თავი 36

1.1K 79 2
                                    

  ასე ჩუმად,ხმის ამოუღებლად ვიჯექით. სიჩუმეს საათის ისრების წიკწიკი არღვევდა, ზეინს მივშტერებოდი და მის დამახინჯებულ სახეზე ვნერვიულობდი.რამდენჯერ სცემეს ჩემი მიზეზით. ჯანდაბა ნუთუ არ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი? როგორ შეიძლება ნარკოტიკის გამო თავისუფლად შეიწირო ადამიანის სიცოცხლე?! ისე რომ თვალი არ დაახამხამონ!. ფიქრებიდან კარზე ზარის ხმამ გამომარკვია და ჩვენთან გამეფებული სიჩუმე დაარღვია.ფეხზე ავდექი და კარის გასაღებად წავედი,ალბათ ნაილია,ლუიმ ხომ თქვა ნაილს ვეტყვი,რომ მოვიდესო,კარი გავაღე და არც შევმცდარვარ,კარში შეშფოთებული ნაილი იდგა, მაშინვე შიგნით შემოვიდა.
-რა დაემართა? - ღრმად ამოვიოხრე
-საშინლადაა ნაცემი -ხმადაბლა ვუთხარი და მისაღებში შევყევი.როდესაც ნაილმა ზეინი დაინახა ხმადაბლა შეიკურთხა.
-ჯანდაბა მალიკ,ეს რა გჭირს? - წამოიყვირა და ზეინის წინ სავარძელში ჩამოჯდა,
-არაფერია სერიოზული -ჩაიცინა, ნაილმა კი თვალები გადაატრიალა.
-სერიოზულად ღირსი ხარ. უფრო კარგად უნდა მიეჟეჟეთ ეს კიდე ცოტაა შენთვის. -გამკიცხავი ტონით უთხრა. ახლა კი ზეინიმა გადაატრიალა მის ნათქვამზე თვალები.
-ანაბელ, ნაილი უკვე მიდის, შეგიძლია გააცილო?
-ზეინ ის მართალს ამბობს- გამოვესარჩლე ნაილს.
-თუ მეტის ღირსი ვარ მაშინ რატომ ხარ აქ და რატომ მივლი? დედა ტერეზა ხარ? -აგდებით იკითხა ზეინმა.
-ჯერ ერთი დედა ტერეზას აგდებით ნუ იხსენიებ -ზეინმა კიდევ ერთხელ გადაატრიალა თვალები - და მეორეც, ხო მართალია ახლა აქ არ უნდა ვიყო და საერთოდ არ უნდა გეკარებოდე ახლოს-შევუბღვირე.
-მაგრამ აქ ხარ -ეშმაკური ღიმილით თქვა და შემდეგ სიმწრისგან დაიმანჭა.
-ანაბელ შენ მართლა არ უნდა იყო მასთან -ლაპარაკში ნაილი ჩაერთო.
-ბელ მოდი აქ -მითხრა ზეინმა და მზერა ნაილიდან ჩემზე გადმოიტანა.
ამოვიოხრე და მასთან მივედი, ვიფიქრე რომ რამის მიტანა უნდოდა. ზეინმა ხელი წამოსწია და ძლიერად ჩამჭიდა ხელზე.
-შეხედე -თქვა და ჩვენს ჩაკიდულ ხელებზე ანიშნა ნაილს.- ის ჩემთანა, მოგწონს ეს შენ თუ არა- ნილმა ამოიოხრა და თავი გააქნია.
-იცი შენი გაცნობის დღიდან ნაილი მაფრთხილებს რომ არ მოგეკარო და შენგან თავი შორს დავიჭირო - მითხრა, ოღონდ ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს. ნაილს უყურებდა. ნაილი დაიბნა და სახეზე წამოჭარხლდა. ზეინის ნათქვამზე დავიბენი. რატომ ეუბნებოდა ნაილი ამას? შეიძლება ჩემი დაცვა უნდოდა, მაგრამ ის ხომ ყველაზე კარგად იცნობს ზეინს და იცის რომ ცუდი ადამიანი არა?
-ანაბელ ამას შენს გამო ვაკეთებდი -დაბნეულმა ძლივს გადააბა სიტყვბი. - წამოდი სახლში გაგიყვან -მითხრა და ელვის სისწრაფით გავარდა გარეთ.
წამით ჩუმად ვიდექი ჩემს ადგილას, მაგრამ ბოლოს ამოვიოხრე და კარისკენ წავედი. უცბად ხელზე ზეინი მომეჭიდა და შემაცერა.
-ხვალ ხომ მოხვალ? -ლეკვის თვალებით მკითხა და ეშმაკურად ჩაიცინა
-ხვალ ექსკურსიაზე მივდივარ და ვერ შევძლებ -ვუპასუხე და ხელის ფრთხილად გამოწევა ვცადე, მაგრამ უფრო ჩამბღუჯა.
-არ წახვიდე -ისეთი ხმით მთხოვა,რომ ცოტაც და დავთანხმდებოდი, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე.
-მამიდასთან ისედაც გაფუჭებული მაქვს ურთიერთობა, ვაი და გაიგოს, რომ გავაცდინე უფრო დაიძაბება სიტუაცია. -გულწრფელად ვუპასუხე.
-ანაბელ სწრაფად - კარებიდან ნაილმა შემომძახა. წასვლა დავაპირე, მაგრამ ისევ ზეინის ხელმა შემაჩერა.
-წასვლის წინ არ უნდა მაკოცო? - თვალები გადავატრიალე მაგრამ მაინც ჩამეცინა.
-კარგი, - ამოვიოხრე და საკოცნელად დავიხარე.
-კარგი რა ანაბელ -გააპროტესტა ზეინმა, როცა ლოყაზე ვაკოცე. -ეს რა იყო.
-ნაილი გარეთაა, ხომ არ გავიწყდება? -ვუთხარი და გარეთ ნაილს შევხედე, რომელიც მოუსვენრად იყო.
-ხო, კარგი, კარგი -თვალები გადაატრიალა -მაშინ კიდევ ერთხელ მაკოცე. - მითხრა და ლოყა მომიშვირა. საკოცნელად დავიხარე და მაშინვე თვალები დავაჭყიტე, როცა თბილ ტუჩებს ვაკოცე. გამოწევა მინდოდა, მაგრამ ზეინს ჩემს საყელოში წაევლო თითები და არ მიშვებდა. ბოლოს კი მეთვითონაც მოვდუნდი და ვისიამოვნე ამ კოცნით.
-ექსკურსიაზე ბრთხილად იყავი,კარგი? - რომ გამოვიწიე მითხრა.
-კარგი, - გავუღიმე, - ნახვამდის მალიკ.
-ნახვამდის ტერეზა,-ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა. თავი გავაქნიე და გასასვლელისკენ გამოვტრიალდი.
ნაილი უკვე ავტოფარეხთან იდგა
-ჯობს მანქანით წავიდეთ, - მაცნობა და მანქანა გამოიყვანა, ჩავჯექი და გავუღიმე,მანქანა დაძრა და ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა.
-ნაილ, ზეინთან სახლში დაბრუნდი, კარგი?
-რა?!
-ნაილ! მას მართლა ძალიან სჭირდები.
-მე რომ მასთან დავბრუნდე, დამპირდები რომ მისგან თავს შორს დაიჭერ?-ნაილის ნათქვამმა დამაბნია. არ ვიცოდი რა პასუხი გამეცა, ამიტომ მას თვალი მოვწყვიტე და გზას გავხედე.
-მე და ზეინი...-ცოტახანში ლაპარაკი დავიწყე -ხომ ხვდები ჩვენ.. -ნაილმა ლაპარაკი შემაწყვეტინა.
-თქვენ ერთად არ ხართ და ვერც იქნებით. ანაბელ შეიგნე, რომ ზეინი ის ბიჭი არ არის ვინც შენ გჭირდება, ის ვერაფერს მოგცემს.
-არ მანაღვლებს-ნაილს შევხედე, რომელიც გზას უყურებდა.
-ის ვერც თავის სიყვარულს მოგცემს. -თვალებში შემომხედა.
მზერა ავარიდე და ისევ წინ გავიხედე.გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ის მართალი იყო. -სანამ დროა უნდა შეეშვა, თორე მერე უფრო გაგიჭირდება.
-დამპირდები, რომ კარგად მიხედავ? -ვკითხე ყელში ბურთულა გაჩხერილმა.
ნაილმა თავი დამიქნია და ჩემი სახლის წინ მანქანა გააჩერა.
-ხვალ მასთან დარჩი, კარგი? -ვუთხარი სანამ მანქანიდან გადავიდოდი.
-ხო მივხედავ-გავუღიმე და მანქანიდან გადავედი.
კარზე დავაკაკუნე,თუმცა როგორც ჩანს ღია იყო.
-მოვედი -დავიძახე და ოთახში შევაბიჯე,მამიდა დივანზე იჯდა,თუმცა რომ დამინახა მზერა ამარიდა და ტელევიზორს მიაშტერდა,სადაც არაფერი საინტერესო გადიოდა,ბიძიამაც ამომხედა გაზეთიდან ,თუმცა ხმა არ ამოუღია,თავი გააქნია და თავის საკითხავს მიუბრუნდა,ყელში დიდი ბურთულა გამეჩხირა, მე არ ვიმსახურებ მათგან ასეთ მობყრობას,კიბეები ავირბინე,ოთახში შევედი,მაშინვე ცრემლები წამსკდა და ხმამაღლა ავტირდი,გული მტკიოდა,რადგან ზურგს მაქცევდნენ ისინი არაფრის გამო! მე ეს არ დამიმსახურებია.. ცრემლები ლოყებს მისველებდნენ,შემდეგ კი ბალიშს ეცემოდნენ და ასველებდნენ მას.. ლილი აბაზანიდან გამოვაიდა,როდესაც დამინახა მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა, ჩამეხუტა და ჩემი დამშვიდება დაიწყო.
-არ შემიძლია ტირილის შეწყვეტა ლილი -ამოვისლუკუნე და ცრემლები მოვიწმინდე -ისინი ისე მიყურებენ,თითქოს მეძავი ვიყო -ძლიერად მოვეხვიე ჩემს მამიდაშვილს და მის მკერდზე ავტირდი,ნეტავ დედაჩემი აქ ყოფილიყო,ნეტავ შემძლებოდა მის კალთაში ტირილი და იმ ტკივილის დავიწყება,რომელსაც მამიდა და ბიძია მაყენებდნენ.
-ანაბელ, უნდა დაისვენო,ხვალ დილით ექსკურსიაზე მივდივართ,გპირდები დედაჩემს დაველაპარაკები,მაგრამ ახლა უნდა დაისვენო და გამოიძინო -შუბლზე მაკოცა,მირჩია ცხელი წყალი გადამევლო და მომეშვებოდა,მას დავუჯერე,ტანზე ცხელი წყალი გადავივლე,რამაც სტრესი და დაღლილობა ნახევრად შემიმსუბუქა,შემდეგ საწოლზე გადავწექი და თვალები დავხუჭე, ტირილისგან მეწვოდა,მაგრამ მალევე ჩემს ფიქრებთან ერთად მიმეძინა.
მეორე დილით ლილიმ გამაღვიძა,მეც სასწრაფოდ ავდექი ფეხზე,ქვევით შარვალი ჩავიცვი,ზევიდან შავი უბრალო მაისური. 15 წუთში უკვე სკოლის გზაზე ვიდექით და ვფიქრობდით თუ რას გავაკეთებდით ექსკურსიაზე. ლილი დიდი გეგმები ქონდა, მე კი პირიქით. არც რაიმე ღირსშესანიშნავის მონახულება მინდოდა და არც ბავშვებთან ერთად ყოფნა და გართობა. ამ ყველაფერს მერჩივნა ზეინთან ვყოფილიყავი და მისთვის მომევლო, სულაც მარტო ყოფნაც კი მერჩივნა. როდესაც სკოლის წინ მივედით გაოცებულმა ნაილს შევხედე და მაშინვე მისკენ წავედი.
-ჰეი ნაილ! - სახემოქუფრული მივუვახლოვდი, -ზეინთან რატომ არ დარჩი? ხომ გთხოვე მასთან ყოფილიყავი
-კარგი რა ანაბელ,ზეინს არაფერი მოუვა -მსუბუქად გაიცინა და თმა ამიჩეჩა, შემდეგ კი ყურადღებაც არ მომაქცია,ისე გაიხედა ჩვენი ერთ-ერთი კლასელისკენ. მასწავლებელმა ჩვენი კლასი პირველ ავტობუსებში აგვიშვა, მეორე კი მეორე ავტობუსში. ნაილზე გაბრაზებული სულ უკან წავედი და ფანჯარასთან სკამზე დავჯექი, ლილიც ჩემ გვერდზე დაჯდა, ნაილი კი მას მიუჯდა. ალბათ ლილის გამო წამოვიდა ექსკურსიაზე, იფიქრა რომ აქ უკეთ მოახერხებდა მასთან დაახლოებას. ამის გაანალიზების შემდეგ უფრო მომეშალა მასზე ნერვები, გაბრაზებული მზერა ვესროლე და ფანჯარაში დავიწყე ყურება. მთელი გზა თითქმის ხმა არ ამომიღია,უბრალოდ ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ მღეროდნენ და ერთობოდნენ ბავშვები. როგორც იქნა დანიშნულების ადგილას მივედით, ყველანი ჩამოვედით და რაღაცეების დათვალიერება დავიწყეთ.
-არ გაინტერესებს, ხომ? -გვერდზე ჰარი ამომიდგა და ჩუმად ყურთან ახლოს მკითხა.
-არა- თავი გავუქნიე. -შენ?-ჰარიმ ჩაიცინა
-არა, წამოდი გავიდეთ- შემომთავაზა, მაგრამ უარის ნიშნად თავი გავიქნიე.
-მოგვიკითხავენ და მერე გვეჩხუბებიან.
-ნუ ხარ მშიშარა, წამოდი გავიდეთ, ვერ შეამჩნევენ -ღიმილით მითხრა და ხელზე მომეჭიდა. ჩავიცინე და მას გავყევი.
ავტობუსების უკან, მდელოზე ჩამოვჯექით.
-მეგონა ესეთი რაღაცეები მოგწონდა? -ლაპარაკი ჰარიმ დაიწყო.
-ექსკურსიას გულისხმობ?
-ხო, რაღაცეების დათვალიერება, ბავშვებთან ერთად ყოფნა და სიმღერა. ანუ ბავშური რაღაცეები.
-მომწონდა-ამოვიოხრე და ცოტახანს გავჩერდი. ძველი დრო გამახსენდა -ადრე მომწონდა.-სევდიანად ჩავილაპარაკე
-ძალიან შეიცვალე-სახეზე რამდენიმე წუთიანი დაკვირვების შემდეგ მითხრა ჰარიმ.
-ხო, წითელმა თმამ ძალიან შემცვალა-დავეთანხმე მეც.
-მარტო გარეგნობას არ ვგულისმობ, ზოგადად ძალიან შეიცვალე.
-არა-უარის ნიშნად თავი გავიქნიე, მაგრამ მასზე უკეთ მე ვიცოდი რომ მართალი იყო.
-პირველად რომ გნახე დაუცველი და უმანკო ბავშვი იყავი. ცხოვრების არაფერი გაგეგებოდა, შენი თვალებიც კი სხვანაირად ციმციმებდნენ.-ჰარიმ სახეზე ჩამოგდებული თმა უკან გადამიწია.
-და ახლა? ახლა როგორი ვარ?-გულწრფელად მაინტერესებდა ახლა როგორს მხედავდა ის.
ჰარი ცოტახანს დაფიქრდა.
-ახლა გაიზარდე. თითქოს ცხოვრება გაიცანი. პირველად რომ გნახე შენ თვალებსი შიში დავინახე და დაუცველობა, ახლა პირიქით, ძალიან მყარად დგახარ მიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსაკლავად დაგდევენ. პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც ესეთ მოკლე დროში ესე შეცვლილიყოს.
-ამ ცოტა ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე მოხდა.
-და ეს ყველაფერი ინ ნაბიჭვარი ზეინის წყალობით.
-ჰარი არ გინდა -აღარ მინდოდა კიდევ რაიმე ცუდი ეთქვა ზეინზე.
-ანაბელ შენც ხომ იცი,რომ ის საშიში ადამიანია -ამოიოხრა ჰარიმ და თავისი კულულები ნერვულად გადაიწია შუბლიდან
-არა,ის არ არის -თავი გავაქნიე და ზეინის დაცვა დავიწყე -ის ძალიან კარგი ადამიანია -ყველა მის წინააღმდეგ რატომაა?! ჯერ ნაილი,ახლა ჰარი.
-შენ არ იცნობ მას ანაბელ,ის ნამდვილი ახვიარია -ჰარი თვალებში ჩამაშტერდა-ის ნარკოდილერია ანაბელ!
-ეგ არც ისე ახალი ამბავია ჩემთვის.
-ანაბელ როგორ ხარ ესეთი ბრმა? -ვერ ხედავ,რომ ის ცუდის მეტს არაფერს თესავს? შენ არ იყავი, მარჯვენა ლოყა რომ მთლიანად დალურჯებული გქონდა მისი დარტყმის გამო? ის უფრო დიდ დარტყმას მოგაყენებს, ოღონდ არა მხოლოდ ფიზიკურად, სულიერადაც და იმას ისე მალე ვერ მოირჩენ, როგორც ის ჩალურჯება მოირჩინე -ხელი მარჯვენა ლოყაზე დამადო და ფრთხილად მომეფერა. -დაშორდი მას სანამ ძალიან გვიანი არაა.
-როგორ დავშორდე, როცა ერთად არც კი ვართ?-ჩემს ნათქვამზე ჰარიმ წარბები შეკრა.
-ერთად არ ხართ?
-არა- მხრები ავიჩეჩე. -მასთან მხოლოდ იმიტომ მიწევს ყოფნა, რომ ის ნაბიჭვრები მოკვლას მიპირებენ და ზეინი ასე თუ ისე მიცავს.
-ანაბელ მე შეგპირდი რომ მაგათ მოგაშორებდი, გახსოვს? -ჰარის თავი დავუქნიე -ხოდა პირობას ყოველთვის ვასრულებ. ცოტა დრო მომეცი და საბოლოოდ შეგეშვებიან. -ჰარი ისთი მზრუნველი იყო ჩემს მიმართ, თან სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა. ზეინისგან საერთოდ განხვავდება, ნეტა როგორ მეგობრობდნენ ადრე?
-რატომ ზრუნავ ჩემზე? -ხმადაბალი ტონით ვკითხე,ის რაც ამდენი ხანია მაინტერესებს. ჰარის ტუჩის კუთხეში ღიმილმა გადაურბინა.
-საერთოდ ვერ ხვდები? -ჰარის კითხვაზე თავი გავიქნიე -მომწონხარ ანაბელ სმიტ. -მითხრა და თვალი თვალში გამიყარა.
ამ პასუხს არ მოველოდი და ძალიან დავიბენი. უაზროდ მივშტერებოდი ჰარის, რომელიც ნელ-ნელა ჩემკენ იწეოდა და ვერაფერს ვაკეთებდი.
მაშინ გამოვფხიზლდი, როდესაც მისი ცხელი ჰაერი ტუჩებზე ვიგრძენი და სასწრაფოდ გამოვწიე თავი.
-ის ახვარი მოგწონს, ხომ?
-ზეინზე ასე ნუ ლაპარაკობ, ყოველშემვევაში ჩემთან -შევუბღვირე და ფეხზე წამოვდექი.
-კი, კი ის მოგწონს -მითხრა, როცა ისიც წამოდგა. -მის გამო შეიცვალე ესე, თმაც მის გამო შიღებე, რომ მისთვის უფრო შესაფერისი ყოფილიყავი. ანაბელ ტვინი გაანძირე- მითხრა და საჩვენებელი თითი საფეთქელთან მომადო. -ტკივილს ფეხდაფეხ მისდევ. ჯერ და დაკარგე, მერე დედა ახლა კი საკუთარ თავსაც კარგავ.
-ჰარი ნაილს უკვე დავპირდი, რომ ზეინისგან თავს შორს დავიჭერდი, ასე რომ სანერვიულო აღარ გაქვს. -ვუთხარი და წინ წავედი რომ ბავშვებს შევერთებოდი.
ჰარიც უკან გამომყვა.
-ანაბელ აქეთ- ხელი დამიქნია ლილიმ და მანიშნა რომ მასთან მივსულიყავი.
-მასთან უნდა წავიდე, მერე გნახავ -ვუთხარი ჰარის და ლილისკენ გავიქეცი. ნაილიც იქ იყო, ამიტომ ხმა არ ამომიღია ისე მივუჯექი ლილის გვერდით.
-ჰარისთან ერთად მარტო რას აკეთებდი იქით? -ლილი ჩემკენ შემოტრიალდა.
-ვლაპარაკობდით. -მოკლედ გავეცი ლილის პასუხი.
-იცი ყველა შენზე რომ ჭორაობს? -ახლა ნაილმა გადმოყო თავი.
-რა? -გაკვირვებუსგან პირი დავაღე.
-ხო-თავი დამიქნია ლილიმ.
-ჩვენ ხომ უბრალოდ ვლაპარაკობდით -გავაპროტესტე.
-ხო, მაგრამ მათ სხვა რამე იფიქრეს- ამიხსნა ლილიმ.
-ოჰ ღმერთო ჩემო -ამოვიოხრე და ხელები ცაში ავაბყარი.
-ჩვენთან ერთად რომ დარჩენილიყავი არაფერი მოხდებოდა -მშვიდად მითხრა ნაილმა.
-ზეინთან რომ დარჩნილიყავი, არაფერი მოხდებოდა. -შევუბღვირე და მზერა ავარიდე.
-მასთან ლუი დარჩა.
-ხო, მაგრამ შენ დამპირდი, რომ მასთან შენ იქნებოდი და ესე ასრულებ პირობას? ხომ იცი რომ ლუი ისე ვერ მიხედავს, როგორც შენ.
-კარგი რა ანაბელ, ზეინი ორი წლის ბავშვი არაა, რომელსაც მიხედვა ჭირდება.
-ნაილ ის ფეხზე ვერ დგება -შედარებით ხმამაღლა ვუთხარი, რაზეც იქ მყოფი ბავშვების მზერა დავიმსახურე. ამოვიოხრე და იქვე მიგდებული ჯოხით მიწის ჩიჩქვნა დავიწყე. ეს თითქოს მაწყნარებდა, თან ასე დროც გამყავდა.
რამდენიმე საათი, სანამ ისევ ქალაქში ჩამოვიდოდით სრულ უაზრობაში გავატარე, მაგრამ ძლივს მე ლილი და ნაილი ჩემი სახლის გზას ვადგავართ. ჯერ ესე არასდროს გამხარებია ამ სახლში დაბრუნება.
როცა სახლამდე მივედით ლილი ნაილს დაემშვიდობა, მე კი არაფერი მითქვამს ისე ვაქციე ნაილს წურგი და სახლისკენ წასვლა დავაპირე.
-ანაბელ, მოიცა-უკნიდან ნაილის ხმა მომესმა. გავჩერდი და მისკენ მივტრიალდი.
-ზეინმა მაიძულა, რომ წამოვსულიყავი და შენთვის ყურადღება მომექცია. -ნაილის ნათქვამზე მუცელში რაღაცამ სასიამოვნოდ გამკრა და ჩამეღიმა.
-ნახვამდის ნაილ-ღიმილიანი სახით ვუთხარი და სახლისკენ წამოვედი.  

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now