ერთ ადგილს გაშეშებული მივშტერებოდი და ვფიქრობდი თუ რას მეტყოდა ზეინი, დრო, რომ არ ამოგვწურვოდა. ვცდილობდი გონებაში მისი რეაქცია აღმედგინა და ამის მიხედვით მემსჯელა. გაფართოებული თვალებით ისე მომჩერებოდა თითქოს უცხოპლანეტელი ვყოფილიყავი. ნიშნავს კი ეს იმას, რომ ისიც იგივეს განიცდის რასაც მე?
ფიქრებიდან ბადრაგმა გამომარკვია, რომელიც ოთახის განთავისუფლებას მოითხოვდა. უსიტყვოდ დავყევი მის ნებას, იმისდამიუხედავად, რომ ჩემი რაღაც ნაწილი იქ, ციხის ცივ, ნესტიან კედლებში ზეინთან ერთგულად დარჩა.
-რა მოხდა ზეინთან? -გასასვლელში ნაილი შემომეგება.
-არაფერი,უბრალოდ ვილაპარაკეთ, - თავი გავაქნიე, - მითხრა რომ მისგან თავი შორს დამეჭირა.
-აჰაა, მართალს გეუბნება -ამოიოხრა.
-კარგი რა, ოღონდ ისევ ახლიდან არ დაიწყო, რაც არ უნდა მითხრა და რაც არ უნდა მოხდეს მისგან შორს არ ვიქნები.
-ვიცი -დიდი მწუხარებით წარმოსთქვა -უკვე მივხვდი ამას და ფარხმალი დავყარე.
- კარგია, მკვლელობა როდის მოხდა? - უცებ გამახსენდა, რომ დაუზუსტდებელი ფაქტები დღეები და ღამეები ტვინს მიღრღნიდა ამიტომ შევეკითხე.
-ნოემბრის დასაწყისსში -მიპასუხა, - 3 ან 4 ნოემბერს.
ამ პერიოდში ზეინი 1 კვირა არ მყავდა ნანახი.ამის შემდეგ რბოლა დაემთხვა, რბოლაზე კი ჰარისთან ერთად ვიყავი წასული.ანუ ეს მკვლელობა იმ პერიოდში მოხდა,როდესაც ზეინს არ ვნახულობდი. ამოვიოხრე და თავი გავაქნიე.
-კარგი, -ამოვიოხრე და ხელი სახეზე მოვისვი- მას აუცილებლად დავეხმარებით.
-ანაბელ, ზედმეტად ბევრს იღებ შენს თავზე.
-ნაილ შენც იცი, რომ მას არაფერი დაუშავებია, უდანაშაულო კი არ უნდა დაისაჯოს.
-ჩემთან ხომ წამოხვალ? -რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ვკითხე.
-გინდა რომ წამოვიდე?
-აბა რა! დღეს ჩემი დაბადების დღეა და ჩემთან მინდა იყო!
-კარგი, - ჩაიხითხითა ნაილმა, - მოვდივარ.
სახლში რომ მივედით კარი მამიდან გაგვიღო.
-ოჰ, სტუმარი გვყავს, - მხიარული ტონით მიესალმა ნაილს, - შემოდით, შემოდით, - აქოთქოთდა და კარებიდან ჩამოგვეალა.
-ნაილ, - ლილი სავარძლიდან წამოხტა და ნაილს გადაეხვია, - ანაბელმა დაგპატიჟა?
-ჰო, - ყურებამდე აწითლებულმა ნაილმა ლილის გაუღიმა.
-მამა, ბიძია გაიცანით, ეს ნაილია ჩვენი მეგობარი და ასევე კლასელი, - ლილიმ ოჯახს ნაილის თავი წარუდგინა.
-გამარჯობა, - ხელი ჩამოართვა ნაილმა მამას და ბიძიას. ისეთი წითელი იყო, რომ თავს ძლივს ვიკავებდი სიცილი არ ამტეხვოდა.
ცოტახანში მამიდამ მაგიდასთან გვიხმო და ყველა მის ირგვლივ შემოვსხედით. ერთ თავში ბიძია იჯდა. მეორეში მამაჩემი.მე და ნაილი მამიდასა და ლილის საპირისპირო მხარეს ვისხედით.
-უჰ, - ბიძიამ პირი ხელსახოცით მოიწმინდა და ნაილს ახედა, - ახლა გამახსენდა. ის ბიჭი, ზეინი. შენი ძმა არ არის? ახალი ხომ არაფერი ისმის? -ხელიდან ლამის ჩანგალი გამივარდა, არ მსურდა ამ თემაზე ახლა გვესაუბრა და თან ზეინი ნაილის ძმა არ არის,ამ სიტუაციას კი შეიძლებოდა ტყუილში გამოვეტეხე. დავიძაბე და ნაილს გავხედე, ის კი ჩემდა გასაკვირად არ დაბნეულა და გაიღიმა.
-ზეინი დამნაშავე არაა,მალე დამტკიცდება ყველაფერი და გაანთავისუფლებენ -უპასუხა. ღმერთმა ქნას ასე იყოს.
-რა შეემთხვა? - საუბარში მამაჩემი ჩაერთო.
-რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
-იმედია ყველაფერი მოგვარდება -მამიდამ ამოიოხრა და წვენი მოსვა. ნაილმა თავი დაუქნია და გაუღიმა.
-იმედია. დამნაშვაე უნდა დაისაჯოს,უდანაშაულო ადამიანი კი არ იმსახურებს ციხეში ყოფნას. -ნაილს შევხედე,თავის სიტყვებში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ მეც გავმხნევდი.
-სასამართლო როდის არის? -ისევ ბიძიამ იკითხა
-ხვალ. ხვალ არის სასამართლო -თქვა ნაილმა და წვენი მოსვა.
-სასამართლოზე მეც უნდა მივცე ჩვენება,-გაკვირვებულმა შემომხედა ყველამ,თუმცა სტუმართან ეს არ გაუპროტესტებიათ. ყოველთვის იმას მეუბნებოდნენ,რომ გაჭირვებულს უნდა დავუდგეთ მხარში,როდესაც ეს სჭირდებათ. ახლაც ეს სიტუაციაა და ვერ შეძლებენ,რომ ეს გადაათქმევინონ.ვიცი,რომ ზეინი მალე გამოვა იქიდან და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. ციხიდან წამოსული სულ რამე გზის გამონახვაზე მეფიქრებოდა. არც ახლა შემიწყვიტავს ტვინის ჭყლეტვა. როდესაც ისევ სავარძლებზე გადავინაცვლეთ დესერტის - ტორტის მისართმევად,ნაილს ვთხოვე,რომ გარეთ გავსულიყავით.
-რაღაც აზრი მომივიდა გონებაში და უნდა გითხრა.
-რა?
-დამპირდი რომ არ მეჩხუბები.
-ანაბელ- თვალები გადაატრიალა ნაილმა.
-დამპირდი.
გპირდები, ახლა კი მითხარი რა მოიფიქრე.
-იმ ხალხთან უნდა მივიდეთ და დახმარებაზე დავითანხმოთ -ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა -იმათ ვგულისხმობ ვისთანაც ზეინი მუშაობს.
-რა?! - თვალები ლამის ბუდეებიდან გადმოუცვიდვდა, - ანაბელ შენ ამ ბოლო დროს თავი რაღაცისთვის ხომ არ დაგირტყამს?! სულ შეშლილივით საუბრობ!
-ნაილ! - შევუბღვირე, - აბა რა გინდა გავაკთო?! სახლში ვიჯდე და ასე მშვიდად ვუყურო რას უზამენ ზეინს?!
-არა, მაგრამ ხვდები, რომ თუ იქ მიხვედი შეიძლება უკან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდე?!
-ვხვდები მაგრამ შანსი გვაქ ზეინს დავეხმაროთ!.
-არა! სხვა რამ მოიფიქრე! იქ არ წაგიყვან!
-ნაილ ნუ ჯიუტობ! სხვა შანსი აღარ მოგვეცემა! მითუმეტეს რომ დროში შეზღუდულები ვართ!
-არ შემიძლია ანაბელ ასე ვერ გავრისკავ!
-უნდა გარისკო! თუ არადა ადამიანს, რომელიც ღვიძლი ძმასავით გზრდიდა უდანაშაულოდ ჩასვამენ ციხეში!
ნაილმა დაიღრინა. ხელები თმებში წაივლო და ჩემგან ზურგით შებრუნდა.
-კარგი! - მომიბრუნდა გაცეცხლებული, - მაგრამ მე გაგებაში არ ვარ სად მოვნახოთ ისინი.
-ჯანდაბა! - ფეხი მიწას დავარტყი, - ზეინის ნივთებში მოვძებნოთ, - ხელი ავიქნიე.
-გადარეული ხარ. მოგვკლავს ეს რომ გაიგოს.
-რა, იმ ხალხთან რომ მივდივართ თუ ის, მის ნივთებში, რომ უნდა ვიქექოთ.
-ორივე. ცოცხლად დაგვმარხავს.
-ნუ აზვიადებ, - ჩავიხითხითე და სახლისკენ წავედი.
-ჰეი, საით?
-სახლში. ჩემებს დავემშვიდობოთ და წავიდეთ სანამ დაღამებულა.
-კარგი, - ამოიოხრა მან და ამედევნა.
მე და ნაილმა როგორღაც თავი დავაღწიეთ ჩემებს და ზეინის სახლისკენ გავემართეთ. ცოტახანში უკვე ზეინის ნივთებში ვიქექებოდი. ტუმბოებიდან დავიწყე, რომელიც მისი საწოლის გვერდი-გვერდ იდგა, მაგრამ შიგ პრეზერვატივების წყების, კალმების ოდეკოლონისა და სხვა მამაკაცის ნივთების მეტი ვერაფერი ვიპოვნე.
-დარწმუნებული ვარ აღრიცხვას გააკეთებდა სადმე. - დავიბუზღუნე გაბრაზებულმა, - რამდენი კოკაინი ჩაიბარა, რამდენი გაყიდა. სად უნდა ინახავდეს.
-რავიცი ანაბელ, მე საერთოდ არ მაკარებდა თავის ოთახთან.
-სულელი ბიჭი, - დავიღინე და კარადისკენ წავედი.
-ჩვენ ორმაგარდ სულლები ვართ.
-აქ რაღაც უნდა იყოს, - აღვნიშნე, ზეინის ერთ-ერთი უჯრის კარგახნიანი წვალების შემდეგ, - სხვა უჯრბთან შედარებით ზედმეტად მძიმეა და ვერ გამომაქვს. მოდი მომეხმარე.
ნაილი გამოღებაში მომეხმარა. ორივემ ძირს დავდეთ და შემდეგ მის ქექვას შევუდექით. არაფერი არ იყო მნიშვნელოვანი.
-ჯანდაბა. ჯობია თავი მივანებოთ, - იმედგადაწურულმა ნაილმა მითხრა. მე კი ამოვიოხრე და უჯრა ავიღე. მაინც მძიმე იყო. წარბებშეჭმუხნულმა ისევ ძირს დავდე და დაკვირვება დავუწყე. შევამჩნიე რომ უჯრის ძირი ერთ ნაწილში ნაწვალები იყო. ნაძვალები არა უფრო გაცვეთილი, ბრჩხილებით იმ ნაწილს ჩავაფრინდი და მისი ზემოთ ამოწევა ვცადე და გაამართლა კიდეც.
-ვაუ, - ნაილმა ამოიოხრა და ჩემთან მოიწია, - ამას როგორ მიხვდი?
-ჩემი და მალავდა ასე რაღაცეებს უჯრებში.
-აჰ, - ამოიოხრა ნაილმა და ძირის ამოღებაში მომეხმარა.
შიგ რამდენიმე შეკვრა კოკაინი და ტყავის დღიური ვიპოვნეთ.
მაშინვე დღიურს ვწვდი და გადავშალე. პირველ გვერდზევე ეწერა იმ ხალხის მისამართი.
-ვსო! წავედით,- ნაილს ვუთხარი და ფურცელი ამოვხიე.
იმ კრიმინალების სახლის წინ ვიდექით. დაბღვერილი შევყურებდი იქაურობას თან ხელებს ნერვიულად ვათამაშებდი.
-გეშინია? -ნაილმა სახე მისკენ მიმატრიალებინა.
ხმის ამოღების გარეშე უბრალოდ თავი დავუქნიე და ამოვიოხრე.
-გინდა წავიდეთ? -თავი გავიქნიე.
-დარწმუნებული ხარ? - მკითხა აღელვებით.
-კი! - უკვე მტკიცედ ვუპასუხე და პარმაღზე ფეხი შევდგი და შემდეგ კარებზე სამჯერ დავაკაკუნე. ცოტა ხანში სიცილით ვიღაც კაცმა კარი გააღო ჩვენ დანახვაზე კი სახე შეეცვალა.
-რა ხდება?
-თქვენთან დალაპარაკება გვინდა -ნაილი ჩემს წინ ჩამოდგა. კარებთან მდგარმა კაცმა კი ჩაიცინა.
-აშკარად მისამართი შეგეშალათ -თქვა და კარის მოხურვა დააპირა, მაგრამ ჩემმა ხმამ შეაჩერა.
- ზეინ მალიკს იცნობთ ხომ? -კაცმა ორგვლივ მიმოხედა და კარის ზღურბლს მოშორდა, რომ შევსულიყავით. სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ნაილს გავხედე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ მარტო არ ვიყავი და შემდეგ ზღურბლს გადავაბიჯე.
სახლი გაჟღენთილი იყო ბოლით. კაცმა არ იცის რას არ ეწეოდნენ. შიგნით რომ შევედით რამდენიმე მამაკაცი დავინახე მრგვალ მაგიდას შემოსხდომოდნენ და ფულზე კარტით თამაშობდნენ.
-სტუმრები გვყავს, - ჩემს უკან ერთ-ერთმა თქვა და გვერდით ჩამიარა.
მოთამაშეებმა თამაში შეწყვიტეს და ჩვენ მოგვიტრიალდნენ.
-ზეინის გამო არიან აქ -განუმარტა.
-აჰაამ, შენ ის მეტიჩარა გოგო ხარ ვის გამოც ზეინი ციხეშია, არა? - ერთ-ერთი წამოდგა და სავარძელში გადაინაცვლა. მისი კითხვა დავაიგნორე და მასთან შედარებით ახლოს მივედი.
-უნდა დაგვეხმაროთ. -ვეცადე ხმაში შიში არ შემტყობოდა.
-ვშიშობ თქვენს დამხარებას ვერ შევძლევლებთ.
-ჯერ ხომ ჩვენ არც გვითქვამს რაში გვჭირდება დამხარება -გააპროტესტა ნაილმა.
-ლაწირაკო არავინ გასწავლა რომ უფროსებს არ უნდა შეეწინააღმდეგო? უკვე ვთქვი რომ ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით.
-ხო, ვერც თქვენ თავებს დაეხმარებით მაშინ, როცა პოლიციასთან ჩაგიშვებთ, არ დაგავიწყდეთ თქვენზე ყველაფერი ვიცით -გამბედაობა მოვიკრიფე და ძლივძლიობით წარმოვსთქვი.
სავარძელში მჯდომმა კაცმა გადაიხარხარა და სიგარას მოუკიდა.
-ვერ გაბედავ, ეგრე შენს შეყვარებუსაც გაწირავ.
-მოდი შეამოწმეთ თუ ვერ გავბედავ-შევუღრინე -ზეინი ამის გარეშეც ისედაც განწირულია.
-მაშინვე უნდა მომეკალი, როცა შანსი მქონდა, - ადგილს მივეყინე, ნამდვილად იმოქმედა მისმა დაშინებამ, - მაგრამ არც ახლა იქნება გვიანი.
-ანაბელ, - ზურგზე ნაილის ხელი ვიგრძენი.
თვალები დავხუჭე. ღრმად ამოვისუნთქე, ძალა მოვიკრიბე რომ თავდაჯერებულად ვყოფილიყავი.
-თქვენ ვერ მომკლავთ, ამით დიდ შარში გაეხვევით, როგორც უკვე გითხარით ზეინის დასაკარგი აღაფერი აქვს და თქვენც თან გაგიყოლებთ რამე რომ დაგვემართოს.
-ხვალ ზეინის სასამართლოა, გვინდა რომ თქვენი გავლენა გამოიყენოთ და ციხიდან გამოიყვანოთ. -ლაპარაკი ნაილმა დაიწყო.
-მან ჩვენი ორი კაცი მოკლა, რატომ გგონიათ, რომ მის დასაცავად რამეს გავაკეთებთ?
-ისინი ჩემს მოკვლას ცდილობდნენ, თანაც ზეინს არავინ მოუკლავს -გავაპროტესტე.
- კარგი მოვიფიქრებთ, - ცოტახნიანი დუმილის შემდეგ პირი გახსნა.
-ჩვენ თქვენ სულელები ხომ არ გგონივართ? უბრალოდ მოიფიქრებთ? ხვალ სასამართლოა და ზეინის ცუდი დასასრული თქვენი დასასრულიც იქნება, ასე რომ თუ ფიქრის დრო გაქვთ კარგით, დიდხანს იფიქრეთ, ჩვენ კი დაგტოვებთ -თქვა ნაილმა, ხელი მკლავში მომკიდა და გასასველისკენ წამიძღვა.
მაშინვე შვებით ამოვისუნთქე და გავიცინე, როცა კარის მოხურვის ხმა გავიგე. სიცილში ნაილიც ამყვა.
-ღმერთო თავი სერიალში მეგონა, ძალიან შემეშინდა. -კიდევ ერთხელ ღრმად ამოვუსუნთქე და კიბეები ჩავირბინეთ.
-საერთოდ არ გეტყობოდა, თავი ძალიან თამამად გეჭირა.
-შეხედე- ვუთხარი და ხელი ამოვწიე -ნახე ახლაც როგორ ვკანკალებ -ნაილს გაეცინა.
-არანორმალური ხარ ანაბელ -მითხრა, ხელი შემომხვია და მკერდთან მიმიკრა.
-მგონი გამოგვივიდა არა? -კბილები დავკრიჭე.
ნაილმა თავი დამიქნია.
-იმედია ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.