-არა ლილი. ისინი არ მკადრულობენ მე! - დავიბუზღუნე და ლოგინში შევწექი. არ მინდოდა მათ წვეულებაზე წასვლა, სხეულში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მეშინოდა იქ წასვლის. არ ვიცი, მაგრამ თავს პირობა მივეცი რომ ასეთ უხეშ ხალხთან ურთიერთობას გავწყვეტდი! ხვალ ლილის ვეტყვი რომ ცუდათ ვარ და ვერ წავალ.
-კარგი რა ანაბელ, რატომ ფიქრობ მასე, ისინი ასეთები არიან, ცოტა უხეშები, მაგრამ თავს დავდებ ყველაზე კეთილი გული აქვთ. უბრალოდ ხალხს არ უჩვენებენ.
თვალები გადავატრიალე, ლილის ნათქვამი ძალიან სულელურად ჩანდა, მას შემდეგ რაც ჰარის და ზეინის ჩხუბს შევესწარი.
-სისულელეა. ძალიან საშიში ადამიანები არიან, - ხელით ბალიში გავასწორე.
-საიდან მოიტანე, - ლილიმ ჩაიხითხითა და რახან მე მისკენ ვერ გადამატრიალა, თვითონ გადმოძვრა ლოგინის მეორე მხარეს, ისე რომ სახეები ერთმანეთის საპირისპიროდ გვქონოდა, მიღიმოდა.
-დღეს ზეინის და ჰარის ჩხუბს შევესწარი.
-რა? - ყბა ჩამოუვარდა.
-ჰო.. კედელზე ჰყავდა ჰარი აკრული და მუცელში მუშტებს ურტყამდა.
ლილიმ ვეღარაფერი მოიფიქრა მათ გასამართლებლად, ამიტომ გაჩუმდა და საწოლში შეწვა.
უკვე თითქმის მეძინა, როცა ქვემოდან ამოსული ტირილის ხმა გავიგე.
-ეიი ლილი გძინავს? - ვკითხე გამოსაფხიზლებლად და ხელი მხარზე დავადე. ლილიმ თავი წამოწია და თვალები ზანვით გაახილა.
როცა მანაც გაიგო ტირილის ხმა სწრაფად წამოდგა და დაბლა ჩავარდა, მეც მას გავყევი.
-რა მოხდა? - დაფეთებულმა იკითხა ლილიმ, როდესაც დაინახა როგორ გულმოთქმით ტიროდა დედამისი და ხელში წერილი ეკავა, ხოლო მამამისს თავი ხელებში ჩაერგო და სავარძელზე ჩუმად ჩამომჯდარიყო.
-უილიამი ავარიაში მოჰყვა და მისი მდგომარეობა კრიტიკულია,- თვალები მოიწმინდა მამიდამ, მაგრამ იქიდან ცრემლების ახალი ნაკადი წამოვიდა.
უილიამი ბიძიას დის შვილიშვილი იყო. ჩვენზე დაახლოებით 1-2 წლითაა უფროსი. მე რამდენჯერმე მყავს მხოლოდ ნანახი, მაგრამ ამბავმა შემძრა! არავინ არ იმსახურებს ასე ახალგაზრდა სიკვდილს. ღმერთო გთხოვ გადაარჩინე, გთხოვ!
ოჯახური საუბრის შემდეგ გადაწყდა რომ, მამიდა და ბიძია ხვალ დილით გამთენიისას გაემგზავრებოდნენ ქალაქში, სადაც უილიამი და მისი ოჯახი ცხოვრობს.
ახლა ლოგინში ვწევარ, ფანჯრის მხარეს ვარ გადატრიალებული და ნახევარმთვარეს ვუყურებ, მესმის როგორ ქვითინებს თავის საწოლში ჩუმად ლილი. ყელზე ჩამოკიდებულ ჯვარს ხელი მოვუჭირე და უილიამისთვის ლოცვა დავიწყე. ღმერთო გთხოვ გადაარჩინე.