ღმერთო ახლა რაღა უნდა მექნა? არ უნდა გამოვსულიყავი! თვალები დავხუჭე და თავი უკან გადავაგდე.
ციოდა და თან საშინლად, შემოდგომაა და ლონდონში უკვე საგრძნობლად აცივდა. თვალები ხამხამით გავახილე და ცოტა მოშორებით ნაცნობი სილუეტი შევნიშნე ორ მაღალ ბიჭთან ერთად. ოჰჰ ზეინი.
ვერ გადამეწყვიტა რა უნდა მექნა, მივსულიყავი მასთან და დახმარება მეთხოვნა თუ ისე მოვქცეულიყავი თითქოს პირველად ვხედავდი. არ მინდოდა აქ გაყინვა, ყინვას გავუძლებდი, მაგრამ ძალიან მეშინოდა ამ სიბნელეში მარტო ყოფნის.
ბოლოს ჩემს თავს გადავაბიჯე, ფეხზე წამოვდექი, კაბა გავისწორე, დავიფერთხე და ზეინისკენ ნელა დავიძარი. გული გამალებით მიცემდა, მასთან მისვლის თან მრცხვენოდა. როდესაც ვუახლოვდებოდი ერთ-ერთმა მიმსა მეგობარმა შემამჩნია, რომელიც ჩემკენ სახით იხედებოდა საუბრისას, ზეინი ზურგშექცევით იდგა.
-ზ-ზეინ.. - ხმა ჩახლეჩილი მქონდა და ჩემი ნათქვამი კატის კნავილივით გაისმა. ჩავახველე რომ ყელი გამეწმინდა და ამასობაში ზეინიც შემოტრიალდა. დამიანხა თუ არა ცივი და მობეზრებული სახით შემომხედა. თავი ცუდად ვიგრძენი, ჩემი საქციელის გადაფიქრებას და აქედან რაც შეიძლება შორს გაქცევას ვგეგმავდი, როდესაც კიდევ ერთხელ მეცა ცივი ჰაერი მოშიშვლებულ სხეულზე და სიცივიგან გამაჟრჟოლა.
სამი მამრობითი სქესის წარმომადგენელი მე მომჩერებოდა, ამათგან ორის თვალებში ჩემდამი დაინტერესებას ვკითხულობდი, ზეინი კი ჩემგან დაღლილის სახით მომჩერებოდა. სახეზე წამოვწითლდი როდესაც მისმა, ერთ-ერთმა მეგობარმა ტუჩზე იკბინა და მზერა ჩემს დეკოლტით მოშიშვლებულ მკერდზე გადაიტანა. დღეისთვის მეტისმეტად გამომწვევად ვცადე ჩაცმა და როგორც ჩანს გადავამეტე. უხერხულად შევიშმუშნე, ეს ზეინმაც შეამჩნია და მზერა ჩემსას გააყოლა. შემდეგ კი როდესაც მისი მეგობრების სახეებს შეეჩეხა თვალები გადაატრიალა, ჩემზკენ დაიძრა, ხელი მკლავში წამავლო და უხეშად გამათრია მოფარებულში.
-რა გინა? - ცივად მკითხა.
-შ-შენი დახმარება მჭირდება. თ-თუ შეიძლება, - ენაბმით ძლივს მოვუყარე სათქმელს თავი. არადა დღეს ვგეგმავდი რომ.. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი წყალშია ჩაყრილი.
-რაში? - დამამცირებელი მზერით შემომხედა - მალე თქვი მეჩქარება.
-შ-შეგიძლია შიგნით შესვლაში დამეხმარო?
-თუ ბილეთები არ გქონდა რაღას მოდიოდი? - თვალები გააატრიალა,
-ბლეთი მაქვს! - გაბრაზებულმა ვუთხარი.
-მაშინ აჩვენე! - ამჯერად თვალები მე გადავატრიალე.
-აქ არ მაქვს! ჩემს მეგობარს აქვს შიგნით! თანაც ამ დაცვამ დამინახა როგორ შევედი. იქ ვერ ვსუნთქავდი ჰაერზე გამოვედი და შიგნით აღარ მიშვებენ.
-მერე მე რა ვქნა! წესი ასეთია, მაგრამ შეგვიძლია ჩემს ბინაში წავიდეთ და...- თვალები ეშმაკურად აენთო.
-ღმერთო! - გაღიზიანებულმა ამოვიოხრე. -და შენ ვინ გგონივარ? -მაღალი ტონით ვკითხე. -აღარასდროს აღარ გაბედო ჩემთან მოკარება! - შევუღრინე, ვგრძნობდი როგორ მასხავდა სისხლი თავში სიბრაზისგან. მან კი უბრალოდ ჩაიცინა,
-და ვინ ხარ? აბა ერთი შენი სახელი გამახსენე?
-ანაბ.. - მაგრამ როდესაც მივხვდი რომ დამცინოდა, მთელი ბრაზი სხეულში ერთიანად მომაწვა, საშინლად გაბრაზდი, ის კი ბოროტად მიღიმოდა და ჩემი მიამიტობით თამაშობდა. მინდოდა გამერტყა, მაგრამ ვიცოდი რომ ეს უფრო გააღიზიანებდა და შეიძლებოდა ჩემთვის რამე დაეშავებინა. სუსტი ვიყავი! ძალიან სუსტი და ამაში ყოველ დღე მარწმუნებდა ზეინის ქცევები.
ტუჩზე ვიკბინე რომ არ მეტირა.
-ნაბიჭვარი ხარ! -ჩემდაუნებრუად წარმოვთქვი, ვერც ვხვდები ეს როგორ გავბედე.
ზეინს სახე მაშინვე შეეცვალა, მისი მზერსი შემეშინდა და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
-მისმინე ბარბი! -შემომიღრინა და კედელთან ამაკრო. - შენნაირებს დღეში მილიონს ვხვები, ამიტომ თავი განსაკუთრებული ნუ გგონია და ისწავლე როგორ უნდა მელაპარაკო- დაჟინებით მიყურებდა თვალებში, რითიც უფრო მაბრთხობდა, ხელები გულზე მივაბჯინე, რომ გაწეულიყო, მაგრამ კიდევ უფრო მოიწია , შეშინებულმა ამოვისლუკუნე და ვიგრძენი როგორ ჩემეხო მისი თბილი ტუჩები კისერში.
-ა-არ გაქვს უფლება ერთ დღეს ჩ-ჩემთან იყო და მეორე დღეს მარტინასთან მიღალატო! - განაწყებულმა და გაბრაზებულმა ვუთხარი. ბაგე სხეულიდან მომაშორა, შემდეგ თვალებში ჩამხედა სადაც ჩემს მკვლელ მზერას შეეჩეხა. უცბად თავი უკან გადააგდო და გადაიხარხარა, სხეული გაუბრთხილებლად და სწრაფად მომაშორა. ჩემთავს ვებრძოდი რომ მის წინაშე არ ავტირებულიყავი!
როდესაც მივხდი რომ ცრელებს ვერ შევაკავებდი სწრაფად რაც შეიძლება შორს გავიქეცი მისგან, უკნიდან კი მისი ხარხარის ხმა მაცილებდა.
თავი მისგან შორს რომ დავიგულე, ახურებული სახე კედელს მივადე და გულიაად ავტირდი. ეს ყველაფერი მეტისმეტი იყო ჩემთვის, ამდენ ტკივილს ვეღარ გავუძლებდი. არარაობა ვარ და სწორედ ამიტომ მექცევა ზეინი. მისმა ქცევებმა უკვე თვითგვემამდე მიმიყვანეს. კიდევ ერთხელ ჩავიკეცე კედელთან. ახლა აღარავის ნახვა არ მინდოდა, ყველაფრის ხასიათი დამეკარგა, არც სკოლაში სწავლა მინდოდა, საერთოდ მინდა ოთახში ჩავიკეტო და იქიდან აღარასდროს გამოვყო თავი. დეპრესია მეწყება.. ასე არ შეიძლება მაგრამ თავს ვერ ვშველი.
უმწეოდ შემოვიხვიე ხელები მუხლებს გარძემო და ხელები გულზე მივიბჯინე, თავი კი ჩავხარე და ჩუმად ქვითინი დავიწყე.
-ანაბელ? - უცბად ნაცნობი ხმა მომესმა, მაგრამ თავი არ ამომწევია. მარტო ყოფნა მინდოდა.
-ჰეი, ანაბელ, - მაგრამ ის მაინც არ მეშვებოდა, ჩემთან მოვიდა და ხელი მხარზე დამადო. თავი წამოვსწიე და მის მწვანე თვალებს შევეჩეხე, - აქ რას აკეთებ? - აღელვებულმა მკითხა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. თავი გავაქნიე და არაფერი ვუპასუხე.
-ანაბელ, აქ რას აკეთებ მარტო? - წარბებ შეჭმუხნულმა კითხვა გამიმეორა ჰარიმ.
-კ-კონცერტზე, მეგობართან ერთად მმ-ოვედი და.. - ხელი თვალებზე მოვისვი და ცრემლები მოვიწმუნდე, შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე რომ დავწყნარებულიყავი, - ჰაერი მინდოდა, გული შემიწუხრა შიგნით ამენ ხალხში, აქ გამოვედი და დაცვა შიგნით აღარ მიშვებს იმიტომ რომ ბილეთები თან არ მაქვს, ჩემ მეგობარს აქვს. - სიტუაცია ავუხსენი, მაგრამ ზეინის შესახებ არ მითქვამს, ვიცი რომ ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვთ და არც მიკვირს ჰარისი. ჰარიმ ოდნავ, თბილად ჩაიღიმა
-და მერე მაგის გამო ტირი ესე? ადექი -ხელი გამომიწოდა და წამოდგომაში დამეხმარა. - წამომყევი, - თბილად მითხრა და მეც მას დაკარგული ლეკვივით ავეკიდე.
დაცვასთან რომ მივედით მცველმა ჩემს დანახვაზე თვალები გადაატრიალა, ჰარიმ კი გაღიზიანებული სახით ორი ბილეთი მიაწოდა, - ჩემთან ერთადაა, - შეუღრინა როდესაც დაცვამ მე გამომხედა. თვალები დავუბრიალე და ჰარის შევყევი.
-გინდა შენთან ერთად ვიქნები? - თავი მოიქექა ჰარიმ დაბნეულმა.
-არა, ჩემ მეგობარს მოვძებნი, - გავუღიმე და ხალხში ნაილის ძებნა დავიწყე, როდესაც ვიპოვნე გულზე მომეშვა და ჰარის მოვუბრუნდი, - მადლობა ჰარი.
-არაფრის, - გამიღიმა და ლოყები ჩაეჩუტა. მეც გამეცინა დავემშვიდობე და ნაილთან წავედი.
-ამდენი ხანი სად იყავი? - ხმამაღლა მკითხა.
-დაცვა არ მიშვებდა, - ხმამაღლა დავიყვირე მეც. ნაილმა თავი დამიქნია და შემდეგ ისევ სცენას მიაბყრო მზერა.
გავიღიმე და გვერდზე გავიხედე და სუნტქვა შემეკრა ზეინის დანახვაზე. მე მიყურებდა, მომაკვდინებელი მზერა ვესროლე, რაზეც თვალები გადაატრიალა , და გაიხედა, მეც იგივე გავაკეთე. ვფიქრობ ჩემს და მის ურთიერთობას, თუ ეს ურთიერთობა იყო, წერტილი საბოლოოდ დავუსვი.