თავი 17

1.1K 72 0
                                    

გადავწყვიტე ომლეტი მომემზადებინა. კეთების პროცესში ვიყავი, როდესაც წელზე ორი დიდი ხელის შეხება ვიგრძენი და გამეღიმა. ზეინმა თავი კისერში ჩამიდო და ნაზად მეამბორა.
-მმ.. გემრიელი სუნი დგას.. რას აკეთებბ?
-ომლეტს.
-მჰჰმ.. - დაიზმუილა, ხელები მჭიდროდ მომხვია და მაგრად ამაკრო მის ზურგს. შევკრთი, როდესაც გავიაზრე რა იყო ის ამობურცულობა, რომელიც უკანაზე მომაჭირა. სახეზე სულ მთლიანად წამოვწითლდი და მისი მარწუხებიდან დახსნა ვცადე, მაგრამ ამაოდ. კიდევ უფრო ძლიერად ამეკრო.
გულისცემა ამიჩქარდა და თავში ათასი აზრი მომაწვა ერთდროულად. ზეინი ჩემს კისერში სველი კოცნების დატოვებას აგრძელებდა, რაზეც სიამოვნებისგან მბურძგლავდა.
-მოვედი, - შემოსასვლელი კარის მოჯახუნების ხმა გავიგეთ და ორივენი დამფრთხლები შევხტით. ზეინი როგორც იქნა მომშორდა და მეც საუზმის კეთება გავაგრძელე.
-ზეინ არ მითხრა რომ სადილს აკ.. - შემოსასვლელიდან ნაილის ხმა ისმოდა და სამზარეულოში რომ შემოვიდა გაჩერდა, - აჰ! როგორ ვერ მივხვდი, - ჩაიხითხითა, - გამარჯობა ანაბელ.
-გაგიმარჯოს ნაილ, - ღიმილით ვუთხარი.
-მმ.. რას აკეთებ? - თვალებდახუჭულმა მკითხა.
-ომლეტს.
-ასეც ვიცოდი, სუნზე მივხვდი, - ზეინს ჩაეცინა, - გამოვიცვლი და ახლავე ჩამოვალ. –ნაილმა გაგვაბრთხილა და სამზარეულოდან გავიდა. წამის მეასედებში ისევ ვიგრძენი ზეინის ხელები თეძოებზე.
-ზოგჯერ როგორი გამაღიზიანებელია.. - ჩაიდუდუნა და ისევ ჩემს სხეულს დააცხრა საკოცნელად.
-რატომ?
-კარგი მომენტების ჩაშლა ძალიან კარგად გამოსდის..
თვალები გადავატრიალე, მაგრამ მაინც გამეცინა. ზეინი ისევ მომშორდა, როცა ნაბიჯების ხმა გაიგო. მეც ამასობაში საუზმე, უფრო სწორად სადილი, მოვამზადე და თეფშებზე გადავანაწილე, რომლებიც ზეინს უკვე მრგვალ მაგიდაზე დაელაგებინა. სუფრის თავში ნაილი დაჯდა, მე მის გვერდით ,ზეინი კი ჩემს გვერდით.
სადილობას რომ შევუდექით ნაილი სკოლის ამბებს ყვებოდა და მეც ვუსმენდი, მაგრამ აზრები სრულიად ამერია, როდესაც ბარძაყზე ზეინის თბილი ხელის შეხება ვიგრძენი, თვალებგაფართოებულმა მას გავხედე, მაგრამ მე არ მიყურებდა, საუზმეს მისჩერებოდა. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, რითიც მივხვდი რომ ჩემს რეაქციაზე ეღიმებოდა. კიდევ კარგი ნაილი ვერ მიხვდა რა ხდებოდა იმდენად იყო საუბარში გართული. ხელი ზინის ხელს დავადე რომ დაეწია, მაგრამ უფრო გაჯიუტდა და უფრო ზევით ააცურა ხელი.
ყურებამდე ავწითლდი და თვალებგაფართოებული ნაილს მივაჩერდი იმის იმედით რომ არაფერს შეამჩნევდა და ასეც იყო, ჩანგას საკვებში ასობდა და თან საუბრობდა. ახლა ზეინს გავხედე ვედრებით რომ გაჩერებულიყო, მაგრამ სპეციალურად არ მიყურევდა. ხელი კიდევ უფრო რომ აახურა ჩემს საცველბთან დაპანიკებულმა ხელში ბრჩხილები ჩავასე და მაგრად ვუბწკინე.
-ააჰ!! სსს.. - წამოიძახა ზინმა და ნატკენი ადგილი ტუცებსშუა მოიქცია. თავი ვერ შევიკავე და ავხითხითდი მის რეაქციაზე, თვითნ კი მკვლელი თავლებით შემომხედა, მაგრამ ვამჩნევდი რომ ტუჩის კუთხეებში მაინც ეღიმებოდა.
-რა მოხდა? - ზეინის წამოყვირებამ ნაილი გამოაფხიზლა თავისი საუბრის ტრანსიდან და თავი წამოყო.
-არაფერი. თითში ხიჭვი შემერჭო, - ამოიუზღუნა ზეინმა.
-მერე სწრაფად ამოიღე, შეიძლება ინფექცია შეგეჭრას. სხვათაშორის ჩვენი ბიოლოგიის წიგნში მაგალითად იყო ერთ-ერთი ინფექციის სახეობა მოყვანილი, რომელიც კაცს ხიჭვისგან შეეჩრა თითში და შემდეგ ექიმები იძულებულები გახსნენ თითი მოეჭრათ.
მეც მქონდა წანაკითხი ეს გაკვეთილი და თავს სიცილით ვუქნევდი ნაილს. ზეინმა კი თვალები გადაატრიალა.
-მოკეტე ნაილ.
-არა, მართლა ასე ეწერა ანაბელი დამეთანხმება.
-მართალს ამბობს, - სიცილით ვუტხარი ზეინს რაზეც ისევ თვალები გადაატრიალა.
-ჰოომ.. თუ მასეა იმ ხიჭვს კარგი დღე არ ელის, - ჩაიცინა და ჩუმად წარბაწეულმა ამომხედა. ამის შემხედვარემ წამსვე შევწყვიტე სიცილი და ჩემს საჭმელს მივუბრუნდი.
-ძალიან გემრიელი იყო ანაბელ, - ხელსახოცით პირი მოიწმინდა, როდესაც სადილს მორჩა და თავაზიანად გამიღიმა.
-მადლობა, - გავიცინე და სახეზე სიევ ავხურდი, რაც იმას ნიშნავდა რომ ჩემი ფერმკრთალი სახე ახლა სულ ღაჟღაჟა წითელი იყო.
-ჩემი წასვლის დროა, - ღიმილით ვთქვი და მაგიდიდან წამოვდექი.
-ხვალამდე ანაბელ, - ნაილმა სამზარეულოდან გამომძახა.
-ხვალამდე, - მეც მივაზახე, ზეინი კი უკან მომყვებოდა. გავედით თუ არა სამზარეულოდან ზეინმა ხელი დამავლო და კედელს ამაყუდა.
-ძალიან გემრიელი იყო საუზმე,მაგრამ შენს ტუჩებს ვერ შეედრება -ჩემს ყურთან ჩუმად ამოილუღლუღა. მუცელში მწველი სითხე ჩამეღვარა და გახარებული ავფორიაქდი მის სიტყვებზე. შემდეგ კი სახე გამოსწია და ბაგეზე, უდაბნოში მოსიარულე წალმოწყურებული ადამიანივით დამაცხრა.
როდესაც მოვრჩით სათამაშოებით სავსე ყუთი ავიღე და კარებისკენ წავედი.
- ნახვამდის. –დამემშვიდობა ზეინი, როცა კარიდან გავედი.
-ნახვამდის, - მეც ჩუმად დავიჩურჩულე და გამოვბრუნდი.
-ხვალ 8 საათისთვის გაემზადე,გამოგივლი -ბოხი ხმით მითხრა,
–ისა..ხო.. არ – არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, მან კი საუბარი აღარც დამამთავრებონა.
–საღამომდე– მითხრა და გამიღიმა. თავი დავუქნიე, კიდევ ერთხელ დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი. გზაში ვფიქრობდი რა მეთქვა მამიდასთვის.
შინ სანამ მივედი უამრავ რამეზე ვიფიქრე,ნერვიულობისგან გული ამიჩქარდა,როდესაც სახლამდე მივაღწიე კარზე დავაკაკუნე,ცოტახანში მამიდამ გამიხსნა
-ოჰ,ძვირფასო,როგორ ხარ? -გადამეხვია და ლოყაზე მაკოცა
-ლილიმ მითხრა რომ შენს კლასელთან დარჩი და იქ ამზადებდით პრეზენტაციას -მადლობა ლილის!
-კი,იქ ვაკეთებდით,ღამე კი ძალინ დამიბნელდა და იქ დავრჩი -ლილის ტყუილი გავაგრძელე,თან სახლში შევედი,სათამაშოებით სავსე ყუთი დივანზე დავდე და მეც იქვე დავჯექი
-ეს რა ყუთია? -მკითხა მამიდამ
-უპატრონო ბავშვებისთვის სათამაშოები გამომატანა ჩემმა კლასელმა, დღეს დილით ვერ მივიტანეთ სკოლაში და ხვალ უნდა წავიღო -ღმერთო რა ურცხვად ვატყუებ მამიდას
-ლილი სადაა? -თემა გადავიტანე
-ოთახშია,სწავლობს -მამიდას თავი დავუქნიე და ჩემს ყუთს ხელი დავავლე,კიბეზე უნდა ავსულიყავი,რომ მამიდამ გამაჩერა.
-სკოლაში ფორმის გარეშე იყავი? -მკითხა და მაშინვე ავხურდი სახეზე,რა ვუთხრა?!
-ამ..კი..ჩემი ფორმა ვახშმობისას დალაქავდა და სხვა გზა არ მქონდა -ვთქვი უცებ,მამიდამ რაღაც თქვა, მაგრამ არ გამიგია მაშინვე ოთახში შევვარდი,ყუთი იქვე დავდე,ლილი საწოლზე იწვა და წიგნს კითხულობდა,როგორც კი მე დამინახა საწოლიდან წამოხტა და ჩემთან მოირბინა და გადამეხვია.
-ღმერთო როგორ ვინერვიულე შენზე! სად იყავი,-წამოიყვირა, მე კი პირზე ხელი ავაფარე რომ დაბლა ხმა არ ჩასულიყო.
-ზეინთან დავრჩი,ძალიან იყო ნაცემი,მერე დამიბნელდა და ვეღარ წამოვედი -მოკლედ ავუხსენი
-ეს რა არის? -ყუთზე მიმანიშნა
-სკოლაში უნდა მივიტანო,ზეინმა გამომატანა,უპატრონო ბავშვთა სახლს ეხმარებიან თურმე -ლილიმ მხრები აიჩეჩა და საწოლზე დაჯდა. ყუთთან ჩავიმუხლე და გავხსენი. აქ ზეინის იმდენი ბავშვობის სათამაშო იდო, მიკვირს როგორ აკეთებს ამას, მე ვერ შევძელბდი ჩემი ნივთების გაჩუქებას, მითუმეტეს ამდენი ამბის შემდეგ ძალიან სენტიმენტალური გავხდი და თითოეული ნივთი ძვირფასია ჩემთვის, რადგან ტკბილ მოგონებებტან მაკავშირებს რომლებიც აღარასოდეს განმეორდება.
ერთ-ერთი სათამაშო ამოვიღე და გულში ჩავიხუტე, გადავწყვიტე რომ ეს სათამაშო ჩემთან დარჩებოდა. შემდეგ წამოვდექი და საწოლთან მივედი.
-ლილი.. - მისკენ გადავტრიალდი და კითხვით სავსე სახით მივაჩერდი.
-ჰო.
-უმმ.. შენ და ლიამი.. მარტო კოცნით ერთმანეთს?
–რაა? –ლილიმ ჩაიცინა, ვერ მიხვდა რას ვგულისმობდი.
–ანუ მხოლოდ კოცნით ერთმანეთს თუ სხვა რაღაცეებსაც გიკეთებს?
-ოჰ.. ხო..რავი, მხოლოდ ვკოცნით - წიგნიდან ტავი წამოყო ლილიმ.
-მეტი არაფერი?
-გინდა მკითხო ერთად ვიყავით თუ არა? –ლილიმ ჩაიცინა.
–არა ეგ არ მიგულისხმია –თავი გავაქნიე.
–ჰო..ლიამი მხოლოდ მკოცნის,მეტი არაფერი –პასუხი გამცა და ისევ წიგნში ჩაყო თავი. ლიამი და ლილი შეყვარებულები არიან და ერთმანეთს მხოლოდ კოცნიან. მე და ზეინი კი შეყვარებულებიც კი არ ვართ,მაგრამ მისი ხელები ჩემი სხეულის თითოეულ კუთხე კუნჭულშია უკვე ნამყოფი. სახეზე წამოვწითლდი და მეორე მხარეს გადავტრიადი.
–ისე ლიამმა ერთხელ სცადა უკანალზე შემხებოდა, მაგრამ გავაფრთხილე რომ ეს აღარ გაეკეთებინა და ეს მეტჯერ აღარ მომხდარა. –ლილის ნათქვამმა უფრო გამიჩინა სირცხვილის გრძნობა. როგორ შეუძლია მას ლიამს წინააღმდეგობა გაუწიოს და რატომ არ შემიძლია მეც იგივე გავაკეთო ზეინთან? ამოვიოხრე და ფეხზე წამოვდექი. ვიმეცადინე და როდესაც ყველაფერს მოვრჩი ლოგინშ შევწექი. საშინელ დაღლილობას ვგრძნობდი და მაშნვე ჩამეძინა.
დილით მამიდამ გაგვაღვიძა,საწოლიდან წამოვდექით, გავემზადეთ,ხელ-პირი დავიბანეთ,ვისაუზმეთ და სახლიდან გავედით.უცებ მივხვდი რომ ის ყუთი მავიწყდებოდა,სახლში შევირბინე,ყუთი ავიღე და ლილისთან მივედი.
-მე და ლიამი მგონი ვერ ვართ ისე კარგად -მითხრა ლილიმ დაღვრემილმა.
-რატომ? -ვკითხე,მხრები აიჩეჩა
-ამასწინ შევკამათდით და უკვე ორი დღეა არ მინახავს..
–და რატომ იკამათეთ? -ვკითხე გაკვირვებულმა და გზაზე უცებ გადავირბინეთ ლილიმ კი ისევ მხრები აიჩეჩა.
-ღმერთო ჩემო არ ვიცი ანაბელ, - თავი ხელებში მოიქცია, - არ ვიცი, მაგრამ უკვე საშნალდ მენატრება.
-და იმის მერე არ გამოჩენილა? -გაკვირვებულმა ვკითხე, ლილიმ თავი გააქნია და დავინახე შეუმჩნევლად როგორ მოიწმინდა ცრემლები.
-არ ღირს ნერვიულობად,ალბათ არაა ქალაქში-დავაიმედე ის და გავუღიმე.
-ალბათ.. - ამოიოხრა და თავი გააქნია.
ამ საუბარში სკოლამდეც მივაღწიეთ, ლილის ვუთხარი რომ სათამაშოებს ჩავაბარებდი და მალე დავბრუნდებოდი, როცა ის ბიჭი დავინახე რომელზეც ზეინმა მითხრა რომ მისთვის მიმეცა ესენი, ჩვენ ერთ კლასში ვიყავით.
–ესენი შენ უნდა მოგცე ხომ? –ვკითხე და პარკებზე ვანიშნე.
–რა ესენი? –გაიკვირვა და პარს შეხედა.
–ზეინმა გამომატანა, სათამაშოებია. –ავუხსენით.
–აჰჰჰ კარგი, მომეცი. –მითხრა და ხელი გამომიწოდა. –მადლობა –მადლობა გადამიხადა როცა პარკი მივაწოდე.
–მადლობა ზეინს უნდა გადაუხადო –გავუღიმე და სკოლის შესასვლელისკენ წავედი. კიბეებზე უნდა ავსულიყავი როცა ნაცნობი ხმა გავიგე,უკან გავიხედე და ჩალურჯებული ჰარის სილუეტი დავინახე ჩემსკენ მომავალი.ხელი დამიქნია და ცალი ხელით დაგადამეხვია, რადგან მეორეში შავი ჩაფხუტი ეჭირა.
-ანაბელ - სერიოზული სახით შემომხედა.
-ხო - მთელი სხეულით დავიძაბე
- შენ და ზეინი ერთად რატომ წახვედი?! - გამჭოლი მზერით მომაჩერდა, რაზეც უხერხულად შევიშმუშნე.
-უმ.. მე..
-მისგან თავი შორს დაიჭირე! –ისეთი სახით მითხრა ჰარიმ რომ დამზაფრა და ბეწვი ამეშალა.
–რატომ? –მაინტერესებდა რა მიზეზს მეტყოდა.
–შეგიძლია გაკვეთილზე ცოტა დააგვიანო? და მოგიყვები ყველაფერს. –მითხრა როცა ზარის ხმა გაიგო. არ მინდოდა გაკვეთილზე დაგვიანებით შესვლა, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა ზეინსა და ჰარის შორის.
–კარგი – თავი დავუქნიე.
–წამოდი ჩამოვჯდეთ –მითხრა და ეზოში დადგმულ სკამებზე მიმითითა. უხმოდ გავყევი და სკამზე ჩამოვჯექი. ველოდებოდი როდის დაიწყებდა ლაპარაკს.
–პირველივე დღესვე, როცა შეგხვდი, მაშინვე კარგი წარმოდგენა დამიტოვე. მომწონხარ ანაბელ და არ მინდა რაიმე საფთხეში ჩავარდე, ეს კი ადვილი შესაძლებელი იქნება თუ ზეინისგან თავს შორს არ დაიჭერ.
–მას არ იცნობ კარგად და ამას იმიტომ ამბობ. – ბორძიკით, ძლივს ამოვილუღლუღე. ჰარიმ ჩემს ნათქვამზე ირონიულად ჩაიცინა.
-ჩემზე უკეთ მას არ იცნობ დამიჯერე.
-შენ მას არ იცნობ, შენ მხოლოდ მისი ცუდი მხარე იცი! - კბილებში გამოვსცერი. ჰარიმ არაფერი იცის ზეინზე, არ იცის თუ რამდენად კეთილი გული აქვს, არც ის იცის რომ ქველმოქმედია და სწორედ ამიტომ არ აქვს მასზე ასე საუბრის უფლება.
-ჩვენ ყველა ერთად ვიყავით, ერთად ყველას წინააღმდეგ. –თქვა ზეინმა და სავარძელ მიეყრდნო.
თვალები გამოფართოვდა და პირდაღებული მივაშტერდი.
–შენ და ზეინი მეგობრობდით?
–კი, – თავი დამიქნია –მე, ზეინი, ლუი, ლიამი–ყველა ერთად ვიყავით იქამდე სანამ ზეინი ჩემს დას არ შეაცდენდა და გამოიყენებდა. –თავი გაიქნია. მე ისევ გაოგნებული ვიყავი მისი ნათქვამით და ხმას ვერ ვიღებდი. –დაფიქრდი ანაბელ და დამიჯერე რასაც გეუნბები თუ არ გინდა რომ ცუდად დაასრულო, - ცალყბად გამიღიმა.
–ზეინი არ არის კარგი ადამიანი. ის ყველას იყენებს და მერე სანაგვეში ისვრის, შენც იგივე გიწერია –გამაფრთხილა და წამოდგა. ეტყობოდა რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ სიამოვნებდა, მან ზეინის გამო ხომ ყველა სხვა მეგობარიც დაკარგა.
–იფიქრე –ბოლოჯერ გამაფრთხილა და სკოლისკენ წავიდა. სკამზე მივეყინე, ჩემი ტვინი ვერ აანალიზებდა ამ ახალ ინფორმაციას. ჰარი და ზეინი მეგობრები იყვნენ. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას ორ მოსისხლე მტერზე. შევკრთი როდესაც გამახსენდა რომ გაკვეთილზე უკვე ძალიან მაგვიანდებოდა, სასწრაფოდ წამოვდექი და საკლასო ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯით დავიძარი. ნაილი ფანჯარაში იყურებოდა,როდესაც კლასში შევედი, მასწავლებელს მოვუბოდიშე და ჩემი ადგილი დავიკავე. ნაილს მივესალმე და მათემატიკის წიგნი და რვეული გადავშალე.
-რას გელაპრაკებოდა ჰარი? -მკითხა და ადგილზე გასწორდა
-არაფერი ისეთი -მოვიტყუე და წიგნს ჩავაჩერდი რომ მეტი აღარაფერი ეკითხა. ვცდილობდი,რომ გაკვეთილისთვის ყურადრებით მესმინა,მაგრამ ჰარის საუბარს გონებიდან ვერ ვშლიდი. ზეინმა ჰარის დასთან ურთიერთობა დაიჭირა,ხოლო როდესაც ის მიიღო რაც უნდოდა მიატოვა. თავი ხელებში ჩავრგე,ყველაფერი ისეთ არეული იყო. არ მინდა მეც მისი მსხვერპლი ვიყო.
მთელი დღის განმავლობაში ამ ყველაფერზე ვფიქრობდი. სახლში ვიჯექი და ვერ გადამეწყვიტა გავყოლოდი თუ არა ზეინს,ბოლოს როდესაც ქვევიდან დაძახება გავიგე აივანზე გავედი,ზეინი იქ იდგა,მე კი ჯერაც არ ვიაყვი მზად.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now