თავი 40

1.2K 82 5
                                    

  სახეზე ფართო ღიმილი მქონდა გადაკრული,როდესაც სახლში შევედი. ზეინის სიტყვებმა გამაბედნიერეს. გამოდის რომ მე და ის ერთად ვართ! თავისი პირით მითხრა..მითხრა რომ ჩვენ შეყვარებულები ვართ!ჯანდაბა, არ მჯერა.არ მჯერა, რომ ეს მართლა ხდება.
-დავბრუნდი -ვთქვი,როდესაც მისაღებ ოთახში შევედი და მამიდა დავინახე,რომელიც დივანზე იჯდა და თითებს ერთმანეთში ნერვულად ხლართავდა და აწვალებდა,როდესაც ჩემი ხმა გაიგო მაშინვე ფეხზე წამოხტა და შემომხედა.
-სად იყავი აქამდე ანაბელ? შენზე ვნერვიულობდი.
-არაფერია სანერვიულო, ხომ ხედავ სალხში დროზე დამაბრუნა, -ვუპასუხე და დივანზე დავჯექი.
-შვილო სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან! -მის ხმაში ოდნავი გაბრაზება და სიმკაცრე იგრძნობოდა,თავი დავუქნიე და მივანიშნე,რომ მზად ვიყავი სალაპარაკოდ. მამიდამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და ლაპარაკი დაიწყო
-ანაბელ,მასთან რა გესაქმება? ის ხომ ისეთი განსხვავებულია შენგან,არ ვიცით რას წარმოადგენს,ვინ არიან მისი მშობლები.. -მამიდას საუბრი შევაწყვეტინე
-მამიდა რახან ზეინი გარეგნობით განსხვავებულია და ტატუები აქვს, არ ნიშნავს იმას რომ ცუდი ადამიანია. ხომ იცი დღევანდელი ახალგაზრდობა.. -წყნარად ვუხსნიდი მამიდას,რა დროსაც ნერვიულობისგან ხელის გულები გამიოფლიანდა
-ანაბელ, - ღრმად ამოისუნთქა მამიდამ და შემდეგ თვალებში მომაშტერდა, - არ ვიცნობ ზეინს და მის განსჯას არ დავიწყებ მაგრამ, ის შენი შესაფერისი ბიჭი არ არის. ვხვდები რომ მის გამო ხარ შეცვლილი და ეს ძალიან არ მომწონს, -თავი გააქნია და ამოიოხრა.
-მამიდა, - ვთქვი, სავარძლიდან წამოვიწიე და მასთან მივჩოჩდი, - მე და ზეინი ერთმანეთს ძალიან ვგავართ.. მას .. ისიც ჩემსავით ობოლია. საერთოდ არავინ ჰყავს. - სწორი სიტყვების მოძებნას და დალაგებას ვცდილობდი, რაც ადვილი სულაც არ იყო, - ის ერთადერთია, რომელიც ახერხებს დამავიწყოს ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივ ხდება. შენ ხომ ვერ წარმოიდგენ, როგორ მენატრება ჩემი ოჯახი, ის ახერხებს, რომ ცუდზე აღარ ვიფიქრო და ცხოვრება განვაგრძო, გესმის?- მთელი ამ მონოლოგის განმავლობაში მამიდასთვის თვალი არ მომიცილებია. ვხედავდი როგორ ვმანიპულირებდი მის გრძნობებზე, მაგრამ მამიდა, რისი მამიდა იყო რომ ბოლომდე მტკიცედ არ მდგარიყო.
-ანაბელ -ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა, -მე გაგაფრთხილე იცოდე,ფრთხილად იყავი, არ მინდა ვინმეს სალაპარაკო გახდე და ჩვენი ოჯახი ლაფში ამოსვარო. მამაშენს დავპირდი, რომ მოგხედავდი და არ მაიძულო, რომ ისეთი რაღაც გავაკეთო, რასაც მთელი ცხოვრება ვინანებ. - მითხრა და ოთახიდან გავიდა. წამით მზერა გამიშეშდა, რაღაც წერტილს მივაშტერდი, მაგრამ შემდეგ თავი გავაქნიე და მეორე სართულზე ავედი. მიუხედავად ზეინის ბოლო სიტყვებისგან გამოწვეული სიამოვნებისა, მაინც რაღაც სიცარიელეს ვგრძნობდი. მინდოდა ბედნიერებისგან მეხტუნავა, მეყვირა, მეცინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
ოთახში, რომ შევედი საწოლზე წურგით გადავწექი და ჭერს მივაშტერდი. ლილის უკვე ეძინა, ამიტომ მარტო დარჩენილი ფიქრებში გადავეშვი. იმაზე ვფიქრობდი, რაც მამიდას ვუთხარი. ზეინი მართლა ის ადამიანია, რომელის დედის დაკარგვის ტრაგედია ცოტახნით მიმავიწყა. შეიძლება ჩემთვის კარგიც კი იყო ყველაფერი რაც მის გამო შემემთხვა. ამან ყურადღება სხვა რამეზე გადამატანინა და უბრალოდ დროც კი აღარ მქონდა მეფიქრა, როგორ შეიცვალა ცხოვრება და როგორ მენატრება დედა და მამა.
ახლა როცა ყველა ტრაგედია მორჩა და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება იმ გრძნობებმა გაიღვიძა ჩემში, რომელიც აქამდე მიმალული იყო. საკუთარი თავის შემრცხვა, რომ გზას ვაგრძელებდი და ბედნიერი ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ დედა სულ რამდენიმე თვის წინ გარდამეცვალა. ამოვიოხრე და თვალებზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე. საშობაო არდადაგებზე აუცილებლად წავალ მამასთან და ვინახულებ, ან მივწერ შობამდე თვითონ გვესტუმროს აქ.
-რა გატირებს? -მოულოდნელობისგან შევხტი, არ მეგონა თუ ლილის ეღვიძა -ზეინმა რამე დაგიშავა? -საწოლოდან წამოიწია.
-შენ რა არ გძინავს?
-არა, უბრალოდ ვფიქრობდი, და შენ რა გატირებს?
-დედაჩემი მომენატრა და მამაჩემიც -ამოვიოხრე. -მაგრამ არაფერია გამივლის. -ვუთხარი და კიდევ ერთი ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე.
-შენ რაზე ფიქობდი?
-ვერ ვხვდები, როდის დავუშვი შეცდომა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო ჩვენთან მარა რამოხდა? -ლიამზე ლაპარაკობდა.
-იქნებ მას რაღაც აკლდა?
-მაინც?
-იქნებ ერთად რომ არ იწექით იმის ბრალია? - ლილის სახე მაშინვე შეეცვალა. -ხო იცი ისინი სხვა ბიჭებს არ გვანან, განხვავებულები არიან, მათ განხვავებული ურთიერთობები იზიდავთ.-მხრები ავიჩეჩე.
-და შენ?
-რა მე?
-ზეინიც განხვავებულია, ანუ მასაც მეტი უნდა და შენ რის გაკეთებას აპირებ? -სახეზე ერთიანად ავხურდი, ეს ლილიმაც შეამჩნია. -იმედია არ აპირებ რომ... ანაბელ არ გაბედო. -თვალები დამიბრიალა -ზეინმა რომ მიგაგდოს მერე რას იზავ? ან მამაშენმა რომ გაიგოს? თუნდაც დედაჩემმა?-ლილი არ წყვეტდა -აბანელ ამან შეიძლება შენც მომავალზეც იქონიოს გავლენა, წესიერად აღარავინ შემოგხედავს.
-არაფერს არ ვაპირებ ლილი -ვუთხარი რომ დამშვიდებულიყო. მართლაც მე არაფერს ვაპირებდი, მაგრამ ზეინს რომ მოენდომებონა დარწმუნებული ვარ წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი. ღმერთო. ამოვიოხრე და თვალები დავხუჭე. ლილი მართალია, ნამდვილად დიდი საფრთხეა ზეინთან ქალიშვილობის დაკარგვა, მაგრამ ეს საფრთხე რატომღაც დიდად არ მაშინებს.
მეორე დილით თვალები გავახილე და საათს შევხედე, 8 საათი სრულდებოდა, კვირა იყო, ამიტომ ეკლესიაში დავაპირე წასვლა. აბაზანაში შევედი,დავიბანე,შემდეგ თმა გავიშრე და შევიკარი,ტანზეც ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.მამიდა როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებდა
-მე ეკლესიაში მივდივარ -მივაძახე და სახლიდან გავედი.
იმის მერე რაც აქ ზეინთან ერთად ვიყავი მეორედ აღარ მოვსულვარ, არადა სანამ დედა გარდაიცვლებოდა მთელი ოჯახი ყოველ კვირას ვესწრებოდით წირვებს. ღმერთო როგორ შეიცვალა ყველაფერი. პირჯვარი გადავიწერე და ეკლესიაში შევედი. მთელი ორი საათი უშედეგოდ ვცდილობდი წირვისთვის მომესმინა, მაგრამ აზრები სხვაგან გამირბოდა. ვფიქრობდი ზეინზე, ზეინზე და კიდევ ზეინზე. რა აქ ამ ბიჭს ისეთი, რომ მასთან ესე მიმაჯაჭვა. წირვა მორჩა და მეც გარეთ გამოვედი. ვიფიქრე სახლში წავსულიყავი, მაგრამ შემდეგ გეგმები შემეცვალა და ბიბლიოთეკისკენ წავედი. ზეინმა მითხრა,რომ ერთად ვართ, მასთან თავს კარგად ვგრძნობ,ორჯერ მაგრძნობინა ნამდვილი,ხორციელი სიამოვნება. ვხვდები რომ მაგდაგვარ რაღაცას გოგოებიც უკეთებენ ბიჭებს და მინდა რომ მეც ვასიამოვნო. ძალიან, ძალიან მინდა ზეინს ისე ვასიამოვნო რომ ჩემ გარდა სხვისკენ არ გაიხედოს. იმედია ბიბლიოთეკაში რამეს ვნახავ, რაც დამეხმარება ყველაფერში გავერკვიო და ესეთი უცოდინარი აღარ ვიყო ამ საკითხში.
ფეხით დავუყევი ქუჩებს და ბოლოს უზარმაზარი ბიბლიოთეკის წინ აღმოვჩნდი.
შიგნით შევედი და რეგისტრაცია გავიარე, შემდეგ კი სარჩევთან მივედი დავრწმუნდი რომ ის წიგნი იყო რაც მინდოდა და შემდეგ იმ სექტორისკენ გავწიე საითკენაც ის მეგულებოდა.
მადლობა ღმერთს კაცის ჭაჭანება არ იყო ბიბლიოთეკაში.
წიგნი ისე ავიღე,რომ არავის შეემჩნია,შემდეგ სულ ბოლო მაგიდას მივუჯექი და წიგნი გადავშალე.
ცოტახანში კი დავხურე და საზურგეს მივეყრდენი. ჯანდაბა. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და ისევ იმ გვერდზე გადავშალე რომელზეც ვიყავი.
"სექსი არის სქესობრივი აქტი ორ ინდივიდს შორის გამრავლების ან სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილებისთვის მიზნით.
ის სამ აქტს მოიცავს: ვაგინალურს, ორალურს და ანალურს."
შემდეგ დახასიათება იყო თუ რა ხდებოდა თითოეულის დროს, მე ორალური მაინტერესებდა ამიტომ მაშინვე იმ აბზაცის კითხვა დავიწყე. სახეზე ალმური მომედო დათვალები შეუბლზე ამივიდა,როდესაც გავიაზრე ზეინისთვის რაც უნდა მექნა.შევძლებდი კი ამას?!
იმისდამიუხედავად, რომ საზიზღრობები ეწერა, ქვევით მაინც ვიგრძენი მწველი შეგრძნება და რატომრაც ზეინის ნახვა საშინლად მომინდა. საათს შევხედე აქამდე სახლში უკვე დაბრუნებული უნდა ვიყო. არაუშავრს, მამიდას ვეტყვი, რომ ბიბლიოთეკაში დიდხანს გავჩერდი.
თავი ოდნავ ავწიე და ვიგრძენი რომ ჩემს წინ ვიღაც იდგა და მიყურებდა.
-ჰეი შენ? -ჩემს წინ ჰარი იდგა და მიყურებდა
-შენ ბიბლიოთეკაში რას აკეთებ? -გაკვირვებულმა კითხვაზე კითხვთ ვუპასუხე
-შენთვითონ რა გინდა აქ?
-ვერ ხედავ?- წარბი ავუწიე და წიგნზე მივანიშნე.
-რალზე რატომ არ გამაბრთხილე რომ ჩემ გარეშე მიდიოდი? -როგორც ჩანს ნაწყენი იყო და გაბრაზებულიც.
-მინდოდა მეთქვა, მაგრამ ზეინმა არ გამომიშვა -ღმერთო ნეტა რატომ ვუხსნი? იმის მერე რაც ზეინმა მასზე მითხრა, ვხვდები რომ ის არაფრის ღირსი არაა.
-ესეიგი იმ ნაბიჭვართან ერთად წახვედი? -თვალები სიმწრისგან წამოენთო.
-შენ ნამდვილად არ გაქ უფლება მას ნაბიჭვარი უწოდო,იმის შემდეგ რაც გააკეთე. -ჰარი დაიბნა.
-და რა გავაკეთე?
-ზეინი გენდობოდა, შენ კი ის და საერთოდ ყველა გამოიყენე რომ ის ინფორმაცია მიგეღო,რომელიც გჭირდებოდა. -ჰარიმ ჩემს ნათქვამზე ხარხარი ატეხა, რაზეც თვალები გადავატრიალე და ცოტა არ იყოს დავიბენი.
-სიჩუმე! - ბიბლიოთეკარმა ჰარის შენიშვნა მისცა, ჰარი დასერიოზულდა და თვალებში ჩამაშტერდა.
-შენ რა ყველაფრის გჯერა რასაც ის გიყვება? -ისევ ჩაიცინა და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი ისე მომშორდა და ბიბლიოთეკიდან გავიდა. მისმა ნათქვამმა კიდევ უფრო დამაბნია. ჯანდაბა! წიგნი თავის ადგილას დავაბრუნე და ბიბლიოთეკიდან სასწრაფოდ გავედი.
მთელი გზა ეჭვები მღრღნიდა. რა იქნება ზეინი ისევ რომ მატყუებდეს? იქნებ ისევ მიყენებს? აზრები თავიდან გავიფანტე. არ მინდოდა, რომ ამაზე მეფიქრა. არ მინდოდა, რომ ეს საერთოდ მართალი ყოფილიყო.
როდესაც ზეინის სახლთან მივედი პარმაღის კიბეები სწრაფად ავირბინე და ზარი ჩამოვკარი, რამდენიმე წამიანი ცდის შემდეგ კარი ნაილმა გამიღო,გადავკოცნე და სახლში შემიძღვა.
-როგორ ხარ ნაილ? -ვკითხე და თვალებით ზეინის ძებნა დავიწყე
-კარგად,შენ როგორ ხარ? -მკითხა,მხრები ავიჩეჩე და გავღუმე,თან ზეინს თვალებით ვეძებდი
-თავის ოთახშია, ვეტყვი რომ მოხვედი -ცოტა ხნას გაჩერდა, თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა -ანდაც შენ ადი. - გავუღიმე და მეორე სართულზე ორ-ორი საფეხურის გამოტოვებით ავირბინე.
მისი ოთახის კარები შევაღე და..
ზეინისა და კრისტინას ერთმანეთში ახლართული სხეულები დავინახე. თითოეულ ბიძგზე და თითოეულ კრისტინას ამონახვნეშზე ვგრძნობდი,როგორ მიხლეჩდა გულს ტკივილი.ვიგრძენი როგორ გავტყდი,როდესაც სრულიად უმწეოდ ამ სცენას ვუყურებდი.
-ჯანდაბა,- წამოიძახა ზეინმა, როცა დამინახა და მაშინვე მოშორდა კრისტინას.
-ანაბელ, გთხოვ არ წახვიდე -გამაჩერა, როცა უკვე კარის მიხურვას ვაპირებდი. თავი გავიქნიე და სახელურს ხელი მოვდიდე.
-ანაბელ მომისმინე -ზეინი საწოლიდან წამოიწია -დაბლა დამელოდე კარგი?- ხმა არ გავეცი, უბრალოდ გაშეშებული ვუყურებდი. -ანაბელ- თქვა და ისე რომ ფეხზე არც ამდგარა ძირს დაგდებული საცვალი აიღო -დამელოდები? -ამოვიოხრე, როგორც ჩანს მართლა უნდოდა რომ დავლოდებოდი. ძალღონე მოვიკრიფე და თავი დავუქნიე, კრისტინას ზიზღით სავზე მზერით შევხედე და დაბლა ჩამოვედი.
-რა მოხდა? -მაშინვე მკითა ნაილმა, როცა დამინახა.
-დაკავებული იყო-ვუთხარი და ვეცადე ცრემლები არ წამომსვლოდა.
-მეგონა წახვედი, - რამდენიმე წუთში ზურგს უკან ზეინის ხმა მომესმა, ხმაში თითქოს შვება იგრძნობოდა. შვება, რომელიც ჩემმა აქ ყოფნამ გამოიწვია.
-ჰმ, - კუთხიდან აგდებული წამოძახილი მოგესმა და ორივემ იქითკენ გავიხედეთ.
-ნაილ შენ, - ზეინს მაშინვე თვალები წამოენთო, -ანაბელი რატომ ამოუშვი ზევით? ხომ იცოდი რომ მარტო არ ვიყავი? -დაიყვირა ზეინმა,მისმა ხმამ შემაშინა
-არ ვიცოდი თუ კიდე აქ იყო -ნაილი ძალიან მშვიდად გამოყუებოდა, რასაც ზეინზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი, ძარღვები საშინლად ქონდა დაჭიმული.
ხელზე დავხედე, მუშტს ძალიან უჭერდა, ცოტაც და ალბთ დაარტყავდა კიდეც. ღმერთო. ამოვიოხრე,ზეინს მივავარდი და ხელზე ხელი მოვუჭირე.
წამშივე ვიგრძენი, როგორ მოუდუნდა კუნთები, თითქოს შედარებით დაწყნარდა.
-წამოდი - ვუთხარი, ისე რომ მისთვის ხელი არ გამიშვამს და სახლის უკან, გასასველისკენ წავედით. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ახლა მასზე მეტად ნაილზე ვბრაზობდი. რატომ აკეთებს ის ამას? თავი გავიქნიე და ეზოში არსებულ სკამზე ჩამოვჯექი, ზეინიც გვერდზე მომიჯდა.
-ანაბელ მე.. , - ამოიხვნეშა, ხელით კეფა მოიქექა და შემდეგ საწყალობელი თვალებით გამომხედა, როგორც ჩანს ლაპარაკის დაწყება უჭირდა.
-გუშინ ხომ მითხარი, რომ ერთად ვიყავით? -ზეინმა თავი დამიქნია. -მაშინ რატომ ხარ იმ ძუკნასთან?
- ანაბელ მე შენთვის არ დამიმალავს, რომ სექი მქონდა. -ზეინი მართალი იყო, მას ამასთან დაკავშირებით არასდროს უთქვამს ტყუილი. ვიცოდი, რომ ის ვიღაც გოგოსთან იწვა და იმასაც ვხვდებოდი რომ ის გოგო კრისტინა იყო. ამის მიუხედავად გული მაინც მეტკინა,როდესაც ამ სცენას მეთვითონ შევესწარი
-რატომ მაინც და მაინც კრისტინა?- ზეინმა ჩაიცინა.
-მასთან იქამდეც მქონდა ურთიერთობა სანამ შენ შეგხვდებოდი.
ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს, უბრალოდ გოგოა, რომელსაც მაშინ ვჟიმავ, როცა მომინდება. ეს ყველა კაცს ჭირდება, ყველას ჭირდება ქალი, რომელიც მას დააკმაყოფილებს -პატარა ბავშვივით მიხსნიდა.
ვეღარ მოვითმინე და ცრემლები წამომცვივდა. ზეინმა ჩაიღიმა და გულში ჩამიკრა.
-მისმინე -მითხრა და თავი გამაწევინდა -აი აიღე -სიგარეტი გამომიწოდა.
-არ მინდა -თავი გავაქნიე.
-მოწიე და დამიჯერე ეს ცოტა დაგამშვიდებს. -მითხრა და სიგარეტი ხელში მომაწოდა.
-მოწევაც კი არ ვიცი.
-პირში ჩაიდე, შემდეგ შეისუნთქე და ბოლი გამოუშვი-ამიხსნა და ჯიბიდან სანთებელა ამოიღო.
პირში ჩავიდე, შევისუნთქე და რამდენიმე წამში ბოლი პირიდან გამოვუშვი. -ზეინს გაეცინა -რატომ იცინი, სულ ეს იყო?
-ანაბელ ეგრე არაფერს გიზავს, ნაპასიც უნდა დაარტყა, ანუ ფილტვებში უნდა ჩაუშვა და შემდეგ ამოუშვა ძალიან მარტივია. ჩაისუნთქე ღრმად, ცოტახანს გააჩერე და ამოისუნთქე.
ზეინის თვალები დაჟინებით მომშტერებოდნენ ტუჩებზე, როდესაც ბოლი გამოვუშვი.
-აი უკვე გამომივიდა-მითხრა, როცა ბოლი გამოვუშვი და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
- ჯანდაბა.. -წამოიძახა, როცა სიგარეტი პირში კიდევ ერთხელ ჩავიდე და მოვქაჩე. -წარმომიდგენია,როგორ იქნება ჩემი...-შემომხედა, თავი გაიქნია და სათქმელი გაწყვიტა, მაგრამ მივხვდი რისი თმქაც უნდოდა და ჩამეცინა. მე ხომ ზუსტად დღეს მივიღე განათლება.
-შენი პენისი ჩემს პირში?
-ჰა? - უცებ ზეინს სუნთქვა შეეკრა და თვალებგაფართოებული მომაჩერდა, რაზეც უფრო სიცილი ამიტყდა.
საოცრება იყო, ახლა სულაც აღარ ვბრაზობდი ზეინზე, პირიქით რაღაც უჩვეულოდ გახარებული ვიყავი.
-შენ... მეგონა ეს არ იცოდი.
-ზუსტად დღეს წავიკითხე ბიბლიოთეკაში, - ქვედატუჩზე ვიკბინე რომ ღიმილი დამეფარა და სიგარეტის კიდევ ერთი ნაპასი დავარტყი. ვიგრძენი, როგორ დამეხვია თავბრუ და ეს შეგრძნება ძალიან მომეწონა.
ჩემს პასუხზე ზეინის სახესაც მოეფინა ცალყბა ღიმილი და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
-თავბრუ სულ ესე გეხვევა, როცა ეწევი? -თემის შეცვლა ვცადე.
-არა, მე უკვე შევეჩვიე და აღარ, პირველად რომ ეწევი მაგიტომ.
-ჯანდაბა, მაგარია,მომწონს -ისევ გავიცინე.
-გიშველა? -იკითხა ზეინმა და თვალი ამარიდა. ღიმილით თავი დავუქნიე და კიდევ ერთი ნაპასი დავარტყი. არასდროს მეგონა თუ სიგარეტი ოდესმე ესე მომეწონებოდა.
-ჩვენ რომ გვქონდეს ინტიმური კავშირი კრისტინასთან მაინც დაწვები? -რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ვიკითხე.
-არა, - წამსვე გამცა პასუხი ზეინმა.გამეღიმა. მისი პასუხი მესიამოვნა.
-მართლა?
-მართლა.
ერთმანეთს თვალებში ჩავშტერებოდით და ვუღიმოდით. ზეინმა სიგარეტი გადამაგდებინა და გულში ძლიერად ჩამიკრა. მეც ხელები წელზე შემოვაკარი და რაც შემეძლო მივეკარი. მომწონდა მასთან სიახლოვე, მომწონდა მისი ჩახუტება, მისი არაჩვეულებრივი სურნელი და ის სიბო, რომელის მისგან მოდიოდა.
-გუშინ, რომ გკითხე კრისტინა იყო თუ არა ის გოგო რომელთანაც სექსი გქონდა, რატომ არ მიპასუხე?
-ვიცოდი, რომ არ მოგეწონებოდა.
-მართალი ხარ- ამოვიოხრე. -ახლა ამ კითხვაზეც ვიცი პაუსხი და შენს ოცებაზე რას მეტყვი?- ზეინმა ჩაიცინა.
-არამგონია გესიამონოს ის რასაც გაიგებ.
-არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე. მაინტერესებს რაზე ოცნებობს ჩემი შეყვარებული.
-მინდა ჩემი მშობლების მკვლელების გვამები ვნახო -თვალი მაშინვე ამარიდა და ძირს დაიხედა.
სუნთქვა შემეკრა, ესეთ შემზარავ პასუხს ნამდვილად არ მოველოდი. როგორ შეიძლება ცხრამეტი წლის ბიჭს ოცნებად ადამიანების სიკვდილი ქონდეს?
-ოდესმე ვინმე ხომ არ გყავს მოკლული? -ცახცახით ვკითხე და თითების წვალება დავიწყე პასუხის მოლოდინში. ვლოცულობდი, რომ კითხვაზე უარყოფითი პასუხი მიმეღო.
ზეინმა შემომხედა. მის თვალებში დიდი ტკივილი დავინახე. სხეულში ყველა კუნთი დამეძაბა .
-კი -ტანში ელექტროშოკივით რაღაცამ დამიარა, ღრმად ამოვისუნთე და ხელები კისერსი შევიცურე. ვიცოდი რომ ის ანგელოზი არ იყო მარა მკვლელი? ოღონდ ეს არა.
-რომ მკითხე იყო თუ არა რაღაც რასაც დღემდე ვნანობდი- ზეინმა ნელ ნელა ლაპარაკი დაიწყო, როგორც ვხედავდი ძალიან უჭირდა ამაზე ლაპარაკი. -აი ესაა რასაც დღემდე ვნანობ.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now