თავი 49

939 70 1
                                    

  -ანაბელ,რაც აქ წერია მართალია? - თვალებ გაფართოებულმა, ლამის მკვდარივით გამწვანებულმა მამაჩემმა ფურცელი ხელში აატრიალა. თავზე თითქოს ყინულიანი წყალი გადამავლესო, ისე დამიარა სიცივემ ძარღვებში. ოღონდაც ის არ იყოს რასაც მე ვფიქრობ! მასთან ახლოს მივიწიე და ვნახე რა ფურცელიც ეჭირა ხელში. ჯანდაბა! ეს ის ფურცელია, სადაც ყველა ის ცუდი რამ ჩამოვწერე რაც ზეინის გამო დამემართა.
თვალებში ვერც კი შევხედე ისე გავაქნიე თავი.
-ანაბელ, თვალებში შემომხედე, - თავი ნელა ავზიდე და თვალებში ჩავაშტერდი, - რაც ამ ფურცელზე წერია მართალია? - თვალები ავარიდე, მაგრამ ნიკაპში თითები ნაზად წამავლო და სახე ამაწევინა, - მიყურე და ისე მითხარი!
თავი ვეღარ შევიკავე, ნიკაპი ამიკანალდა და შემდეგ ავსლუკუნდი. მამას თვალები გაუფართოვდა და ჩემგან უკან დაიხია.
-ჩემი ბრალია, - თავზე ხელები შემოიჭდო, - აქ მარტო არ უნდა გამომეშვი!
-მამა არაა შენი ბრალი -სლუკუნით ძლივს წარმოვთქვი.
მამა ჩემკენ წამოვიდა და ძლიერად ჩამიკრა გულში.
-ღმერთო, რამდენი რამის გადატანა მოუხდა ჩემს საბრალო გოგოს -უფრო და უფრო მეკვროდა. -ძალიან ვწუხვარ რომ ეს გამოიარე. -ხელები გამიშვა.
-აქამდე ამის შესახებ რატომ არ მითხარი? დაგეხმარებოდი -ღმერთო ჩემო, მას გონია რომ მე ამის გამო ახლაც ვიტაჯები. რომ გაიგოს რომ ზეინს ყველაფერი ვაპატიე ალბათ ჭკუიდან შეიშლება.
-მითხარი ვინ იყო ის ნაბიჭვარი და გპირდები ამისთვის აუცილებლად დაისჯება. -თავი სუკუნით გავიქნიე. არ მინდოდა მას გაეგო, რომ ეს ზეინმა ჩაიდინა, მითუმეტეს არ მინდოდა რომ ის ისევ ციხეში მოხვედრილიყო ან რამე უბედურება მომხდარიყო.
-ეს ყველაფერი დამთავრდა, აღარაა ამის გახსენება საჭირო.
-ანაბელ შვილო, შენ გცემეს და გაუპატიურება დაგიპირეს, ეს ესე არ უნდა შერჩეთ.
-მამა გთხოვ, მე მას ყველაფერი ვაპატიე.
-ეს ზეინმა გააკეთა? - ხმამაღლა,მკაცრი ტონით იკითხა შევკრთი.
-მამა.. -ვეცადე რამე მეთქვა, მაგრამ გამაჩერა
-ხო ეგ ნაბიჭვარია. ახლავე პოლიციაში მივდივართ -კარისკენ გაბრუნდა,მაგრამ მკლავებში ხელები წავავლე და გავაჩერე
-მამა არ გინდა გთხოვ!-ვტიროდი. ჩვენს ხმაზე მთელი ოჯახი მისაღებში გამოვიდა.
-რა ხდება? -ბიძიამ იკითხა. ყური მოვიყრუე მის კითხვაზე და მამას შევხედე. ისევ ზევიდან დამყურებდა და რაღაცაზე ფიქრობდა. როდესაც ვიფიქრე,რომ გადაიფიქრა და უნდა ამომესუნთქა ზუსტად ამ დროს ჩამესმა მისი საშინელი სიტყვები ყურებში.
-სწრაფად ბარგი ჩაალაგე,ხვალვე სახლში ვბრუნდებით! -
-არა,გთხოვ..
-ანაბელ! ოთახში ადი და ბარგი ჩაალაგე! სახლში ვბრუნდებით! -ხმის ტონს აუწია. ცრემლები უკვე ღაპა-ღუპით წამომივიდა თვალებიდან. მამა ცხოვრებაში ასე არასდროს არ დამლაპარაკებია. არეული სახით მოვტრიალდი და ჩემი ოთახისკენ წავედი. სკამზე ჩამოვჯექი და რაღაც წერტილს უაზროდ მივაშტერდი, თან ცრემლები გაუჩერებლად მიიკვლენდნენ გზას ლოყებზე. ერთადერთი რასაც ახლა ვგრძნობდი ზიზღი იყო. მეზიზღებოდა მამაჩემი, მიუხედავად იმისა, ვიცოდი რომ სწორად იქცეოდა და მის ადგილას ყველა მამა ასე მოიქცეოდა. და ასევე ჩემი თავიც მძულდა რომ ასეთი დაუდევარი ვიყავი. როგორ არ დავხიე ფურცელი და როგორ არ გადავაგდე. რომ გადამეგდო და საერთოდ რომ არ დამეწერა ეს ხომ არ მოხდებოდა? ჩემი სისულელის გამო ძლივს სიციდან გამოსული ზეინი უკან რომ დაბრუნდეს ამას ვერასდროს გადავიტან. თუ ხვალ აქედან წავალთ მამა ალბათ აღარ უჩივლებს. ღმერთო ჩემო, ოღონდ არ უჩივლოს და მზად ვარ დღესვე წავიდე აქედან. ჩემოდანი საწოლის ქვეშიდან გამოვაცურე და ბარგის ჩალაგება დავიწყე. ცოტახანში ოთახში ლილი შემოვდა.
-ანაბელ ძალიან ვწუხვარ -თავი გაიქნია და თვალებიდან გადმოგორებული ცრემლი მოიწმინდა.
-ლილი არ მინდა აქედან წასვლა -ვუთხარი და ავქვითინდი -არც შენგან მინდა შორს ყოფნა და არც ზეინისგან. -მაჯით ცრემლები მოვიწმინდე.
-დაველაპარაკოთ მამაშენს და ვთხოვოთ რომ დაგტოვოს.
-აზრი არ აქ, ის აქ არ დამტოვებს.
-ზეინის ნახვას არ აპირებ? -მხრები ავიჩეჩე -წადი და ბარგს მე ჩაგილაგებ.
-და რა ვუთხრა?
-უბრალოდ დაემშვიდობე -ლილის ნათქვამზე გულში რაღაცამ ძალიან მწარედ გამკრა. დავემშვიდობო? არა არ მინდა! არ მინდა რომ დავემშვიდობო! დღეს ბოლოსდაბოლოს მითხრა რომ ვუყვარვარ და ზუტად მაშინ ვტოვებ. ეს ცხოვრება ნამდვილად არაა ჩემთავის. საშინლად გამწარებულმა ჩემი ბედი დავწყევლე! როდესაც ცხოვრება ბოლოს და ბოლოს რაღაცას მაძლევს, დაახლოებით რამდენიმე საათში ათი იმდენს მართმევს!
ცრემლები კიდევ ერთხელ მოვიწმინდე და აივანზე გავედი, იქიდან კი ძრს ჩავძვერი და ზეინის სახლისკენ წავედი.აქამდე არასდროს მქონია საშუალება ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის ნახვამდის მეთქვა, მაგრამ ახლა შანსი მქონდა და ეს ხელიდან არ უდნა გამეშვა. გიჟივით ავირბინე პარმაღზე და კარებზე ბრახუნი დავიწყე.
-ანაბელ? - კარი გაიღო და ხელთ გაკვირვებული ზეინი შემრჩა. პასუხად არაფერი მითქვამს ისე მოვხვიე ძლიერად ხელები.
-ანაბელ,რა მოხდა? - მკითხა როდესაც გამოვიწიე, - ანაბელ? - ხმაზე აშკარად დაეტყო ანერვიულება, როდესაც ჩემი დაისებული თავლები დაინახა.ხელი მომკიდა და სახლში შემიყვანა.თავი ფრთხილად ამაწევინა და რა წამსაც მის თაფლისფერ თვალებს შევხედე გული უფრო მომიკვდა. არ მჯერა,რომ ამ თვალებს ბოლოჯერ ვხედავ. ზეინს ჩემი სახის დანახვაზე სახე წაუხდა და სახიდან ფერი წაეშალა.
-ანაბელ,ამოღერღე რა მოხდა -განერვიულებულმა ხელები თმაში შეიცურა და სახეზე დამაკვირდაა. არ ვიცოდი როგორ დამეწყო ლაპარაკი. თავს საშინლად ვგრძნობდი.
-ლონდონიდან მივდივარ. -რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ვთქვი.
-და როდის ჩამოხვალ? -ზეინი დაბნეულს გავდა.
- სულ მივდივარ -ძლივს გავბედე ამის წარმოთქმა.
ზეინმა ჩაიცინა, მაგრამ ეს ნერვიულობისგან გამოწვეული სიცილი უფრო იყო.
-რას ქვია სულ მიდიხარ ანაბელ? -ხმა გაუმკაცრდა.
-მ-მამამ ის ფურცელი ნახა და..
-რა ფურცელი?
-სადაც ყველაფერი ეწერა რაც აქ გადამხდა -თავი გავაქნიე და ცრემლები მოვიწმინდე. -არ ვიცი რა ვქნა, - ამოვიოხრე და შველით აღსავსე თვალებით მას მივაჩერდი.
-წინააღმდეგობა გაუწიე?
უარის ნიშნად თავი გავიქნიე და დარცხვენილმა თვალი ავარიდე.
-რატომ?- წარბები შეკრა, -წასვლა გინდა ანაბელ?
-არა,უბრალოდ ის მამაჩემია და მას უნდა დავემორჩილო.
ზეინმა ისევ ჩაიცინა.
-და აქ რიღასთვის მოხვედი?
-იმისთვის რომ...-ნერწყვი გადავყლაპე, რადგან ყელში გაჩხერილი ბურთულა ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევდა -რომ დაგემშვიდობო.
-რომ დამემშვიდობო? -დაიღრინა -ამ ყველაფრის მერე როგორ მიდიხარ.
-აბა რა გავაკეთო?
-შეეწინააღმდეგე! - ხმას აუწია.
-და ეგ რას შეცვლის? მაინც არ დამტოვებს. ღმერთო ჩემო ზეინ! მან ყველაფერი იცის რაც გამოვიარე და გგონია ჩემი შეწინააღმდეგება რამეს უშველის?
-სცადე!
-არ შემიძია. მაშინვე პოლიციაში წავა.
-კარგი, ნახვამდის მაშინ. -არაფრის მთქმელი მზერით შემომხედე.
-ზეინ გთხოვ... -არ მინდოდა ჩემზე გაბრაზებული ყოფილიყო
- რა ჯანდაბა გინდა ანაბელ! გიდნა გადაგეხვიო და მშვიდობიანი მგზავრობა გისურვო?
-არა. ჯანდაბა! -ახლა მე დავიყვირე -საერთოდ არ მინდა წასვლა!
-მაშინ გააკეთე რამე -ისიც ყვიროდა.
-არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
-ანაბელ შემომხედე -ძარღვები დაეჭიმა. -ხვდები რომ ვეღარ მნახავ? -ყბებში ძლიერად წამოვლო თითები. -ხვდები?
-ზეინ გეყოს -შევევედრე.
-ანაბელ დამპირდი რომ რამეს იზავ და დარჩები -სიმწრისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. მას ვერ დავპირდებოდი რომ დავრჩებოდი, ეს იყო რაც ყველაზე მეტად მინდოდა, მაგრამ ეს სრულიად არარელაური იყო, მამა აქ არ დამტოვებდა. -ანაბელ წადი - როცა ჩემგან პასუხი ვერ მიიღო დაიყვირა და ხელი კარისკენ გაიშვირა.
-რა? - ყბა ჩამომივარდა.
-რა და რაც გაიგე! - დამიღიალა, - წადი! - იდაყვში ხელი წამავლო და კარისკენ გამათრია.
-რატომ აკეთებ ამას?
-იმიტომ რომ დამპირდი არ დამტოვებდი, მაგრამ პირობა არ შეასრულე. -მითხრა და ჩემს ზურგს უკან კარი გამოიჯახუნა.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now