თავი 12

1.3K 92 0
                                    

პირდაღებული და გაკვირვებული მივჩერებოდი კიბის თავში მდგარ, ნახევრად შიშველ და ასევე ჩემი დანახვით გაკვირვებულ ზეინს, რომელსაც სველი თმიდან წვეთები გულზე ეცემოდა და წყალი პატარა ბილიკებად მიიკვლევდა გზას მისი მკერდიდან ჭიპამდე და ჭიპის შემდეგ პირსახოცში უჩინარდებოდნენ.
ჩემს ცხოვრებაში პირველად ვხედავდი ნახევრად შეიშველ მამაკაცს ასე ახლოს. ფიქრი, რომელიც ტვინიდან არ მშორდებოდა და მეუბნებოდა რომ ის საცვლების გარეშე იდგა ჩემს წინ და ყოველ წამს, პატარა განძრევაზეც კი შეიძლებოდა ჩამოვარდნოდა, გულს მიჩქარებდა. ზეინმა ჩაახველა და მეც წამსვე მოვაშორე თვალები მის უნაკლო სხეულს და ლოყებაწითლებულმა ავხედე.
-პირი დაკუმე, - მოთამაშის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მეც უცბად დავკუმე პირი და გაფართოებული თვალებით მივაჩერდი.
-აქ რასს აკეთებ? - გაოგნებულმა ვკითხე.
-შენთვითონ რას აკეთებ აქ?! - კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა და კიბეებზე ჩამოვიდა.
-მ-მე ნაილის კლასელი ვარ, - ენისბორძიკით ვუთხარი როდესაც საგრძნობლად მომიახლოვდა. თავი ჩავხარე რადგან არ ვიცოდი სად გამეხედა, თვალები სულ მისი მოშიშვლებული სხეულისკენ გამორბოდა, რომელსაც ათასი ტატუ მაინც ფარავდა და ეს, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა.
სიტყვის უთქმელად მოვტრიალდი და მისაღებში შევედი სადაც ჩემი მოსაცმელი მეგულებოდა დივანზე გადადებული, სახლიდან წასვლას ვაპირებდი, არ მსურდა ზეინთან ერთად ერთ ჭერქვეშ მარტო დარჩენა, სისწრაფეში ჩანთა არც გამხსენებია, რომელიც მეორე სართულზე ნაილის ოთახში მქონდა დატოვებული. ძალიან მაინტერესებს ის აქ რას აკეთებს, მაგრამ მისთან არ ყოფნის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ არც ზეინთან საუბარი მინდა და არც ნაილს მინდა დაველოდო და მის შესახებ ვკითხო. ამაზე ხვალ დაველაპარაკები თუ არ დავიმორცხვე.
როდესაც მოვტრიალდი, გული შიშისგან ლამის გამისკდა და შეშინებულმა მარჯვენა ხელი მკერდზე მივიდე.
-სად გამირბიხარ ბელ? - წინ ამსვეტვოდა და ჩემს რეაქციაზე ხითხითებდა, ჩვენი სხეულები სულ მცირე მანძილით იყო ერთმანეთისგან დაშორებული. უცბად ყურში რაღაც არასწორად მომხვდა. მან რა, ზედმეტსახლით მომმართა?
-უბრალოდ ანაბელი! - გაბრაზბულმა შევუსწორე და გვერდით ჩავუარე, არ მსურდა ვინმეს კიდევ ერთხელ დაეძახა ჩემთვის - ბელ.
-კარგი ბელ, - ეშმაკური ღიმილით გამომხედა, რაზეც თვალები გადავატრიალე, დარწმუნებული ვარ, ახლა უფრო მეტჯერ დამიძახებს ბელ-ს უფრო რომ გამაღიზიანოს.
-კარგი ზენ! - მეც შევეცადე მისი სახელი შემემოკლებინა მაგრამ უნიჭოდ გამომივიდა. იქნებ თვითონ ზეინია რამე სახელის შემოკლება?
-ეს ზეინია და ჩემი სახელი არ მოკლდება, - თვალები გადაატრიალა.
-კარგი ზენ!
-ზეინია ბელ!
-მე ანაბელი მქვია! - გაბრაზებულმა დავიყვირე რაზეც ის კიდევ უფრო ახითხითდა. - ნახვამდის! - მისი ქცევებით გაღიზიანებული კარისკენ გავტრიალდი. ის ის იყო სახელური უნდა ჩამომეწია რომ კარი თავისით გაიღო და მის ჩარჩოში ნაილი გამოჩნდა.
-სად მიდიხარ? -დაბნეულმა მკითხა და სახიდან ღიმილი გაუქრა.
-ს-სახლში -დაბნეულმა ვუპასუხე.
-რატომ? - შეჭმუხნული სახით შიგნით შემოვიდა და კარი მიხურა. ჩემი პასუხი არც კი დასჭირდა როდესაც შემოსასვლელში ზეინი გამოჩნდა, - ღმერთო! - გაბრაზებულმა ჩურჩულით მაგრამ ყველასთვის გასაგონად თქვა.
-ზეინ, პატივს დაგვდებ და ჩაიცვამ?! - თვალების ბრიალით უთხრა ზეინს, ხელი ჩამკიდა და შემოსასვლელიდან სამზარეულოში გამიყვანა.
-რატომ თავს ასეც კარგად ვგრძნობ, - იქიდან გამოგვძახა, რაზეც ნაილმა თვალები გადაატრიალა.
-თუ ღმერთი გწამს, ზეინ! - გაღიზიანებულმა გასძახა და მე შემომხედა. მეორე ოთახიდან სიცილის ხმა გაისმა, რაზეც ნაილსაც გაეღიმა, - ბოდიშს გიხდი მის გამო, რამე ხომ არ გაწყენინა?
-არა.. უბრალოდ უხერხული იყო, - მორცხვად ჩამოვჯექი სკამზე და თავი ჩავხარე.
-ყურადღება არ მიაქციო, კარგი? რაღაც თავისებურია, მაგრამ თავს დავდებ ცუდი ადამიანი არ არის, - მეგობრულად გამიღიმა ნაილმა. საიდან იცოდა ამდენი მის შესახებ. ცნობისმოყვარეობა შიგნიდან მჭამდა, მაგრამ ჯანდაბა, მეტისმეტად მორცხვი ვარ იმისთვის რომ პირში ვკითხო ზეინი მისთვის ვინ არის.
როდესაც პოპ-კორნის კეთებას მოვრჩით, ჯამებში ჩავყარეთ და წვენთან ერთად მისაღებში გავიტანეთ. მაგიდაზე ყველაფერი კოხტად დავალაგე, ნაილმა კი ტელევიზორი ჩართო და ჩემს გვერდით სავარძელში მოკალათდა.
-ვერასდროს წარმოვიდგენდი სახლში გოგოს თუ მოიყვანდი, - ოთახში ზეინი შემოვიდა თუ არა მაშინვე ეს უთხრა ნაილს. წვენს ვსვამდი, მაგრამ ამის გამგონემ ლამის დავღვარე და ხველება ამიტყდა, რაზეც ზეინს გაეცინა. სული რომ მოვიბრუნე კობორჩხალასავით აწითლებული ნაილი დავინახე რომელიც ზეინს მკვლელი მზერით მისჩერებოდა.
-ანაბელი ჩემი კლასელია და ერთად პროექტს ვაკეთებთ, - შეუღრინა ნაილმა.
-ოჰ, კარგი რა ნაილ, - ისევ ჩაიცინა ზეინმა, ნაილის გვერდით სავარძელში ჩაჯდა და მხარზე მუშტი კრა, - მაინც რა პროექტს?
-ნარკოტიკებზეა, თუ რამდენად საშიშია ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის, - ამჯერად მე ამოვიღე ხმა. ზეინმა კი წარბი ამიწია.
-და თუ რამდენად ბოროტ საქმეს სჩადიან მათი რეალიზატორები, - ყალბი ღიმილით თქვა ნაილმა, რაზეც ზეინმა თვალები გადაატრიალა და ტელევიზორს მიაჩერდა.
-საინტერესო თემაა, - ბოლოს დაამატა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, იმისდამიუხედავად რომ ტელევიზორი ჩართული იყო და მეც მთელი მონდომებით დავიწყე მისი ყურება.
-მოსაბეზრებელი ფილმია, - დაიბუზღუნა ზეინმა.
-გეთანხმები, - ნაილმაც ამოიოხრა. მე აღარაფერი მითქვამს, რამდენიმე პოპ-კორნი ჩავიდე პირში და ტელევიზორს მივაჩერდი.
-ამ დროს გოგოს შენს ოთახში ასვლა უნდა შესთავაზო, - ზეინის ხითხითით ჩურჩული გავიღე და თვალებგაფართოებულმა მათ გავხედე. ნაილი ჩემსავით არაკომფორტულად გრძნობდა თავს და როგორც სჩანს ზეინი ამით ერთობოდა. - მგონი ჯობია იჩქაროთ, ისეთი ფორმები გაცვიათ მთელი დღე მოუდნებით მათ გახ.. აუჩ!
-ღმერთო ჩემო მალიკ! - ნაილმა ზეინს მუცელში მუშტი კრა და შემდეგ ლეკვის თვალებით გამომხედა, - მაპატიე გთხო.. - სათქმელი ვერ დაამთავრა, ისე წავლო ხელები ზეინმა და ჩხუბი დაუწყო. რათქმაუნდა სერიოზულად არ ჩხუბობდნენ, ეს უფრო თამაშს გავდა მათთვის, უვნებელ დარტყმებს იღებდნენ ერთმანეთისგან და თან ხარხარებდნენ კიდეც. თავიდან ვცდილობდი სერიოზული სახე მქონოდა, მაგრამ მათ საქციელზე ღიმილს ვერ ვიკავებდი.
ასეთი ზეინი არ წარმომედგინა, ის უფრო ჩაკეტილი, ნერვების მომშლელი, მთელს მსოფლიოზე გაბოროტებული ბიჭი მეგონა. ამ დროს კი ყველაზე ლაღად მეჩვენა. როდესაც იცინოდა კბილებს ერთმანეთს აჭერდა და მათ უკან ენა მოჩანდა.
როდესაც ნაილი დაიჭირა და თმის აბურდვა მუშტით დაუწყო, თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. ისინი სიეთი განსხვავებულები ჩანდნენ ამ დროს, არამგონია ზეინი მის სხვა მეგობრებს ასე მოქცეოდა. ღმერთო ვინ არიან ერთმანეთის?
-ღმერთო, გიჟი ხარ შემეშვი, - ნაილმა ამოიოხრა და ბოლოჯერ გაიბრძოლა.
-ვაპირებდი, მაგრამ ახლა უარესი მოგელის ლეპრიკონო, - ზეინიც იცინოდა, ალბათ სხვას რომ მისთვის გიჟი ეწოდებინა ცემით ამოხდიდა სულს, მაგრამ ნაილთან ყველაფერი სხვა იყო მისთვის. როდესაც დაიღალა ხელები შეუშვა, წამოდგა და ჩაჩაჩული შარვალი გაისწორა, - ახლავე მოვალ, - თქვა და ოთახიდან გავიდა.
დრო ვიხელთე თუ არა ჩემი მორცხვობა სადღაც ბნელ კუთხეში მოვისროლე და ნიალი კითვებით ავავსე.
-ეს შენი სახლია? ან ზეინს საიდან იცნობ?
-ზეინს შენც იცნობ? - გაკვირვებულმა ამომხედა, შემდეგ წამოდგა და დივანზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-ამ.. კი აქამდე რამდენჯერმე შევხვდი. პირველად ბაიკერების რბოლაზე.
-მანდ დადიხარ? - კიდევ უფრო გაკვირვებულმა მკითხა ნაილმა.
-არ დავდიოდი, ლილიმ წამიყვანა.
-აჰ გასაგებია, - ჩაიხითხითა ნაილმა.
-ჰო და ერთად ცხოვრობთ?
-კი..- ნაილმა ამოიხვნეშა, - სახლიდან რომ წამოვედი ზეინმა შემიფარა.
-ეს ზეინის სახლია? - კიდევ უფრო გაკვირვებულმა ვიკითხე. იმიტომ რომ არ წარმომედგინა ზეინისნაირი ბიჭი ასეთ მდიდრულ სახლში თუ იცხოვრება. მას უფრო დაბალი დონის, პატარა ბინა შეეფერებოდა ჩემს წარმოსახვაში.
-ჰო, შესანიშნავი მეგობარია, - ღიმილით დაამატა და მის ამ ქცევაზე მეც გამეღიმა. იქნებ არც ისეთი ცუდია ზეინი, მე როგორიც წარმომედგინა. იქნებ მართლაც თავისებურია და მის ხასიათს უბრალოდ გაგება სჭირდება?
-არ მეგონა ზეინი ასეთი თუ იქნებოდა შენთან. შენთან არა საერთოდ.
-ხომ გეუბნებოდი, უბრალოდ თავისებურია. მთელი ბავშვობა მასთან ერთად მაქვს გატარებული, ყველაზე ახლო მასთან ვარ. ოჰჰ იმდენი რამ გადაგვხდენია ერთად. -ხელი აიქნია და ჩაიცინა, ალბათ ძველი ისტორიები გაახსენდა.
-ჰოო? მაინც რა? - უფრო დავინტერესდი.
-ძალიან რთული ბავშვი იყო. ყველაფერზე ბუზღუნებდა, - გაიღიმა ნაილმა და თვალები გაუშტერდა, ეტყობა ძველ მოგონებებს იხსენებდა. მეც თავი ნიკაპს ჩამოვადე და ისტორიების მოსასმენად მოვემზადე, - მახსოვს პატარები რომ ვიყავით სულ შავი ჩაფხუტით დარბოდა, ბავშვიბიდან გიჟდებოდა მოტოციკლეტებზე. სხვათაშორის მაგ ჩაფხუტმა ბევჯერ გადაარჩინა ტვინის შერყევას. ჩვემთან შედარებით დიდია და ბავშვობაშიც უფრო მაღალი იყო. სადაც მე უპრობლემოდ ვძვრებოდი ის სულ თავს არტყამდა რაღაცას და ჩაფხუტიც იცავდა ტვინის დაზიანებისგან. მაგრამ მგონი ბოლომდეც ვერ დაიცვა, - თვალი ჩამიკრა და ახარხარდა.
სიცილი ამიტყდა როდესაც წარმოვიდგინე, პატარა ყავისფერთვალება ბიჭი, კუპრივთ შავი თმით, როგორ დარბის აქეთ-იქით და თავს ურტყამს რაც ხელში მოხვდება ყველაფერს, მაგრამ თავიცი ჩაფხუტი იცავს.
-ძალიან ანცი და ეშმაკი იყო, - ფიქრებიდან ნაილმა გამომარკვია, - სუფთა შავი ტარაკანა...

როდესაც საკმაოდ მოსაღამოვდა, გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი,მეორე სართულზე სწრაფად ავირბინე ზურგჩანთა მხარზე მოვიგდე და ქვევით დავბრუნდი. კიბის თავში ზეინი და ნაილი მელოდებოდნენ. როდესაც ქვევით ჩამოვედი და ჰოლში გავდით უკან შეხება მივრძენი, რათქმაუნდა ზეინი იყო, უხერხულად შევიშმუშნე და ხელი მოვაშორებინე. რათქმაუნდა ეს ნაილს არ შეუმჩნევია რადგან წინ მიდიოდა კარების გასაღებად.
-რა საშინელი ფორმები გაქვთ -ამოიოხრა ზეინმა -ხელს რომ მოკიდებ კანის ქავილს გაწყებინებს -ეშმაკური ხმით თქვა. თვალები გამიფართოვდა და სახეზე წამოვწითლდი. იმედია ნაილი ვერაფერს მიხვდა,
-ყველა მისტერ ზეინ მალიკი ვერ ვიქნებით,უფორმოდ რომ ვიაროთ სკოლაში - სიცილით უთხრა ნაილმა და კარის კლიტე გააღო, გულზე მომეშვა როდესაც ვერ მიხვდა რატომ თქვა ზეინმა ეს. მაგრამ რომ მოტრიალდა ზეინს თავში წამოუთაქა,რაზეც სიცილი ამივარდა. არც ისეთი გულუბრყვილო ყოფილა როგორიც მეგონ, ან უბრალოდ ზეინს იცნობდა ზემდეტად კარგად.
-მოგივლი მერე - ღიმილით უთხრა ნაილს და შემდეგ ორივემ მე გამომხედეს.
-ნახვამდის, - დავემშვიდობე.
-ნახვამდის, - ზინმა მითხრა და გატრიალდა, - ჰო, ნაილ მალე დაბრუნდი საქმე მაქვს! - სერიოზული სახით უთხრა ნაილს და რომელიღაცა ოთახში შევიდა.
ნაილმა სახლამდე მიმაცილა, შემდეგ მასაც დავემშვიდობე. სახლში რომ შევედი მამიდას სიტუაცია ავუხსენი, მაგრამ ხელი ჩაიქნია "ლილიმ მომახსენა დღევანდელი ამბები უკვეო" მითხრა და სამზარეულოში ფუსფუსი გააგრძელა. გამიხარდა მამიდა რომ მენდობოდა. შემდეგ ოთახში ავედი და საწოლზე დავწექი. მარტო ვიყავი, როგორც ჩანს ლილი ლიამთანაა გაპარული. გაკვეთილები ლილის მოსვამდე ვიმეცადინე, შემდეგ მისი და ლიამის ამბებს მოვუსმინე და ორივენი დასაძინებლად გავემზადეთ.
ძილისწინ ისევ მომერია ზეინზე ფიქრები. დღეს სურულიად განსხვავებული მისი მე დავინახე და ცოტა არ იყოს ბრაზმა გადამიარა კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დავივიწყებ როგორ ცუდად მომექცა. ეს უბრალოდ დღევანდელი დღე იყო და მეტი არაფერი, ხვალიდან ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now