თავი 31

1.2K 83 4
                                    

  დილით უკვე ლილისთან ერთად ჩვენს სამზარეულოში ვიჯექი და საუზმეს მივირთმევდი. გუშინ, როდესაც ზეინმა სახლში დამაბრუნა, სულ მიმეორებდა რომ ფეხი სახლიდან არ გამედგა, არსად არ გავსულიყავი, მარტო მის გარეშე. მაგრამ სათქმელს ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნი ტონით ამბობდა, რამაც დღეს სკოლაში წასვლა გადამაწყვეტინა. ვიცოდი რომ არასწორად ვიქცეოდი, თანაც მამიდამაც მთხოვა სახლში დავრჩენილიყავი, ნაიარევები მომშორებოდა და შემდეგ გავსულიყავი გარეთ, მაგრამ არა. მეყო უკვე, ყელში ამომივიდა და მომბეზრდა ყველას ჭკუაზე სიარული. ამიტომ დღეს უკვე ლილისთან ერთად მივაბიჯებ სკოლისკენ, მას შემდეგ რაც საუზმეს მოვრჩით და მამიდას დავემშვიდობეთ.
პირველი ისტორია გვქონდა, რომელიც ერთად გვიტარდებოდა, ამიტომ კარადებში ნივთები დავტოვეთ და ისტორიის კლასისკენ დავიძარით.
-ჰეი ნაილ, - ნაილს მივესალმე და მის გვერდით ადგილი დავიკავე.
-გამარჯობა, - გაკვირვებულმა გამომხედა, შემდეგ კი ორივენი ლილის მივაჩრედით რომელმაც ადგილი ჩვენზე ორი მერხით წინ დაიკავა, - აქ რას აკეთებ? - ჩურჩულით მითხრა ნაილმა.
-სკოლაში მოვედი, - მხრები ავიჩეჩე ვითომც არაფერიო.
-ზეინმა ხომ გითხრა რომ არ გამოსულიყავი სახლიდან! - უფრო მკაცრად მომმათა.
-მომბეზრდა სახლში ჯდომა! საქმე არაფერი მაქვს, თან შენც აქ ხარ, რა პრობლემა?
-აბაბელ, -მკაცრად დაიწყო საუბრი -ხომ იცი რომ საქმე შენ სიცოცხლეს ეხება? - წარბაწეულმა გავხედე ნაილს, რომელიც გაბრაზებული მომჩერებოდა. არაფერი მითქვას ისე გამოვიხედე უკან.
ზარი დაირეკა და მასწავლებელმაც გაკვეთილის ახსნა დაიწყო.
რვეულში ჩემთვის რაღაცას ვწერდი, როდესაც უბრალოდ ნაილისკენ გავიხედე, მაინტერესებდა ისევ გაბრაზებული იყო თუ არა, როგორც ჩანს ჩვენი საუბარი სულ აღარ აინტერესებდა, ისე დაჟინებით და გამკაცრებული სახით მისჩერებოდა რაღაცას. დამაინტერესა, მის მზერას თვალი გავაყოლე და ლილი დავინახე, რომელსაც მისი მერხის მეგობარი ბიჭი ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. შემდეგ ისევ ნაილს გამოვხედე და უფრო დავაკვირდი. -ნაილ, - მივმართე თუ არა სწრაფად გამომხედა.
-რა მოხდა?
-ლილის რატომ მიშტერებიხარ?
-არ მივშტერებივარ,- თავისთვის ჩაილაპარაკა და ყურებამდე აწითლა.
-მოგწონს? -ვკითხე ცოტახნიანი დუმილის შემდეგ.
-არა, ანაბელ. მასწავლებელს უსმინე, - მკვახედ მითხრა და ცხვირი წიგნში ჩარგო.
-კარგი -მხრები ავიჩეჩე და მასწავლებლისთვის დავიწყე ყურის გდება.
დანარჩენი სამი გაკვეთილი მალევე გავიდა და გადატვირთულ დერეფნებში გზას კაფეტერიისკენ მივიკვლევდი, სადაც ლანჩზე ლილის უნდა შევხვედროდი, მაგრამ უცებ მკლავში ხელი ვიღაცამ წამავლო და შემომატრიალა. მაშინვე ღიმილმა მოიცვა ჩემი სახე, როდესაც ნაცნობი სახე და ორი ხასხასა მწვანე თვალი დავლანდე.
-ჰარი, - ღიმილით მივესალმე.
-ანაბელ, - მან კი კოპებშეყრილმა გამომხედა, - სახეზე რა გჭირს?
-ამმ, მე.. არაფერი. კიბეებზე დავგორდი, - სახეზე თმა ჩამოვიყარე და პირველად ვინანე დღეს სკოლაში მოსვლა.
შევკრთი როდესაც მისი შეხება ვიგრძენი სახეზე. თმები ლოყიდან გადამიწია და დალურჯებულ ადგილზე ცერა თითი ჩამომისვა.
-ამ საქმეში ზეინი არის გარეული ხომ?
-რა? - დაბნეულმა ავხედე, - არა მე..
-ამიტომ დაშორდი არა? - სიტყვა გამაწყვეტინა. მის ნათქვამზე თვალები ბუდეებიდან გადმომიცვივდა.
-რა?
-ხმები სწრაფად ვრცელდება ანაბელ, - ცალყბად გამიღიმა.
-არა.. ჩვენ არც ვყოფილვართ ერთად, - თავი გავაქნიე, - და ეს ნაიარევები ზეინის ბრალი არაა-თქო! -მივხვდი, რომ ჩემი ტონი ზედმეტად მკაცრი იყო, არმინდოდა ჰარის ჩემი აღელვებაა შეემჩინია, ამიტომ ძალით გავუღიმე. ჰარიმ პირი რაღაცის სათქმელად დააღო, მაგრამ ნაილის ხმამ შეაწყვეტინა.
-ანაბელ, - ორივემ მისკენ მოვიხედეთ, რომელიც დაახლოებით ორი მეტრის დაშორებით იდგა, - არ მოდიხარ?
-უჰ.. კი, - ნაილს გავძახე და ჰარის მოვუტრიალდი.
-ბრთხილად იყავი, კარგი? - ღიმილით მითხრა, რაზეც მეც გამეღიმა.
-კარგი, - თავი დავუქნიე, მოვტრიალდი და ნაილისკენ წამოვედი.
-რა უნდოდა?
-ნაიარევებზე მკითხა.
-მერე შენ რა უთხარი?
-კიბეებზე დავგორდი-მეთქი, - თავი გააქნია.
-ზუსტად ვიცი არ დაიჯერებდა, მაგრამ მაინც კარგად მოიქეცი.
- დღეს ჩვენთან ერთად დაჯდები? - საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე.
-უჰ.. ს-სად?
-კაფეტერიაში. მე, ლილი და შენ. ჰმ? - ეშმაკურად ავხედე.
-ოჰჰ ანაბელ -თავი გაიქნია -ხომ იცი, რომ მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ ხოლმე.
-ოხხ, კარგი -ამოვიოხრე და მასთან ერთად გავაგრძელე დერეფნის გზების გაკვლევა, კაფეტერიისკენ.
როდესაც სკოლა მორჩა, მე და ლილი ერთად მოვდიოდით გასასვლელისკენ, თან ის გაუთავებლას დაუბრობდა მოახლოებულ ჰელოუინზე.
-რა კარგია ჰელოუინი შაბათ-კვირას, რომ ემთხვევა. ხვალ შეგვიძლია საყიდლებზე წავიდეთ და დეკორაციები ვიყიდოთ და თან არავითარი სკოლაა! - ხელები ცაში აღაპყრო ლილიმ რაზეც ხითხითი ამიტყდა.
-შენ რა იქნები? - კითხვით მომიტრიალდა.
-არ ვიცი, ვინმე გამაღიზიანებელი არსება.
-მარტინა, - სიცილით თქვა ლილიმ და მეც მასთან ერთად ხარხარი ამიტყდა. ეს ხუმრობა იმდენად მესიამოვნა, რომ სიცილისგან თვალებიდან ცრემლებიც კი წამომივიდა.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now