წვენს ვსვამდი და გაოცებული ნაილს ვადევნებდი თვალს.ვერ ვიჯერებ,რომ ეს ბიჭი მართლა ნაილია.რამ აიძულა აქ მუშაობა?!ცოტახნით ჩემს სკამზე ვწრიალებდი,ვერ ვისვენებდი,მინდოდა რომ მასთან მივსულიყავი და ყველაფერი მეკითხა,დავიჯერო ზეინთან იჩხუბა,შემდეგ კი სახლიდან გამოაგდო?საკუთარი თავი ვაიძულე,რომ ამაზე მოგვიანებით მეფიქრა,მიუხედავად იმისა,რომ მაინტერესებდა რა ხდებოდა,ჩემებს მივუბრუნდი და მათ ვუყურებდი.
მამიდა და ბიძია თავისთვის ჩურჩულებდნენ,იცინოდნენ,თან შავ ღვინოს წრუპავდნენ, ლილი კი მათ ღიმილიანი სახით უყურებდა,ყველანარად ვცდილობდი კონცეტრაცია მათზე მომეხდინა,მაგრამ მაინც ნაილზე ვფიქრობდი, ვერ ვხვდებოდი რა შეიძლება ყოფილიყო მისი აქ მუშაობის მიზეზი. ვეღარ მოვითმინე, წვენის ბოლო ყლუპი დავლიე და ფეხზე წამოვდექი.
-ჩვენი კლასელი დავინახე,ვნახავ და მოვალ -ავუხსენი მათ და ნაილისკენ წავედი.თავის საქმეში იმდენად იყო ჩართული რომ ვერც დამინახა,მასთან ახლოს მივედი,ხელი ზურგზე დავადე,რომ შემობრუნებულიყო, როგორც კი შეხება იგრძნო ჩემსკენ მოტრიალდა.
-გამარჯობა -მივესალმე დაბნეულმა,ნაილმა მოსალმების ნიშნად თავი დამიქნია და ოდნავ გამიღიმა.
-აქ რატომ ხარ? -დაბნეულმა ვკითხე -ანუ ვგულისხმობ,რომ აქ რატომ მუშაობ?
-აჰ -ჩაიცინა და თავი გაიქნია -ბინის ქირა ხომ უნდა გადავიხადო? -მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთხელ გამიღემა. მინდოდა მეთხოვა,რომ უკეთ აეხსნა ყველაფერი,თუმცა უფროსმა დაუძახა და უთხრა,რომ სამუშაო გაეგრძელებინა,არ მინდოდა ჩემს გამო მას შენიშვნა მიეღო,ამიტომ უხმოდ გამოვეცალე და ჩემს მაგიდას მივუჯექი, როდესაც ლაპარაკით გული ვიჯერეთ მაგიდიდან წამოვდექით,ბიძიამ მაგიდაზე ფული დადო და კარისკენ წავედით,უნდა გავსულიყავით,როდესაც კარი შემოიხსნა,გაკვირვებისგან ენა პირში ჩამივარდა.ზეინი და მარტინა. მამიდა მარტინას მიესალმა,ზეინი კი მე მომაჩერდა, გზა დაგვითმო, კარში უნდა გავსულიყავი, როდესაც უკანალზე ხელის შეხება ვიგრძენი, გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მომიჭირა ხელი. ნაბიჭვარი!მკვლელი მზერით შევხედე,კმაყოფილი,თავხედური ღიმილით მიყურებდა,თითქოს არაფერი დაეშავებინოს. მზერა ავარიდე და ბიძიას გავყევი ტაქსამდე. ნუთუ ისინი ახლა ერთად არიან? ან აქ ნაილთან მოვიდნენ? რა გამოდის რომ არ უჩხუბიათ? უმარავი კითხვა გამიჩნდა თან რატომღაც ძალიან ვბრაზობდი ზეინზე და მარტინაზე, ერთად რომ იქვნენ. სახლამდე ისე მივედით რომ კრიჭა მქონდა შეკრული და ხმას ვერ ვიღებდი.ტაქსიდან გადმოვედით და ფეხით გადავკვეთეთ გზა.კბილებს ერთმანეთს ვაჭერდი,რომ ზეინი და მარტინა ხმამაღლა არ გამომელანძღა.