-წამოდი, - ქვემოდან ამომძახა ზეინმა. ხელები აივნის კიდეებს მაგრად ჩავჭიდე, არ ვიცოდი რა მექნა და თავი მისგან როგორ დამეღწია. მთელი დღეა ჩემი და ჰარის საუბარი თავში მიტრიალებს.
-არ შემიძლია, - ჩუმად ჩავსძახე და კბილებით ლოყის შეიგნიდან ხორცის კვნეტა დავიწყე.
-რა? - სახე მოექუფრა ზეინს.
-არ შემიძლია, ბევრი სამეცადინო დამიგროვდა. შემდეგისთვის გადავდოთ, - ის ის იყო უკან უნდა შევბრუნებულიყავი, რომ ზეინმა ჩემი სახელი ხმამაღლა დაიძახა და მეც შეცბუნებული სწრაფად შემოვტრიალდი.
-ჩუმად გაიგონებენ! - ბრაზით ვუთხარი და საჩვენებელი თითი ტუჩებზე მივიდე. ზეინს ბოროტად გაეცინა.
-ან ჩემთან ერთად ახლავე წამოხვალ, ან იგივეს გავიმეორებ, - თავხედურად მომაჩერდა ქვემოდან. თვალები გადავატრიალე და დაჟინებით მივაჩერდი.
-ანაბელ, - ჩუმად თქვა, მე კი თავი გავაქნიე, - ანაბელ! - ცოტა უფრო ხმამაღლა წამოიძახა.
-კარგი! კარგი! - თვალებგაფართოებულმა ჩავძახე, - ფეხზე გამოვცვლი და ჩამოვალ!
-ხუთ წუთს გაძლევ თორემ ვიყვირებ, - ხითხითით ამომძახა, თვალები კიდევ ერთხელ გადავატრიალე მის მომთხოვნელობაზე. ფეხზე ჩავიცვი და აივნიდან გადმოვძვერი. როდესაც საკმაოდ ქვევით ვიყავი, ზეინი წელში მწვდა, ძირს დამსვა და თავი ჩემსკენ გამოწია, მაგრამ ხელები გულზე მივადე და გავიწიე.
-რა გჭირს? - გაკვირვებულმა მკითხა.
-არაფერი, - მხრები ავიჩეჩე, - სად მივდივართ? - ვითომც არაფერიო ისე შევეკითხე. ზეინმა წარბები შეკრა და ისე მომაშტერდა, მე კი უდანაშაულოდ გავიღიმე.
-წამოხვალ და ნახავ, - ხელი მაგრად ჩამჭიდა და თან წამიყოლა.
-შეაკეთე? - აღტაცება ვერ დავფარე მოტოციკლი რომ დავინახე.
-არაა ჩემი- ამოილუღლუღა ზეინმა. ახლოს რომ მივედით მართლაც შევამჩნიე განსხვავება მოტოციკლეტებს შორის. თავზე ჩაფხუტი დამაფარა, შემდეგ თვითონაც მოირგო, ორივენი ბაიკზე შემოვჯექით ხელები წელზე მჭიდროდ შემოვხვიე და ზეინმაც დაძრა. ნელა ატარებდა. მიუხედავად იმისა რომ დღეს ჰარიმ ასეთი რამ მითხრა მასზე,მასთან მაინც დაცულად ვგრძნობ თავს.რამდენიმე ხნიანი მგზავრობის შემდეგ მოტოციკლეტი ტყესთან შეაყენა, იქიდან ფრთხილად გადმოვედი. ყურთასმენა დავძაბე რადგან შორიახლო ხმაური მესმოდა. ზეინმა ფრთხილად მომხსნა ჩაფხუტი,შემდეგ თვითონ მოიხსნა,ცოტა მოშორებით დავინახე რომ ცეცხლი ენთო და ბიჭების ყიჟინა აყრუებდა არემარეს,ზეინმა კიდევ ერთხელ ნაზად მაკოცა ტუჩებზე და მათკენ წავედით,როდესაც ჩვენ დაინახეს ყველა მოგვესალმა. ხის კუნძთან მივედით, ზეინი ზედ ჩამოჯდა, მე კი შევყოვნდი ადგილს ვათვალიერებდი დასვრილი ხომ არ იყო, რაზეც ზეინს გაეცინა, ხელით დამქაჩა და თავისთან ახლოს დამისვა, შემდეგ კი მკლავი მხრებზე გადამხვია. ჩვენს გვერდით მჯდომი ბიჭებს ხელში სიგარეტი ეჭირათ და ერთმანეთს აწვდიდნენ.როდესაც ზეინს ჯერი დადგა მანაც მოქაჩა და თეთრი ბოლი რგოლებად გამოუშვა. შემდეგ კი მოსაწევი სხვას გადააწოდა. კოცონის ცეცლის ნათება მის სახეზე ლამაზ აჩრდილებად ეფინებოდია, ის იმდენად სიმპატიური იყო რომ ვერც კი მივხვდი რომ მივაშტერდი, ტრანსიდან კი მისმა ღიმილმა გამომარკვია რაც იმას ნიშნავდა რომ შემამჩნია როგორ ვაკვირდებოდი. თავი წამსვე დარცხვენილმა გამოვსწიე და ვიგრძენი ლოყებზე ალმური როგორ მომედო. ჩემს რეაქციაზე უფრო გაეცნა და ცალი ხელით გულში ჩამიკრა. მეც სიამოვნებისგან გავინაბე და ხელები წელზე შემოვხვიე, თვალები დავხუჭე და მისი მამაკაცის სურნელი ხარბად ჩავისუნთქე. სახე გამებადრა როდესაც ფილტვები მისი სურნელით აღივსო და ვიგრძენი როგორ მისვამდა ხელს ზურგზე ზემოთ-ქვემოთ და ასე მეფერებოდა. თავს ამდენი ხნის შემდეგ როგორც იქნა ბედნიერად ვგრძნობდი, ამ პატრა ჟესტითაც კი და ეს მახარებდა.
ამ პატარა და ლამაზმა მომინტმა, სულ გადამავიწყა ჰარის დარიგებები და სახე სიამოვნებისგან გაღიმებულმა წამოვწიე და ხესთან მდგარი კრისტინა დავინახე, ლუდის ბოთლით ხელში. სახემოღრეცილი მოგვშტერებოდა. არ ვიცი, რატომ მაგრამ მესიამოვნა რომ ვაღიზიანებდი. ყველანაირად ცდილობდა ზეინის ყურადღება მიეპყრო, ძალიან თამამ მოძრაობებს აკეთებდა,შემიძლია დავიფიცო,რომ ზეინი ამ ყველაფერს ხედავდა,თუმცა ოსტატურად არიდებდა თავს. ბოროტად გავიღიმე და ზეინს კიდე უფრო ავეკარი, რაზეც მან უფრო მაგრად მომხვია ხელები, მისი სხეულის ვიბრაციაზე კი ვიგრძენი რომ ჩუმად ეცინებოდა ჩემს რეაქციაზე, ცოტათი შემრცხვა მაგრამ არ მანაღვლებდა, ზეინი ახლა ჩემი იყო და არ ვაპირებდი მისი ტავი ისეთი ბოზებისთვის დამეთმო ან გამეყო როგორებიც კრისტინა და მარტინა არიან.
და ამ წამს გავაანალიზე რომ არც ისეთი კარგი ადამიანი ვარ, როგორიც თავი მეგონა რომ ვიყავი. თვალები კრისტინას ნერვებისმომშლელ სახეს მოვაშორე და ზეინის მზერის მიმართულებით გავიხედე და ნაცნობი სილუეტი დავლანდე რომელიც..
უცებ ზეინმა სახე მოატრიალა და თავისი ბაგე ჩემსას ვნებიანად დააწაფა, რაც სავსებით მოულოდნლი იყო, თავიდან ფიქრები გამეფანტა, მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ეს კოცნა სპეციალური იყო რომ არ დამენახა რაც ხდებოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ზეინს ხელები მკერდზე ნაზად მივადე, გავწიე და ლიამისკენ გავიხედე, რომელიც ვიღაც უცნობს კოცნიდა.
-ვერ ვიჯერებ, - წყენით დავილაპარაკე. ლილი სახლში ნერვიულობს მასზე,ტირის და ამბობს რომ ენატრება,ლიამი კი სხვა გოგოსთან არის?!
ზეინს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვიღაც ბიჭებმა შეგვაწყვეტინეს.
-კოცონიდან უკან დაიხიეთ, - არტაცებით სავსე ხმით გვითხრეს. ყვ ელანი წამოიშალნენ, მე კი გაკვირებული წამოვდექი. ზეინს ავხეე. მისი სახე ღიმილს მოეცვა, თვალებში კი ცეცხლის ენები უელვარებდა.
-რა ხდება? - გაკვირვებულმა ვკითხე როდესაც უკან გამიყვანა.
-უყურე და ნახავ, - ჩემს უკან დადგა, ხელები წელზე მომხვია და თავი კისერში ჩარგო.
ბიჭები ცეცხლს მიუახლოვდნენ, ხელში არყის ბოთლები ეკავათ, წარბები შევჭმუხნე რა ჯანდაბას შვებიან?
შევხტი, შეცბუნებულმა წამოვიყვირე და პირზე ხელი ავიფარე როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა არაყი ცეცხლს დაასხა, მისი ენები იმხელაზე ავარდნენ ცაში რომ ის ბიჭი ლამის დაწვეს. მგონი ჩემს გარდა აქ შეკრებილი საზოგადოებიდან ყველა იცინოდა. ზეინიც კი.
-იდიოტი, - სიცილის დროს თქვა და მე შემომხედა. ჩემი შეშინებული სახე რომ დაინახა, გაიკრიჭა, - ნუ გეშინია არაფერი დაშავებია. - თავისი ჭკუით დამამშვიდა და ისევ კოცონს გახედა.
ის ბიჭი, რომელის წამის წინ ლამის დაიწყვა, ტაშით და სტვენით გამოაცილეს, თან ზურგზე ხელებს უბარტყუნებდნენ. შემდეგ კი შორიდან დაისყეს ალკოჰოლური სასმელების კოცონისკენ სროლა, რაზეც ცეცხლი კიდევ უფრო და უფრო იზრხებოდა.
-აი სანახაობაც იწყება, - აღტაცებით თქვა ზეინმა და იქითკენ მიმახედა საითაც უკვე ტრამპლინები დაეყენებინათ. ერთმა მოტოციკლეტისტმა შორიდან აიღო სისწრაფე, ტრამპლინზე აფრინდა, ზუსტან ცეცხლის წვერების სიმაღლის წერტილში ამოტრიალდა და ძირს უსაფრთხოდ დაეშვა.
თვალებგაფართოებული და პირდაღებული მივჩერებოდი ამ სანახაობას, ექსტრემი და ადრენალინი ერთანად მომაწვა სხეულში, ისე რომ ვერც ვკი ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა ფეხები.
-ვაუ, - აღმომხდა როდესაც უფრო რთული ილეთი გააკეთა ერთ-ერთმა. ამან კი როგორც ჩანს ზეინის ყურადღება მიიქცია და შოუდან მზერა ჩემზე გადმოიტანა.
-ყველაფერი რომ არ მქონდეს ჩამსხვრეული განახებდი რა არის ნამდვილი შოუ-დანანებით ჩაილაპარაკა, ხელები კი უფრო მჭიდროდ მომხვია და მაგრად მიმიკრა მის მკერდზე -ამ საქმეში ვერც ერთი ვერ და ვერც ვერასდროს მაჯობებს! - თავმომწონეთ თქვა, მე კი მასზე გამეცინა.
ცეცხლი რომ მინელდა ბიჭებმაც შეწყვიტეს გიჟური ილეთების კეთება და ნელ–ნელა ყველამ სხვა ადგილას გადაინაცვლა. მე და ზეინი ჩვენს კუნძზე დავბრუნდით. თავი მის მხარზე ჩამოვდე და წინ გავიხედე.
–ჰეი ზეინ –შორიდან ლიამის ხმა მომესმა, თავი წამოვწიე და მას შევხედე, როგორც კი დამინახა რომ მეც იქ ვიყავი ნაბიჯებს შეუნელა და კეფის ფხანით მოვიდა ჩვენამდე.
ზეინს ხელი ჩაურტყა და მე უბრალოდ თავის დაქნევით მომესალმა.
–დიდი ხანია აქ ხართ? – იკითხა და ჩვენს წინ, მიწაზე, ჩამოჯდა.
–თუ იმიტომ კითხულობ რომ გაიგო დაგინახა თუ არა ანაბელმა როგორ კოცნიდი ვიღაც გოგოს, საქმეს გაგიმარტივებ და პირდაპირ გეტყვი რომ დაგინახა.– ნიშნის მოგებით უპასუხა ზეინმა და ლიამს მიაშტერდა.
ლიამმა თვალები დაუბრიალა ზეინს და შემდეგ კი მე გამომხედა დამნაშავის თვალებით.
–ლილი შენზე ნერვიულობდა –ვუთხარი და თავი გავიქნიე.
ლილის და ლიამს თითქოს ისეთი იდეალური ურთიერთობა ქონდათ, ვიცოდი რომ ლიამი უცოდველი არ იყო, მაგრამ მაინც ვერ წამოვიდგენდი რომ ლილის ესე მოექცეოდა.
თვალები გადავატრიალე, როდესაც თავის ჩვეულ ადგილას მდგარი კრისტინა დავინახე. თითებით თავის ისედაც მოკლე კაბას აწვალებდა და ქვედა ტუჩს იკვნეტდა. თვალები გამიფართოვდა, როდესაც ხელები მკერდისკენ წაიღო და თავისი ისედაც დიდი დეკოლპტე კიდევ უფრო გაიდიდა, თავისი დიდი მკერდი გამოაჩინა და ზეინს თვალი ჩაუკრა. ეჭვიანობამ ერთიანად მოიცვა ჩემი სხეული და დაბღვერილი მივაჩერდი კრისტინას, მაგრამ თითქოს თავზე ცივი წყალი გადამასხესო ისე გავხევდი, როდესაც ზეინი ფეხზე წამოდგა და კრისტინასკენ წავიდა.
–მოვალ მალე –როგორც ჩანს ზეინს ნებისყოფა არ ეყო. ჩემს თავს ვსჯიდი რომ ასეთი ბავშვური ვიყავი და არა კრისტინასავით მიმზიდველი ქალი. თავს საშინლად დამცირებულად ვგრძნობდი, როდესაც იმ ქალის სახეზე გამარჯვებულის ღიმილს ვუცქერდი.
მისგან მზერა ლიამისკენ გადავიტანე, რომელიც ამდენი ხანი ჩუმად იჯდა.
–ვწუხვარ, –თქვა და ფეხზე წამოდგა. –მართლა– დააყოლა და ცოტა ხანში ისიც მომშორდა და სადღაც გაუჩინარდა. თვალი ისევ ზეინისკენ და კრისტინასკენ გამექცა, შევნიშნიშნე როგორ წაიღო კრისტინამ ხელი და ზეინს წელზე შემოხვია, ამის დანახვაზე თითქოს მუცელში რაღაც ჩამწყდა. ზეინმა მისი ხელი მოიშორა, რაღაც უთხრა და ჩემკენ წამოვიდა.
ნელ–ნელა ვრწმუნებოდი რომ აქ წამოსვა სრული სისულელე იყო, ჰარისთვის უნდა დამეჯერებინა, როცა მითხრა რომ ზეინისგან თავი შორს დაემჭირა.
ამოვიოხრე, როცა ზეინი ისევ გვერდით მომიჯდა. საკოცნელად წამოიწია, მაგრამ მაშინვე თავი გავწიე.
–მოხდა რამე? –დაეჭვებულმა იკითხა.
–არაფერი, სახლში მინდა წასვლა. წამიყვან?
ზეინი ისევ ჩემსკენ გამოიწია, მაგრამ თავი ისევ ავარდიდე.
–წამიყვანე, გთხოვ– შევევედრე.
–ვერ ვიტან როცა რაღაც არ ვიცი, მითხარი რა ხდება. ლიამმა გითხრა რამე? –საუბრის ტონზე დაეტყო როგორ დაიძაბა.
–არაფერია –კიდევ ერთხელ მოვიტყუე და წინ გავიხედე.
ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა, არც ზეინი და არც მე რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმას არ ვიღებდით, ზეინმა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა. სიგარეტი საკმაოდ მალე ჩაიყვანა ბოლომდე, დადარჩელილი ბიჩოკი კი შორს მოისროლა.სიჩუმეს ვეღარ ვუძლებდი ამიტომ ბოლოს მე დავიწყე ლაპარაკი.
–ჰარის დასთან იყავი? –გადავწყვიტე სიმართლე გამერკვია და ზეინისთვის პირდაპირ მეკითხა რაც მაინტერესებდა.
–კი, მაგრამ შენ რატომ ხარ ამით დაინტერესებული? –ზეინი არ მოელოდა ამ კითხვას.
–შენ ის გამოიყენე?
–საიდან გაიგე, ჰარიმ გითხრა? –მე უბრალოდ თავი დავუქნიე მას და რამდენიმე წამით ისევ გავჩერდით ორივე.
–მან მითხრა რომ მისი და გამოიყენე და შემდეგ როცა მიიღე ის რაც გჭირდებოდა მაშინვე მიატოვე. მეც იმავეს მიპირებ? –ეს იყო ის რაც ყველაზე მეტად მაშინებდა.
–კიდევ რა გითხრა ჰარიმ? –ზეინმა ჩემი კითხვა დააიგნორა.
–ის რომ შენგან თავი შორს დამეჭირა.
–და მაგის გარდა კიდევ გითხრა რამე? –ზეინი უფრო მეტის გაგებას ცდილობდა.
–არა– თავი გავიქნიე.
–შემომხედე – მითხრა და თავი შემომატრიალებინდა.
–გპირდები არასდროს გაგაკეთებინებ ისეთ რამეს რაც შენც თითონ არ გენდომება. არ ვაპირებ შენს გამოყენებას –თვალებში ჩამაშტერდა. –გჯერა ჩემი?
არ ვიცი რატომ, მაგრამ გაუზარებლად მაშინვე თავი დავუქნიე. ზეინს ჩაეღიმა, ხელები მაგრად მომხვია და გულში ჩამიკრა.