თავი 44

938 78 1
                                    

  -ანაბელ,დროზე ჩაიცვი,ვიღაც ქვევით გელოდება - მომახალა ლილიმ, როდესაც კარი გამოვაღე. გაკვირვებული მივაჩერდი, ვინ უნდა მელოდებოდიეს? უცებ თავში ათასი აზრის ქარბუქი ამოვარდა და გული ამიჩქარა. გონებაში მაშინვე ზეინი მომივიდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ნეტა ვინ უნდა იყოს ასეთი? სასწრაფოდ შევიმშრალე სახე და გარეთ გამოვედი. ცნობისმოყვარეობამ უფრო იმატა,როდესაც კიბეები კისრისტეხვით ჩავირბინე, რადგან ჩემი რაღაც ნაწილი ისევ იმედოვნებდა რომ შემოსასვლელში გაღიმებული და ჩემს ჩასახუტებლად ხელებ გაშლილი ზეინი დამხვდებოდა.
გავხევდი, როდესაც დივანთან მდგარი მამაკაცი დავინახე. თვალებზე ცრემლები მომადგა და ნიკაპი ამიკანკალდა. შემდეგ კი მთელი სისწრაფით მისკენ გავექანე და გულში მაგრად ჩავეკარი. ზეინი ლამის სულ გადამავიწყდა,როდესაც მამაჩემის მკლავებში ვიყავი მოქცეული და მას ვეკვროდი. თავი ვერ შევიკავე ამდენი ემოციებისგან და გულით ავტირდი.
-ანაბელ -ბოხი ხმით მომმართა და თავი ამაწევინა - შენი თავისთვის რა გიქნია? - წარბებაწეული მომჩერებოდა მამა და ცდილობდა გაბრაზებულის იერი მიეღო. წამით დავიბენი და შემდეგ გამახსენდა რომ თმა წითლად მქონდა შეღებილი. ემოციებისგან ხმა ვერ ამოვიღე, მხოლოდ უკმაყოფილოდ წამოვიკვნესე და თავი ისევ მის მკერდში ჩავრგე. ახლა ნამდვილად არ მსურდა ჩემი გადაწყვეტილება განმეხილა, უბრალოდ მინდოდა მას ჩავხუტებოდი და მისი აქ ყოფნით დავმტკბარიყავი.
ცოტათი გავიწიე რომ მამასთვის განძრევის უფლება მიმეცია. ისიც დივანზე ჩამოჯდა და რათქმა უნდა მეც გვერდით მივუსკუპდი.
მთელი სამი თვე არ მენახა. ღმერთო როგორ მომნატრებია.
-მა,ძალიან მენატრებოდი - დავიწუწუნე და მის სახეს დავაკვირდი,კიდევ უფრო მეტად დაბერებული მეჩვენა. თავზე ხელი გადამისვა და ჩემი წითელი დალალები ხელში მოიქცია
-შენს ქერა თმას რა უყავი? - წარბებშეჭმუხნულმა მკითხა და ჩემი დალალები მხრებზე გადამიფინა
-კარგი რა,რა დროს ეგაა,ისე მომენატრე.. -ისევ მას ჩავეხუტე,მანაც მომხვია დიდი ხელები მხრებზე და თავზე მაკოცა. არ მინდოდა მას მოვშორებოდი,ახლა,როდესაც მას ვეხუტები ვხვდები რომ ამ სამი თვის მანძილზე მამის სითბო ყველაზე მეტად მეკლდა.
-მა, ერთ კვირაში არ უნდა ჩამოსულიყავი? არდადეგებზე? - თავი მისი მკერდიდან წამოვწიე და თვალებში მივაშტერდი.
-ჰმ, - ჩაცინა, - შენ გგონია ჩემი შვილის დაბადების დღეს გამოვტოვებდი? - წარბებაწეულმა ღიმილით მკითხდა და მხოლოდ მაშინ მომაგონდა რომ ხვალ დაბადების დღე მქონდა.
ღმერთო, რამდენი რამ მოხდა. ამ აურზაურმა კი ყველაფრი გადამავიწყა. თვით ჩემი დაბადების დღეც კი.
მამას გავუღიმე და ისევ მივეკარი. თვალები დავხუჭე და მისი სურნელი შევიყნოსე, რომელიც ასე მომნატრებოდა.
არ მეგონა ამ დღეების განმავლობაში რამე თუ მოახერხებდა ჩემი ხასიათის ასე შეცვლას, მაგრამ ზეინის ამბავი და ქცევა გულში ხინჯად მაინც მაწვა.
ოჯახური ვახშმის შემდეგ, ჩაის ფინჯნებით ხელში, ყველამ ერთად სავარძლებზე მოკალათებულებმა მოვიყარეთ თავი და ჭორაობაში ჩავებით. რათქმაუნდა მე მამას არ ვშორდებოდი. ხოლო როდესაც ძალიან დაღამდა ყველანი საძინებლებში გავიკრიფეთ და ამდენი ხნის შემდეგ გაღიმებულს მიმეძინა.
ძილში ვიგრძენი, როგორ შემოაღო ვიღაცამ ჩვენი ოთახის კარი. საბნები მე და ლილის შეგვისწორა და შემდეგ შუბლზე მეამბორა და გავიდა. რათქმაუნდა მამა იყო, მაგრამ საოცრად დაღლილს თვალის გახელის ძალაც კი აღარ შემწევდა.
დილით სიმღერის ხმამ გამომაფხიზლა. თვალები გავახილე და საწოლზე წამოვჯექი,თვალები მოვიფშვნიტე და კარებში მდგარ ბიძიას,მამიდას,ლილის და მამას შევეჩეხე,რომლებიც დაბადების დღის სიმღერას მიმღეროდნენ და მილოცავდნენ ამ დღეს. არ მჯერა,დღეს სრულწლოვანი გავხდი! მამას ხელში პატარა ტორტი ეჭირა და შიგნით 18 სანთელი იყო ანთებული. მამა საწოლთან მოვიდა და ტორტი წინ გამოწია
-სურვილი ჩაიფიქრე და ჩააქვრე -ლილიმ მითხრა,თან თვალი ჩამიკრა. გამეცინა. სურვილი ჩავიფქირე,შემდეგ კი ორი სულის შებერვით ჩავაქრე 18ივე სანთელი. ტაში დამიკრეს და ყველამ ერთად მომილოცა. მამამ გულში ჩამიკრა,შუბლზე მაკოცა,კიდევ ერთხელ მომილოცა და შემდეგ ყველა გარეთ გავიდა,რომ გამომეცვალა. როდესაც სკოლის ფორმა ჩავიცვი ჩანთა მოვიწესრიგე და ქვევით ჩავედი.
-ლილი,წავედით სკოლაში -ვუთხარი ლილის,მამასთან მივედი და მოვეხვიე
-წარმატებულ დღეს გისრუვებ,შვილო -შუბლზე მაკოცა და მეც გაღიმებული გავედი გარეთ.
მე და ლილი ერთად მივედით სკოლამდე და კლასშიც ერთად შევედით,შიგნით რამდენიმე ბავშვი იჯდა მხოლოდ,კუთხეში დავინახე ნაილი,რომელიც უაზროდ ჩაშტერებოდა წიგნებს და ფიქრებით სხვაგან იყო. მის დანახვაზე ზეინი ამომიტივტივდა გონებაში,გამახსენდა,რომ მან ჩემთან შეხვედრაზე ბოლოს უარი თქვა. ღრმად ამოვიოხრე,ნაილთან მივედი და გვერდით მივუჯექი
-ნაილ -ხელი წინ ავუქნიე,რომ გონზე მოსულიყო,როდესაც დამინახა წარბები შეკრა და გაკვირვებულმა გამომხედა
-ნაილ,ზეინს უთხარი რომ მნახოს,ჩემთან შეხვედრაზე უარს ნუ ამბობს -მინდოდა მკაცრად ნათქვამი გამომსვლოდა და მგონი გამომივიდა კიდეც.
-არ შეგხვდება ანაბელ,გაიგე-ამოიოხრა
-შემხვდება -ჩემს სიტყვებში დარწმუნებულმა მივუგე -თუ შენ დაარწმუნებ,რომ მნახოს დაგიჯერებს და აუცილებლად შემხვდება.
-ანაბელ... -გაპროტესტებას აპირებდა,მაგრამ არ დავაცადე თქმა
-ნაილ,დაარწმუნე,რომ შემხვდეს,გთხოვ. ეს ძალიან მჭირდება, ჩვენი ძველ მეგობრობის გულისთვის მაინც გააკეთე ეს.-ნაილმა ამოიოხრა
-ძველი მეგობრობა. -ამოიბუტბუტა გულნატკენმა -არ მინდა რომ ძველი იყოს -ხმადაბლა თქვა. ამოვიოხრე და თავი დავხარე.
-დღეს მნახველების დღეა,დაველაპარაკები
-მპირდები? -მის ზღავასავით ლურჯ თვალებში ჩავაშტერდი
-გპირდები -მიპასუხა და ამ დროს მასწავლებელიც შემოვიდა. ჩემს ადგილას გადავჯექი და მთელი არსებით ვცდილობდი კონცეტრაცია გაკვეთილზე გამეკეთებინა,რაც ძალიან რთული აღმოჩნდა.
როდესაც სკოლა დასრულდა მაშინვე დავტოვე კლასი და სახლში წავედი. როდესაც შევედი მამა და მამიდა სამზარეულოში რაღაცას აკეთებდნენ თან საუბრობდნენ.როდესაც დამინახეს გამიღიმეს და საუბარი განაგრძეს,მამიდასაც მოენატრა მისი ძმა და საუბრით ვერ იჯერეს ჯერაც გული. სამზარეულოში შევედი და დავინახე რომ სუფრას ლამაზად შლიდნენ. მინდოდა მეკითხა რას აკეთებდნენ,მაგრამ გამახსენდა,რომ ჩემი დაბადების დღე იყო და მისთვის ემზადებოდნენ,მაგრამ მე სხვა გეგმები მაქვს. ცოტა შევჭამე,როდესაც დავნაყრდი ოთახში ავედი და ვეცადე წიგნებისთვის გული დამედო და რამე გამეკეთებინა,მაგრამ როდესაც მახსენდებოდა,რომ რამდენიმე საათში ციხეში ზეინს შევხვდებოდი მთელს ტანში მცრიდა და ენით აუღეწერელი ემოციები მეძალებოდა. ღრმად ამოვისუნთქე და ბოლოს ოთახში აქეთ-იქით სიარულს მოვყევი,დრო ჩემი ჯიბრით ნელა გადიოდა,მაგრამ როდესაც საათმა ხუთი ჩამოკრა მაშინვე ოთახიდან გავიქეცი და კარისკენ წავედი,ვეცადე ძალიან ჩუმად გავსულიყავი სახლიდან და ეს შევძელი,ისე გამოვიპარე,რომ ვერავინ შემამჩნია.
სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი და ხელები ნერვიულობისგან გამიოფლიანდა. როდესაც ციხის წინ დავდექი ღრმად ამოვიოხრე და თვალებით ნაილის ძებნა დავიწყე. უამრავი მნახველი ირეოდა იქ,თვალებით კი ქერა ბიჭს ვეძებდი.როდესაც ნაილის ხმა გავიგე,მისკენ წავედი
-მიდი,შედი-მითხრა და გამიღიმა. მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე და უკვე უნდა გავტრიალებულიყავი,როდესაც ნაილმა გამაჩერა
-ეს ჩემი დაბადების დღის საჩუქარი იყოს -ხმადაბლა მითხრა. მისმა სიტყვებმა ღიმილი მომგვარეს,
-დაბადების დღეს გილოცავ ანაბელ- მითხრა ღიმილით და მომეხვია. ნაილის ჩახუტებან თითქოს შედარებით დამამშვიდა, ღრმად ამოვისუნთქე მადლობა გადავუხადე ნაილს და რიგში ჩავდექი. რეგისტრაცია გავიარე და შიგნით შევედი. ნერვიულობისგან მთელი სხეული მითრთოდა,გული კი ყელში მებჯინებოდა. ბადრაგმა ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა და ჩემს ადგილას დამსვა,ხელები მაგიდაზე დავალაგე და ველოდებოდი როდის შემოიყვანდნენ ზეინს,ნერვიულობა კი პიკს აღწევდა. როდესაც კარის ხმა გავიგე თავი ავწიე და მონატრებულ შავ თვალებს შევეჩეხე,მაგრამ ეს ის ზეინი არ იყო,რომელიც მე გავიცანი,თითქოს ერთი თვის ნაცვლად საუკუნე გასულიყოს,თვალები ჩაცვენილი ჰქონდა,მისი ყავისფერი თვალები კი,რომელიც აქამდე სულ ეშმაკურად ანათებდნენ, ახლა თითქოს მთლიანად სევდას მოეცვა და ჩამქვრალიყვნენ. მის დანახვაზე გული ჩამწყდა,განადგურებული ჩანდა. როდესაც მე დამინახა შეკრული წარბები გახსნა და დავინახე როგორ გაიღიმა. ბადრაგმა ჩემთან მოიყვანა და წინ დასვა,შემდეგ კი მარტო დაგვტოვეს. ცოტახნით ხმას არცერთი ვიღებდით და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. სახის ნაკვთები თითქოს უფრო გამკაცრებული და გაუხეშებული მეჩვენა.
-მომენატრე -ხმადაბლა ვთქვი. ეს სიტყვები გულიდან წამოსული სიტყვებია,რომელიც დიდი ხანია მინდოდა მისთვის მეთქვა. სახეზე დავაკვირდი,ვერანაირი ემოციის წაკითხვა ვერ შევძელი,მისი დუმილი კი სულს მიღრღნიდა. თავი დახარა და ამოიოხრა
-შენ არ მოგენატრე? -ვკითხე,თავი ამოწია და თვალებში ჩამხედა
-ამას ახლა აღარანაირი მნიშნველობა აღარ აქვს -მის ხმაშიც კი ტკივილი იგრძნობოდა. -ანაბელ,უნდა შეეგუო ამ ყველაფერს. კიდევ დიდხანს ვერ შემხვდები,შეიძლება რამდენიმე თვე ან სულაც რამდენიმე წელი ვიყო აქ, -ამოიოხრა.
-კი მაგრამ შენ ის მკვლელობა არ ჩაგიდენია! - პროტესტის ნიშნად წამოვიყვირე, - მაშინ მითხარი რომ არაფერი დაგიავებია! გამორიცხულია სხვისი დანაშაულის გამო აქ გამოგკეტონ! - თვალებში მივაჩერდი და მისგან დასტურს მოველოდი, - ეს შენ არ გიქნია არა? - იმედით აღსავსე მივაჩერდი. ზეინი კი კრინტსაც არ ძრავდა, უბრალოდ მიყურებდა, - მითხარი რომ შენ არ გიქნია ზეინ..
-არა, - ამოიოხრა მან, - ეს მე არ გამიკეთებია. - გულიდან ლოდი მომეშვა და გავიღიმე.
-დამიჯერე აქედან მალე გამოხვალ.
-არა ანაბელ, - თავი გააქნია ზეინმა, - მე არ ვიმსახურებ გარეთ ყოფნას, მითუმეტეს შენს გვერდით. -ამოვიოხრე და იმის ნიშნად რომ არ ვეთანხმებოდი თავი გავიქნიე.
-ანაბელ შემომხედე, ნახე სად ვარ. მე ისიც კი არ შემიძლია ისე მოგილოცო დაბადების დღე როგორც ამას შენ იმსახურებ-გამეღიმა, როგორც ჩანს ნაილმა უთხრა, რომ დაბადების დღე მაქ. ხელი ავიღე და მის ხელს დავადე.
-ჩემთვის ისიც საკმარისია,რომ აქ ვარ და გელაპარაკები- გულწრფელად ვუთხარი. ზეინმა ღრმად ამოიოხრა და თავი გააქნია.
-გილოცავ -ბოხი,გაბზარული ხმით ამოიჩურჩულა. ხმადაბლა მადლობა გადავუხადე და ნერწყვი გადავყლაპე, რომ გამშრალი პირი ცოტათი მაინდ გამესველებინა.
რამდენიმე წუთი ხმა არცერთს ამოგვიღია,ბოლოს კი გადავწყვიტე,რომ ეს სიჩუმე დამერღვია.
-რატომ არ მაძლევდი უფლებას რომ მენახე? -ზეინს ტკივილისგან სახე დაემანჭა.
-არ მინდა რომ აქ მოდიოდე და მნახულობდე, საერთოდ აღარ მინდა ჩემთან კონტაქტი გქონდეს.
-სულ მალე გამოხვალ და ყველაფერი ძველებურად იქნება -არ ვნებდებოდი.
- ჯანდაბა ანაბელ! აღარაფერი აღარ იქნება ძველებურად- ზეინს ბრაზი შემოაწვა. მუშტი მაგიდაზე დაარტყა და საზურგეზე გადაიწია. შემდეგ თვალები დახუჭა, ნესტოებით ჰაერი ღრმად შეისუნთქა, თვალები ისევ გაახილა და მე მომიბრუნდა უფრო დამშვიდებული, -მე შენი შესაფერისი არ ვარ, ანაბელ. დიდ შარში გაგხვევ, დამიჯერე! მე არ ვარ ის ბიჭი , რომელიც შენ გჭირდება! მე ყველაფერს ვაფუჩებ, უბრალოდ დამტოვე...
-არ შემიძლია...
-სერიოზულად ანაბელ, ჩემგან თავი შორს დაიჭირე. შენ ვერც კი წარმოიდგენი ისეთი საშინელებები მაქვს ჩადენილი.
-გთხოვ, შეწყვიტე.
-არა, ანაბელ შენ არ გესმის, მე.. -ამის მოსმენა მეტი აღარ შემეძლო.
-ზეინ, მიყვარხარ! -ტკივილით აღმომხდა პირიდან
ზეინი გაშრა. რაღაცის თქმას ლამობდა, მაგრამ თითქოს საუბარი დაავიწყდაო, ისე პირდაღებული და თვალებგაფართოებული მომაჩერდა. ისე მიყურებდა თითქოს შეშლილი ვყოფილიყავი. შემდეგ სახეზე ტკივილი აღებეჭდა. საშინელი ტკივილი, რომელსაც მეც დაუფარავად მაჩვენებდა.
-თქვენი დრო ამოიწურა - ორივენი შევკრთით, როდესაც ბადრაგმა მკაცრი ტონით და ხმამაღლა მოგვახალა. ზეინმა ბოლოჯერ წყლიანი თვალებით შემომხედა, ამოტრიალებული მტევანი ცრემლით დასველებულ ლოყაზე ნაზად მომისვა და ბადრაგებს ხმის ამოუღებლად გაჰყვა. ამ ცარიელ ოთახში კი სრულიად მარტო ჩემს გრძნობებთან ერთად დამტოვა. მინდოდა გავკიდებოდი და ზეინი მათთვის არ დამეთმო, არ გამეტანებინა მათთვის, მაგრამ სრულიად უძლური ვიყავი.
ცრემლები უკვე ღვარად ჩამომდიოდა თვალებიდან და მკერდზე მეცემოდა.ერთ ადგილას გაშეშებული ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა,უბრალოდ ცხარე ცრემლით ვტიროდი და ვაძლევდი მათ იმის უფლებას რომ ის,რასაც შიგნით ვგრძნობდი,გარეთ გამოსულიყო.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now