ერთადერთი რაც გავიაზრე იყო ის რომ წყვილი ცისფერი თვალები მომაჩერდნენ და შემამჩნიეს რომ მათ ვუსმენდი. სხეული ერთიანად დამეჭიმა, როდესაც ზეინს ანიშნეს რომ ჩემსკენ გამოეხედა და შემდეგ თვალი თვალში მას გავუყარე. სახიდან ფერი წაუვიდა, როდესაც მიცნო. შეიგინა და ჩემსკენ წამოვიდა. ავნერვიულდი და ავცახცახდი. ჩემი შინაგანი მე გაჰკიოდა რომ რაც შეიძლებოდა მალე გავცლოდი აქაურობას და არც კი დამიყოვნებია ისე სწრაფად მოვტრიალდი და გავიქეცი.
-ანაბელ, - ზურგს უკან მომესმა ზეინის ღრიალი, რამაც მოტივი მომცა უფრო სწრაფად გავქცეულიყავი.
-ანაბელ მოიცადე! - გამძვინვარებულმა მეორედ დაიღრიალა, რადგან მის ნებას არ ვემორჩილებოდი. ცარიელ ქუჩებში უცნობი მიმართულებით მივრბოდი.
-ანაბელ, - ბოლოჯერ, უფრო ახლოდან დაიყვირა და მხარში მწვდა.
-გამიშვი! - ვიკივლე, როდესაც შემომატრიალა და ორივე ხელით ძლიერად ჩამაფრინდა მკლავებში რომ არ გავქცეულიყავი, - გამიშვი! - უმწეოდ ვიყავი მოქცეული მის მკლავებში და ხელებს გულში ვურტყამდი.
-ანაბელ მისმინე! - ყვიროდა, მაგრამ არ ვუსმენდი. მის მკლავებში ვიკლაკნებოდი რომ მტკივნეულ შეხებებს გავქცეოდი, მაგრამ რაც უფრო ვმოძრაობდი, მით უფრო მტკენდა მისი ხელები.
-ანაბელ გაჩერდი! - მთელი ძალით დაიღრიალა და შემანჯღრია. შეშინებული გავხევდი და გამძვინვარებულ თვალებში მივაჩედი. მიხვდა რომ დამაშოშმინა, ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი დაიწყო,
- პირველ რიგში დაივიწყე ის საუბარი. გეფიცები სადმე ამ თემაზე კრინტს დაძრავ და მოგკლავ! გასაგებია? - ნესტოები დაებერა და თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა. პასუხი რომ ვერ მიიღო დავინახე, როგორ დაეჭიმა ძარღვები ყელზე და შუბლზე და კიდევ ერთხელ მთელი ძალით დაიღრიალა, - გასაგებია თუ არა-თქო?!
მის ამ საქციელზე თვალებზე ცრემლები მომადგა. ჯერ არავის არუყვირია და არ შევუშინებივარ ასე.
-ჰარი მართალი იყო! - კბილებში გამოვცერი, - ნაბიჭვარი ხარ! მეც უსირცხვილოდ გამომიყენე!
-მოკეტე! შენ არაფერი იცი!
-ვიცი! ჰარიმ მითხრ..
-ჰარის დედაც! - სიბრაზისგან კანკალებდა და ისე მიყვიროდა, - ჰარის ბოზი დედაც და დაც!
-არ გაქვს უფლება ხალხზე ასე ილაპარაკო, როდესაც ერთადერთი დამნაშავე შენ ხარ, - სახეში მივახალე და ისევ ავწრიალდი რომ მისგან თავი დამეხსნა.
-გაჩუმდი როდესაც არაფერი იცი!
-არ გავჩუმდები! ვინმემ სიმართლე ხომ უნდა გითხრას! დამიახლოვდი, იმიტომ რომ გამოგეყენებინე. ყველაფერი რაც ჩვენს შორის მოხდა ტყუილი იყ..
-რა მოხდა ანაბელ, - ირონიურად გადაიხარხარა. პირზე სიტყვები მიმეყინა, გაფაროებული თვალებით მივაჩერდი. შეუძლებელია ძველი ზეინი დაბრუნებულიყო. თუმცა შთაბეჭდილება მქონდა რომ არც არსად გამქრალა.
-ღორი ხარ, დიდ ნეხვში ამოსვრილი ღორი. ფეხებზე გკიდია სხვა ადამიანის გრძნობები, - ხმას ნელ-ნლეა ვუწევდი, - არ გქონდა უფლება ასე მომქცეოდი, არ გქონდა უფლება დამმახლოებოდი და შემდეგ შენი ნარკოდილერი გაგეხადე ისე რომ არ ვიცოდი, - ამაზე უფრო აუვარდა სიცილი, რამაც უფრო გამამწარა და გულზე მუშტების რტყმა დავუწყე, - ნაბიჭვარო, არაადამიანო! არაფრის ღირსი არ ხარ ამ ქვეყანაზე! შენ არ იცი როგორ მძულს შენნაირი ღორ..
სიტყვა გამიწყდა, როდესაც თავისი ტუჩები ჩემსას მოაჭირა. ამ წამს მთელი არსებით შემზიზღდა ზეინი. ავწრიალდი და თავი ძლივს გამოვითავისუფლე მისი კოცნისგან. ამღვრეული სახით ავხედე მის გამაღიზიანებელ სიფათს და სახეში შევაფურთხე.
წამით ხელები შემიშვა და გაფართოებული თვალებით შემომხედა. შემდეგ კი მისი სახე სრულიად აწითლდა, ძარღვები ისევ დაეჭიმა. მარჯვენა ხელი აწია, რასაც შეშინებულმა შევხედე, თავი უნდა დამეცვა, მაგრამ ვერ კი გავაანალიზე ისე სწრაფად და ძლიერად დამარტყა. თავი ვეღაც შევიკავე, დარტყმის მიმართულებით წავიქეცი და საფეთქლით რაღაც ცივზე და მაგარზე ჩამოვარტყი თავი....
თვალები ხამხამით გავახილე. რაღაცაში ვიყავი და ვირწეოდი. თვალების გახელას ვცდილობდი, მაგრამ არ გამომდიოდა ისე მქონდა ქუთუთოები დამძიმებული. თითქოს ცივ რაღაცაზე მიმაწვინეს ოღონდ ნელა. ნაცნობი სუნი მეცა.. ტვინში არომატს ვიხსენებ და თან ვხვდები რომ ბალახზე მაწვენდნენ. კანკალმა ამიტანა,როდესაც გავიაზრე,რომ ზეინის კალთაში ვიყავი მოკალათებული,
პირველი რაც გონებაში მომივიდა ისაა რომ თვალები გამეხილა, წამოვმდგარიყავი და შორს გავქცეულიყავი, მაგრამ შემეშინა ზეინს კიდევ რაიმე არ დაეშავებინა ჩემთვის და თავში სხვა აზრი მომივიდა. თვალები დავხუჭე და მოვდუნდი, იქნებ აღარაფერი დეშავებინა თუ ეგონებოდა რომ გონზე ჯერ ისევ არ ვიყავუ, თუმცა შინაგანად კანკალმა ამიტანა,შიშისგან დახუჭული თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, ძალიან მეშინოდა ისევ არ გაერტყა ჩემთვის. ახლაც კი ვგრძნობდი მის დიდ ტორებს ლოყაზე. შიგნიდან ყველაფერი ამიხურდა, თვალები ერთმანეთზე ძლიერად მივაჭირე რომ არ გამეხილა მაგრამ შიში ძალიან ძლიერი იყო. ავნერვიულდი და ისევ პანიკაში ჩავვარდი, როდესაც ვიგრძენი როგორ მოაახლოვა სახე. მისი წვერი ლოყაზე გამეხახუნა. ჩემი თმა ხელში აიღო და სახიდან უკან გადამიყარა.
-შენ მაიძულე.. - მის ბაგეს ეს სიტყვები ჩუმად მოსწყდა, ამის შემდეგ კი სწრაფად მომშორდა. რამდენიმე წუთში შორიდან, მაგრამ მაინც გარკვევით გავიგე მოტოციკლის ძრავის ხმა. გულზე მომეშვა, მივხვდი რომ წავიდა, თვალები ხამხამით გავახილე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მივაშტერდი.ცრემლები მოვიწმინდე და შემდეგ ფრთხილად მივიდე ლოყაზე. ამეწვა! საშინლად ამეწვა და თვალებიდან ისევ ღვარად წამომივიდა ცრემლები! ეს მე არ უნდა დამმართნოდა. არაფერი გამიკეთებია ისეთი რომ ეს დამემსახურებინა! ავკანკალდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ეს ღამის სიცივისგან იყო გამოწვეული თუ შიშისგან, რომელსაც მთელი არსებით ვგრძნობდი. მან ხელი დამარტყა. თვალები მაგრად დავხუჭე და შემდეგ ისევ ცას ავხედე.
ნეტა ახლა სად ხარ დედა, ან სკლარკეტ შენ სად ხარ? ნეტავ თუ ნახეთ რა დამემართა? ნეტავ ის მაინც თუ იცით მომავალში რა მოხდება?
დედა მჭირდები და მენატრები ისე როგორც არასდროს. მინდა მომეხვიო, გულში ჩამიკრა და მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება. საოცარია, მაგრამ როდესაც მეხვეოდი ასე მეგონა რომ მთელს მსოფლიოში ჩემზე დაცული ადამიანი არავინ იყო. თუმცა საკვირველი არაფერია, რადგან "ბავშვის თვალში დედა ყოველთვის ღმერთია."
არ ვიცი რამდენი დრო გავიდა რაც ზეინმა აქ დამტოვა და ასე გაშეშებული მივშტერებივარ ვარსკვლავებს. ბევრი ცრემლი ვღვარე ამ დროის განმავლობაში, მაგრამ ახლა დრო იყო სახლში დავბრუნებულიყავი.
ფეხზე ძლივს წამოვდექი და აივნისკენ გავეშურე, ავძვერი და ოთახის კარი ფრთხილად შევაღე. ლილის ლოგინში მშვიდად ეძინა. მინდოდა იქ შევწოლილიყავი და სამუდამო ძილს მივცემდი, მაგრამ ეს აფსურდი იყო, ასე ადვილად ვერ გავექცევოდი ყველაფერს.
სააბაზანოში შევედი,შუქი ავანთე. ბჟუტავდა,მაგრამ მაინც გაანათა ჩაბნელებული ოთახი. სარკესთან მივედი და ჩემ აწითლებულ ლოყას დავაკვირდი, რომელსაც ნათლად ემჩნეოდა ზეინის ხუთი თითი. ალბათ მალე სილურჯეშიც გადამივა. ამოვიოხრე როდესაც მარჯვენლა საფეთქელზე ნაკაწრები შევნიშნე. ალბათ დაცემის ბრალია. ონკანი მოვუშვი და ხელები ცივი წყლით დავისველე, მერე კი ახურებულ ლოყაზე მივიდე. ცოტათი მესიამოვნა, შემდეგ კი საფეთქელი მოვიბანე.
გული მილიარდ ნაწილად მქონდა ფაფლეთილი.მე მას ვენდობოდი,მაგრამ ძალიან დიდი ნაბიჭვარი ყოფილა. ზიზღს ვგრძნობდი მის მიმართ,ალბათ წინ რომ დამიყენონ კიდევ უამრავჯერ შევაფურთხებ სახეში.
გავიგე საპირფარეშოს კარები როგორ გაიხსნა. თავი ლილიმ შემოყო,როდესაც ასე დამინახა ჩემსკენ აფორიაქებული წამოვიდა.ხელი ისევ აწითლებულ ლოყაზე მედო.
-რა მოხდა?რა გჭირს? -მკითხა ანერვიულებულმა, ჩემთან ახლოს მოვიდა და ხელი ჩამომაშვებინა ლოყიდან. როდესაც აწითლებული ლოყა დაინახა შოკისგან პირი დააღო.
-ღმერთო, ანაბელ.. ეს ვინ გიქნა?
პასუხის გაცემა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. ნიკაპი ამიკანკალდა, მიმიკების გაკონტროლებას ვცდილობდი, მაგრამ საშინლად ჩავფლავდი და თავი მის მხარზე მტირალი ამოვყავი.
-დამშვიდდი, ჩშშ.. ყველაფერი კარგად იქნება.. - ჩემს დამშვიდებას ცდილობდა და თმაზე ხელს ნაზად მისვამდა.
-ზ-ზეინი იყო.. - ამოვისლუკუნე. ლილი გაშრა, შემდეგ კი ნელა მომშორდა და თვალებში მომაშტერდა.
-რ-რა? - ბორძიკით აღმოხდა.
-ზეინმა დ-დამარტყა..
-ღმერთო ჩემო ანაბელ!- ხელები პირზე აიფარა და გაფართოებული თვალებით მომაშტერდა, შემდეგ კი ისევ მაგრად ჩამიკრა გულში.
-მითხარი კიდევ რამე დაგიშავა? სადმე შეგეხო? მითხარი ანაბელ!
-არა! - თავი სწრაფად გავაქნიე, - ვიჩხუბეთ და სახეში გამარტყა. შემდეგ გონება დავკარგე და რომ გავიღვიძე ჩვენს გაზონზე ვიწექი.
-მადლობა ღმერთს რომ მეტი არაფერი ქნა, - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და კოცნა დამიწყო, - მადლობა ღმერთს!
ამაზე უფრო ავსლუკუნდი.
-დაწყნარდი, დაწყნარდი ანაბელ. მოდი წყალი შეისხი, - ნიჟარასთან მიმიყვანა და სახე ცივი წყლით მომბანა. - ახლა ყველაფერი კარგადაა. სისხლი საფეთქელზე აღარ გაქვს. ჩავალ ყინულს ამოვიტან და სახეზე დაგადებ და ისე აღარ გეტკინება, - თბილად მესაუბრებოდა, მე კი მხოლოდ თავს ვუქნევდი, - მიდი საწოლზე დაჯექი სანამ ყინულს მოვიტან, - ლილის საძინებელში გავყევი, ის კი ოთახიდან გავიდა. თვალები დავხუჭე და დღევანდელი ფილმივით ამომიტივტივდა თავში. რაღაც უნდა დავაზუსტო.
საწოლის ჩემს მხარეს ჩამოვჯექი და ტუმბოზე ჩამოდებული დათუნია ავიღე, ხელში ავათამაშე და დაკვირვება დავუწყე.
ამაში რაღაც უნდა იყოს. მიდი ანაბელ იპოვნე! არც ისეთი სულელი ხარ, უბრალოდ მიამიტი იყავი.
დათუნია ყელთან შევათვალიერე და შევნიშნე რომ ძაფი ამობლანდული იყო. ფრჩხილებით ვაწვალე და ბლანდი უფრო ავახვიე. დათუნიას თავი მოსწყდა და შიგნით ერთადერთი რაც ვნახე ბამბა იყო.
-ჯანდაბა! - კბილებში გამოვცერი და ფეხზე წამოვდექი, როცა რაღაცის დავარდნის ხმა გავიგე და ძირს დავიხედე. თვალები შუბლზე ამივიდა როდესაც ძირს დაგდებული პარკში მაგრად შეხვეული მრგვალი რაღაც დავინახე. წავბარბაცდი და ხელი გულზე დავიდე.
ეს სიმართლეა! სურვილიც კი არ მაქვს ამანათი გავხსნა და შიგ რა დევს ვნახო! თვალები ღონე მიხდილმა დავხუჭე და თავი ცივ კედელს მივადე. ღმერთო რა სულელი ვიყავი. მადლობა ღმერთს რომ ყველაგფერი დროზე გავიგე და ციხეში იმ ვიღაცის სანახავად არ წავედი. ეშმაკმა უწყის რა დამემართებოდა..
თვალები გავახილე და უემოციოდ ისევ იმ პარკს მივაშტერდი. გამომიყენა.. იმ ნაბიჭვარმა ბიჭმა გამომიყენა! ფეხებზე დამიკიდა, ჩემი გრძნობები აბუჩად აიგდო და გამომიყენა.
-ანაბელ, - კარი ლილიმ შემოხსნა და ჩემსკენ წამოვიდა. სანამ ლილი ჩემთან მოვიდოდა და თეთრ პარკს დაინახავდა, მანამ წინ სწრაფად გადავდგი ნაბიჯი და ნარკოტიკი საწოლის ქვეშ შევაგდე, - ეს ის დათუნია არაა? - დარღვეულ სათამაშოს შეხედა, - ზეინის დათუნია..
-ჰო..
-კარგი გიქნია. - გაიღიმა და ლოყაზე ყინულები დამადო, - მასეთი არაკეცები ჩვენს ცხოვრებაში მოდიან და ისე მიდიან თოთქოს არც ყოფილან. უნდა დაივიწყო და მის გამო აღარ იტირო. შენ მასზე ბევრად კარგი ხარ რომ ეს ცრემლები ზეინისთვის დახარჯო.
-ვიცი, - თავი დავუქნიე და ნაძალადევად გავიღიმე.
-წამოდი დავიძინოთ.
ხელი ჩამკიდა ლილიმ და საწოლისკენ წამიყვანა, სადაც წამის შემდეგ ორივე ავიბლანდეთ და ერთმანეთს მაგრად ჩავეხუტეთ.