თავი 7

1.4K 101 0
                                    

წუხელ ლილის არც დავლოდებივარ ისე მალე ჩამეძინა, ძალიან დაღლილი და გამოლეული ვიყავი. გუშინ ღამით იმდენი რამ მოხდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ არ გადამხდენოდა. დილით რომ გავიღვიძე ლილი გვერდით მეწვა და მეხუტებოდა. ხელები ფრთხილად გავაშვებინე და საწოლიდან წამოვდექი, უკან რომ მივიხედე,ლილი წამომჯდარიყო და თვალებს ისრესდა.
-რა მოხდა, გუშინ სად გაუჩინარდი? -მკითხა და დაამთქნარა.ვფიქრობდი მეთქვა გუშინდელზე,მაგრამ ბოლოს გაჩუმება ვარჩიე.
-უბრალოდ დავიღალე და სახლში წამოვედი -უცებ მოვიგონე ტყუილი და ჩავიცვი.
-დღეს ლიამი გამოგვივლის და წავიდეთ სადმე ხო? -მკითხა სანამ კარიდან გავიდოდი.
-დღეს არსად წასვლას ვაპირებ,ხვალ სკოლაა და უნდა მოვემზადო.
კიბეები ჩავირბინე და სამზარეულოში შევედი და საუზმე მოვამზადე ჩემთვის და ლილისთვის. ვისაუზმობდით, როდესაც ფოსტა მოვიდა.
-მე ავიღებ, - ვთქვი და შემოსასვლელში გავედი. კარებთან ერთი წერილი ეგდო, ავირე და გავხსენი, - მამიდასგანაა, გვწერს რომ.. - ნაწერს თვალი გადავავლე, - კიდევ მოუწევთ უილიამთან დარჩენა და ჩვენი სკოლის დაწყებას ვერ მოუსწრებენ და ფულიც დევს კონვერტში.
-კარგი.
როდესაც ლიამმა ლილი წაიყვანა სახლში მარტო დავრჩი. ოთახში ავედი და წიგნები გადმოვიღე,თვალი გადავავლე იმ მასალას,რაც სკოლაში უნდა გავიარო,ვფიქრობ არ იქნება რთული.
საწოლზე წამოვწექი და ფიქრი დავიწყე. დედა და და გამახსენდა და გამეღიმა. ძალიან მენატრებოდნენ, განსაკუთრებით კი დედის თბილი გამოხედვა. მას ძალიან ლამაზი თვალები ქონდა, მე და სკარლეტაც მისგან გამოგვყვა ცისფერი თვალები, მაგრამ როდესაც ვაცნობიერებ რომ ჩვენ სამიდან ორმა სამუდამოდ მიიძინეს ცუდად ვხდები და გული მიჩუყდება. ახლაც ცხარე ცრემლები მიიკველევნ გზას ჩემს სახეზე. ძნელია მათ გარეშე ყოფნა, ძნელია მარტოობა. წამოვდექი და სარკეში დავუწყე ჩემ თვალებს ცქერა, მინდოდა მათი სახეები გამეხსენებინა, მინდოდა ჩემ ანარეკლში ისინი დამენახენ, რადგან ძალიან ვგავდით ერთმანეთს. მენატრებიან.. ძალიან მენატრებიან.
მახსენდებოდა როგორ ვერთობოდით ერთად. ღრმერთო,ისე მენატრებიან ისინი.. მამაც მომენატრა,უკვე დიდი ხანია არ მინახავს,ნეტავ როგორაა. ღრმად ამოვისუნთქე და თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე. ისევ საწოლს მივუბრუნდი და ტირილში ჩამეძინა, თვალები როდესაც გავახილე ოთახში ლილი დამხვდა.
-ოუ -თვალები მოვისრისე და მას გავუღიმე
-დილამშვიდობის -სიცილით მითხრა ლილიმ,მეც გამეცინა,გარეთ ბნელოდა,ლილი საწოლზე ამოხტა და ჩამეხუტა.
- ძალიან ბედნიერი ვარ -ამოიჩურჩულა და ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული
- მიხარია შენ გამო - თბილად გავუღიმე.
-ძალიან მინდა რომ შენც იპოვო ვიმე, ძალიან კარგი იქნება მე, შენ, ლიამი და შენი შეყვარებული ერთად ვიქნებით ხოლმე.
-ლიამისმეგობრები ნუ გავიწყდება. - მათ გახსენებაზე ამოვიოხრე.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now