თავი 16

1.3K 97 2
                                    

მეღვიძა, მარამ იმდენად დაღლილი ვიყავი რომ თვალები არც კი გამიხელია. ჩემს ქვემოთ რაღაც რიტმულად ზევით-ქვევით მოდიოდა. ხელები ავამოძრავე რომ ბალიში გამესწორებინა. თვალები დიდზე ვჭყიტე როდეაც გავიაზრე რომ ეს ბალიში არ იყო. სამაგიეროდ წინ დაკუნთული სხეული დავინახე. თავიდან დაზაფრული მივჩერებოდი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა გუშინ რაც მოხდა. სხეულზე თითები ნაზად გადავუსვი, რადგან არ მინდოდა სტკენოდა იმდენი ჩალურჯება ჰქონდა. თავი ნელა წამოვსწიე და ზეინის დალურჯებული და დასიებული სახე რომ დავინახე გული შემეკუმშა. ხელი ავწიე და მის სახეს შევეხე,ნატკენ ადგილებზე ვეფერებოდი და გული მტკიოდა ასეთ მშვენიერ ნაკვთებს ახლა სილურჯეები რომ ფარავდა. ის ისე იყო ნაცემი მაგრამ ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია და ერთხელაც არ დაუწუწუნია,სწორედ ამიტომ მის მიმართ პატივისცემის გრძნობით აღვივსე.
საათს შევხედე, ათის ნახევარი სრულდებოდა. ღმერთო სკოლაში დავაგვიანე! საწოლზე წამოვჯექი და თმებში ხელები სავარცხელივით შევიცურე. ღმერთო,არც წიგნები მაქვს,არც ფორმა! პლუს ამას გუშინ სახლში არ დამიძინია და ჩემები ამას შეამჩნევდნენ! ღმერთო! ახლა რაღავქნა?! აფორიაქებული წამოვდექი და ნაილის ოთახისკენ დავიძარი, კარზე მსუბუქად დავაკაკუნე,მაგრამ ხმა არ გამცა,ოდნავ შევხსენი და ოთახი სრულიად ცარიელი დამხვდა. რათქმაუნდა სკოლაში წავიდა და მე არ გამაღვიძა! ღრმად ამოვიოხრე და სააბაზანოში შევედი. სახეზე ცივი წყალი შევისხი რამაც ცოტა არ იყოს გამომაფხიზლა და დამამშვიდა კიდეც. იმედი მაქვს ლილიმ რამე მოიფიქრა და მამაიდას და ბიძიას უთხრა. ნიჟარასთან ჭიქაში ზეინის თუ ნაილის კბილის ჯაგრისი იდო. არ მსურდა მათი გამოყენება, ზედმეტად ჰიგიენური ვარ ამისთვის, ამიტომ თაროებში ძებნა დავიწყე. სარკის კარადა გამოვაღე და წამლების, მგონი ტკივილგამაყუჩებლებია, მათ უკან რამდენიმე ახალი კბილის ჯაგრისი ვიპოვნე და ასე გავსუფთავდი. ხელპირი რომ დავიბანე ზეინის ოთახში დავბრუნდი, ისევ ეძინა. საწოლზე დავჯექი და თავი მოვიქექე.რა უნდა გავაკეთო ახლა? ან მამიდას რა უნდა ვუთხრა დღეს როდესაც მივალ სახლში? თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვისუნთქე. მუცელში საშინელი შეგრძნება მქონდა. ამოვიოხრე და აქეთ-იქით მიმოვიხედდე. ფეხზე წამოვდექი და მის კარადასთან მივედი,ფრთხილად გამოვაღე და მის ნივთებში ქექვა დავიწყე. თავს ცუდად ვგრძნობდი ამას რომ ვაკეთებდი, მაგრამ ის მაქეზებდა რომ თვითონაც გამიკეთა იგივე ერთხელ. შარვლები და მაისურები ცალცალკე დალაგებულად ელაგა, მე კი მეგონა რომ ყველაფერი აბურდული ექნებოდა. ის ხომ ცუდი ბიჭია. ერთი უჯრა ვნახე,შემდეგ კი მეორე უჯრას მივადექი,როდესაც ეს უჯრა გამოვხსენი სახეზე ავწითლდი და თავი დავხარე. მთელს უჯრაში პრეზერვატივების შეკვრა იდო.სასწრაფოდ მივხურე ეს უჯრა,შემდეგ კი კარადისკენ წავედი,ფრთხილად გამოვაღე, მისი ნივთები ეკიდა, ქვევით კი რამდენიმე ყუთი ელაგა. დამაინტერესა რა იყო და გავხსენი, თვალები შუბლზე ამივიდა როდესაც შიგნით უამრავი სათამაშო დავინახე. ერთს ხელი მოვკიდე და გამოვიღე, ყავისფერი საყვარელი დათუნია იყო, ნაზი ბეწვით.ამდაგვარი კიდევ უამრავი იდო შიგნით. ზოგიერთს ეტყობა რომ ძველია,ალბათ ზეინის ბავშვობის დროინდელია.უცებ უკნიდან ჩახველების ხმა გავიგე, შევხტი და აწითლებული მისკენ მივტრიალი. ზეინს ხელები გულმკერდზე დაელაგებინა და წარბაწეული მიყურებდა. თავი დავხარე ძალიან,ძალიან შემრცხვა.
ნაბიჯების ხმაზე გავიგე რომ ჩემსკენ წამოვიდა, ჩემს სიმაღლეზე ჩაიცუცქა. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა ისე რომ ჩემი პულსის ცემაც კი მესმოდა. თითები ნიკაპქვეშ ამომიდო და სახე ნაზად ამაწევინა.
-რას ეძებდი ჩემს უჯრებში? -ახალგაღვიძებული ბოხი ხმით მითხრა. დავიბენი და ხმა ვერ ამოვიღე. ის კი ღიმილიანი სახით მომჩერებოდა.
-მე..მე უბრალოდ .. -სათქმელი არ მათქმევინა,ფრთხილად შეეხო მისი ბაგე ჩემსას,გული ამიჩქარდა, პირი გავაღე თუ არა მისი თბილი ენა ჩემს პირში შემოსრიალდა, რაც საოცარ გრძნობებს იწვევდა ჩემში. ხელები შიშველ მკერდზე დავალაგე და კოცნაზე კოცნითვე ვუპასუხე. ხელები წელიდან უკანალზე ჩაასრიალა და მაგრად მომიჭირა. შევხტი და კოცნა გამიწყდა მაგრამ ზეინმა თავისი ტუჩები მაგრად დამაწაფა და ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა. ხელი კიდევ ერთხელ მომიჭირა და ამჯერად თავი ვერ შევიკავე და მის პირში ამოვიკვნესე. ხელში ფრთხილად ამიყვანა,ფეხები წელზე მოვხვიე,თან ვცდილობდი მისი ნაიარევს უხეშად არ შევხებოდი,საწოლისკენ წავიდა,ფრთხილად დამაწვინა,თავი მომაშორა და ლავიწის ძვალზე მაკოცა,შემდეგ ჩემს ზემოდან მოექცა,ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა,გონს მალევე მოვეგე და ხელი ფრთხილად ვკარი,რომ გაწეულიყო
-ზეინ.გთხოვ -ამოვიხავლე
-შშშ -ჩუმად ჩამჩურჩულა -მინდა გუშინდელის გამო მადლობა გადაგიხადო .
ყურს უკან მაკოცა და ხელი მკერდამდე ამაცურა. თვალები დავხუჭე.არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა,მისი სველი კოცნები გონებას მირევდა და გულს მიჩქარებდა. მეშინოდა,არ ვიცი რისი,მაგრამ მეშინოდა. მაისური ოდნავ ამიწია,დაიხარა და ჭიპთან ახლოს მაკოცა,ამოვიოხრე და თითები თმებზე შევუცურე,როგორც ჩანს ჩემმა ქმედებამ მას სამოვნება მიანიჭა,რადგან ხმამაღლა ამოიოხრა
-ღმერთო ბელ.. -ჩუმად ამოილუღლუღა. სხეულზე სველ კოცნებს მიტოვებდა და ენას ზედ ასრიალებდა, რის გამოც მუცელში ქარიშხალი მიტრიალებდა.ხმამაღლა ვსუნთქავდი და საკუთარ თავს ვაიძულებდი,რომ ის გამეჩერებინა,თუმცა ამის ძალა არ შემწევდა.
-ზეინ -ამოვიოხრე როდესაც ხელი მკერდზე მომიჭირა და ახლა უკვე მივხვდი რომ თუ არ გავაჩერებდი აუცილებლად ისეთ რამეს გავაკეთებდი,რასაც ვინანებდი, -გთხოვ გაჩერდი, -ამოვილუღლუღე და დარცხვენილმა ხელით გავწიე გვერდზე, ფრთხილად მეამბორა ტუჩებზე შემდეგ კი გვერდით მომიწვა,ხელები ფრთხილად შემომხვია და გულში ჩამიკრა. ზეინმა მისკენ მიმატრიალა და აწითლებულ ლოყებზე თავისი უხეში და კან-აყვლეფილი თითებით მომეფერა. თვალები დავახამხამე,რაზეც გაეცინა, ხელი ზევით ავწიე და ტუჩზე,ნაცემ ადგილას მოვუსვი, თვალები დახუჭა. ვერ მივხვდი ეს რატომ გააკეთა, ეტკინა თუ ესიამოვნა,ამიტომ ხელი მის ბაგეს მოვაცილე და ნახად დავუწყე ფერება ჩაულურჯებელ ადგილებში.
-შენს კარადაში უამრავი სათამაშო ვნახე. .- ხითხითით ვუთხარი. ახლა ვხვდები რომ ის კარგი ადამიანია როდესაც ნელ-ნელა ვიცნობ მას. არ ვიცი წარსულში რა გადახდა რამაც ასე შეცვალა და ბოროტი ადამიანის ნიღაბი მოარგებინა სახეზე, მაგრამ ახლა ვხედავ მის ნამდვილ მეს და მზად ვარ მივიღო ის და ვაპატიო წარსულის წყენები რომლებიც მის მიმართ მქონდა დაგროვილი, თავისი უხეში ქცევების გამო. დაბნეულმა შემომხედა და თავი მოიქექა, რაზეც კიდევ უფრო ავხითითდი. ის ისეთი კარგი და ბავშვური არის.
-ამ.. ჩ-ჩემი ბავშვობის სათამაშოებია, - დაბნეულმა მითხრა ზეინმა. პირველად მოვისმინე როგორ დაება ენა რაზეც დიდზე გამეღიმა. დაბნეული წარბებაწეული მიყურებდა, დაკარგულ ლეკვს გავდა. ალბათ რცხვენოდა ცუდი ბიჭი სათამაშოებით სავსე ყუთით რომ გამოვიჭირე. - ჩვენს სკოლაში, ნუ თქვენს სკოლაში, მე დიდი ხანია დავამთავრე. წელიწადის ამ დროს, ზამთრის წინ, ყოველთვის იმართებოდა საქველმოქმედო აქცია, უპატრონო ბავშვების დასახმარებდლად და ამიტომ ჩემი ბავშვობის დროინდელი სათამაშოები გადმოვიეღე რომ ნაილს წაეღო, თუმცა უარზეა, ბიჭს არ შეეფერება სათამაშოების ტარება – თვალები გადაატრიალა და ბოლო წინადადებაში ნაილი გააჯავრა რაზეც სიცილი ამტყდა.
-მე შემიძლია წავიღო -შევთავაზე და ღიმილით მივაჩერდი, რაზეთ თვალები გაუბრწყინდა.
-ძალიან კარგს იზამ -თავი დამიქნია -იქ ერთი ბიჭი იქნება, სკოლის უკანა მხარეს, ის იბარებს ასეთ რაღაცეებს და შენც უბრალოდ ჩააბარებ და ეტყვი რომ ჩემგანაა, კარგი? - ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-კარგი, - ამოვილუღლუღე და თავი დავუქნიე.
-არ გშია? -რამდენიმე წუთის შემდეგ მკითხა ზეინმა,თავი გავაქნიე და საწოლზე გადავბრუნდი.უკნიდან მისი შეხება ვიგრძენი და გული ამიჩქარდა,ხელი ფრთხილად ჩაასრიალა წელიდან ბარძაყზე და ოდნავ მომიჭირა,თვალები მაგრად დავხუჭე,ხელი ქვევით ჩავაცურე და მის ხელს შევეხე.
-გთხოვ.. -ხმადაბლა ვუთხარი, დღეს მეორედ ეს უკვე ზედმეტი იქნება ჩემთვის,ალბათ ხელებში ჩავადნები. გული აჩქარებული მქონდა. გავიგე როგორ ჩაიცინა, ხვდება რასაც მმართებს და შემდეგ ამაზე იცინის! მხარზე მაკოცა,შემდეგ კი ფეხზე წამოდგა, აფთიაქი გამოხსნა და რაღაც წამალი აიღო, ტაბლეტი პირში ჩაიდო დატუმბოზე შემოდებული წყალი დააყოლა.
-რა წამალია? -ვკითხე
-ტკივილგამაყუჩებელი -მიპასუხა. როგორც ჩანს ჯერ კიდევ სტკივა,საწოლზე წამოწვა,ვაკვირდებოდი მის თითოეულ მოძრაობას,დავინახე როგორ აუთამაშდა კანქვეშ კუნთები როდესაც ხელები თავქვეშ ამოიდო,ფეხებიც ერთმანეთზე გადაჯვარედინა.
ფეხზე წამოვდექი და ტანსაცმელი გავისწორე.
-ჰეი საით? -მკითხა
-სახლში უნდა დავბრუნდე -ვუპასუხე
-არა ჯერ ისაუზმე.
-ზეინ, სახლში რომ შეამჩნიონ რომ არ ვარ..
-ნუ ღელავ, - ჩაიცინა საათს დახედა და შემდეგ ისევ მე შემომხედა, - ჯერ სკოლა არ დამთავრებულა, საუზმე გამიმზადე და მერე წადი.
-ოუჰ, - დოინჯი შემოვირტყი და წარბაწეული მივაჩერდი.
-გთხოვ. შენ არ იცი რამდენი ხანია ქალს ჩემთვის საუზმე არ მოუმზადებია და წესიერად არ წამიხემსებია, - წუწუნით მოვიდა ჩემთან და ხელები წელზე მომხვია.
სიტყვა "ქალის" გაგონებაზე სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და თითქოს უფრო თავდაჯერებული გავხდიო. ზეინს რომ ავხედე გაღიმებული მიყურებდა. ხელით თმა ყურზე გადამიწია შემდეგ კი ტუჩებზე მეამბორა.
-ანუ საუზმეს მომიმზადებ? - სიცილით მკითხა, შედეგ კი თამაშით ყურის ბიბილოზე მიკბინა, რაზეც ბეწვი ამეშალა და სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა.
-კარგი, - ამოვიოხრე და მოვცილდი, თორემ თავისი ქმედებები რომ გაეგრძელებინა გული წამივიდოდა.
ჩაიცინა, ხელი ჩამკიდა და პირველ სართულზე ჩამიყვანა.
-აი სამზარეულო, ახლა კი შენ იცი. მანამ მე გამოვიცლი, - ღიმილით მითხრა, მაკოცა და გატრიალდა.
რამდენიმე წუთი ასე ვიდექი, შემდეგ კი მოვტრიალდი და ღრმად ამოვიოხრე. დოინჯი წელზე შმომოვირტყი და ჩემ თავზევე გამეცინა. თავს მართლა ქალად ვგრძნობდი და არა 17 წლის მოზარდად, რაც მაბედნიერებდა და თავდაჯერებულად დავიწყე ზეინისთვის საუზმის მომზადება. ღმერთო რას არ მივცემ რომ ამის შანსი ყოველ დილას მქონდეს, ყოველ დილას ვიღვიძებდე მის მკლავებში და თავს დაცულად ვგრძნობდე ისე როგორც არასდროს.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now