლიერად ვაჭერდი პირს,რომ ხმა ქვევით არ ჩასულიყო. საშინლად ვარ გამწარებული ზეინზე. როგორ გაბედა რომ ასე მომექცა?მთელი სასამართლოს წინაშე ვთქვი,რომ მე და ის ერთად ვიყავით,რომ ერთად ხშირად ვატარებდით დროს და მის გამო ისეთი ტყუილი ვთქვი,რომ ალბათ ამის გამო ღმერთიც დამსჯის, მან კი ჩემი თანადგომა და სიყვარული ფეხქვეშ გათელა და არაფრად ჩააგდო რომ მისი თავისუფლებისთვის ვიბრძოდი. არ ველოდი,რომ სასამართლოს შემდეგ,ისე როგორც ფილმებშია,ჩემსკენ გამოიქეოდა,ხელში ამიყვანდა დამატრიალებდა და მეტყოდა,რომ ვუყვარვარ,მაგრამ ის რაც მან გააკეთა მთლიანად მშლის ჭკუიდან. ტანსაცმელი გამოვიცვალე და პირველ სართულზე ჩავედი, რომ მამიდას და ლილის რაღაცეების გაკეთებაში დავხმარებოდი, დღეს ღამე ხომ შობაა.
ისე ჩამოღამდა,რომ ვერც კი გავიაზრე. გარეთ როდესაც გავიხედე უკვე დაბნელებულო იყო,საათს მივხედე.თითქმის შუაღამე იყო,შობის დადგომამდე სულ რაღაც 10 წუთიღა იყო. დივანზე დავჯექი და დაველოდე როდის ჩამოკრავდა საათი თორმეტს. საერთოდ არ ვიყავი საშობაო განწყობაზე,მაგრამ ჩემებს ვერ ვაწყენინებდი,თანაც მამაც აქ არის და არ მინდა ოთახში ვიყო გამოკეტილი. საათმა როდესაც თორმეტს ჩამოკრა ბიძიამ შამპანიური გახსნა და ყველას ჭიქაში ჩამოასხა,თან ერთმანეთს ვულოცავდით და დაჩუქრებს ვცვლიდით. მახსოვს ადრე როგორ მიხაროდა შობა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი სადღაც იყო გამქრალი. ფანჯარაში გავიხედე,სადაც ფერად-ფერადი ფეირვერკი ჩანდა,ციდან კი თეთრი ფანტელები ცვიოდა. ყოველთვის ასე არის,შობის ღამე ბარდნის ხოლმე,დილით კი ფუმფულა თოვლი დევს. თოვლში სეირნობა ყოველთვის მიყვარდა,თანაც ეს უფრო სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა. ცოტახანი მათთან ერთად ვიყავი და ძალდატანებით ვიღიმოდი, მაგრამ შემდეგ ვთქვი, რომ თავს ცუდათ ვგრძნობდი და ოთახში ავედი. როგორც კი ოთახში შევედი მაშინვე ჩემი ტანცალმის კარადა გამოვხსენი და უკნიდან ზეინისთვის შეფუთული საჩუქარი გამოვაცურე. ზიზიღით დავხედე და ნაგვის ურნაში მოვისროლე. ღამის პერანგი ჩავიცვი და უკვე გაყინულ საწოლში შეწოლას ვაპირებდი,როდესაც აივნის კარი გაიხსნა და სახლში სიცივე შემოვარდა. სასწრაფოდ აივნისკენ გავიხედე და დავინახე მამაკაცი სილუეტი,რომელმაც კარები შემოხსნა. თავიდან პანიკაში ჩავვარდი,შემეშინდა და ვაპირებდი დამეყვირა კიდეც,როდესაც სახეზე შევხედე და ზეინი დავინახე თითქოს დავმშვიდდი კიდეც,მაგრამ ახლა სიბრაზე მომაწვა. ზეინმა კარები დაკეტა და ჩემსკენ წამოვიდა
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ -კბილებში გამოვცერი. ზეინმა თვალებში შემომხედა. ვერ მივხვდი რისთვის იყო აქ მოსული,მაგრამ საშინლად მთვრალი იყო.ფეხზე ძლივს იდგა.თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა,ცხვირი კი სიცივისგან გაყინვოდა და გასწითლებოდა.
-მჭირდები ანაბელ -მის ხმაში ტკივილი იგრძნობოდა,მაგრამ აღარ მჯერა მისი ტკივილის!
-ზეინ შენც არ იცი რას ამბობ, უბრალოდ მთვრალი ხარ, შენ მე არ გჭირდები.
-არა ბელ -თავი გაიქნია.
-ბელს ნუ მეძახი -კაცრად გავაბრთხილე და ხელი მკლავში მოვკიდე, რომ გასასვლელისკენ წამეყვანა.
-შენს გარეშე არ მინდა -ხმადაბლა დაიჩურჩულა. სიბრაზისგან ერთიანად წამოვწითლდი და მუშტები შევკარი,რომ მისთვის არ დამერტყა.
-ჩემს გარეშე არ გინდა? -სიცილით ვუთხარი -ზეინ მე შენი სათამაშო არ ვარ! -ვცდილობდი რომ ჩემი ხმა ქვევით არ ჩასულიყო,ამიტომ არც ისე ხმამაღლა ვესაუბრებოდი,მაგრამ ჩემს ხმაში ალბათ ზიზღი და გაბრაზება ნამდვილად იგრძნობოდა,რადგან ზეინს სახე შეეცვალა.
-შენ არ გაქ უფლება როცა მოგინდება მიმაგდო და შემდეგ ისევ მოხვიდე ჩემთან და მითხრა, რომ გჭირდები -დავუყვირე - მე აღარ ვარ ის დებილი გოგო, რომლიც შენ ჭკუაზე დაგყავდა. დავიღალე ზეინ-ისევ დავიყირე,მაგრამ ამჯერად შედარებით დაბალ ხმაზე. ზეინის თვალი სადღაც გაექცა და მეც მაშინვე მის მზერას გავაყოლე თვალი.
-ეს საჩუქარი ჩემთვის იყო, არა?
-არა. -უხეშად ვუთხარი, მან კი ამოიოხრა.
-ანაბელ... -ცოტახნიანი დუმილის შემდეგ ლაპარაკის წამოწყება სცადა, მაგრამ გავაჩერე.
-არა ზეინ,აღარ მოგცემ უფლებას რომ შენი ტკბილი სიტყვებით ისევ თავგზა ამირიო. შენთვის ყველაფერი გავაკეთე,შენ კიდე ადექი და უბრალოდ მომისროლე. -ზეინი ერთ ადგილას ბარბაცებდა და თვალებს ძლივს ახელდა. ეჭვი მაქ ჩემი ნათვამის ნახევარი მაინც გაეგო.
ოთახის კარები ვიღაცამ შემოხსნა. წამიერად ოფლმა დამასხა, მაგრამ შემდეგ კარისკენ გავიხედე და ლილის გაოცებული სახე დავინახე. ამოვისუნთქე და ისევ ზეინს გავხედე, რომელიც აქეთ-იქით ბორძიკობდა. ლილის შეხედა,შემდეგ კი ისევ მე გამომხედა
-შეგიძლია წახვიდე. -ამოვიოხრე. ზეინი აპირებდა,რომ კიდევ რაღაც ეთქვა,მაგრამ ლილიმ გააჩერა და სთხოვა,რომ წასულიყო.
-გამომართვი - ზეინმა ჯიბიდან ჩემი მიცემული ცეპი ამოიღო და გამომიწოდა -ეს შენია -მითხრა, ფეპი მომაწოდა და აივნისკენ წავიდა. ნერწყვი გადავყლაპე, რომ ყელში გაჩხერილი ბურთულა მომეშორებინა. ზეინმა გასვლისას ბოლოჯერ შემომხედა ჩამქვრალი თვალებით, არ მინდოდა მეყურებინა, როგორ მიდიოდა, ამიტომ თვალი ავარიდე და ძირს დავიხედე, როცა ამოვიხედე ის უკვე იქ აღარ იყო. ლილი საწოლზე დაჯდა და ხელი მხარზე დამადო.
-როგორ ხარ? -მკითხა.მხრები ავიჩეჩე და დავწექი. არ მჯერა რომ ასე ველაპარაკე ზეინს. ის ამას ნამდვილად იმსახურებდა. ასეთი უხალისო და მკვდარი შობა არასოდეს მქონია. ზეინმა ყველაფრის ხალისი დამიკარდა. ცხოვრების ხალისიც კი. მინდა ზეინი დავივიწყო. მინდა რომ ბედნიერი ვიყო,აღარ მინდა მეტჯერ მის გამო ცრემლების ღვრა,აღარ მინდა მის გამო ტანჯვა.
მეორე დილას თვალებდასიებულს გამეღვიძა. ასე მოხდა დანარჩენ დღეებშიც. ზეინი დღითი დღე უფრო და უფრო მენატრებოდა, მე კი თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ნელ-ნელა ვაანალიზებდი, რომ ყველაფერი მორჩა და ჩემსა და მას შორის აღარაფერი იქნებოდა, ეს კი ძალიან მიკლავდა გულს და უფრო მთრგუნავდა. ახალი წელიც დადგა და როდესაც ყველა ახალი დეკადის – 70-იანი წლების შემოსვლას ზეიმობდა, მე ჩემთვის ჩუმად ვიჯექი და ვცდილობდი რომ ზრდილობის გამო მაინც გამეღიმა და მეჩვენებინა ყველასთვის რომ ყველაფერი კარგად იყო. უკვე ორი იანვარია. გარეთ კი საშინლად ცივა. მიუხედავად იმისა რომ სახლიდან გასვლის არანაირი სურვილი არ მქონდა, მაინც მიწევდა მაღაზიაში გასვლა, რადგან პროდუქტების მოტანის ჩემი ჯერია.
როგორც კი ზღურბლს გადავადგი ფეხი მაშინვე ახურებულ სახეზე ზამთრის ცივი ჰაერი მეცა, რაც ცოტა არ იყოს მესიამოვნა. მშრალი თოვლი ჩემს ფეხებში ხრაშუნებდა, რითიც თავს ვირთობდი და თან ნაბიჯებსაც ვითვლიდი. ვერც კი მივხვდი ისე მივუახლოვდი, ზეინის სახლისკენ მიმავალ გზაჯვარედინს. თავი ვერ შევიკავე და მის ქუჩას გავხედე, იმედი მქონდა რომ დავინახავდი, მაგრამ კაცი შვილის ჭაჭანება არ იყო. აბა, რომელი ჭკუათმყოფელი გამოვიდოდა ასეთ სიცივეში გაერთ. ერთი-ორი მაქანაც თუ გამოივლიდა ხუთ წუთში ერთხელ. ქუჩა გადავკვეთე და შესახვევს ჩავუარე.
-ანაბელ? - უცებ ხმა შემომესმა. თავი მაღლა ამოვწიე და ჩემს წინ მდგარი ზეინი დავინახე. თვალები გამიფართოვდა მისი დანახვისას. წვერი და თმა მოეზარდა, ცოტა შეცვლილი ჩანდა.
-გამარჯობა - ამოვილუღლუღე.
-ამ სიცივეში გარეთ რას აკეთებ?
-მაღაზიაში მივდივარ. შენ?- კითხვა შევუბრუნე.
-სიგარეტი გამომელია - ხელში სიგარეტის შეკვრა აათამაშა და თან გამიღიმა,
-ახალ წელს გილოცავ- ჩაიცინა.
-შენც -გავუღიმე, მიუხედავად ყველაფრისა მისი ნახვა ძალიან მიხაროდა და ამ სიხარულის დაფავა არ შემეძლო.
ღიმილიანი სახე მალე დაასერიოზულა,
-როგორ ხარ? -მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა. მისი მოტყუება არ შემეძლო, მითუმეტეს, რომ თვალებში მიყურებდა, ამიტომ თვალი ავარიდე
-კარგად.. შენ?
-მეც.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. თითქოს ერთმანეთისთვის უცხოები ვყოფილიყავით. ამოვიოხრე და თავი გავაქნიე.
-ნახვამდის- დავემშვიდობე და გვერდით ჩავუარე. გულში ისევ ის ნაცნობი ტკივილი ვირძენი. არავინ იცის როგორ მინდოდა მივბრუნებულიყავი და გულში ჩავკვროდი, ხელები მაგრად შემომეჭდო მისი წელისთვის, ფეხის ცერებზე წამოვწეულიყავი და ის ზამთრის სიცივისგან გაყინული ტუჩები დამეკოცნა. თითები მის თმებში შემეცურებინა, მაგრად მომექაჩა და მისი სითბო მეგრძნო.
-ანაბელ! - ფიქრებიდან ზეინის ხმამ გამომარკვია. უკან მოვტრიალდი და დავინახე თოვლში, როგორ იყო ერთ ადგილას გაშეშეშებული და როგორ მიყურებდა.
-რა მოხდა?-მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი.
-არ წახვიდე.
-რატომ? - წარბები შევჭმუხნე.
-მინდა ჩემთან იყო -ყბები დაეჭიმა.
-რატომ გინდა, რომ ჩემთან იყო? -მისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი, ისე რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია.
-იმიტომ რომ.. მომენატრე.-ამოიოხრა.
-რატომ მოგენატრე?! -არ ვეშვებოდი, მინდოდა ის ეთქვა რაც მე მჭირდებოდა.
-ანაბელ.. არ ვიცი. - ამოვიოხრე და უკან გამოტრიალება დავაპირე, როგორც ჩანს ზეინი არ გრძნობს ჩემს მიმართ იმას რასაც მე მინდა რომ გრძნობდეს, მაგრამზეინის ხმამ შემაჩერა.
-გთხოვ მოიცადე-არ ვიცოდი რომელი ჯობდა გავჩერებულიყავი და მისთვის მომესმინა, თუ წავსულიყავი, მაგრამ რატომღაც მაინც გაჩერება ვარჩიე.
-რატომ მოგენატრე? -კითხვა კიდევ გავუმეორე. მიდი ზეინ მითხარი რომ გიყვარვარ. მიდი.
-ა-არ ვიცი. უბრალოდ შეგეჩვიე. -ღმერთო ზეინ რა ჯიუტი ხარ.
-არა ზეინ, მინდა ერთხელ მაინც იყო ბოლომდე გულწრფელი. რატომ არ მაძლევ უფლებას რომ წავიდე? -ეს ბრძოლა მე უნდა მოვიგო! შანსი მაქ და მის გაშვებას არ ვაპირებ.
-უბრალოდ არ მინდა, მინდა ჩემთან იყო. სულ.
-ღმერთო ჩემო-ხმამაღლა ამოვიოხრე და ხელები ცაში ავაბყარი -მითხარი სიმართლე რატომაც გინდა დავრჩე და გეფიცები დავრჩები.
ზეინმა ამოისუნთქა და თავი გაიქნია.
-რა გინდა რომ გითხრა?
-ის რასაც გრძნობ.
-არ შემიძლია -თვალი ამარიდა და თოვლს ფეხი მიჰკრა.
-ბოლო შანსი გაქ თუ ახლა არ იტყვი გეფიცები ამის შანსს აღარასდროს მოგცემ.
ზეინმა ნერწყვი გადაყლაპა და ისევ მე ამომხედა. რაღაცის სათქმელად პირი გააღო შემდეგ კი დახურა და ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა.
-ჯანდაბა ანაბელ -დაიყვირა. -მიყვარხარ, ხო მიყვახარ და ამის გამო ჩემი თავი მძულს.  

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now