-ანაბელ -ხმამაღალი,მკაცრი ტონით მომმართა მამიდამ ისევ და ცივი თვალებით მომაჩერდა -შენ იქ არაფერი გესაქმება,მას ვერაფერს უშველი -დაიღრინა და ხელები თმაში ნერვულად შეიცურა. ამოვიოხრე.უკვე ნახევარ საათზე მეტია მისგან ამას ვისმენ,მაგრამ სასამართლოში წასვლას მაინც ვერ გადამაფიქრებენ. ზეინს მე იქ ვჭირდები.
-მამიდა,იმ მკვლელობის დროს მე მასთან ვიყავი. -ამოვიოხრე და თავი გავაქნიე. ამ დროს კუთხეშიმდგარი მამაჩემი მომიტრიალდა და გაფართოვებული თვალებით შემომხედა.აშკარად ეტყობოდა,რომ ჩემი სიტყვების შემდეგ გაკვირვებული იყო.
-მასთან ერთად რა გესაქმებოდა ანაბელ? -მკაცრი ტონით მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა. ღრმად ამოვიოხრე და ხელის გულები მთლიანად გამიოფლიანდა.
-მე..მე -ლაპარაკი დავიწყე, მაგრამ მამიდან არ მაცადა.
-შენი ქალიშვილი და ის ვაჟბატონი ერთმანეთს ხვდებოდნენ -მამაჩემს ამის გაგონებაზე სახე შეეცვალა.
-ანაბელ... მკაცრად წარმოსთქვა -ეს მართალია? -დავიბენი არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. ნერვიულად საათს დავხედე.
-დამაგვიანდება, მოგვინებით ვილაპარაკოთ -სასწრაფოდ მივაყარე და ისე რომ პასუხს არ დავლოდებივარ სახლიდან გამოვედი. სწრაფი ნაბიჯით გავეცალე იქაურობას და სასამართლოს გზას დავადექი,გზაში კი უამრავი აზრი ერთმანეთში მერეოდა. ფიქრებში ისე გავიდა დრო,რომ აზრზე რომ მოვედი უკვე სასამართლოს წინ ვიდექი და ტუჩებს ნერვულად ვიკვნეტდი ხელებს კი ერთმანეთში ვხლართავდი. ღრმად ამოვიოხრე და სასამართლოს შენობაში შევედი.
ცარიელი სკამები ივსებოდა, როდესაც დარბაზში შევედი სადაც ზეინისთვის სულ რამდნეიმე საათში განაჩენი უნდა გამოეტანათ.
მეც ჩემი ადგილი დავიკავე, სულ იმ კარებისკენ გამირბოდა თვალი საიდანაც ზეინი უნდა შემოსულიყო და აი ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ორმა ბადრაგმა ბორკილებ დადებული შემოიყვანა და მსჯავდებულის ადგილას დასვა.
გული გამალებით ამიძგერდა, როდესაც თვალი-თვალში გამიყარა. ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ რაც სიყვარულში გამოვუტყდი. გაიხედა. მან ასე უბრალოდ გაიხედა. შიშისგან შევხტი, როდესაც ვიგრძენი რომ გვერდით ვიღაც მომიჯდა. ნაილი იყო.
-როგორ ხარ?
-ვღელავ.
-მეც ვღელავ, მაგრამ ნუ გეშინია გაამართლებენ.
-იმედი მაქვს. - აღელვებულმა ვთქვი და ხელი კისერზე ჩამოკიდეუბლ, დედაჩემის კულონს მაგრად მოვუჭირე.
დარბაზში მოსამართლე შემოვიდა, რომელსაც ყველანი ფეხზე წამოდგომით მივეგებეთ და სასამართლო პოცესიც დაიწყო.
-მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, იხილება სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ზეინ ჯავაად მალიკის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებულია ბრიტანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 114 მუხლის მეორე ნაწილის აქვაპუნტით, ეს არის განზრახ მკვლელობა ორი მამაკაცისა. ბრალდებულს წარმოადგენს პროკურორი ტომ ალენი. -ზეინის ადვოკატი ფეხზე წამოდგა და მოსამართლეს თავი დაუკრა - მოცინაარმდეგე მხარეს კი პროკურორი ჯონ პენა. -ახლა ჯონი წამოდგა ფეხზე და მანაც ასევე მოსამართლეს თავი დაუკრა. -ბრალდებულს ვთხოვ ფეხზე წამოდგეს -ზეინიც მას დაემორჩილა და ფეხზე წამოდგა -დაბადების ადგილი და თარიღი.
-1949 წელი, ლონდონი.
-იცით რაში გედებათ ბრალი?
-დიახ.
-თქვენ ბრალი გედებათ ორი მამაკაცის გავზრახ მკვლელობაში. ცნობთ თუ არა ამ საქმეში თავს დამნაშავედ?
-არა- მკაცრად უთხრა ზეინმა და ადგილი დაიკავა. გარშემო მიმოვიხედე, რომ ჰარი მეპოვა. ვთხოვე რომ მოსულიყო და ჩვენება მიეცა. მან ხომ კარგად იცოდა რომ ზეინი დამნაშავე არ იყო და მის გამო დებდნენ ბრალს. „ნაბიჭვარი" ჩემთვის ჩავილაპარაკე, როცა ის სასამართლო დარბაზში ვერ დავინახე.
პირველი ზეინის მოწინააღმდეგე ადვოკატი გამოიძახეს, რომელმაც ზეინის საწინააღმდეგოდ მიმართული ფაქტების ჯარი დაახვავა.
შემდეგ კი რამდენიმე მოწმეც გამოიძახეს, რომელებიც ამტკიცებდნენ, რომ დაინახეს, როგორ სცემდნენ მოკლულები ზეინს, ეს კი ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ზეინი მათ მკვლელობაში დაედანაშაულებინათ.
ახლა უკვე ზეინის ადვოკატის ჯერი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი არგუმენტი მოეყვანა იმის, რომ ზეინი მკველი არ იყო. ცოტახანში მოწმეების ჯერის დადგა.
-ვინაა შემდეგი მოწმე?-მიმართა მოსამართლემ ტომს.
-ანაბელ სმიტი-ფურცელში ჩაიხედა და მოსამართლეს პასუხი გასცა.
-დასაკითხად ვიძახებთ შემდეგ მოწმეს, ანაბელ სმიტს. -ხმამაღლა გამოაცხადა მოსამართლის თანაშემწმემ და მეც მაშინვე ფეხზე წამოვდექი. მუხლების კანკალით ძლივს მივიწევდი დასაკითხი მოწმეების ადგილას და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სიკვდილმისჯილისთვის გამზადებული ელექტრო სკამისკენ მივემართებოდი.
ბიბლია გადმოიღეს და ხელი ზედ დამადებინეს.
-დაიფიცე,რომ იტყვი სიმართლეს,და არაფერს სიმართლის გარდა -ხელები ამიკანკალდა და ღრმად ამოვიოხრე,რომ ტყუილზე მიწევდა დაფიცება,მაგრამ სხვაგვარად მას ვერ გადავარჩენდი.
-ვფიცავ,რომ ვიტყვი მხოლოდ სიმართლეს -მტკიცედ ვთქვი და მოწმის ადგილი დავიკავე. ვცდილობდი არ შემემჩნია ის რაც ჩემს შიგნთ ხდებოდა და რაც შეიძლება დამაჯერებელი ვყოფილიყავი. ზეინს გავხედე, მაგრამ ის არ მიყურებდა.
-ანაბელ სმიტ -ლაპარაკი დაიწყო ჩემს წინ ჯონმა. -სად ბრძანდებოდით,როდესაც ეს მკვლელობა მოხდა?
-ზეინის სახლში -ვუპასუხე და ლოყებს შიგნიდან ვიკვნეტდი,თან თვალებს ვაცეცებდი.
-რას აკეთებდით ზეინის სახლში? -ისევ მკითხა
-მე და ის...-ცოტახანს შევყოვნდი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. -ჩვენ... ერთად ვართ- ეს ვთქვი თუ არა, მაშინვე ზეინს შევხედე, ის ისევ არ მიყურებდა. -მან სკოლის შემდეგ გამომიარა და ერთად წავედით მასთან.
-და ვინმე დაადასტურებს ამას?
-ვაპროტესტებ -ფეხზე ზეინის ადვოკატი, ტომი, წამოხტა -ის თითონ მოწმეა და მის ნათქვამს გადამოწმება აღარ ჭირდება.
-პროტესტი მიუხებელია. ანაბელ სმიტ დაინახა ვინმემ, როგორ მოგაკითხათ ბრალდებულმა სკოლაში? -მოსამართლეს გავხედე, ვის უნდა დაენახა, როცა არავის მოუკითხავს.
-დიახ-კიდევ ერთხელ ვიცრუე -ჩემი მამიდაშვილი ლილიც იქ იყო და ასევე ზეინის მეგობარი ნაილიც.
-ანუ მათ რომ ვკითხო თქვენ ნათქვამს დაადასტურებენ, ხომ?
-დიახ, ნაილი აქაა და შეგიძლიათ კითხოთ.
-კარგით, როგორც თქვენ ამბობთ მთელი დღე მასთან გაატარეთ
-დიახ -თავი დავუქნიე
-და რას აკეთებდით?
-ეს მგონი პირადია არა?
-მოწმეს შეუძლია ამ კითხვაზე პასუხი არ უპასუხოს -გამოაცხადა მოსამართლემ -კიდევ გაქვთ შეკითხვები?
-არა- გამომძიებემა ადგილი დაიკავა.
-და ბრალდებულის ადვოკატს აქვს კითხები?
-არა, ბატონო მოსამართლე -ფეხზე წამოდგომით გასცა ტომმა პასუხი.
-კარგით, მოწმეს შეუძლია თავისი ადგილი დაიკავოს.
ფეხზე წამოვდექი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ამის შემდეგ კიდევ უამრავი რეპლიკა წამოვიდა,იმასთან დაკავშირებით,რომ ზეინი მკვლელია და რომ მას ციხეში ამოლპობა უნდა მიესაჯოს. ბოლო მოწმის დაკითხვის შემდეგ, მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, რათა ნაფიცმსაჯულებისთვის დრო მიეცა სამსჯელოდ და ვერდიქტის გამოსატანად.
ცოტახნიანი ყოყმანის შემდეგ ფეხზე წამოვდექი.
-ჰეი, საით? - ნაილმა გამომძახა.
-ახლავე მოვალ, - ვუთხარი და ზეინისკენ ავიღე გეზი, - ჰეი, - ხმაჩახლეჩილი მივესალმე, შემდეგ კი ჩავახველე რომ წესივრად მესაუბრა. ზეინის პასუხს ველოდებოდი, მაგრამ არ შემპასუხებია, - ისევ აგრძელებ ჯიუტად ჩემთან არ ლაპარაკს? - პასუხი ისევ არ იყო. ამოვიოხრე და ყელიდან კულონი მოვიხსენი, - ეს კულოდი დედაჩემისაა - ხელებში ავატრიალე და დავაკვირდი, - როდესაც ის ამას ატარებდა ყველაფერი კარგად იყო, - ზეინს ავხედე, - მინდა რომ შენთან იყოს - კულონი მას გავუწოდე, რაზეც უბრალოდ თვალები გადაატრიალა და უკმაყოფილომ ამოიოხრა. მისმა ამ საქციელმა გული ათას ნაწილად დამიგლიჯა, მაგრამ თავი შევიკავე გრძნობების გამომჟღავნებისგან. კულონი ხელებთან ახლოს მაგიდაზე დავუდე და უკან გამოვტრიალდი.
-ეს რა იყო? - ნაილი მიმეგება, როდესაც მივუვახლოვდი.
-მისთვის ცრურწმენა, ჩემთვის კი იმედი, - უკმაყოფილოდ მივუგე და სკამზე დავჯექი.
დაახლოებით ნახევარ საათში დარბაზი ისევ შეივსო. მოსამართლეც დაბრუნდა და ნაფიცმსაჯულების ჯერი დადგა. გული ანერვიულებულს ისევ სწრაფად ამიძგერდა. ზეინისკან გავიხედე და პირი ღია დამრჩა, როდესაც დავინახე, როგორ მაგრად ჩაებღუჯა თავის თითებში ჩემი მიცემული კულონი და თან დაძაბულ მზერას მოსამართლეს არ აშორებდა. თვალები გამინათდა და სხეულში რაღაც სასიამოვნო სითხე ჩამეღვარა. ზეინმა გაიღიმა და ერთადერთი რაც ბოლოს გავიგე იყო რომ ზეინი უდანაშაულოდ სცნეს. რღმად ამოვისუნთქე, ისეთი შეგრძლება მქონდა, თითქოს რამდენიმე კვირიანი წამების შემდეგ დღის შუქი ვიხილე. ნაილს გავხედე, რომლის სახეც მთელიანად ბედნიერებას მოეცვა. იღიმოდა და ისედაც მბზიავი ლურჯი თვალები, უფრო მეტად უბრწყინავდა. მისი შემხედვარე, მეც გამეღიმა. მინდოდა ზეითან მივსულიყავი და ძლიერად მოვხვეოდი, მაგრამ დავინახე, როგორ გაიყვანეს გვერდითა კარიდან.
-სად დაიწყვანეს? -შეშინებული ნაილს მოვუტრიალდი.
გაეღიმა.
-დამშვიდდი, თავის ნივთებს აიღებს, გამოიცვლის და დაბრუნდება.
-აჰ, - ამოვიოხრე, მაგრამ მაინც გახარებული ვიყავი. სულ მალე ზეინს ვიხილავდი და ყველაფერი ისევ ისე ძველებურად იქნებოდა.
-ნაილ, - ქალის ნაცნობმა ხმამ ჩემი ყურადღება მიიბყრო. უკან მოვტრიალდი და ჩვენი დირექტორი დავინახე.
-მისის სვონ, - ნაილი მიესალმა და მეც იგივე გავიმეორე.
-დიდი მადლობა ორივეს ყველაფრისთვის რაც ჩემი ძმისშვილისთვის გააკეთეთ. თქვენთან ძალიან დიდ ვალში ვარ, - ჯერ ნაილს გადაიხვეა შემდეგ კი მე. გამიკვირდა და თავი ცოტა უცნაურადაც ვიგრძენი. ჩემი დირექტორი მეხვეოდა, მაგრამ ეს აზრი გონებიდან მოვიშორე და ზეინის მამიდას ხელები მაგრად მოვხვიე და ჩავეხუტე.
გარეთ ვიდექით და გაბრწყინებული სახეებით ზეინს ველოდებოდით.
-გამოვიდა, - ნაილმა დაიჩურჩულა და მე და მისის სვონმა ლაპარაკი შევწყვიტეთ და მისკენ გავიხედეთ.
-მამიდა, - თავი შორიდან დაუქნია, მისალმების ნიშნად, შემდეგ კი ნაილს გახედა, - აქ გაქ?
-კი, - ნაილმა თავი დაუქნია და გასაღები ესროლა. მან გასაღები დაიჭირა და ხელზე გადაკიდებული ტყავის კურტკა მოიცვა.
-მადლობა -წარბებშეკრულმა დაიჩურჩულა, ისე რომ არცერთისთვის არ შემოუხედავს და მოტოციკლისკენ დაიძრა.
-მოიცადე - დავუძახე და უკან ავედევნე.
-ანაბელ რა გინდა?! - უხეშად მომიტრიალდა, როდესაც მასთან მივედი.
-მე მე..- სათქმელი დამავიწყდა.
-მოკლედ ანაბელ მისმინე, აღარ მინდა შენთან ურთიერთობის გაგრძელება. -თვალებში მიყურებდა და ამას ისე მეუბნებოდა. გული ათას ნაწილად დამეფლითა, ყელში კი უზარმაზარი ბურთულა გამეჩხირა.
-მინდოდა უბრალოდ გათავისუფლება მომელოცა -გულდაწყვეტით ვუთხარი, თვალი მოვაშორე და უკან გამოვტრიალდი. უკნიდან გავიგე, როგორ ამოიოხრა და მოტოციკლეტზე შემოჯდა. შემდეგ კი დაქოქა და იქაურობას მოშორდა.