რამდენიმე წამით ჩუმათ ვიჯექი და იმ ინფორმაციის გადახარშვას ვცდილობდი, რომელიც ცოტა ხნის წინ ზეინმა მითხრა. თვალები დავხუჭე, ნერწყვი ძლივს გადამივიდა ხახაში. ზეინს შევხედე, რომლის სახეც დიდ მწუხარებას და შფოთს მოეცვა. ვიგრძენი, რომ ეშინოდა და გულში ხინჯად აწვა ის ფაქტი, რომ თვითონ მომცა მისგან წასვლის სრული უფლება.
-ვერ ვხვდები-ძლივს ამოვილუღლუღე -ვერ ვხვდები ახლა მაინც რატომ არ მინდა, რომ ავდგე და გავიქცე აქედან? -თვალებიდან ცრემლები წამსკდა -ახლა მაინც რატომ არ მეშინია შენი? რატომ ვგრძნობ შენთან თავს ისევ დაცულად? -თვალი ავარიდე და შედარებით მოვშორდი მას. ძალიან მაშინებდა ის ფაქტი, რომ რაც არ უნდა გამეგო ზეინზე და რაც არ უნდა მომხდარიყო მისგან წასვლის სურვილი არ მიჩნდებოდა. მინდოდოდა შემზიზღებოდა ის და აქედან გავქცეულიყავი, მაგრამ ჩემი ქვეცნობიერი უარს აცხადებდა.
-რა მიქენი ესეთი -ტირილს ვუმატე, ზეინი კი ჩემკენ მოჩოჩდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-მაპატიე- მითხრა და თვალი ამარიდა, -მაპატიე-იმეორებდა თან გულში მიკრავდა. მეხუტებოდა და ვხვდებოდი რომ არ მინდოდა ამ მკლავებს ოდესმე მოვშორებოდი. არ მინდოდა მისგან წასვლა.
რაც არ უნდა ყოფილიყო, ვიცოდი, რომ ის კარგი ადამიანი იყო, ამის დანახვა კი სულ მარტივად, მისი ერთი თვალებში შეხედვითაც კი შეიძლებოდა.
-მგონი წვიმას აპირებს, - დაუბუზღუნა ზეინმა და მომშორდა. სახე მისი მკერდიდან ამოვიღე და ცას ავხედე. საავდრო ღრუბლებს დაეფარა არემარე. შევკრთი და თვალები დავახამხამე. როდესაც ცხვირზე წვიმის წვეთი დამეცა. რაზეც ზეინს გაეცინა და თითებით სისველე მომწმინდა, შემდეგ საჩვენებელი და ცერა თითებით ჩემი ყბა თავის დიდ ხელის გულში მოიქცია და ბაგეზე სწრაფად, წყალს მოწყურებულივით დამეწაფა. გონება გამეთიშა და სრულიად კოცნაზე გადავერთვე, მანამ სანამ არ იქუხა შიშისგან სხეულში ჟრუანტელმა არ დამიარა. წამიც არ იყო გასული რომ თავსხმა წვიმა დაიწყო.
-ღმერთო რა წვიმაა, - ზეინს გამოვეცალე, შევიცხადე და შემდეგ ისევ მის სხეულს მივეკარი.
ამ სიტუაციამ როგორც ჩანს ზეინი ხასიათზე მოიყვანა, რადგან სიცილს არ ყვეტდა.
-წამოდი, დროზე სახლში შევიდეთ, - სკამიდან წამოვხტი და მხარზე ქაჩვა დავუწყე. ისიც წამოდგა და სახლისკენ წავედით.
-მოიცა- თქვა უცებ და ადგილზე გაჩერდა.
ერთი ხელით ჩემი ხელი ეჭირა, მეორე კი წელზე შემომხვია.
-რას აკეთებ? -ჩავიცინე
-ვცეკვავ - მითხრა, ხელი გმიშვა და მეორე ხელი მის მხარზე დამადებინა, შემდეგ ისევ ჩამჭიდა ხელი და მაღლა ასწია. შუბლი შუბლზე მომადო, პირი შეხსნილი ქონდა, რაც მისი კოცნის სურვილს უფრო მიმძაფრებდა. სწორედ ამიტომ ისე რომ ვერც გავაცნობიერე უკვე მას ვკოცნიდი. ვიგრძენი, როგორ მოაჭირა თავისი მარცხენა ფეხი ჩემს მარჯვენას, რითიც მიბიძგა რომ ნაბიჯი უკან გადამედგა. კოცნა მაშინ გაწყდა, როდესაც ჩემდა უკითხავად დამატრიალა და შემდეგ თავის სხეულს სწრაფად, უხეშად და ამავდროულად ვნებიანად ამაკრო. ვიგრძენი, როგორ ჩააცურა ხელი წელიდან უკანალზე და მაგრად მომიჭირა. ამოვიხვნეშე და თითის წვერებზე წამოვიწიე, რომ ისევ მისთვის მეკოცნა, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან ზედმეტად სწრაფად შემომატრიალა, ორიენტაცია ვერ შევიკავე და მეგონა წავიქცეოდი, რომ უცებ მის მკლავზე ნაზად გადამაწვინა. თვალებში დაჟინებით ჩავშტერებოდით ერთმანეთს. მის სახეზე ღიმილს ვლანდავდი. ვხვდებოდი, იცოდა, როგორ მინდოდა მისი კოცნა და ის ფაქტი, რომ ამის ნება არ დამრთო და დამანახა, რომ ის იყო კონტროლში და არა მე, ღიმილს გვრიდა, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა.
უცებ ფეხებში მიწა გამომეცალა. ზეინის ხელებმა ცაში ამიტაცეს, შემდეგ კი ყველაფერი დატრიალდა.
-ზეინ რას შვები, - ავხითხითდი და ხელები მაგრად მოვხვიე კისერზე, როდესაც ის თავუკან გადაგდებული ბზრილას აგრძელებდა და თან ისიც ჩემთან ერთად ბედნიერებისგან იცინოდა.
-ზეინ გაჩერდი გთხოვ თავბრუ მეხვევა, - უმწეოდ გავყვიროდი. უცებ მართლაც გაჩერდა და ძირს დამსვა, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი მაინც ტრიალებდა.
-რას გავხარ,- ვუთხარი ხითხითით ზეინს, როცა წვიმისგან დასველებული თმა შუბლზე დატკეპნილი დავინახე. ჩაიცინა და ხელით თმები აიჩეჩა.
-შევიდეთ-სახლისკენ მანიშნა და ხელი ჩამკიდა. სახლში შესვლისას, მაშინვე ხასიათი შემეცვალა. იმედია კრისტინა უკვე წასულია და აქ არ დამხვდება. ცოტახანს ვყოყმანობდი ავყოლოდი თუ არა ზეინს ოთახში, მაგრამ მოფიქრებაც არ მაცადა ისე ამიყვანა ხელში და თავისი ოთახისკენ წამიყვანა.
ოთახში რომ შევიდა ჩამომსვა, მაგრამ ხელებს არ მიშვებდა. ჯერ შუბლზე მაკოცა, შემდეგ თვალებზე, ლოყებზე, ტუჩებზე და ასე ჩავიდა ყელამდე. მისი თითები კი ჩემს მაისურში შემოძვრნენ, რომელიც წამის შემედეგ თავზე გადამაძრო.
-ერთიანად სველია, - ბოხი ხმით მითხრა, მაისური იქვე ოთახში მოისროლა და თავისი კარადისკენ გატრიალდა, მე კი ასე მის კოცნას მონდომებული დამტოვა. უკმაყოფილოდ ამოვიოხრე და უკან გავყევი, - აი ეს ზედა გადაიცვი, - ხელში თავისი გარდერობიდან გადმოღებული მაისური მომაწოდა. ზეინმაც გაიხადა ზედა, შემდეგ შარვალი და მას სველი საცვალიც მიაყოლა. თვალი მაშინვე მისი სასქესო ორგანოსკენ გამექცა და ეგრევე წამოვწითლდი. "ღმერთო რამხელაა" ჩემთვის ამოვილუღლუღე და ტუჩი კბილებს შორსი მოვიქციე. "ვაიმე!" თვალი მაშინვე მოვაშორე, როცა გავაცნობიერე როგორ ურცხვად მივშტერებოდი. ზეინს ჩაეცინა და ახალი, მშრალი ტრუსი ამოიცვა, შემდეგ კი შავი ტანზე მომდგარი შარვალი. ღმერთო როგორ შეუძლია ამ მოტკეცილ შარვალში ამხელა რაღაცის დატევა.
-რაზე ფიქრობ? -ღიმილით მკითხა ზეინმა და მის კითხვაზე კიდევ ერთხელ წამოვწითლდი.
-არაფერზე-თავი გავიქნიე.
-მაშინ გაიხადე რაც გაცვია და გადაიცვი ეგ მაიკა, თორემ გაცივდები.
ყველაფერი გავიხადო? საცვლებიც? და მერე მათ გარეშე როგორ ვიყო? ლიფის ბრეტელები მკლავებიდან მოვიხსენი, მაისური გადვიცვი და შემდეგ ლიფიც გავიხადე. ზეინის მაისური მუხლებამდე მომსწვდა ამიტომ შარვალიც გავიხადე.
ზეინი კარადას იყო მიყრდნობილი და თვალს არ მაშორებდა.
-რა? - გავიკვირვე, მან კი თავი გააქნია და გაიცინა.
-უბრალოდ პირველი გოგო ხარ ვისაც ჩემი მაისური აცვია.
-ოჰ, - ლოყებზე წამოვწითლდი და სულელივით გავიბადრე, მესიამოვნა რომ პირველი ვიყავი ვისაც მისი მაისური ეცვა. ბოლოსდაბოლოს მისთვის ამ რაღაცაში მაინც ვიყავი პირველი.
-და ეს ძალიან მომწონს, - ჩემსეკნ წამოვიდა და სახე მომიახლოვა, მისი მწველი ამონასუნთქი ბაგეზე მეცებოდა. თვალები დავხუჭე, მთელი გულით ველოდი მის კოცნას, როდესაც თავზე რაღაც შემომახვია და თმები ამიჩეჩა.
-თმებიც სველი გაქვს, - სიცილით მითხრა და მომშორდა. ოხხხ, ცუდად მეთამაშები მალიკ. გაბრაზებულმა მაშინვე მოვიშორე პირსახოცი და მას გავხედე, რომელიც უკვე კარადიდან გადმოღებული მეორე პირსახოცით იმშრალებდა თავს. ამოვიოხრე და მის გარდერობთან მივედი. ერთ-ერთი საცვალი ამოვარჩიე, ჩემი სველი ტრუსი გავიხადე, იქვე მივაგდე და სასწრაფო მისი ამოვიცვი. ნიშნის მოგებით წარბები ავუწიე და საწოლზე ჩამოვჯექი, რომელიც ჯერ კიდევ არეული იყო. თავი გავიქნიე, რომ ტვინიდან ის კადრები ამომეგდო, რომელიც ცოტა ხნის წინ აქ ვნახე და თმის გამშრალება დავიწყე.
-რომ გადაიღებს სახლში მიგიყვან, - ჩემს გვერდით ჩამოჯდა ზეინი, სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
-კარგი, - ამოვიოხრე და საზურგეს მივეყრდენი.
ორივენი ყურს ვუგდებდით და ვმშვიდდებოდით წვიმის ხმაურით და ქუხილის ხმით. უცებ ჩემი ყურადღევბა ნაცნობმა ნივთმა მიიქცია. ზეინის გიტარა. გამეღიმა და ის ღამე გამახსენდა, როდესაც პირველად გავიგე, რომ დაკვდა და სიმღერა შეეძლო. ჩემდაგაუცნობიერებლად გიტარისკენ დავიძარი, ავირე და შემდეგ ზეინს მივაწოდე. თავიდან გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ შემდეგ მიხვდა რაც მინდოდა.
-გთხოვ დავუკარი-ვუთხარი, რაზეც თავი გააქნია.
-არ მიყვარს მარტოს სიმღერა.
-კარგი რა,- თვალები გადავატრიალე.
-ბოლოს ორი წლის წინ ვიმღერე მარტომ, ვიღაცის თანდასწრებით.
-რატომ აღარ მღერი? - ზეინმა მხრები აიჩეჩა.
-არ ვიცი, არ გამჩენია ამის სურვილი.
-არც ახლა გაქ? -თვალებში ჩავხედე.
-მრცხვენია -ჩაიცინა. ამას ნამდვილად არ მოველოდი.
-ვაუ, თვით ზეინ მალიკს რაღაცის სცხვენია -გავიცინე, შემდეგ კი ქვედა ტუჩი გადმოვაგდე და ვთხოვე რომ ემღერა.
თვალები გადაატრიალა, სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და გიტარა გამომართვა, ჟღერადობა შეასწორა, მე შემომხედა და სიმღერა დაიწყო.
Shut the door
Turn the light off
I wanna be with you
I wanna feel your love
I wanna lay beside you
I cannot hide this
Even though I try
Heart beats harder
Time escapes me
Trembling hands
Touch skin
It makes this harder
And the tears stream down my face
სევდიანი ღიმილით მივჩერებოდი ზეინს თვალებში და ვხედავდი, როგორც ეცვლებოდა სახე ტკივილისგან.
If we could only have this life
For one more day
If we could only turn back time
ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ბიჭი ანგელოზის ხმითა და თვალებით ზეინი იყო. მის ხმაში იმდენი ემოცია იკითხებოდა უკვე გარჩევას მიჭირდა. ვხვდეობდი რომ განიცდიდა, ტკიოდა, ენატრებოდა. პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც ესეთი გრძნობით მღეროდეს.
You know I'll be
Your life
Your voice
Your reason to be
My love
My heart
Is breathing for this
Moment
In time
I'll find the words to say
Before you leave me today
სიმღერას რომ მორჩა ისევ სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ არა სრული. წვიმის ხმა ისევ ატკბობდა ყურთასმენას, მაგრამ მე ზეინის ხმა უფრო მსიამოვნებდა. მინდოდა სულ ემღერა, გაუჩერებლად. ალბათ არასდროს მომბეზრდებოდა ამის მოსმენა.
-ეს სიმღერა შენი დაწერილია?- ზეინმა თავი დამიქნია.
-მაშინ დავწერე, როცა მშობლები დავკარგე -თვალებში ცრემლები ქონდა ჩამდგარი. ფეხზე სასწრაფოდ წამოდგა და მაჯა ჯერ ერთ თვალზე მოისვა, შემდეგ მეორეზე.
-ცრემლების არ უნდა გრცხვენოდეს.-მის წინ დავდექი.
ზეინმა ფანჯარაში გაიხედა, წვიმას უკვე გადაეღო.
- შენი სახლში დაბრუნების დროა, - მითხრა და ლოყაზე მაკოცა. უკმაყოფილოდ ამოვიოხრე, მაგრამ თავი დავუქნიე.
მოტოციკლი გამაყრუებელი რახ-რახით დაიძრა, მაგრამ ამ ხმას უკვე მიჩვეული ვიყავი. გამახსენდა თავიდან,როგორ მეშინოდა ამ მოწყობილობაზე დაჯდომა და ჩამეცინა.
გზაგასაყარიდან ჩემი სახლისკენ გაუხვია ზეინმა, როდესაც ჩემი ყურადღება პოლიციის მანქანამ მიიბრო. რამდენიმე წამის შემდეგ,კი გრძნობა გამიჩნდა თითქოს ჩვენ მოგვყვებოდნენ.
-ზეინ.
-ჰო.
-მგონი პოლიცია ჩვენ მოგვყვება.
-რამე დააშავე? -სიცილით მკითა ზიენმა და სახე გვერდულად ჩემკენ მოატრიალა.-ნუ, ღელავ არაფერი დამიშავებია, სადღაც მიდიან ალბათ. -დაამატა ცოდახნიანი სიჩუმის შემდეგ.
-კაი, - ამოვიოხრე, თავი ზეინის ზურგს დავაე და მთელი სხეულით ავეკარი. გულში საშინელი გრძნობა მქონდა. თითქოს რაღაც ზეინის წართმევას მიქადდა და ძალიან შემეშინდა. არ მინდოდა რამე ცუდი მომხდარიყო, არ მინდოდა ზეინს რამე დამართვნოდა. არ მინდოდა მის გარეშე ცხოვრება. ღმერთო გთხოვ დაიფარე ზეინი ყველა უბედურებისგან, გთხოვ.
როდესაც ზენმა ჩემს სახლთან გააჩერა ღრმად ამოვისუნთქე, მაგრამ როდესაც პოლიციის მანქანაც ჩვენს გვერდზე გაჩერდა ზამბარასავით დავიჭიმე. ყველაფერი ერთმანეთში აიბლანდა. ზეინს მთელი ძალით ვეკვროდი, არ მინდოდა ვინმეს მისი თავი ჩემთვის წაერთმია. ორი პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა და ჩვენკენ დაიძრა.
ერთ-ერთმა ბორკილები ამოიღო და ზეინს ხელებზე დაადო.
-დაკავებული ხართ განზრახ მკვლელობისთვის. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, ყველაფერი რასაც იტყვით შესაძლებლია გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ, თქვენ გაქვთ ადვოკატის ყოლის უფლება,თქვენ გაქვთ ერთი ზარის გამოყენების უფლება - მესმოდა ჩემს გვერდზე კაცის გაყინული ხმა. დაბნეულმა ზეინს მოვშორდი და აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება, ხანს ზეინს ვუყურებდი ხანაც პოლიციელს.
-ზეინ... -აკანკალებული ხმით ჩუმად წამოვთქვი. ზეინმა თვალებში შემომხედა და თავით მანიშნა, რომ არაფერი დაუშავებია.
-დაჯექი- უბრძანეს და მანქანის კარი გააღეს.
შემეშინდა. ძალიან შემეშინდა. ზეინმა მითხრა, რომ არაფერი დაუშავებია, მაგრამ ახლა ჩემი სახლის წინ პოლიციან ის დააპატიმრა და ჩემგან მიყავთ.
-ხვალამდე ბელ -მიუხედავად იმისა, რომ ხელებზე ბორკილები ედო, მის სახეს თავხედური, თვითკმაყოფილი ღიმილი არ შორდებოდა, რაც ასე თუ ისე შედარებით მამშვიდებდა.
-ხვალამდე -ვუთხარი, მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ მას ხვალ ვნახავდი.
მანქანა სადაც ზეინი იჯდა წავიდა და თითქოს ჩემი ნაწილიც თან გაიყოლა. კეფაზე ხელები მოვიკიდე და ღრმად ამოვისუნთქე. ღმერთო ნეტა სიმშვიდე არასდროს გვეღირსება? თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე და გარშემო მიმოვიხედე. მხოლოდ ახლაღა მივხვდი რომ მთელი სამეზობლო ამ სცენას უყურებდა და მამიდა და ლილიც აქიდგნენ. ლილის და მამიდას ისე ჩავუარე არცერთისთვის ხმა არ გამიცია, ჩემ ოთახში შევედი და საწოლზე უგონოდ წამოწექი.