თავი 61

1K 81 1
                                    

  ათას წიგნში წამიკითხავს და ათასი ადამიანისგან მომისმენია, რომ ცხოვრება სირთულეებით არის სავსე. მაგრამ ის სირთულეები, რომლებიც მე და ანაბელს და ჩვენს სიყვარულს წინ გადაეღობა ჩემს წაკითხულთან და გაგონილთან ახლოსაც კი ვერ მოვა.
არავინ არ იმსახურებს იმას რაც მე განვიცადე. საყვარელი ადამიანების სიკვდილი, მარტოობა, საკუთარი თავის ზიზღი, ღალატი, იმედგაცრუება და ისევ და ისევ საკუთარი თავის ზიზღი.
არც იმას იმსახურებს არავინ რაც ანაბელმა გამოიარა და რისი გამოვლაც მოუწევს. ჩემი თავი კიდევ უფრო მეზიზღება და მძულს, რომ უფრო მეტჯერ ვიყავი ჩემი საყვარელი ქალის მწუხარების მიზეზი, ვიდრე ბედნიერების.
ყველას იმედი გავუცრუე. ვერ ვხვდები რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას? მას შემდეგ რაც ცხოვრებამ ჩემი დაჯაბვნა დაიწყო სულ ეს აზრი მაწუხებდა. ხოლო ანაბელს, რომ შევხვდი მეგონა ეს მიზეზიც ვიპოვე, მაგრამ არა.. როგორც ყველა ბედნიერებას და ცხოვრების მიზეზს, მასაც ვკარგავ.
შუბლი შუბლზე მივადე და მის გაფართოებულ და შეშინებულ თვალებს შევხედე. ოხ, ეს დაწყევლილი მზერა გონებიდან არასდროს არ ამომივა. არასდროს! და როდესაც გავიხსენე მაშინვე გველნაკბენივით მოვშორდი ანაბელს.
მინდოდა დამეწყო და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი დამემთავრებინა, რამდენჯერმე გავაღე პირი, მაგრამ უკანვე დავხურე. არ შემიძლია. არა! ხელები თმებში წავივლე და მაგრად მოვქაჩე. ტკივილისგან, შიშისგან და პანიკისგან საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და მაგიდაზე ჩამოდებული ვაზა კედელს მივალეწე. ყურებში სისხლის ბაგა-ბუგის ხმამ ანაბელის კივილიც კი დაფარა.
-რატომ?! - მთელი ძალით ვიღრიალე და პირველი რაც ხელში მომხვდა, ისიც კედელს მივალეწე, - რატომ, რატომ?! - ხელებს გაუცნობიერებლად ვიქნები და გარშემო მდგარ ყველა საგანს ვამტვრევდი. ადრე როდესაც მწყობრიდან გამოვდიოდი და ყველაფერს ვლეწავდი გულზე მაინც მეშვებოდა, მაგრამ ახლა ვერაფერს ვგრძნობ. თითქოს თითეული ნატეხი ჩემს ტკივილს კი არ ათავისუფლებს, პირიქით. უფრო მეტს მგვრის. გულს წვეტიანი შუშის ნატეხები მისერავენ. მეტის ატანა აღარ შემიძლია.
-რატომ ღმერთო?! - მზერა ჭერს მივაბყრე და თვალებზე ხელი მოვისევი დაბინდული მზერის გამო. თურმე ვტიროდი, - რატომ?! მოსიარულე მოჩვენება გინდა გამხადო?! რატომ მე?! - უცებ სუნტქვა შემეკრა. როდესაც პატარა, თბილი ხელები წელზე მომეხვივნენ და გულში ჩამიკრეს.
-გთხოვ გაჩერდი, - ჩემს გულში ანაბელი სლუკუნებდა, - არ მინდა ეგ საიდუმლო! არ მინდა! - უკვე თავს ვეღარ ვიკავებდი და მოთქმით ავტირდი. ხელები ანაბელს შემოვხვიე, მისი მაისური მუჭაში მოვიქციე, მეშნოდა რომ არსად გამქცეოდა, - რატომ ჩვენ? - ანაბელის თმებში ამოვისლუკუნე და თავზე ვაკოცე, - რატომ მაინცდამაინც ჩვენ? რა დავაშავეთ.. - ცხოვრებაში ამაზე მეტად არაფერს ვნანობ. ანაბელს ხელები შევუშვი და მისი მოშორება ვცადე.
-ზეინ გთხოვ, - ჯიუტად კიდევ უფრო ამეკრო სხეულზე.
-მომშორდი ანაბელ.
-არა! - დაიკივლა და უფრო მომეწება.
-ანაბელ მომშორდი!
-არ მაინტერესებს ეგ შენი საიდუმლო! თუ ეს ჩვენ შორის ჩადგება, მაშინ არ მაინტერესებს! მიყვარხარ, როგორ არ გესმის, მიყვარხარ! და შენი წარსული ამას ვერ შეცვლის! ამდენი ხნის შემდეგ როგორ არ გესმის, რომ არაფერი მაინტერებს შენ გარდა- სული შემეხუთა. ყველა მწარე გრძნობა ერთად მომაწვა ყელში. სიყვარულს ჩემნაირი ლაჩარი არ იმსახურებს!
-უნდა გეზიზღებოდე, კი არ უნდა გიყვარდე!
-გაჩერდი ზეინ! არ მითხრა! არ მოგისმენ! მინდა უბრალოდ მითხრა, რომ შენც გიყვარვარ. მხოლოდ შენ მინდიხარ და მეტი არაფერი.
-შენი და მე მოვკალი!- დავიღრიალე, მაჯებში ხელები ძლიერად წავავლე და ჩემი სხეულიდან გამოვგლიჯე. წაბორძიკდა, მაშინვე ინსტიქტი გამიჩნდა რომ დავხმარებოდი, მაგრამ თავი შეიმაგრა და შეცბუნებული მომაჩერდა.
-რას.. რას ამბობ? - გაფართოებული თვალებით ისე მომჩერებოდა თითქოს შეშლილი ვყოფილიყავი. ხმა ვეღარ ამოვირე, ვიდექი და ვუყურებდი როგორ იცვლებოდა მის სახეზე ემოციები, - რა? - ბოლოს სიცილით მკითხა, - ამისთვის შემაშინე? - გაიცნია და თავი გააქნია, - ჩემმა დამ თავი მოიკლა.
-შენმა დამ ჩემ გამო მოიკლა თავი - გავუმეორე.
-რეებს მიედ-მოედები, - გაიცინა და ჩემსკენ წამოვიდა,მაგრამ მე უკან დავიხიე, - ზეინ ჩემი და არც გიცნობდა, მან ბრისტოლში მოიკლა თავი - ხელები ჰაერში აიქნია და მობეზრებული სახით გამომხედა.
-ვიცი.
-მერე შენ მის სიკვდილში რა შაუაში ხარ?
ღრმად ჩავისუნთქე, ვცდილობდი ყელში მომდგარი ბურთი გადამეყლაპა, რომელიც ლაპარაკში ხელს მიშლიდა, - მასზე ძალა ვიხმარე, - ანაბელს თვალები გაუფართოვდა, არ იცოდა გაეცინა თუ არა.
-რატომ მატყუებ? ეს სახუმარო თემა არაა ზეინ- შეცბუნებულმა წარმოთქვა, -შენი და სამი წლის წინ გარდაიცვალა..
-ორი, - შემეკამათა, მაგრამ თავი გააქნია, - ხო წელს მესამე წელი იწყება, - წარბები შეჭმუხნა.
-გრძელი ჟღალი თმა ქონდა და შენაირი დიდი ცისფერი თვალები. როდესაც შეშნებული მიყურებ.. სულ მისი შეშინებული თვალები მახსენდება. მახსენდება როგორ მევედრებოდა რომ გავჩერებულიყავი. მევედრობოდა რომ..
-გაჩერდი! -არა ამქვეყნიური ხმით წარმოთქვა -რატომ იგონებ ასეთ რამეს? - გულნატკენმა დაიყვირა და ჩემსკენ მოიწია,მკერდზე დამიწყო ხელების რტყმა და თან ტიროდა -რატომ აკეთებ ისე,რომ შეგიძულო? რატომ გინდა რომ დაგშორდე? რატომ გინდა რომ თავიდან მომიშორო? -მიყვიროდა თან გამეტებით მირტყავდა მკერდში მუშტებს. ამხელა ტკივილი ჯერ არ მიგრძვნია, ტკივილი,რომელიც მთელს სხეულს ედებოდა და მთლიანად მანადგურებდა. ვერ ვუძლებ ასეთს რომ ვხედავ, მისი ტკივილი მანადგურებს, არ შემიძლია ასეთ ვუყურო, არ შემიძლია ჩემს წინ მდგარ ანაბელს ვუყურო, რომელიც გატეხილია, რომელსაც სტკივა მე კი ვერაფრით ვეხმარები, რადგან მე ვარ ამის მიზეზი.
-ბოდიში -დავიჩურჩულე და როდესაც ანაბელმა ხელები უხეშად მომაშორებინა მხრებიდან,მაშინ გავიაზრე, რომ ვცდილობდი როგორმე ჩავხუტებოდი და შვება ჩემს მკლავებში ეპოვნა, მაგრამ ხელი მკერდზე მკრა და ჩემგან რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. რამდენიმე წამით ხმას არ იღებდა. ბოლოს გავბედე და მას ავხედე. ფერწასული, ტირილისგან დასისხლიანებული თვალებით მომჩერებოდა. მზერა არაფერზე გადაქონდა, არც ხმას იღებდა. უბრალოდ ატირებული მიყურებდა.
-გთხოვ თქვი რამე, - მაგრამ მწარე დუმილი, - ანაბელ გთხოვ, - მისკენ წავედი, შეხება ვცადე, მაგრამ ხელი აიქნია, უკან გადგა და ზიზღით სავსე თვალებით გამომხედა.
-ნუ მეხები! - დამიყვირა და მკერდში მუშტები დამარტყა. წავბორძიკდი, - მეზიზღები, აქამდე როგორ არ მითხარი?! - ტკივილმა დამფლითა. მეც მეზიზღება ჩემი თავი.
-მე ხომ სულ გაფრთხილებდი, რომ ჩემგან თავი შორს დაგეჭირა! - შევეწინააღმდეგე, - ამიტომ არ გნახულობდი ციხეში, რომ ვიყავი! ამიტომ ვიჭერდი შენგან თავს შორს! მაგრამ ვერ შევძელი.
-თუ იცოდი ვინც ვიყავი რატომ შემაყვარე თავი, რა გინდოდა? -ეს შედარებით დაბალი ტონით დანანებით წარმოთქვა.
-თავიდან არ ვიცოდი ანაბელ-სახეზე მაჯა მოვისვი, რომ ცრემლები მომეწმინდა. -როგორც კი დაგინახე მაშინვე ის გამახსენდა, შენში რაღაც დავიანხე, რაც საშინლად მაფორიაქებდა. ამიტომ ნაილს ვთხოვე შენ კლაში გადმოსულიყო და შენზე ყველაფერი გაერკვია. მან მაშინვე გაიგო ვინც იყავი და ყველაფერი ქნა, რომ მე არ გამეგო. იცოდა როგორ ვნანობდი იმას რაც გავაკეთე და როგორ ვცდილობდი მის დავიწყებდას, მისი დის გამოჩენა კი ისევ თავდაყირა დამიყენებდა ყველაფერს. იცოდა, რომ მე ეს გამანადგურებდა. მას ჩემი დაცვა უნდოდა. შენი ნამდვილი გვარი პირველად ციხეში, რომ მოხვედი მაშინ გავიგე და გავაცნობიერე, რომ იმ გოგოს და იყავი, ვინც მე მოვკალი.
-ღმერთო რა სულელი ვარ რომ შენ შემიყვარდი. მეზიზღები ზეინ! მთელი არსებით მეზიზღები! - ყვირილით მომახალა და ძალაგამოცლილი დივანზე ჩამოჯდა. ჩემგან ზურგით იჯდა, ამიტომ ვერ ვხედავდი რას აკეთებდა. რამდენიმე წამი ოთახში სიჩუმემ დაისადგურა, შემდეგ კი ეს სიჩუმე ზიზღით სავსე ხმამ დაარღვია.
-მომიყევი-მითხრა ისე რომ ჩემკენ არც მოუხედავს.
-არ შემიძლია, - თავი გავაქნიე.
-მომიყევი! - მკაცრად გამიმეორა. წარსულის მოგონებებმა თავი იჩნეს. ყელში ბურთი შემომაწვა და ნიკაპი ამიკანკალდა. ჩემი სახის გამომეტყველებას ვეღარ ვაკონტროლებდი, თვალები მაგრად დავხუჭე და ღრმად სუნტქვა დავიწყე რომ თავი სასაუბროდ შემემზადებინა. შემდეგ მისკენ დავიძარი
-არ მომიახლოვდე, - ცივად გამოსცრა, - არ მინდა შენი სახის დანახვა- ამ სიტყვების გამგონეს ისედაც დაფლეთილი გული კიდევ უფრო დამეფლითა. თავი ხელში ავიყვანე და მოყოლა დავიწყე.
-იმ ღამეს როდესაც ჩემი მშობლების სიკვდილის ამბავი გავარკვიე, - სახეზე ხელი მოვისვი და ცრემლიანი მზერა ჭერს მივაბყარი. მიჭირდა ამ ყველაფრის სიტყვებით გაცოცხლება, - მთელი მსოფლიო მძულდა, ყველას ამოხოცვა მინდოდა ვინც ეს ჩემს ოჯახს გაუკეთა, მაგრამ რომ ვერაფერს ვაკეთებდი ეს ჭკუიდან მშლიდა, ამიტომ გამოვთვერი ბარში. იქ კი.. იმ საღამოს შენი დაც იქ იყო. ისეთი მშვიდი და ბედნიერი იყო. ისეთი ბედნიერი, რომ იმ წამს მძულდა, მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის არაფერი დაეშავებინა. მძულდა, იმიტომ რომ ბედნიერი იყო. მინდოდა მასაც ტკენოდა, მინდოდა ისიც დატანჯულიყო... ძალიან მთვრალი ვიყავი, ვერ ვაცნობერებდი რას ვაკეთებდი. - თავი უკან გადავწიე და კედელს რამდენიმეჯერმე მივარტყი. სულიერი ტკივილის ჩახშობას ფიზიკურით ვცდილობდი, - ის ისეთი უსუსური იყო. ისეთი დაუცველი -თავი ისევ ზემოთ ავწიე და ჭერს მივაშტერდი - რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთში წავიკითხე, რომ 17 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო, და იმ გოგოს სახე რომ ვნახე... - გავჩუმდი, მეტის გაგრძელება აღარ შემეძლო. ანაბელის მიმართულებით გავიხედე, ახლა თავი ქონდა მოტრიალებული და მე მიყურებდა.
-ეკლესიაში რომ თქვი, ცხოვრებაში ყველაზე საშინელი რამ მაქვს ჩადენილი, რის გამოც თავი მძულსო, ამას გულისხმობდი? - თავი დავუქნიე.
-ადამიანი მყავს მოკლულიო.. მასზე თქვი? - ღრმად ჩავისუნთქე და ისევ თავი დავუქნიე. ანაბელმაც იგივე მოძრაობა გაიმეორა, შემდეგ სავარძლიდან წამოდგა. ჩემსკენ წამოვიდა, თვალები გამინათდა, გული ამიძგერდა, რაღაც წამით მეგონა რომ ისევ მაპატია და მომეხვეოდა, მაგრამ მან უბრალოდ გვერდი ჩამიარა და კიბეებით მეორე სართულზე ავიდა.
-ჯანდაბა! -დავიღრიალე და კარადასთან მივედი, არაყი გადმოვიღე, სავარძელში ჩავჯექი და პირდაპირ ბოთლით მოვიყურე სასმელი.
დეპრესიული ფიქრებიდან ნაილმა გამომიყვანა, რომელიც ჩემ წინ იდგა, მაგრამ ხმას არ იღებდა.
თავი გავიქნიე და თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე. ისევ ნაილს შევხედე და დავინახე, როგორ ჩაუდგა თვალებში ცრემლები.
-დამთავრდა- დავიჩურჩულე და თავი სავარძლის საზურგეს გადავადე.
-წავიდა? - პასუხის გაცემის თავიც აღარ შემწევდა. თავი გავაქნიე და კიბეებზე მივანიშნე. ისიც მაშინვე ანაბელთან გაიქცა.
-გაეთრიე, - ზევიდან ანაბელის ყვირილის ხმა მომესმა, - შენც მეზიზღები! ყველაფერი იცოდი და დამიმალე!
-რა გინდოდა მოვსულიყავი და მეთქვა იცი ანაბელ ჩემმა ძმაკაცმა შენი და გააუპატიურა და მაგიტო მოიკლა თავი? ეს გამეკეთებინა? მე ყველაფერი გავაკეთე, რომ მისთვის თავი დაგენებებინა. -არც ნაილი ჩამორჩა ყვირილში. რამდენიმე წამით არცერთის ხმა აღარ გამიგია. -ანაბელ მას უყვარხარ.
-და რა ვქნა? ეს როგორ ვაპატიო მითხარი, როგორ? -ანაბელი გამწირული ხმით ყვიროდა. ის ესეთი არასდროს მინახავს.
-ის ვერ გადაიტანს-ბოლოს ნაილის ხმა გავიგე, რომელიც ანაბელის შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ ხომ ვიცი ეს მცდელობა უშედეგო იყო. ის არასდროს მაპატიებდა. ვძულდი, მთელი არსებით ვძულდი. ყველაფერი დამთავრდა. ჩემი უტვინობის, არაკაცობის, ნაბიჭვრობის გამო ანაბელი სამუდამოდ დავკარგე. ერთადერთი ქალი რომელიც ოდესმე მყვარებია და მეყვარება. არყის ბოთლი პირისკენ წავიღე, როდესაც მინამ ამრეკლა და ჩემი თავი დავლანდე. მაშინვე შემოვატრიალე ბოთლი და ორეულს დავაკვირდი, საიდანაც თვალებ ჩასისხლიანებული და ტკივილისგან დამანჭული ზეინი მომჩერებოდა. გული ზიზღით და სიძულვილით ამევსო. ბოთლი მოვისროლე, კედელს დაეჯახა და ნაწილებად დაიფხშვნა.
კიბეებზე ანაბელის ფეხსაცმელების ბაკუნის ხმა გავიგონე და იქითკენ გავიხედე. კედელზე აყუდებული, მოღუშული ნაილი დავინახე, არც კი შემიმჩნევია როდის ჩამოვიდა.
როგორც კი ძირს ანაბელი გამოჩნდა, მაშინვე ფეხზე წამოვდექი. სად უნდა წავიდეს? მამიდასთან? მერე უკან მიიღებენ? უსახლკაროდ რომ დარჩეს? ეს რა გავაკეთე?
-იმედია დაისჯები იმისთვის რაც მიქენი, - მეგონა უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი, მაგრამ ამ სიტყვებით ტკივილის კიდევ ახალი ნაკადი წამოვიდა ჩემს სხეულში და სულში, - რაც ჩემ დას უქენი. შენი ბრალია თავი, რომ მოიკლა. შენი ბრალია დედაჩემი ჩემი დის სიკვდილს რომ გადაყვა და მამაჩემმა აქ გამომიშვა საცხოვრებლად. შენი ბრალია რომ ოჯახი აღარ მყავს და რომ მამაჩემს ვძულვარ! ცხოვრება დამინგრიე, რაც გამაჩნდა ყველაფერი წამართვი, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი რაც მომხდარა შენ ხარ. მთელი არსებით მძულხარ ზეინ მალიკ და ვწყევლი იმ დღეს, როცა შენ შემიყვარდი.-ბოლო სიტყვები ზიზღით გამოსცრა და წავიდა. მოხდა ის რისიც ამდენი ხნის მანძილზე მეშინოდა. მან სამუდამოდ დამტოვა.  

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now