თავი 20

1.3K 86 3
                                    

  მინდოდა მეკივლა, მეწივლა, მეხტუნა, მეცეკვა იმდენად გახარებული ვიყავი. ზეინის მკლავებში ვიყავი ამდენი ხალხის წინაშე მოქცეული და მაგრად ვეხუტებოდი. ზეინის მხრიდან მარტინას ამღვრეულ სახეს ვუცქერდი რომელიც სავსე იყო ბრაზით, შურით, ეჭვიანობით. ზეინი ჩემია და ეს უკვე მერამდენედ დავამტკიცეთ. გამარჯვებულის ღიმილით გავხედე რაზეც სულ აილეწა, ქუსლებზე შეტრიალდა და უკან სწრაფი ნაბიჯებით გაბრუნდა. თვალი რომ გავაყოლე ხალხს უკან ჰარის სერიოზულ სახესაც მოვკარი თვალი, მაგრამ მზერა მალევე გადავიტანე სხვა რამეზე და საერთოდ თვალები დავხუჭე. ზეინი არ არის ისეთი როგორიც იყო და ვიცი რომ ისე არ მომექცევა როგორც ჰარის დას. ამიტომ სანერვიულოც არაფერია. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე.
ზეინმა თავზე მაკოცა,შემდეგ კი ერთი ხელი წელიდან ზევით ამოიტანა და ლოყაზე მომეფერა
-როგორ ხარ ბელ? - წარბაზეულმა მკითხა. გუშინდელი გამახსენდა და სახეზე ავხურდი.თავი დავხარე და ისევ მის მკერდში ჩავრგე სახე,ზეინს ჩაეცინა.ზეინმა თავი ამაწევინა და ცხვირზე მაკოცა.
-კარგად ვარ,შენ როგორ ხარ?
-გადასარევად -მიპასუხა,თან ეცინებოდა. არ ვიცი რატომ, - წავიდეთ?
-სად?
-სახლამდე მიგაცილებ.
-ამმ.. და ლილი? - ლილისკენ გავიხედე რომელიც სკოლის გასასვლელთან მიციდიდა.
-ოოჰ, მოტოციკლზე ორი ვერ დაეტევა, მარტო წავიდეს არაფერი დაუჭავდება.
-ზეინ! - მხარზე გავკარი, - ასე ვერ დავტოვებ.
ჩემს ნათქვამზე თვალები გადაატრიალა და მის სხეულს უფრო ამაკრა.
-დავიჯერო თვითონ იგივე არ გაუკეთებია? - წარბაწეულმა მკითხა, - როესმე.. ლიამთან ერთად.
პირი გავაღე რომ შევპასუხებოდი არათქო, მაგრამ შევყოვნდი როადგან გამახსენდა როგორ წავიდა ლიამთან ერთად ერთხელ და მე სახლშI მარტო გამომიშვა.
-აჰა! - დაიზმუილა ზეინმა, - უთხარი რომ ჩემთან ერთად მოდიხარ.
-არ შემიძლია.
-ანაბელ, - ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო და ნაზი კანი სულ დამიკოცნა.
-არა! - მტკიცედ ვიდექი ჩემს პოზიციაზე, ზეინს გულზე ხელი ვკარი და მოვიშორე.
-ღმერთო რა ჯიუტი ხარ! - გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა.
-ვიცი, - ჩამეცინა და თავი დავხარე.
-მომავალ შეხვედრამდე მაშინ, - ღიმილით ჩამომისვა თმაზე ხელი, - დღეს საღამოს არ მეცლება საქმეები მაქვს, ხვალ გნახავ, - უფრო დიდზე და თბილად გამიღიმა. შემდეგ დაიხარა, ვიცოდი რასაც აკეთებდა ამიტომ ცოტათი გავიწიე, ამდენ ხალხში მერიდებოდა მეკოცნა, მაგრამ ტუჩის კუთხეში კოცნა მაინც მოასწრო. ერთიანად აწითლებული და დარცხვენილი, ჩემი რეაქციით გახალისებულ ზეინს დავემშვიდობე და ლილისკენ წამოვედი რომელიც აჟიტირებული მიციდიდა.
დღემ ნელა ჩაიარა. ლილი წამდაუწუმ მომაბეზრებელ კითხვებს მისვამდა, რაზეც თავის არიდებას ვცდილობდი. ბოლოს დანამ პირი რომ არ გამიხსნა ლილიც მოეშვა და საღამოს ორივენი დასაძინებლად შევწექით.
მეორე დღეს, ბოლო გაკვეთილზე, ჩემი ადგილი ისევ ნაილის გვერდით მეკავა.
ცოტახანში კლასის კარი გაიღო და მარტინა შემოვიდა,სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა,თავის ადგილას დაჯდა და მოცინარი სახით შემომხედა, ვგრძნობდი რომ ეს ღიმილი ცუდის მომასწავლებელი უნდა ყოფილიყო, ამიტომ მზერა ავარიდე. ალბათ გუშინდელზეა გულმოსული და რაღაც საშინელების გაკეთებას აპირებს. ლოყის შიგნიდან ვიკბინე და დაეჭვებულმა ნაილს გავხედე, რომელმაც ჩემი მზერა ვერ შეამჩნია იმდენად იყო რაღაცის წერით გართული.
ზარი დაირეკა მაგრამ რატომღაც მასწავლებელი აგვიანებდა. ნაილი წელში გასწორდა გაიზმორა და მე შემომხედა.
-რა გჭირს? - დაეჭვებით მკითხა ჩემი სახე რომ დაინახა, მე კი უბრალოდ მხრები ავიჩეჩე და უაზროდ დავიწყე კალმით თამაში.ცოტახანში კლასში გამწარებული მასწავლებელი შემოვიდა და მეც გამოვერკვიე ფიქრებიდან. ხელში ჟურნალი ეჭირა და ფურცლებს გამწარებული შლიდა, შემდეგ კი სათვალე გაისწორა და ერთ-ერთ მათგანს მიაშტერდა
-ანაბელ -დაიწივლა.გული ამიჩქარდა.კლასში ანაბელი მხოლოდ მე მქვია. დავინახე მარტინას სახეზე კმაყოფილი ღიმილი და სულმთლად დავიბენი. ფეხზე წამოვდექი და შეშინებული სახით მასწავლებეს შევხედე
-ეს როგორ გამიბედე! -დაიყვირა და ჟურნალი მაგიდაზე მთელი ძალით დააგდო ისე რომ შიშიგან შევხტი. სახეზე ერთიანად ავხურდი და საშველად ნაილს გავხედე რომელიც წარბებშეჭმუხნული დაძაბული მომჩერებოდა.
-რ-რამოხდა? - ძლივს ამოვიკნავლე. მასწავლებელს კი სახე ერთიანად უფრო აუწითლდა.
-რაში დაგჭირდა ნიშნების ჩაყრა?! - ჟურნალი აიღო, ჩემსკენ წამოვიდა სა პირდაპირ სახეში მესროლა. აწითლებულმა და შერცხვენილმა მარტინას გავხედე, რომელიც ჩუმად იცინოდა. თვალებიდან ცრემლები ღვარად გადმომვარდა და სახეზე ხელები ავიფარე.
-ანაბელს არაფერი გაუკეთებია, - თავისი აგილიდან ნაილი წამოდგა და მასწავლებელს შეეკამათა.
-მისტერ ჰორან თქვენი ადგილი დაიკავეთ! თქვენ კი მის სმიტ დროზე დირექტორის კაბინეტში!
ანერვიულებულმა ჩემი ნივთები სწრაფად ავკრიფე და დირექტორის კაბინეტისკენ გავიქეცი.
თავი ხელებში მაქვს ჩარგული და დირექტორის საყვედურებს ვისმენ. გული კი თითქოს საგულედან ამომგლიჯესო შემდეგი სიტყვები რომ გავიგონე.
"თქვენი ცუდი ყოფაქცევის გამო, თქვენი პროექტი არ გაიგზავნება საერთაშორისო კონკურსზე. ეს ფაქტი თუ კიდევ ერთხელ განმეორდება სკოლიდან გაირიცხებით, ხოლო ეს კონვერტი თქვენ მეურვეს გადაეცით. ნახვამდის მის სმიტ." აღარ მახსოვს როგორ გამოვედი დირექტორის კაბინეტიდან. გონს ლილის მკლავებში მოვედი, რომელსაც დერეფანში ვეხუტებოდი და სლუკუნით ავუხსენი სიტუაცია.
როგორ მინდოდა საერთაშორისო კონკურსზე წასვლა, ახლა კი მელი ჩემი შრომა წყალში ჩამეყარა ტუტუცი მარტინას გამო. რამდენს ვმუშაობდით მე და ნაილი ამ პროექტზე. ღამეებსაც კი ვათენებდით. ვაიმე ნაილი! ჩემს გამო მასაც გაუფუჭდა საქმე.
-ლილი ნაილთან უნდა წავიდე, - ამოვისლუკუნე, ლილის მოვშორდი და თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე.
-რატომ? - გაკვირვებულმა მკითხა და სახიდან ცრემლები გადამიწია.
-უნდა ვუთხრა რომ პროექტი არ გაიგზავნება. სახლში გნახავ, - დავემშვიდობე და გასასვლელისკენ წამოვედი. მთელი გზა ნაილის სახლისკენ გულაჩქარებული მივრბოდი და რომ მახსენდებოდა დღევანდელი გული კიდევ უფრო მეკუმშებოდა და ახალი ცხარე ცრემლები მადგებოდნენ თვალებზე. ხვალ რორგორ მივიდე სკოლაში? ყველა დამცინებს ამის გამო! ხვალ არ წავალ სკოლაში, არც ზეგ და საერთოდ აღარასოდეს!
ნაილის კარზე აქოშინებულმა დავაკაკუნე და ხელით კიბის მოაჯირს დავეყრდენი. კარი რამდენიმე წამში გაიღო და ქერათმიანი ბიჭის ნაცვლად ხელთ ზეინი შემეჩეხა.
იღიმოდა, მაგრამ როდესაც ჩემი სახე დაინაზა სიფათი წაეშალა.ცოტახნით გაშეშდა და კარიდან უკან დაიწია. მისმა რეაქციამ შემაშფოთა,გაკვირვებული სახით მიყურებდა და გაოცებულს პირი დაეღო
-ზეინ -ამოვიქვითინე,ჩემი ხმის გაგონებაზე გონს მოეგო და ჩემსკენ წამოვიდა.
-რა მოგივიდა? - დაფეთებულმა მკითხა. ენა პირში ვერ ავამოძრაფე და ატირებული ზეინს მივაჩერდი თვალებში,
-ღმერთო ჩემო ანაბელ! ვინმემ რამე დაგიშავა?! - მხრებში მწვდა და მის გულს ამიკრო. თმაზე ხელი ჩამომისვა, შემდეგ კი სახე ამაწევინა და თვალებში შემომხედა, საიდანაც უფრო და უფრო ღვარად მციოდა ცრემლები.
-ანაბელ - თვალები დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა და შემდეგ ისევ შემომხედა. მის თვალებში შიშს პირველად ვკითხულობდი. განა ასე ძლიერად ზრუნავს ჩემზე? აკანკალებული თითებით ცრემლები მომწმინდა და შემდეგ შუბლი შუბლზე მომადო. მისი ცხელი სუნთქვა ტუჩებზე მეცემოდა და იმ ტკიილს რაც წუთების წინ გადამხდა მავიწყებდა,
- მითხარი ვინ შეგეხო! - დაიღრინა და ხელებით ჩემი მაისური მაგრად მომუშტა.
ო, ღმერთო. არა! არა! არა! ის ფიქრობს რომ.... ღმერთო! ერთიანად ავწითლდი და ზეინს გამოვეცალე.
-ა-არა, ა-არავინ შემხებია, - ამოვილუღლუღე. ღრმად ამოისუნთქა თითქოს მოეშვაო, მაგრამ მაინც დაძაბული იყო.
-სიმართლე მითხარი!
-სიმართლეს გეუბნები..
-აბა რა მოხდა?! - დაიგრგვინა.
-მ-მარტინამ ჟურნალი გააფუჭა და მე დამბრალდა. - ზეინმა ამოიოხრა და კიდევ უფრო დაჟინებით დამაკვირდა.
-ხომ გითხარი სიმართლე მითხარითქო!
-სიმართლეს გეუბნები! - გაბრაზებულმა მიწას ფეხი დავარტყი, - მარტინამ ჟურნალი გააფუჭა, ეს მე დამბრალდა. მ-მასწავლებელმა ჟურნალი სახეში მესროლა მთელი კლასის წინ, შემდეგ დირექტორთან შემიყვანეს და იმით დამსაჯეს რომ ჩემი და ნაილის პროექტს კონფერენციაზე არ გაგზავნიან! - გახსენებისას კიდევ უფრო მომადგა ცრემლები და ავტირდი.
-ღმერთო მოდი აქ! - ხელები წელზე მაგრად მომხვია და კარი დაკეტა რომელიც აღარც კი მახსოვდა რომ ღია იყო.
-რატომ მე?! - გამწარებულმა წამოვიძახე, - ყოველთვის მე რატომ მემართება ასეთი საშინელება! რა დავაშავე! - ბრაზი ერთიანად მომაწვა და ზეინს მაგრად ავეკარი, - მარტინას გამო საქმე მეც გამიფუჭდა და ნაილსაც. მძულს ცხოვრება! საშინლად მძულს! - ზეინს გამწარებულმა გაუაზრებლად გულში მუშტი ჩავარტყი, რაც ვაჟკაცურად აიტანა, ან ჩემი დარტყმა მისთვის ბუმბულის შეხებასავით იყო.
-ჰეი, ჰეი დამშვიდდი, - ხელები მკლავებში წამავლო და მისგან გამსწია.
-არ შემიძლია! ალბათ ამდენი ბრაზისგან გავსკდები! მეტი აღარ შემიძლია! -
მთელი ძალით დავიკივლე, სულ აღარ მაინტერესებდა აქ ზეინი იდგა თუ არა. შემდეგ ჩემივე საქციელით უფრო შერცხვენილმა ხელები სახეზე ავიფარე. წამებში კი ზეინის მკლავები ვიგრძენი, როგორ ძლიერად შემომეხვივნენ და ხელები სახიდან მომაშორებინეს.
-გამოუშვი! გამოუშვი ეს ბრაზი! - დაჟინებით მომაჩერდა, - იკივლე! იწივლე თუ გინდა მთელი სახლი დაამტვრიე დაგადაწვი, არ მადარდებს. მთავარია განთავისუფლდე მაგ ემოციებისგან! იყვირე.
-არ შემიძლია.
-შეგიძლია. უბრალოდ დაიყვირე და ნახავ როგორ მოგეშვება.
-არ შემიძლია, - თავი გავაქნიე, - არა..
-რატომ?
-მერიდება! გიჟივით ვერ მოვიქცევი, - თავი ჩავღუნე და შემდეგ კი შევხტი როდესაც ზეინმა დაიღრიალა, გაფართოებული თვალებით მოვაჩერდი.
-ხედავ? ძნელი არ არის. ცხოვრება ყველას თავის დაღს ასვამს, ერთადერთი კი რაც დაგვრჩენია არის რომ დავიცალოთ ამ უარყოფითი ენერგიისგან! აიღე! - ხელში ვაზა მომაჩეჩა, - აიღე და კედელს ესროლე და ისიამოვნე იმით თუ როგორ იმტვრევა.
-ამის გატეხვით ორგორ ვისიამოვნო?
-წარმოიდგინე თითქოს ის ადამიანი ტყდება და ილეწება ისე როგორც ეს ვაზა. გააკეთე ეს! - ორჭოფით მივაჩერდი, - ანაბელ გააკეთე! გიბრძანებ რომ ეს ვაზა დაამტვრიო! - შევტოკდი, მე არ მსურდა ვინმეს ბრძანებების შესრულება. ზეინმა ამოიოხრა, ხელში მწვდა და ვაზა ძალით მასროლინა კედელზე. ათას ნაწილად დაიმსხვა. ზეინი მართალი იყო მე ეს მესიამოვნა.
მკვეთრი მოძრაობისგან ამოვიოხრე, ზეინმა სხვა ვაზისკენ წამიყვანა და ისიც ჩემთან ერთად მოისროლა. აზარტში იმდენად შევედი რომ ზეინისგან თავი დავიხსენი და შემეგი ვაზა ჩემით გაუცნობიერებლად დავამტვრიე.
გონს რომ მოვედი, ჩემს წინ ცისფერი ნატეხები ეგდო. ამაზე კიდევ უფრო ავნერვიულდი, მისი ნებართვის გარეშე მისი ნივთი გავტეხე. ჩემმა საბრალოებამ გამაცეცხლა და დავიკივლე. ხელები ყურებზე ავიფარე და გიჟივით ძალაგამოცლილი ჩავიკეცე. არ მინდოდა ეს მომხდარიყო! არ მინდოდა მის თვალში გიჟი ვოყიფილიყავი. მაგრამ გულზე მომეშვა როდესაც გულში მისმა ხელებმა ჩამიკრეს და მისმა ტუჩებმა შუბლზე ნაზი კოცნების დატოვება დაიწყეს.
-ჩშშ.. ყველაფერი კარგად იქნება.. მე შენთან ვარ.. - ეს იყო სიტყვები რომლებმაც ძალა მომცა რომ მენტალურად ისევ წელში გავსწორებულიყავი. ზეინმა ხელი ფრთხილად მომკიდა იდაყვში,ფეხზე წამომაყენა,შემდეგ სავარძელში ჩაჯდა,მის გვერდით უნდა მოვთავსებულიყავი,თუმცა ზეინმა ხელი მკლავში მომკიდა და მის კალთაში ჩამაგდო
-ოუ -ამოვიძახე შერცხვენილმა და თავი მის მკერდზე მივადე.მისი ძლიერი ხელები წელზე მეფერებოდნენ,ერთი ხელი ფრთხილად ამოიტანა ზევით და თმაზე მომეფერა.
-დამშვიდდი? -მკითხა ცოტახნის შემდეგ,მორცხვად დავუქნიე თავი და ხელები კისერზე მოვხვიე.
-გპირდები რომ დირექტორთან ყველაფერი მოგვარდება,-ჩუმად მითხრა
-მაპატიე რომ ამდენი რაღაც დავამტვრიე. -მისი ნათქვამი დავაიგნორე და თვალებით ჩემს დამტვრეულ ნივთებს შევხედე და სახეზე ავწითლდი,როცა ჩემს საქციელს ვიხსენებდი უფრო შემრცხვა.
-ეს მართლა ძალიან აწყნარებს.ერთხელ ჩემმა ახლო მეგობარმა მითხრა,რომ როდესაც გაბრაზებული ვიქნებოდი ხელში რაც მომხვდებოდა დამემტვრია! ეს მართლაც შველის ბელს, მეც გამოცდილი მაქ.
-რომელმა მეგობარმა? -ვკითხე. შეიძლება მეც ვიცოდე ის ადამიანი, რბოლებიდან.თუ მისი მეგობარია რბოლებში აუცილებლად მეყოლებოდა ნანახი. ზეინი ცოტახანს ჩაფიქრდა.
-ის ახლა ციხეშია -ამოიოხრა -ძალიან დიდი ხანია არ მინახავს -ნაღვლიანად თქვა და შუბლზე მეამბორა,თვალები დამეხუჭა,როდესაც მისი თბილი ტუჩები მომშორდა ფრთხილად წამოვიწიე მისი კალთიდან
-რატომ არ ნახულობ? -ვკითხე გაკვირვებულმა
-ციხეში არ მიშვებენ მასთან -მიპასუხა -რაღაც მოხდა და ამ ციხეში გაშავებული ვარ, არ მაქვს მისი მონახულების უფლება.არადა დიდი ხანია მასთან მინდა მისვლა,რაღაც ძალიან აუცილებელი ნივთვი მაქვს,რომელიც მას უნდა გადავცე, თუმცა ჯერაც ვერ შევძელი -დანაღვლიანებულმა ამოიოხრა. ცოტახნით მის მშვენიერ სახეს დავაკვირდი და მის ნათქვამზე ჩავფიქრდი.
-მე შემიძლია მას გადავცე ის ნივთი -ვუთხარი. მინდა მას დავეხმარო.
-არა -ზეინმა კატეგორიული უარი მითხრა -შენნაირი გოგო იქ არ უნდა მივიდეს.
-ზეინ -ამოივიოხრე -შენ ხომ დამეხმარე,მეც მინდა დაგეხმარო -სახეზე მოვეფერე -გთხოვ უარს ნუ მეტყვი.
- არა, –თავი გაიქნია –არავითარ შემთხვევაში -გაჯიუტდა,ცხვირზე ვაკოცე,მისი ხელები წელზე ვიგრძენი,თავი ისევ მის მკერდზე მიმადებინა.
-გთხოვ -ამოვიჩურჩულე -მომეცი უფლება ამ უბრალო რაღაცით დაგეხმარო -ზეინმა ამოიოხრა
-არ გაგიშვებენ -მითხრა
-თუ ეგრეა აქაც არ გამომიშვებდნენ, მაგრამ როგორც ხედავ ახლა აქ ვარ -ვუპასუხე,ვიბრაციაზე ვიგრძენი რომ გაეცინა.
-კარგი,მაგრამ დარწმუნებული ხარ? -საეჭვოდ მკითხა,თავი დავუქნიე. მინდა მისთვის რაიმე გავაკეთო,მინდა დავეხმარო.
-კარგი -დამნაშავე ბავშვივით თქვა, რაზეც გამეცინა
-ღმერთო ჩემო ძლივს! -ამოვიოხრე -ნუ გეშინია არაფერი დამემართება თანაც მე ხომ მარტო არ ვიქნები -ვუთხარი, ზეინმა თავი ამაწევინა და დაბღვერილმა შემომხედა.
-აბა ვინ იქნება შენთან ერთად? -დაეჭვებულმა მკითხა
-ღმერთი, ის ხომ ყოველთვის ჩვენთანაა. -ვუპასუხე,ზეინს კი ჩემ ნათქვამდე გაეცინა,მისი კალთიდან გადავჯექი,ფეხი მოვხარე და გვედულად დავჯექი დივანზე.
–რატო იცინი? –ვკითხე დაეჭვებულმა.
-ღმერთი არ არსებობს -თავი გააქნია ზეინმა. შოკისგან თვალებგაფართოებულმა გავხედე,
-ის რომ არ არსებობდეს ჩვენც ხომ არ ვიქნებოდით ამ ქვეყანაზე?!
-ანაბელ რა მიამიტი ხარ! -ხელი აიქნია -ღმერთი თუ არსებობდეს ამდენი უსამართლობა რატომ ხდება?
–არ დაგავიწყდეს რომ ღმერთის გარდა ეშმაკიც არსებობს. –ზეინის ეშმაკის არსებობა შევახსენე, მან კი ჩემ ნათქვამზე კიდევ ერთხელ ჩაიცინა.
–შენ ალბათ იმასაც ფიქრობ რომ დევები არსებობენ, ხო? –დამცინა. მე კი გამრაზებულმა მხარზე ხელი მივარტყი.
–მე მარტო ჩემი თავის მწამს და მარტო ჩემი თავის იმედად ვარ ამქვეყნად. სხვა ვერავინ დამეხმარება. ჩემი ტრაკი ისევ ჩემი სათრევია.– თვალებში შემომხედა – ნურასდროს ნურავის იმედზე ნუ იქნები ანაბელ, თორემ მერე იმედები გაგიცრუვდება და გული ძალიან გეტკინება.
–ამოიბუტბუტა და ისიც ხელებგადაჯვარედინებული მოკალათდა სავარძელში.
-მაპატიე, მაგრამ მე შენში ტვინს ვერ ვხედავ, - წარბაწეულმა ნიშნის მოგებით ვუთხარი. თვალებგაფართოებული გაკვირვებული მომაჩერდა. ალბათ იმიტომ რომ პირველად იყო რომ ვინმე ასე ეკამათებოდა მას და აგრეთვე პირველად იყო რომ ვინმეს ასე ვეკამათებოდი მე.
სავარძლიდან ჩემსკენ წამოიწია ავისმომასწავებელი მზერით, რაზეც დამბრთხალი უკან გავიწიე, მაგრამ უკვე გვიანი იყო, თავის კლანჭებში უკვე მოქცეული ვყავდი.
-შენ არ იცი ახლა რამდენი აზრი მიტრიალებს თუ როგორ დავადუმო ეგ შენი გრძელი ენა, - ჩურჩულით მითხრა შემდეგ კი ძლიერად მომაჭირა თავისი ტუჩები და ვნებიანად მაკოცა. უკან გადამაწვინა ჩემს ზემოდან მოექცა.
–მოიცა– ამოვილუღლუღე და ზეინი უკან გავწიე.
–ერთ ადგილას უნდა წავიდეთ –ვუთხარი და სავარძლიდან წამოვდექი.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now