თავი 62(დასასრული!)

2.7K 150 98
                                    



-დამიჭირე - სიცილით ვუთხარი და გავიქეცი.
-გამოწვევა მიღებულია - ბოხი, სიცილნარევი ხმით მომაძახა ზეინმა და უკან გამომეკიდა. ვცდილობდი სწრაფად მერბინა, მაგრამ ფეხები სილაში მეფლობოდა და სირბილი მიჭირდა, თუმცა მაინც არ ვნებდებოდი. ვცდილობდი, როგორმე გავქცეულიყავი და ერთხელ მაინც გამემარჯვა მასთან სირბილში, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. სიცილი შევწყვიტე, როდესაც წელზე ძლიერი ხელები ვიგრძენი და ჩემი ფეხები მიწას მოსწყდა.
-ვერ გამექცევი. - ყურში ჩამჩურჩულა და ქვიშაზე დამაგდო, თვითონ კი ჩემს ზემოდან მოექცა. ხელები თავის გარდი-გარდმო დამაწყო და გამარჯვებული ღიმილით მომაჩერდა. შევხტი, როდესაც წელზე მისმა თითებმა ღუტუნი დამიწყეს. ბოლო ხმაზე ვიცინოდი და ვეხვეწებოდი თავი დაენებებინა, მაგრამ პირიქით, ღუტუნს უმატებდა. ჩემს სიცილზე მასაც გულიანად ეცინებოდა.
-ზეინ! - დავუყვირე სიცილით, თან ვიკლაკნებოდი - ზეინ, იცოდე ჩავიფსავ. - ზეინმა სიცილით თავი უკან გადააგდო, შემდეგ კი კისერში ჩამიდო.
-კარგი, ასე ვიტყვი, რომ ჩემ გამო დასველდი. - ფხუკუნი აუტყდა, მის მხარს ხელი გავკარი, მაგრამ ბოლოს სიცილში ავყევი.
-ნუ სულელობ. - ძლივს მოვითქვი სული და წამოვჯექი.
-წამოდი, რაღაც უნდა განახო. - ზეინი ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა, ხელი ხელზე დავადე და წამოვდექი, შემდეგ კი შარვალი დავიფერთხე.
-დაგეხმარები. - მზრუნველი ხმით მითხრა და ხელით შარვლის გასუფთავება დამიწყო, თუმცა უკანალზე უფრო მეფერებოდა, ვიდრე მისუფთავებდა. ჩამეცინა, მოვეხვიე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.
-რა გინოდა რომ გენახებინა? - ზეინს ჩახუტებულმა დავიჩურჩულე.
-წამომყევი და ნახავ. - თავზე მაკოცა, გამოიწია და ხელი ჩამკიდა.
-ფრთხილად იყავი, ცოტათი სრიალებს. - მითხრა, როცა კლდესთან მივედით და დიდ ქვებზე აძვრა, შემდეგ კი ხელი გამომიწოდა, რომ ავეყვანე. მეც მალევე მის გვერდით გავჩნდი. არ ტყუოდა, როდესაც გამაფრთხილა სრიალებსო. ქვებს ზღვის ტალღები ეხეთქებოდნენ, ზოგიერთგან ხავსიც მოსდებოდათ. ზეინს ჩემი ხელი მაგრად ეჭირა თავისაში, ეშინოდა არ დავცემულიყავი.
-ხედავ კლდის იმ წვერს? - ხელი გაიშვირა. სახე მოვიჩრდილე და იმ მიმართულებით გავიხედე საითაც ზეინი მანიშნებდა.
-კი.
-აქ მამას და დედას ხშირად მოვყავდი. როდესაც დედა ამ ქვებზე ირურჯებოდა, მე და მამა იმ კლდის წვერიდან ვხტებოდით, - ღიმილიანი სახით იხსენებდა წარსულს ზეინი, - კლდის ქვემოთ კი ჩვენი წარწერებია. ერთ ადგილას რა სიმაღლის ვიყავი ისიც წერია, - სიცილით დაამატა, - წამოდი განახებ. - მითხრა და იქითკენ წამიყვანა.
კლდეზე ბევრი წარწერა, ზეინის და მისი მშობლების ინიციალები იყო.
-აი აქ, - ცოტახნიანი დაკვირვების შემდეგ ზეინმა თითით მიმანიშნა.კლდეზე დაახლოებით ზენის ჭიპამდე ხაზი იყო ამოტვიფრული და გვერდზე „1960წ" და „ზეი" იყო მიწერილი.
-ზეი? - სიცილით ზეინს მოვუტრიალდი.
-ჰო, - თავი მოიქექა, - ჩემები ასე მეძახდნენ.
-ოჰ, ზეი. - სიცილით მოვსინჯე ახალი სიტყვა და ზეის კისერზე ჩამოვეკიდე. მანაც ხელები მომხვია და ბაგეზე ნაზად მაკოცა. შემდეგ კლდეს ისევ გავუყევით. წარწერებს ვათვალიერებდი.
-„მეფე მალიკი ყველას დედას გვიტირებს" - ხმამაღლა წავიკითხე, რაზეც ზეინს სიცილი აუტყდა.
-ეს ნაილის დაწერილია. - განმიმარტა.
კლდეზე კიდევ უამრავი საინტერესო წარწერა იყო. მაგალითად: „დედის მტყვნელები" „ერთი მიმართულება" „აქ გაატანა ნაილმა ნანახი ვაჟიშვილობა ტალღებს"
-ღმერთო - წარმოვთქვი და ავხარხარდი. წელში მოვიხარე და ხელები მუცელზე დავიწყვე. ბოლოს რომ დავმშვიდდი წელში გავსწორდი და თვალებზე მომდგარი ცრემლები შევიმშრალე.
-ზეინ გამჟიმე? - წარმოვთქვი, როცა კიდევ ერთი წარწერა წავიკითხე. - კრისტინამ დაწერა?
-არა, ლუიმ. - სიცილით მითხრა, შემდეგ კი სახე შეეცვალა და სასწრაფოდ გადაერთო სხვა წარწერაზე.
-„Let us die young or let us live forever" - ხმამაღლა ამოვიკითხე წარწერა. -მაგარია! -წარმოვთქვი აღტაცებულმა. -ეს ვინ დაწერა?
-მე და ჰარიმ. - წარბებშეკრულმა მიპასუხა. თავი ცუდად ვიგრძენი, არ მინდოდა ეს დღე ზეინის გაფუჭებული ხასიათთ დამთავრებულიყო. კლდის ძირში დაგდებული ნახშირი ავიღე და ამ წარწერას გვერდით მივუწერე „ბოზი ჰარი", და ამან გაამართლა. ზეინს ხასიათი გამოუკეთდა.
-მინდა ჩვენც დავწეროთ რამე. - თქვა ზეინმა და ნახშირის ნატეხი თითონაც აიღო.
-რა?
-ჰმმ.. - დაიზმუილა ზეინმა და შემდეგ კლდეზე დაწერა: „When it was dark, you always carried the sun in your hand for me" ამის დანახვაზე მაშინვე თვალები გამიბრწყინდა. „მიყვარხარ"
მივაწერე სასწრაფოდ და ზეინს ძლიერად მოვხვიე ხელები.
-უკან დავბრუნდეთ. - ცოხახნის შემდეგ მითხრა ზეინმა.
-კარგი. - თავი დავუქნიე და ორივე უკან მოვტრიალდით. უკან სეირნობისას ჩვენს შორის სიჩუმე ჩამოწვა, მე კი ჩვევად გადაქცეული თამაშის დაწყება გადავწყვიტე ჩემს ბეჭედთან, მაგრამ გული გამიჩერდა, როდესაც შევამჩნიე რომ თითზე აღარ მეკეთა. ოღონდ ეს არა! ზეინის ნაჩუქარი ბეჭედი დავკარგე?!
აქეთ-იქით თვალების ცეცება დავიწყე. ჯანდაბა, ნუთუ დავკარგე?! ქვედა ტუჩი კბილებს შუა მოვიქციე და ნერვიულად თვალებით ძებნა გავაგრძელე.
-რა მოხდა? - როგორც ჩანს ზეინმა ჩემი განერვიულება შეამჩნია.
-ა-არაფერი - ჩლიფინით ვუთხარი.
-ანაბელ, სახეზე ფერი აღარ გადევს, რა მოხდა? - მასაც შევნიშნე აფორიაქება.ხელი ავწიე და თითი დავანახე.
-ჯანდაბა. - კბილებში გამოსცრა და ხმადაბლა შეიკურთხა. სასწრაფოდ კლდესთან მივვარდით. ვაიდა თუ ისეთ ადგილას დამივარდა, რომ ზღვა მისწვდა და თან წაიღო?! ღმერთო, ოღონდ ეს ბეჭედი მაპოვნინე და სხვა რაც გინდა ის წამართვი. ძირს დავიჩოქე და გუბეებში ბეჭდის ძებნა დავიწყე, მაგრამ არსად ჩანდა. ცოტაც და ვიტირებდი, ეს ბეჭედი ხომ ჩვენთვის ორივესთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო. ზეინმა დედამისის ბეჭედი მე ჩამაბარა, ამ ბეჭდით მან ცოლობა მთხოვა. ჯანდაბა,თვალებიდან ცრემლები მოვიშორე, როდესაც ზეინმა წამომაყენა და ხელი გამიშალა.
-გთხოვ, გაუფრთხილდი. - მითხრა და ბეჭედი ხელზე დამიდო.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 17, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now