ჭიშკარი დავკეტე და შუკაში შევუხვიე, ჩაბნელებულ არემარეს ლამპიონების სუსტი ნათება, ზოგი აქა-იქ ჩამქვრალიც კი იყო, და მთვარის შუქი ანათებდა. ღამის ლონდონი ისეთი იდუმალი, ამოუცნობი და საიდუმლოებებით სავსე ჩანდა. სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, არ მსიამოვნებდა ღამით მარტოს ბნელ ქუჩაში სიარული. ნელ-ნელა ჩემ ყურადმე მოტოციკლეტის ძრავის ხმამ მოაღწია, უფრო ავნერვიულდი და ნაბიჯებს ავუჩქარე, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და ადგილს ვეძებდი რომ დავმალულიყავი მოტოციკლეტისტს რომ არ შევემჩნიე და ახალ პრობლემაში არ გამეყო თავი, მაგრამ უკვე გვიანი იყო.მოტოციკლმა სვლა შეანელა და ჩემთან ერთად დაიწყო სიარული, შიშისგან სხეულში ერთიანად დამბურძგლა და ბეწვი ამეშალა, ფეხებისკანკალით ძლივს ვაგძელებდი სიარულს, სახე ნელ-ნელა გავატრიალე მოტოციკლეტისკენ და როდესაც ნაცნობი სახე დავინახე გულზე მომეშვა, გაფართოებული თვალებით მივაჩერდი. მადლობა ღმერთს ზეინი იყო და არა სხვა. მართალია არც მას ვენდობოდი ბოლომდე, მაგრამ მადლობა ღმერთს ის იყო და არა სხვა უფრო ჯეისისნაირი დიდი ნაგავი.
-იჩქარე, თორემ მულტფილმებს ვერ მიასწერებ - სიცილით მითხრა, გზას თვალი მოწყვიტა და მე შემომხედა. მინდოდა საპასუხოდ რაიმე მეთქვა, მაგრამ იმ წამს ვერაფერი მოვიფიქრე.
რამდენიმე წამის შემდეგ რაღაც იდეები მქონდა, მაგრამ ამდენი ხნის მერე პასუხის დაბრუნდება სულელური იქნებოდა.
-ყოველთვის ვფიქრობდი რომ ბარბები ესე გვიან, ქუჩაში არ დადიოდენენ მითხრა და წარბები ამიწია- მითუმეტეს მარტო, - დააყოლა რამდენიმე წამში. ღრმად ამოვისუნთქე და ხელები გულმკერდზე გადავიჯვარედინე, რომ სითბო უფრო შემენარჩუნებინა, გამაჟრჟოლა.
-იცი აქ რამდენი მკვლელობა ხდება? რამდენიმე დღის წინ აქ შენხელა გოგო მოკლეს. -თავს დავდებ რომ იტყუებოდა და ამით უბრალოდ ჩემს შეშინებას ცდილობდა, მაგრამ როგორც ჩანს მართლა გამოუვიდა. სიცივისგან გამოწვეულ კანკალს ახლა უკვე შიშისგან გამოწვეულმა კანკალმა შეცვალა.
-ჰმმ...როგორი მოსაწყენი ყოფილხარ, -თქვა ირონიით. -მომბეზრდი,კარგად. - დამემშვიდობა და გავიგონე უფრო როგორ ახმაურდა ძრავა და ზეინის მოტოციკლი სინათლის გავრცელების სისწრაფით მოწყდა ადგილს.
როცა გავაანალიზე რომ წავიდა ავფორიაქდი, მასთან თავს დაცულად ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა რომ ყველაზე დიდი საბრთხე პირველ რიგში ის იყო.
რამდენიმე წამში მოტოციკლი მოატრიალა და დაამუხრუჭა. სულ ბუღი დააყენა გზაზე და ამ ბუღშივე თვითონ გაეხვია და მოტოციკლიანად გაუჩინარდა. ისევ მომესმა ძრავის გამაყრუებელი ხმა და ბუღიდან ზეინის მოტოციკლი მთელი სისწრაფით გამოვარდა ჩემსკენ.
თვალები გამიფართოვდა, ფეხები კი ადგილს მიმეყინა. ინსტიქტები მეუბნებოდა რომ გვერდზე უნდა გავწეულიყავი, მაგრამ ჩემი სხეული არ მემორჩინებოდა. ერთ დღეში ეს ყველაფერი ზედმეტი იყო ჩემთვის. გონება სრულმა პანიკამ მოიცვა, სხეული კი შოკში იყო. სიკვდილს თვალებში ჩავხედე, მაგრამ არ მინდოდა რომ მომკვდარიყავი. ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ, ცხოვრების ჯერ კიდევ არაფერი გამეგება, მაგრამ მინდა გავიგო. ყოველ შემთხვევაში მინდოდა. მინდოდა შემყვარებოდა, მინდოდა ოჯახი მქონოდა, იმდენი რამე მინდოდა. და ღმერთო და მამა?.. ჩემს სიკვდილს ნამდვილად ვეღარ გადაიტანდა. ამ მცირე დროში თავში ათასი ფიქრი მიტრიალდებდა, თითქოს ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობდი.
ზეინმა ზუსტად ჩემ ფეხებთან დაამუხრუჭა და ამჯერად ძრავის გამაყრუებელი ხმის მაგივრად მისი ხარხარი გაისმა გაისმა.
-ერთი შენს თავს შეგახედა, - ტირილამდე იცინოდა და ხელებს მუცელზე იჭერდა.
მე კი სრულაც არ მეცინებოდა, ჰაერი ხავილით შევისუნთქე და ახლა გავაცნობიერე რომ ამ ხნის განმავლობაში სუნთქვაშეკრული ვიდექი. ხელი გულზე დავიდე და ვიგრძენი როგორ მომაწვა ცხარე ცრემლები და ღვარად გაიკვლიეს გზა ჩემს ლოყებზე.
ზეინის სიცილი აღარ ისმოდა, ან მე აღარ მესმოდა, თავბრუსვევა დამეწყო, ალბათ მიღებული შოკის გამო და კიდევ იმიტომ რომ სუნთქვაშეკრული დიდ ხანს ვიდექი.
წელზე მძლავრი ხელების შემოხვევა ვიგრძენი და შემდეგ ზეინმა თავის გულს ამაკრა.
-მე მხოლოდ ვიხუმრე, - უდანაშაულოსავით მითხრა და ამ დროს ვიგრძენი როგორ მომაწვა მის მიმართ დაგროვი ბრაზი სხეულში და გულის გამგმირავად დავიყვირე.
-მძულხარ! მძულს ის დღე, როცა ლონდონში ჩამოვედი და როცა შენ შეგხვდი! მძულს! - აცრემლებული მუშტებს გულმკერდში ვურყავდი და მისი მარწუხებიდან გათავისუფლლებას ვცდილობდი, მაგრამ ის ჩემზე ძიერი იყო და მთელი ძალით მიკრავდა გულში, - მომშორდი. -ბოლოჯერ გავიბძროლე, როგორც ჩანს ჩემი ქმედებები საერთოდ არაფერს ტკენდა, მე კი პირიქით.
-დაწყნარდი? - დამსვა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ისე მკითხა. არ ვიცი რა მემართებოდა, მაგრამ გველნაკბენივით გამოვეცალე და სახეში ხელი ძლიერად გავარტყი. შემდეგ კი რომ გავიაზრე რა ვქენი შეშინებული გაურკვეველი მიმართულებით გავიქეცი.
რამდენიმე წამში მისმა ხელებმა ისევ დამიჭირეს და მის მკერდს ამიკრეს. ვწრიალებდი, თავის დაღწევა და ისევ გაქცევა მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო. ზედმეტად სუსტი ვიყავი და ყველაზე მეტად ეს მიშლიდა ნერვებს. მე არავინ, აბსოლოიტურად არავინ არ მყავდა ვისი დაცვის იმედიც მექნებოდა ახლა.
-ხომ არ ფიქრობ რომ ზედმეტად გათამამდი? -ყურში ჩამჩურჩულა. გული ადგილიდან ამოვარდნაზე მქონდა, მის ტონში ნათლად ჩანდა რომ გაბრაზებული იყო, გაქცევა მინდოდა და სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ გავიბრძოლე.
-ჰეი! დამშვიდდი! - დამიყვირა და კედელს ამაკრო.
-გ-გთხოვ, არაფერი დამიშ-შავო, - თვალებდახუჭული შევევედრე. წამებში მისი სხეული მომშორდა და თვალები ხამხამით გავახილე.
-მოტოციკლეტზე დაჯექი,- ცივად მითხრა და თვალები დამიბრიალა.
მეგონა ხუმრობდა,მაგრამ არა, სრულიად სერიოზულად იქცეოდა. ლიამის ნათქვამი გამახსენდა "ის არასდროს სვამს სხვას თავის მოტოციკლეტზე".
-შენ ხომ არავის ისვამ მოტოციკლზე? - კედელს აყუდებულმა შეშინებულმა დავიჩურჩულე, ჩემი ხმა ვერ ვიცანი, მაგრამ მის რეაქციაზე მივხვდი რომ გაიგონა.
-ჩემი შემოთავაზება 10 წამში გაუქმდება - ცივად მიპასუხა და თითებით ათვლა დაიწყო. ნელა წავედი მისკენ, მან თავისი ჩაფხუტი მე გამომიწოდა თითონ კი მოტოციკლეტზე შემოჯდა. მეც უკან მოვუჯექი, ვეძებდი ადგილს სადაც შევძლებდი რომ ხელი მომეჭიდა, არ მინდოდა ეს ადგილი მისი წელი ყოფილიყო, ბოლოს გადავწყვიტე სავარძლის კიდეებს მოვჭიდებოდი.
-შემომხვიე ხელი თორემ გადავარდები - ამოიოხრა ზეინმა და თავი გაიქნია. სკამს ნელ-ნელა ხელები გავუშვი და მას მოვხვიე, მუცლის ვიბრაციაზე მივხვდი რომ ჩაიცინა, სიამოვნებდა რომ ჩემი დამორჩილება შეეძლო.
როდესაც ჩემი სახლის მისამართი ვუთხარი მოტოციკლეტი დაძრა და ახლა ნელა ატარებდა, ალბათ ეშინოდა რომ კიდევ ერთხელ არ დავეფრთხე. ცოტახანში გაუცნობიერებლად თავის მის ბეჭებზე დავდე, მეგონა რომ მეჩხუბებოდა და თავს ამაწევიდებდა, მაგრამ როცა ეს არ გააკეთა ხელებიც უფრო მჭიდროდ მოვხვიე და ბოლომდე მოვდუნდი.
თავი წამოვწიე როცა ჩემი სახლის წინ გაჩერდა. მოტოციკლეტიდან გადმოვედი და ჩაფხუტის შესაკრავს დავუწყე წვალება, მაგრამ ვერაფრით ვხსნიდი. უცბათ ხელის მტევნებზე თბილი შეხება ვიგრძენი, ავიხედე და ზეინის ყავისფერ თვალებს შევეჩეხე, ხელები ჩამოვუშვი და სახეზე წამოვწითლდი როდესაც მისი ნაზი, მაგრამ უხეშად მოქმედი თითები კანზე მომხვდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თასმას მიხსნიდა, შემდეგ კი ჩაფხუტის მოხსნაშიც მომეხმარა.
-ღამემშვიდობის - დავიჩურჩულე და სახლისკენ წავედი, არ მეგონა თუ გამომყვებოდა, მაგრამ უკან ამედევნა. ავფორიაქდი ის რა სახლში შემოყოლას აპირებს?! კარებთან გავჩერდი და მისკენ მივტრიალდი,ჩემთან ძალიან,ძალიან ახლოს იყო. კარებს ავეკარი,რომ დისტანცია დამეცვა, ორივე ხელი კარებს მიადო, ჩიხში მომიმწყვდია. შემეშინდა, ძალიან შემეშინდა.
-რატომ კანკალებ? -იკითხა და ჩაიცინა. სიცილის დროს გამოსუნთქული, ცხელ ჰაერი მთელს სახეზე ვიგრძენი. ვგრძნობდი და გული წუთში ასჯერ მაინც მიცემდა,შიშმა უფრო იმატა როდესაც თავისი ტუჩები ყურზე მომადო.
-მადლობის გადახდას არ აპირებდი? -ჩუმად ჩამჩურჩულა,თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე.
-მ.მადლობა -ამოვილუღლუღე,თავი გააქნია და ჩაიცინა
-არა, მე მადლობებს ეგრე არ ვიღებ-ერთი ხელი კარებიდან ჩამოუშვა და თმა გადამიწია,თავი დახარა და ტუჩის კუთხეში მაკოცა. გამაჟრჟოლა და თვალები გუგებიდან ლამის გადმომვივდა. ჩემთვის ჯერ ასე არავის უკოცნია, მისი ტუჩები ლამის ჩემ ბაგეებს შეეხო.
-მომავალ შეხვედრამდე- ბოხი ხმით დაიჩურჩულა, წამებში თავის მოტოციკლზე შემოჯდა და გააქროლა. გონება არეული სახლში შევედი და მეორე სართულის კიბეები ავირბინე. საწოლზე წამოვწექი და ხელი იმ ადგილას დავიდე,სადაც მაკოცა.
გაკვრებული ვიყავი, რატომ გააკეთა მან ეს?
-ჯადაბა! - ხმამაღლა წამოვთქვი -და რატომ მესიამოვნა მე ეს ესე ძალიან?