ზეინის დანახვამ ძალიან დამაბნია და შემაშინა. ვიფიქრე,რომ რამეს მეტყოდა,ისევ გამომლანძღავდა ან რაიმე მაგდაგვარი, თუმცა როდესაც შემოვიდა ჩემთვის არც შემოუხედავს, ვფიქრობ ან დამაიგნორა, ან საერთოდ ვერ დამინახა, თუმცა არ მადარდებს. უკეთესია, მასთან გასარკვევი აღარაფერი არ მაქვს, ყველაფერი დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან ზურგით იდგა, მაინც ვამჩნევდი, როგორი დაძარღვული ჰქონდა ყელი და კისერი. ეტყობოდა,რომ ნასვამი იყო, თანაც ძალიან, რადგან ფეხები ერეოდა და რამდენჯერმე ნაილს რომ არ დაეჭირა კედელს დაეჯახებოდა. გულსაც მოვიფხანდი ასე რომ დამართნოდა და გულიანადაც ვიცინებდი.
-ნაილ, იმ სულელი, ლაწირაკი გოგოს გამო ამიჯანყდი? -ხმამაღლა,მკაცრი ტონით უთხრა -ყლეობას აკეთებ, ახლავე ჩაალაგე ჩანთები და წამოდი,-დაიყვირა გაცხარებულმა - ვფიქრობ და ვერ ვხვდები იმ უტვინო გოგოს გამო როგორ მიმაგდე -ისევ დაიგრგვინა. ნაილი აჩერებდა და რაღაცეებს ეუბნეოდა, თუმცა ზეინი თავისას არ იშლიდა და ყვიროდა. ნაილმა ჩემსკენ გამოიხედა და როდესაც ერთ ადგილას გაჩერებული, გაშტერებული დამინახა სახე აემღვრა,ზეინმა ნაილის მზერას გამოაყოლა თვალი და როდესაც მე დამინახა თვალები წამოენთო სიბრაზისგან,მისი სახის დანახვისას გულმა რეჩხი მიყო და შემეშინდა კიდეც, თუმცა თავი ხელში ავიყვანე და ცრემლებს უფლება არ მივეცი კიდევ ერთხელ დავემცირებინე მის წინაშე. მან საკმარისზე ბევრჯერ ნახა ჩემი ცრემლები. ზეინი ბარბაცით ჩემსკენ წამოვიდა, სასწრაფოდ ხელში ჩამავლო თავისი ტორები, გული ადგილზე გამიჩერდა შიშისგან.
-ეს რა მოუშორებელი ჭირი ხარ -დაიყვირა -ვერ ხედავ რომ ჩემი და ნაილის მეგობრობის შორის დგახარ? დაატიე ეგ დამპალი ტრაკი ერთ ადგილას -ისევ დაიღრიალა. აცახცახებული თვალებგაფართოებული მივაშტერდი. პირი სულ გამიშრა ნერვიულობისგან. ვერაფერს ვამბობდიიმდენად შეშინებული და დაბნეული ვიყავი. ხელს ისე ძლიერად მიჭერდა,ალბათ ვენებში სისხლი აღარ მოძრაობდა. ნაილი გამწარებული მოგვვარდა,ხელი გააშვებინა და მის წინ აისვეტა.
-გაჩერდი მალიკ -დაუღრიალა,ზეინს შავი თვალები უარესად გაუშავდა -რა დაგემართა, სულ გამოსირდი? -ნაილის ყვირილმა და მისმა ბილწმა სიტყვებმა ძალიან გამაკვირვეს და გაკვირვებისგან პირი დავაღე.
-ხედავ? -დაიყვირა -ხედავ? ხედავ-თქო? ეს შენ გამო ხდება-დამიღრიალა ზეინმა
-მოკეტე -გამწარებულმა ნაილმა დაიყვირა -ამის დედაც ზეინ,უბრალოდ მოკეტე. - შემიძლია დავიფიცო,რომ ასე ნაილი თავის ცხოვრებაში პირველად გამწარდა. მისი სახე კიბორჩხალასავით წითელი იყო და მისი ლურჯი,ზღვასავით უკიდეგანო თვალები, რომლებიც მე ასე ძალიან მომწონს მთლიანად შავ ფერს ჩაენაცვლებინა.
-ნაილ გაანებე თავი,მთვრალია -ამოვიხავლე ძლივს. ვხედავდი, როგორ დაეძაბა ნაილს ხელი,ზეინმა ნაილს ხელი გააშვებინა და მის ოთახში შევარდა, კარები ღია დატოვა, დავინახე როგორ აიღო რაღაც ჩანთა და ნაილის ნივთების ჩაყრა დაიწყო ჩანთაში,ნაილი ზეინისკენ წავიდა.
-რას ჯანდაბას აკეთებ -შედარებით დაწყნარებული,თუმცა მაინც გაბრაზებული ხმით უთხრა ნაილმა
-ნივთებს გილაგებ. სახლში ბრუნდები -უპასუხა,ნაილმა ხელიდან გამოგლიჯა ჩანთაც და მისი ნივთებიც. დივანზე მოწყვეტით დავჯექი. ნეტავ სულ არ ჩამოვსულიყავი აქ! ხომ აღარ ვიქნებოდი ამ ყველაფრის მოწმე.
''ამ ყველაფრის მოწმე კი არა,ეს ყველაფერც არ მოხდებოდა შენ რომ არ ჩამოსულიყავი'' ჩემმა მეორე 'მე'მ ჩამძახა და თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რადგან ამ ყველაფრის მიზეზი მე ვიყავი.
-სანამ ადამიანების პატივისცემას არ ისწავლი არსადაც არ წამოვალ -კბილებში გამოსცრა ნაილმა,ის ძალიან გაბრაზებული იყო -მეტიც, შენს სანახავადაც არ მოვალ -დაამატა,ზეინის სახეზე გაბრაზება აისახა,ოთახიდან გამოვარდა და მისი ბაიკის გასაღები, რომელიც შემოსვლისას მაგიდაზე მიეგდო ხელში აიღო და კარისკენ წავიდა, მაშინვე ფეხზე წამოვდექი.
-ნაილ ის საშინლად მთვრალია, ავარია მოუვა -დაუფიქრებლად წამოვიძახე,ზეინი ჩემმა სიტყვებმა გააჩერეს. ჩემსკენ შემოიხედა
-და არ გაგიხარდება? -მკითხა. მისი ტონი ვერ ამოვიცანი.
-რა თქმა უნდა არა -ვუპასუხე -ყველა შენნაირი არ არის. ყველას ან უნდა ვინმემ ცუდათ იგრძნოს თავი. ცუდს არასდროს არავის ვუსურვებ. -ვიცი რომ ზეინი ჩემგან არაფრის ღირსი არაა, მითუმეტეს სიბრალულის,მაგრამ მას რომ რამე მოუვიდეს ამას ნანდვილად ვერ გადავიტან. არ ვიცი ასე არტომ ვფიქრობ, მაგრამ ასე ადვილად ვერ ველევი, მიუხედავად იმისა რეები გამიკეთა. რაც არ უნდა მოხდეს არ შემიძლია შევიძულო, ამას პირველივე ნახვისას მივხვდი, როცა მაშინვე ვაპატიე ჩემი თავის პოლიციელებისთვის მიგდება. ნაილი ზეინთან მივიდა, ხელი მოჰკიდა და დივანში ჩასვა,ხელიდან ბაიკის გასაღები გამოართვა და მაგიდაზე დადო.
-წავალ წყალს გავუმზადებ,ცოტა აზრზე მოვა,ყურადღება მიაქციე არ წავიდეს. -ამოიოხრა ნაილმა და აბაზანისკენ წავიდა.
-გთხოვ, არ დამტოვო მასთან მარტო -შეშინებული ნაილს მივვარდი.
-ნუგეშინია, აღარაფერს დაგიშავებს -დამამშვიდა და სააბაზანოსკენ წავიდა. კედელთან ავიტუზე და ხმას არ ვიღებდი.ზეინი დივანზე იჯდა და რაღაცაზე ფიქრობდა, მისი გამომეტყველება არ მაძლევდა საშუალებას გამეგო რაზე ფიქრობდა. გულმა საშინლად დაიწყო ცემა, როდესაც ზეინი ფეხზე წამოდგა, გულის ცემას ყურებშიც ვგრძნობდი. ვიფიქრე,რომ წასვლას აპირებდა, მაგრამ როდესაც ჩემსკენ წამოვიდა გული უარესად ამიჩქარდა და ფეხებში სისუსტე ვიგრძენი.მინდოდა ადგილს მოვშორებოდი,თუმცა ფეხებმა ამის საშუალება არ მომცეს,თითქოს ადგილს მივეყინე,როდესაც ხელები თეძოებზე დამალაგა,თავი დახარა და ყელში ჩარგო სახე, თვალები დავხუჭე, ვეცადე,მომეშორებინა,ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი,მაგრამ თავი მაქსიმალურად შევიკავე,ზეინმა ხელი თეძოზე ამომისრიალა და ყელში მაკოცა, შემაჟრჟოლა, ის მომენტი დამახსენდა, როცა გაუპატირებას მიპირებდა და საშინელი სიბრაზე მომაწვა.
-შემეშვი -ხმაჩამწყდარმა ვუთხარი და ხელი ვკარი.
-ოჰ აბანელ -დამცინავად ჩაილაპარაკა და სხეული ძლიერად მომაჭირა, ვფიქრობდი რომ მალე სუნთქვასაც ვერ შევძებდი, სული მეხუთებოდა, ზეინი კი უფრო ძლიერად მაწვებოდა,
-ნაილი დაარწმუნე რომ ჩემთან დაბრუნდეს, თორემ ხომ იცი რასაც გიზამ -წარბების თამაშით თქვა და მისი სასქესო ორგანო ჩემსას მოაჭირა. თვალებგაფართოებულმა ავხედე, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, მუცლის ქვემოთ კი რაღაცამ უცნაურად გამიელვა. სხეული ჩემსას კიდევ ერთხელ გაუხახუნა რაზეც თავი ვერ შვეიკავე და ხმადაბლა ამოვიკვენე, იმდენად ძლიერად მაწვებოდა,რომ უკვე მტკიოდა კიდეც, ხელი ზემოთ ამოწია,ვიფიქრე,რომ ისევ უნდა დაერტყა და თავი გავწიე,ცრემლებს ძლივს ვიკავებდი,არ მინდოდა ასე შემხებოდა,თუმცა რეალურად ხმას ვერ ვიღებდი და ველოდებოდი,როდის გაიწეოდა ჩემგან.ზეინმა ხელით სახე დამიჭირა,მარჯვენა ლოყაზე მომეფერა,იმ ლოყაზე,რომელიც მისი დარტყმის გამო კვირაზე მეტი დალურჯებული მქოდა,ფრთხილად მაკოცა ,შემდეგ კი ტუჩის კუთხეში მეამბორა და მომშორდა. ღრმად ამოვისუნთქე,როდესაც სხეული გამინთავისუფლდა მისგან. გული იმდენად მქონდა აჩქარებული,რომ ყურებში ჩამესმოდა მისი ფეთქვა.ზუსტად იმ წუთას,როდესაც ზეინი დივანზე უნდა დამჯდარიყო ნაილი გამოვიდა,ხელი მოჰკიდა და აბაზანაში შეათრია,დივანზე დავჯექი და ღრმად ამოვისუნთქე, ახალი პროექტის გასაკეთებლად მოვედი აქ და რეები მოხდა.რევეული ავიღე და სახის წინ დავიქროლე. ჰაერი დახუთული მეჩვენებოდა და სუნთქვა მეკვროდა,როდესაც გამახსენდა ზეინი როგორ მეფერებოდა ნატკენ ლოყაზე,როგორ მაკოცა იქვე...არა, ჯანდაბა,ამაზე არ უნდა ვიფიქრო,ეს ყველაზე დიდი სისულელეა. რათ მინდა მისი მოჩვენებითი მოფერება,როდესაც რამდენიმე კვირის უკან ასეთი რაღაც გამიკეთა?! არ მჭირდება მისი არაფერი. ცოტახანში ნაილი გამოვიდა და გვერდით მომიჯდა,ღრმად ამოისუნთქა და წელი დივანს მიეყრდნო.
-ხო სად გავჩერდით? -იკითხა და წიგნებს ჩააშტერდა.
-აი აქ-ვუთხარი და იმ ამზაცზე მივანიშნე, რომელზეც გაჩერებულები ვიყავით. ნაილმა წიგნი აიღო და უაზროდ ჩააშტერდა.
-ნაილ არ კითხულობ? -ვკითხე, რამენიმე წუთის შემდეგ, როცა საბოლოოდ დავრწმუნდი რომ წიგნში ტყუილად იყურებოდა. ნაილმა ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო.
-მაპატიე, არ ვიცი რა მოვუხერხო.
-არაფერია- თავი გავიქნიე.
-ის ჩემი ძმასავითაა და ძაან მიჭირს მასზე გაბრაზება -ამოიოხრა -ძაან მიყვარს,თუმცა ღირსი არაა. ვიცი არ დაიჯერებ,მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან კარგი ადამიანია -ისევ ამოიოხრა,მე კი წარბები შევჭმუხნე. კი ერთი კვირის წინ მეც ასე ვფიქობდი, მაგრამ ეს სრული აფსურდია. უბრალოდ ზეინი უყვარს და ამიტომ საუბრობს ასე, თან ზეინი მას ძალიან კარგად ექცევა. -არც კი ვიცი ასეთი რაღაცეები რატომ გაგიკეთა -ლაპარაკი განაგრძო ნაილმა. ამის გახსენება ახლა ნამდვილად არ მინდა.
-აპირებ მასთან დაბრუნებას? -ვკითხე,მინდოდა ლაპარაკი გადამეტანა.
-არ ვიცი -ამოიოხრა -მთელი ცხოვრებაა მასთან ვცხოვრობ და სიმართლე გითხრა მის გარეშე ყოფნა მეც მიჭირს, მაგრამ სანამ არ მოინანიებს სახლში არ დავბრუნდები -მიპასუხა,კმაყოფილმა შეუმჩნევლად ჩავიცინე,ზეინი ამის ღირსია. მაგრამ უცებ გამახსენდა ზეინის მუქარა და ცოტა ავღელვდი. არ ვაპირებ დავემორჩილო და ნაილს ვუთხრა რომ დაბრუნდეს, მაგრამ მან რომ პირობა აასრულოს? ღმერთო რა დავაშავე ისეთი, რომ ესე მტანჯავ.
მე და ნაილი ჩვენი საქმით ვიყავით გართული,როდესაც ზეინი შედარებით ფხიზელ მდგომარეობაში გამოვიდა აბაანიდან, წელს ქვემოთ თეთრი პირსახოცი ჰქონდა მოხვეული,ზევიდან კი წყლის წვეთები უნამავდა ტანს. მიუხედავად იმისა რომ ის საზიზღარი ადამიანია,უნდა ვაღიარო რომ არაჩვეულებრივი სხეული აქ, თუმცა მისი არაადამიანობა ყველაფერს ფარავს. ზეინი სამზარეულოში გამოვიდა,კარადა გახსნა,დიდი ჭიქა გამოიღო,მადუღარაში ერთი კოვზი ყავა ჩაყარა,შემდეგ წყალი დაასხა და ადუღებდა. ისე იქცეოდა თითქოს რამდენიმე წუთის წინ არაფერი მომხდარიყო. ნაილმა პროექტზე დაიწყო ლაპარაკი
-მე მოვიძიებ დღეს წიგნებს კიდევ უფრო მეტს -მითხრა, მე კი თავი დავუქნიე
-ისევ იმ პროექტს აკეთებთ? -იკითხა და სკამზე დაჯდა.
-არა -უპასუხა ნაილმა.მე არ მქონდა სურვილი მისთვის პასუხი გამეცა -იმ პრეზენტაციაში,ნარკოტიკებზე რომ გვქონდა გავიმარჯვეთ,ახლა სხვა უნდა გავაკეთოთ -უპასუხა. ზეინმა ადუღებული ყავა ჭიქაში ჩაისხა და ეშმაკური ღიმილით მომაჩერდა.
-ჰმ. რა თქმა უნდა გაიმარჯვებდით, ანაბელი ხომ ძალიან გამოცდილია მაგ საკითხში, თანაც ნარკოტიკსაც ასაღებდა -თვალი ჩამიკრა და ჩაიცინა, ნაილსაც გაეცინა, ცდილობდა სიცილი დაეფარა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
-ვიღაც ტრაკის დამსახურებით -გამწარებულმა დაუფიქრებლად ჩავიდუდღუნე და მაშინვე ვინანე ჩემი უაზროდ წამოსროლილი უწმაწური სიტყვა. ნაილს ჩემს პასუხზეც ანალოგირად ჩაეცინა. ზეინს დაბნეული სახე ქონდა, ალბათ იმიტომ რომ ჩემგან „ტრაკის" მოსმენას არასდროს ელოდა, შემდეგ კი მანაც ჩაიცინა.
-ახლა რა უნდა გააკეთოთ? -იკითხა ზეინმა.მე და ნაილს არ გვაძლევდა უფლებას პრეზენტაციაზე ნორმალურად გვესაუბრა
-ეკოლოგიურ პრობლემებზე -უპასუხა ისევ ნაილმა.
-ჰმმმ.. საინტერესოა და როდის უნდა ჩააბაროთ? -ისევ იკითხა, ვხვდებოდი, რომ ეს ზეინს სულაც არ არინტერესებდა,უბრალოდ ჩემს გაბრაზებულ სახეზე დამცინოდა და იმიტომ სვამდა ამდენ კითხვას.
-არ ვიცი და მოკეტე მალიკ -ნაილმა თვალები გადაატრიალა.
-მმ..მარტო თქვენ აკეთებთ? -ისევ არ წყვეტდა კითხვების დასმას. ნერვებ მოშლილი ფეხზე ავდექი
-მე წავალ და სხვა დროს გავარკვიოთ პრეზენტაციის ამბები -ვუთხარი ნაილს,მისაღებში გავედი,ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და კარისკენ წავედი, როდესაც ზეინის ხმა გავიგე
-დაიცადე,მეც მოვდივარ და ბარემ გაგიყვან -მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა დაცინვა და ირონია. მისთვის არაფერი მიპასუხია,ღრმად ამოვისუნთქე, ნაილს დავემშვიდობე და სახლის გზას დავადექი.მთელი გზა ჩაფიქრებული მივდიოდი. ჩემი გონება სულ ზეინს დასტრიალებდა. უცებ ცუდი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვიღაც მომყვებოდა. უკან გავიხედე. არავინ იყო ორი ბიჭის გარდა, რომლებიც თავჩაქინდრულებულები რამდენიმე მეტრის დაშორებით მომყვებოდნენ. მაინც არ მესიამოვნა და ნაბიჯებს დავუჩქარე. წუთი არ იყო გასული რომ ვიღაც ხელში მწვდა. თავიდან შავი ტყავის მოსაცმელი რომ დავლანდე ზეინი მეგონა, მაგრამ მის მაგივრად სხვას შევეჩეხე, რომელმაც პირზე რაღაც მომადო.