თავი 30

1.1K 78 0
                                    

  ზეინის სიტყვებზე გავფითრდი, ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს შიგნიდან ყველაფერი ამომიტრიალდა.
-რა ხდება? -შეშინებულმა შევხედე ზეინს და ვგრძნობდი როგორ ნელ-ნელა ეუფლებოდა ჩემს სხეულს პანიკის შეტევა. ზეინმა ამოიოხრა, ჩემი კითხვა დააიგნორა და თმაში ხელი შეიცურა.
-ნაილ, სწრაფად ადექი მივდივართ, საქმე მაქვს, -კარისკენ წავიდა და ნაილიც თან გაიყოლა,
-ზეინ შენ როგორც ამოხვედი ისევ ისე ჩადი, არ დაგავიწყდეს, რომ მარტო არ ვცხოვრობ. -არ მინდოდა მამიდას ზეინი აქ დაენახა.
-ნუ გეშინია, როცა მამიდაშენმა კარი გამიღო მითხრა, რომ გადიოდა და სულ დამავიწყდა რომ შენთვის გადმომეცა.
-ხოდა მალე გადი -ზეინმა აღარ დამაცადა ნაილისთვის რაიმე მეთქვა ისე სწრაფად გავიდნენ ოთახიდან, რომ ვერც კი მოვასწარი მეკითხა რა ხდებოდა. ამოვიოხრე და საწოლზე დავჯექი. მეშინია, საშინლად მეშინია და ზეინის და ნაილის წასვლამ კიდევუფრო ამანერვიულა. სახლში ასე მარტო ჯდომა და ლოდინი თუ როგორ განვითარდება მოვლენები საშინელებაა.
ფიქრებში გართული კედლის ერთ წერტილს მივჩერებოდი და სანამ თითი არ ამეწვა, მანამ ვერ მივხვდი, რომ ბრჩხილები კვნეტით თითქმის ძირებამდე ჩავიყვანე. გაღიზიანებულმა თითი პირში ჩავიდე, შემდგე კი სული შევუბერე, ცოტათი კი მომეშვა, მაგრამ ამდენი რამ რომ ერთდროულად მაწუხებდა ნერვებზე უფრო და უფრო მშლიდა.
ოთახში ბილთის ცემა დავიწყე ზეინის და ნაილის მოლოდინში. იმედი მაინც მქონდა რომ უკან დაბრუნდებოდნენ და რამეს მეტყოდნენ. ზეინმა ხომ თქვა რომ საქმე ჰქონდა და რომ მოაგვარებს მოვა. მარტო არ დამტოვებენ!
უკვე როდესაც საათები გავიდა და ისინი მაინც არ ჩანდნენ ვერ მოვითმინე, სახეზე ცოტა მაკიაჟი დავიდე, ჩალურჯებები რომ დაემალა და ქვევით ჩავირბინე. მისაღებში არავინ იყო,კარიდან სწრაფად გავედი და სირბილით ზეინის სახლამდე წავედი.
ფეხები მიკანკალებდა, როდესაც ქუჩებში ასე მარტო მივდიოდი, ვინმეს ისევ რომ მოვეტაცე ვინ მიშველიდა? რა გარანტია მაქვს რომ ზეინი ისევ მომაგნებს?! ასეთი დამბრთხალი ზეინი ჯერ არასდროს მინახავს, ალბათ გაგიჟდება მარტო მოსიარულეს რომ მნახავს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვ სახლში უინფორმაიოდ და უსაქმოდ ჯდომა არ შემიძლია.
ზეინის მოსახვევში რომ შევუხვიე და მისი სახლი დავლანდე შვებისგან ამოვისუნთქე. ის რამდენიმე მეტრი სირბილით სწრაფად გავირბინე და მის კარებზე დავაკაკუნე. მინდოდა რაც შეიძლება წრაფად გაეღო, მაგრამ რატომღაც აგვიანებდა. იქნება სახლში არაა?! მეორეჯერ უფრო მაგრად დავაკაკუნე და აღელვებულმა ცქმუტვა დავიწყე. სახლში იყავით გთხოვთ!
უკან დაბრუნებას ვაპირებდი როდესაც, მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგე,წამებში კი საკეტი გატკაცუნდა და კარიც გაიღო,როდესაც ზეინმა დამინახა თვალები გაუფართოვდა, შემდეგ სახე სიბრაზისგან მოეღრიცა. ხელი მკლავში დამავლო და მის სახლში უხეშად და სწრაფად შემაგდო.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ,არ გითხარი სახლიდან მარტო არ გამოხვიდეთქო?! - დამიყვირა და კარები მთელი ძალით მიაჯახუნა.
-რა ხდება? - მისი შენიშვნა დავაიგნორე
-ანაბელ.. - ზეინმა თავი გააქნია და თავისი მუქი ყავისფერი თვალებით მომაჩერდა.
- რა უნდათ ჩემგან? - ხავილით აღმომხდა და ვედრებით მივაჩერდი ზეინს, რომელმაც თმებში ხელები შეიცურა, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა ზურგი მაქცია და ისე მიაჩერდა სივრცეს.
-ერთადერთი,რაც ცოცხალს გტოვებდა ნარკოტიკი იყო,ახლა ძალიან დიდ შარში ხარ -ამოიოხრა. თითქოს ცივი წყალი გადამასხესო ისე მეცა ელდა, -შეეცდებიან რომ მოგკლან, მათთვის საფრთხეს წარმოადგენ,რადგან ეშინიათ რომ პოლიციასთან ჩაუშვებ. -გავშრი და ერთ ადგილს მივეყინე. ჩემმა ტვინმა ფაქტების და ზეინის ნათქვამის თავიდან გადამუშავება დაიწყო და ერთი დასკვნა გამოიტანა:
"მე უკვე მოსიარულე გვამი ვარ"
პანიკამ, რომელიც ჩემი სხეულის დაუფლებას ლამობდა, ჩემზე იმარჯვა.
-ახლა რა უნდა ვქნა? -ისტერიკაში ჩავარდნილმა ბოლო ხმაზე ვიკივლე -ახლა რა ჯანდაბა უნდა ვქნა ზეინ?!- თავზე ხელები შემოვიწყე და გამალებით ფიქრი დავიწყე რა უნდა მექნა, მაგრამ არაფერი მაფიქრდებოდა. რამე ვინმესთვის რომ მეთქვა ამით გამოდის რომ სხვასაც სასიკვდილოდ ვწირავდი. ღმერთო, ჩემო რამხელა შარში ვარ!
თვალებიდან ცრემლები ღაპა-რუპით გადმომვარდრდნენ.
-არ მინდა სიკვდილი, - თავი გავაქნიე და ზეინს უიმედოდ ავხედე, რომელიც ერთ ადგილას გახევებული იდგა და გაფართოებული თავლებით მომჩერებოდა,- არ მინდა სიკვდილი. -ამოვიოხრე და დივანზე მოწყვეტით დავეცი. -თუ მომკლეს ეს შენი ბრალი იქნება! -ბოლოჯერ ამოვისლუკუნე და ცოტახანში ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ზეინის ნაბიჯების ხმა ისმოდა ბოლთის ცემისას, ეს კი უფრო მაღიზიანებდა.
-ნუ დადიხარ აქეთ-იქით ისე თითქოს ღელავ -უხეშად მივახალე. ზეინს სახეზე გაბრაზება დაეტყო, ღრმად ამოისუნთქა, ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა,ხელებში ჩამაფრინდა და მთელი ძალით ისევ დივანზე დამაგდო,სხეული შიშისგან უარესად ამიკანკალდა, გამახსენდა, როდესაც ჩემი ურჩობის გამო ჩემი გაუპატიურება სცადა,თუმცა ცრემლები შევიკავე და ირონიული სახით შევხედე. ვცდილობდი მაქსიმალურად დამემალა ის შიში რასაც ვგრძნობდი ამ წუთას,თუმცა ვფიქრობ გული იმდენად ძლიერად მიცემდა რომ ის ამას აუცილებლად იგრძნობდა ან გაიგონებდა
-რას შვები,ისევ აპირებ ჩემზე ძალა იხმარო? -ვკითხე,მინდოდა ირონიულად ნათქვამი გამომსვლოდა,მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივიდა ეს,რადგან ჩემი ხმა კატის კნავილს უფრო გავდა. ზეინმა ჩაიცინა
-შენ რა,ფიქრობ მაშინ მართლა ვაპირებდი შენს გაუპატიურებას? -გადაიხარხარა -შენთან სექსის სურვილი, რომ მქოდა მაშინ გაგჟიმავდი მთვრალი კლუბში რომ მთხოვდი მიხმარეო -დამცინავი ხმით მითხრა და ხმადაბლა ჩაიხითხითა. სახეზე ავხურდი, როდესაც ეგ გამახსენდა,რა სულელი ვარ,მას როგორ ვთხოვდი,რომ ჩემთან სექსით დაკავებულიყო.
-მეზიზღები -ფეხზე წამოვდექი და ბოლო ხმაზე ვუღრიალე. ჩემი სიტყვები გაიგო თუ არა ელდა ეცასავით. თაველბი ჩაუშავდა, კისერზე ძარღვები დაეჭიმა და ნესტოები დაებერა.
-ანაბელ გეყოს, - კბილებში გამოსცრა.
-რა უნდა მეყოს? ამის გაგების შემდეგ რა გეგონა რა რეაქცია მექნებოდა? გავიცინებდი და სახლში ბედნიერი დავბრუნდებოდი? თუ მადლობას გადაგიხდიდი ფაქტიურად ჩემი სიკვდილისთვის?- დავიკივლე და მაგიდაზე ჩამოდებულ ვაზას ხელი ვკარი, რომელიც კედელს მიელეწა და ნაწილებად დაიფშხვდა, - ჯერ ჩემი და, შემდეგ დედაჩემი ახლა მე! მამაჩემა რა ქნას?! ერთადერთი ცოცხალი მე დავრჩი, ისიც ჯერჯერობით!!
- ანაბელ დამშვიდდი! - ახლა მწყობრიდან გამოსულმა ზეინმა დაიღრიალა.
-რა ნამუსით მეუბნები დამშვიდდიო, როდესაც საქმე ჩემს სიცოცხლეს ეხება?! - ხელები გულმკერდში დავარტყი, რაზეც ცოტათი წაბარბაცდა - რა ნამუსით! - მეორეჯერ ვუბიძგე, მაგრამ ამჯერად ჩემი ხელები გააკავა და თავის ტანს ამაკრო.
-ანაბელ! - რბილად მიტხრა, მაგრამ ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა.
-გამიშვი!- გავვანჩხლდი და ხელები გავაშვებინე, შემდეგ კი ისევ შევუტიე, - შენ ფეხებზე გკიდია მომკლავენ თუ არა მაგრამ მე სიცოცხლე მინდა! - საჩვენებელი თითი მკერდზე მივაჭირე, რაც მალევე გამაშვებინა. ხელები ამჯერად ისე გამიკავა რომ თავი ვერც გამეთავისუფლებინა და თავის გულს ისევ ამაკრო!
-გამიშვი-მეთქი! - ისევ ავკივდი, ვებრძოდი კიდეც, მაგრამ უშედეგოდ. ის კი ყურში მშვიდად ჩამჩურჩულებდა "ჩშშ" ან "დამშვიდდის". ბოლოს ძალაგამოლეული დავნებდი. მის მაისურს მაგრად ჩავავლე ხელები და თავს უფლება მივეცი ზეინის მკლავებში მეტირა.
-მეშინია, - ქვითინისას ხმის კანკალით აღმომხდა, - ძალიან მეშინია.
ზეინს ხმა არ ამოუღია, ის უბრალოდ იდგა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომეკეტა და ყვირილით მისთვის ტვინი აღარ გამებურღა. მინდოდა გამოვცლოდი, მაგრამ რაღაც მაკავებდა, ალბათ ის რომ მასთან თავს დაცუდლად ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველფერი მის გამო მემართებოდა. ცოტახანი ასე ერთად ვიდექით, მე მის მკერდში მქონდა სახე ჩამალული და მის დამათრობელ სურნელს ვსუნთქავდი.
-სახლში მიგიყვან, - ცოტახნის შემდეგ დაიჩურჩულა, რაზეც თავი დავუქნიე. მისი სხეულისდან გამწია. ჩემი შეშინებული და აღელვებული თვალების დანახვისას ისევე შეკრთა, როგორც პირველად ჩემი ესეთ მდგომარეობაში ნახვისას.
-შენი თვალები, - ისევ დაიჩუჩულა, თვალი ამარიდა და კარისკენ გატრიალდა, - წამოდი, - მომაძახა და მეც კუდში ავედევნე.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now