თავი 35

1.1K 86 3
                                    

  სწავლა მორჩა და მეც ლილისთან ერთად გზას მოსწავლეებით გადაჭედილ კორიდორში, გასასვლელისკენ მივიკვლევდი და ვცდილობდი ყველა დამეიგნირებინა ვინც ან ამრეზით უყურებდა ჩემ თმას, ან გამკიცხავ მზერას მესროდა, ან ჩემს ზურგს უკან ჩურჩულებდა.
-ძალიან მიშლიან ნერვებს, - ლილის ვუთხარი.
-აბა შენ რა გეგონა? რომელი ჩვენ ხელა გოგო იღებავს თმას წითლად?
-ზეინს მოეწონა, - აღვნიშნე, რაზეც ლილიმ თვალები გადაატრიალა.
-ძალიან ნუ მიეჯაჭვები ზეინის აზრს, კარგს არაფერს მოგიტანს.
ახლა კი მე გადავატრიალე თვალები.
-არავის აზრს არ ვეჯაჭვები, მე მომიდნა და ამიტომ შევიღებე თმა.
-კარგი, - ამოილუღლუღა ლილიმ.
-მართლა! - შეშფოთებულმა წამოვიძახე და ორივენი გარეთ გამოვედით.
უცბად ლილიმ მძიმედ ამოისუნთქა და გაჩერდა. მოვტრიალდი და მის მზერას გავაყოლე თვალი და რომ ვნახე ვის უყურბდა ბრაზისგან ამოვიოხრე.
-ლილი შენთან სალაპარაკო მაქვს, - მოვუტრიალდი მას, მაგრამ იგი იმდენად იყო ლიამის დანახვით გართული, რომ ყურადღებას არც მაქცევდა, - ლილი! - შევანჯღრიე, - შენთან სალაპარაკო მაქვს, - არ მინდოდა ლილი ისევ შერიგებოდა ლიამს და ისევ ტკენოდა გული, ამიტომ ვცდილობდი მათი ლაპარაკი თავიდან ამერიდებინა.
-ლილი.. - ზურგს უკან ხმა მომესმა, მოვტრიალდი და ლიამს შევუბღვირე.
-აქ რა გინდა?!
-ლილისთან მაქვს სალაპარაკო, - თვალების ბრიალით მითხრა.
პირი გავაღე რომ შევკამათებოდი, მაგრამ ლილიმ მომიჭრა.
-ანაბელ ხომ არ გეწყინება ლიამთან ერთად, რომ დავბრუნდე სახლში?!
-კი! - წამსვე მივახალე.
-ანაბელ! - გაბრაზებულმა შემომხედა ლილიმ, - სახლში გნახავ, - მომაძახა და ლიამთან ერთად წავიდა, ისე რომ შეპასუხებაც ვერ მოვასწარი. გაბრაზებულმა მიწას ფეხი დავკარი და შემედეგ ისევ მათ ავხედე.
-ჯანდაბა! - ჩემთვის შევიკურთხე და უკან მოვტრიალდი და გრიგალივით გავვარდი სკოლის ეზოდან.
სულელი ვარ აქამდე რომ არ ვუთხარი ლილის ლიამმა რომ უღალატა. მის გრძნობებს ვუფრთხილდებოდი, ახლა კი უარესად ვატკენ გულს. ისევ ლიამთან გააბამს ურთიერთობას და შემედეგ ისევ მიატოვებს ლიამი და ღმერთმა უწყოს სადამდე გაგრძელდება ეს ბლეფი! შორს უნდა დაიჭიროს ლილიმ ლიამისგან თავი, რადგან ლიამის და ზეინის ნაირებისგან კარგს არასდროს უნდა ელოდე ადამიანი, მითუმეტეს გოგო. ზეინის გახსენებაზე კიდევუფრო გავცხარდი. გუშინ დილით შემპირდა რომ მნახავდა, მაგრამ არც კი გავხსენებივარ. თავს გამოყენებულად და ზეინის სათამაშოდ ვგრძნობ. ზეინი ერთი დიდი ნაბიჭვარია, მხოლოდ ჩემი გამოყენება უნდა. გუშინ მიიღო ის რაც უნდოდა, დაიკმაყოფილა თავისი სურვილები და ამის შემდეგ საერთოდ აღარ გავხსენებივარ, იქნებ ვკვდები?! იქნებ ის ბანდიტები ამეკიდნენ ისევ?!
ბანდიტების გახსენებაზე უკან მიმოვიხედე და იმით დამშვიდებულმა, რომ არავინ ამკიდეიბა გზა გავაგრძელე, მაგრამ მაინც ვლანძღავდი ზეინს გულში მისი არაკაცობის და ჩემი მეამიტობის გამო.
გზაჯვარედინზე გავედი, რომელის მარჯვენა მხარეს თუ წახვიდოდი ზეინის სახლს მიადგებოდი, ხოლო თუ პირდაპირ გააგრძელებდი გზას ჩემს სახლს.
ამოვიოხრე და ჩემს თავს შევპირდი, რომ იმ მხარეს არ გავიხედავდი, რადგან ვიცი სურვილი მძლევდა და მისი სახლისკენ მიმავალ გზას გავუყვებოდი და შეიძლება ეს კარგად არ დამთავრებულიყო. მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე და თვალი იქითკენ გამექცა. სახე მაშინვე მომექუფრა როდესაც ბიძაჩემი ვიღაც ორ მამაკაცთან ერთად მდგარი დავლანდე.
-ბიძია? - გაკვირვებულმა წამოვიძახე და მისკენ წავედი.
-ანაბელ? - შეშფოთებული სახით შემოტრიალდა ბიძაჩემი და უკან ერთი ნაბიჯი გადადგა, რამაც საშუალება მომცა დამენახა რას დაჰყურებდნენ თავზე.
-ღმერთო, - ხელები პირზე ავიფარე როდესაც ძირს დაგდებული დასისხლიანებული ზეინი დავინახე. მაშინვე სირბილით მისკენ გავიქეცი, ზეინის თავით ჩავიმუხლე და ჩანთა გვერდზე გადავდე.
-ზეინ, - შეშფოთებულს აღმომხდა და ხელები მისი სახისკენ წავიღე, მაგრამ ვერ გავბედე შევხებოდი, რადგან მეშინოდა რამე არ მეტკინა.
-ანაბელ, - ძლივს ამოილუღლუღა.
-ანაბელ იცნობ? - გაკვირვებულმა მკითხა ბიძაჩემმა.
-კი, ჩემი კლასელის.. ძმაა, - ბიძაჩემიდან ისევ ზეინზე გადავიტანე ყურადღება, - ღმერთო ჩემო ზეინ.. - ამოვილუღლუღე და მის ჭრილობებს დავაკვირდი. -ადგომას ვერ შეძლებ? - მან კი უღონოდ გააქნია თავი.
-სახლამდე მიმაყვანინეთ! - ბიძაჩემს და მის მეგობრებს ავხედე.
-მისი სახლი იცი სადაა? - გაკვირვებით მკითხა ბიძიამ.
-კი, - მაიშნვე თავი დავუქნიე.
-და საიდან? - დაეჭვებით შემომხედა. მაშინვე დაბღვერილმა ავხედე.
-ნაილი, მისი ძმა, ჩემი მეწყვილე იყო რაღაც პროექტში, თუ გახსოვს, რომ ვსაუბრობდი! - კბილებში გამოვსცერი და გავიწიე, რომ მათთვის ადგილი გამომენთავისუფლებინა.
სიმწრით ამოიგმინა ზეინმა, როდესაც წამოაყენეს. იმისდამიუხედავად რომ მასზე საშინლად ვიყავი გაბრაზებული, მისი ასეთი დანახვა გულს მიკლავდა.
-ჰეი, - უცბად ნაცნობი აღელვებული ხმა მომესმა და სახე მისი მიმართულებით მივატრიალე და სახემოქუფრული, ჩვენსკენ მომავალი ლუი დავლანდე.
-აქ რა ხდება? - ხელები ჰაერში აიქნია ლუიმ, - რა სჭირს ზეინს?
-აქ ნაცემი ვიპოვნეთ, - ბიძაჩემის ერთ-ერთმა ძმაკაცთაგანმა მიუგო.
-ხელი გაუშვით, მე წავიყვან, - თქვა ლუიმ და ზეინს ერთი ხელი თავის მხარზე გადაადებინა, - თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ.
მეორე მხარეს ზეინს მე ამოვუდექი.
-ანაბელ, შენ სად მიდიხარ?! - ბიძაჩემის მკაცრი ხმა გაისმა და მეც მისკენ მივტრიალდი.
-ბიძია ზეინს მოვუვლი და სახლში მალე მოვალ.
-არა, ანაბელ ჩვენთან ერთად წამოდი, მას მისი მშობლები მიხედავენ.-ბიძიას ამ ნათქვამზე სახე უხერხულობისგან დამემანჭა. ზეინს გავხედე იმ იმედით, რომ ბიძია რობერტის ნათქვამი ვერ გაიგო, მაგრამ იმედები გამიცრუვდა, როდესაც დავინახე ტკივილნარევი მზერით ძლივ-ძლიობით როგორ გახედა ზეინმა ბიძიას.
მიუხედავად იმისა რომ რობერტი ძალიან მიყვარდა, იმ წამს მის მიმართ უდიდესი ზიზღი ვიგრძენი, მისთვის აღარაფერი მითქვამს, ზეინს მხარზე ხელი გადავადებინე და მისი სახლისკენ წავედით.
-ანაბელ კარი გააღე, - ლუიმ მითხრა და მეც ნელა მოვიშორე ზეინის ხელი.
-მოიცა, - ამოილუღლუღა ზეინმა, - გასაღები მარცხენა ჯიბეშია.
თავი დავუქნიე და გასაღები ამოვიღე და კარები გავაღე. შემედეგ კი ზეინისკენ გამოვბრუნდი და ლუის მოვეხმარე მის სახლში შეყვანაში.
-ზევით ვერ ავიყვანთ. აქვე დივანზე მივაწვინოთ, - მითხრა ლუიმ და ზეინიც დივანზე მივაწვინეთ. ჩანთა მოვიხსენი, იქვე დავდე და ზეინის წინ ჩამოვუდე. ხელები რაც შეიძლება ნელა მოვუსვი სახეზე და ბალიშზე მოხერხებულად დავადებინე თავი. მადლობის ნიშნად კი მან გამიღიმა, მეც მინდოდა მისთვის გამეღიმა და მეთქვა რომ ყევლაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ არ შემეძლო. მასზე გაბრაზებული ვიყავი და ჩემს პრინციპებს ვერ ვღალატობდი. ჩემ ფიქრებზე მეთითონ ჩამეცინა, რომელ პრინციპებზე ვლაპარაკობდი ამ ყველაფრის მერე. სულელი ხარ ანაბელ სულელი. როცა ჩემი თავის ლანზღვა დავამთავრე, წამოვდექი და ლუი მოვძებნე, რომელიც მეორე სართულიდან სამედიცინო ყუთით ხელში ჩამოდიოდა.
-უკვე მიდიხარ?
-არა, ჭრილობებს დავუმუშავებ და წავალ.
-კარგი, - თავი დამიქნია და ყუთი გამომიწდა, მეც მაიშნვე გამოვართვი და მისაღებში გავედი სადაც ზეინი იწვა.
-ლუი მოდი აქ! - გავძახე მას.
-წყალს დავუსხამ და ახლავე მოვალ, - გამომსძახა. სამედიცინო ყუთი დივანთან გვერდით მდებარე ხის მაგიდაზე ჩამოვდე, გავხსენი და საჭირო ნივთები ამოვალაგე. სპირტიანი ბამბით მისი სახის მობანას შევუდექი.
-რატო მეძახდი, - ოთახში ლუიც მალევე შემოვიდა და ჭიქა იქვე მაგიდაზე დადო.
-მაიკის გახდაში მომეხმარე.
-უჰ კარგი.
შემდეგ ზეინი ნელა წამოვაჯინეთ, ხელები რომ ასწია მწარედ ამოიოხრა.
-არა ,არა დააწვინე, - ვუბრძანე მე.
-ჰა? რატომ?-ამოვიოხრე, ფეხზე წამოვდექი და სამედიცინო ყუთში სამედიცინო მაკრატელი ვიპოვნე.
-არა, არა ჩემი მაიკა! - როგორც კი მიხვდა ზეინი რას ვაკეთებდი მაშინვე აბლუყუნდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. რაც არ უდნა საყვარელი ყოფილიყო ეს მაიკა ძველ სახეს მაინც ვერ დაიბრუნებდა.
-ეს მაიკა მაინც არ გამოგადგებოდა ზეინ, - ჩემს ფიქრებს დაეთანხმა ლუი, - სულ სისხლითაა დასვრილი და ადგილებში დარღვეულია.
ზეინმა ამოიოხრა, - ბავშვივით ნუ იქცევი, - თვალები გადაატრიალა ლუიმ.
როდესაც მაიკა მის სხეულს მოვაშორე, გული უარესად შემეკუმშა.
-ღმერთო, - ამოვიოხრე, სულ ჩალურებებს დაეფარა ზეინის სხეული.
-ზეინ ვინ გცემა? - წარბშეჭმუხნული სახით ჰკითხა ლუიმ, მან კი უბრალოდ თავი გააქნია.
- არ აქვს მნიშვნელობა, - ამოვიოხრე, არ უნდოდა გამეგო ეს ვინ გააკეთა, მაგრამ უკვე ყველაფერს მივხვდი.
-არც ისეთი სულელი ვარ მალიკ, როგორიც გგონივარ, - უხეშად მივახალე, - ვიცი რომ ის ბანდიტები იყვნენ, ვინც მე დამდევენ.. მართალია არა? - შეჭმუხნული მას მივაჩერდი, მან კი თავი დამიქნია.
-რა უნდოდათ?
-ფული ან ნარკოტიკი.
-რითი დაგემუქრნენ?
-არაფრით, რომ ვერ მივეცი მცემეს.
-სიმართლე მიტხარი!
ზეინმა მძიმედ ამოიოხრა, - შენს სიცოცხლეს.
-ჯანდაბა, - ლუიმ გამოსცრა და საათს დახედა -ანაბელ შეგიძლია ცოტახანს შენ დარჩე? მე მეჩქარება უნდა წავიდე, აქ იყავი მე ნაილთან წავალ ვეტყვი რომ მოვიდეს და მერე ის შეგცვლის, კარგი?
-კარგი, - თავი დავუქნიე და ლუიც გავიდა.
-ოუჰჰ- წამოვიძახე, როცა კაბის შიგნიდან საცვალზე ხელის შეხება ვიგრძენი. თვალები გადავატრიალე და ზეინს ხელი უხეშად გავაწევინე, ამაზე კი მან უბრალოდ ჩაიცინა.
-კარგი რა, რა მოხდა. ამას ხომ პირველად არ აკეთებ -ძლივძლიობით წარმოსთქვა ზეინმა.
-ზეინ გეყოფა -მკაცრად ვუთხარი და შედარებით მოვცილდი მას.
-დღეს რა გჭირს, მოხდა რამე?
-არა-ვუთხარი ისე, რომ მისთვის არც შემიხედავს.
-ნუ იტყუები, ცხვირი გაგეზრდება, - ხითხითით მითხრა, მაგრამ მაშინვე ტკივილისგან მოეღრიცა სახე, მე კი თვალები გადავატრიალე.
-გუშინ რატომ არ მოხვედი?
-იმიტომ რომ გითხარი ხვალ მოვალთქო.
-ჯანდაბა ზეინ! - ამოვიოხრე და სპირტიანი ბამბა ძირს გაბრაზებულმა დავაგდე, ის კი უბარლოდ იღიმოდა.
-მელოდებოდი?
-არა, - ვუარყავი, - უბრალოდ თავი გამოყენებულად ვიგრძენი.
-გამოყენებულად რატომ? - წარბები შეკრა ზეინმა.
-იმიტომ რომ გუშინ ის მიიღე რაც გინდოდა, შემედეგ კი არც მომიკითხე, - ამაზე ისევ სიცილი აუტყდა და სახე ისევ ტკივილისგან მოეღრიცა, მაგრამ ამას არ შეუშინებია. მე კი უფრო გაბრაზებული და შეურაცყოფილი მივაჩერდი.
-ოჰ ბელ, - თავი გააქნია მან, - გუშინ მე არაფერი მიმიღია. ეს შენ იყავი ერთადერთი ვინც ისიამოვნა.
პირი გამიშრა და სახეზე სულ წამოვწითლდი.
არ შევპასუხებივარ, მაგრამ გულზე მაინც მომეშვა. ახალი ბამბა და სპირტი ავირე და ჭრილობებზე დავადე. "ცსს" მწარედ ამოსცრა ზეინმა, მაგრამ ეს სულ პატარა ტკივილი იყო იმასთან შედარებით რაც სჭირდა.
-მაკოცე -მოულოდნელად სახე წამოსწია ზეინმა.
უარის ნიშნად თავი გავიქნიე და ზეინისთვის ჭრილობების დამუშავება გავაგრძელე.
-კარგი რა გთხოვ, -მითხრა ხელზე მომექაჩა და მისკენ ახლოს მიმწია. -ვიცი რომ შენც ეს გინდა ანაბელ -ეშმაკური თვალებით მომჩერებოდა.
-ოხხ- ამოვიოხრე -ზედმეტად მოქმედებ ჩემზე -ვუთხარი, როცა კოცნას მოვრჩით.
-მერე ეს ცუდია თუ კარგი? -მიუხედავად იმ ტკივილისა რასაც ახლა ის განიცდიდა თვალები მაინც ეშმაკურად უციმციმენდა.
-საშინელი -ისევ ამოვიოხრე და თავი გავაქნიე.
-შეგიძლია წყალი მომიტანო? -მთხოვა ზეინმა, ცოტა წამოიწია და სავარძლის მისაყუდებელს მიეყრდნო. უხმოდ ავდექი და დამზარეულოდან წყალი მოვუტანე.
ცოტახანს ჩვენს შორის სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ამ სიჩუმის დარღვევა გადავწყვიტე.
-ბოდიში-ვუთხარი და დივნის გვერზე, ძირს ჩამოვჯექი.
-რისთვის მიხდი ბოდიშს? -გაურკვევლობისგან წარბები შეკრა.
-იმისთვის რაც ბიძაჩემმა გითხრა -იმედს ვიტოვებდი ზეინი მიხვდებოდა რის თქმასაც ვცდილობდი და იმის გამეორება აღარ მომიწევდა, რაც მან მშობლებზე უთხრა.
ზეინი ცოტა ხანს გაჩუმდა, მიხვდა რაზეც ველაპარაკებოდი.
-მაშინ მეც უნდა მოგიხადო ბოდიში-ზეინი კიდევ უფრო წამოიწია, რომ უკეთესად დავენახე.
-კიდევ იმ ყველაფრისთვის აპირ...-ზეინმა სიტყვა გამაწყვეტინა.
-გახსოვს პირველად, როცა გაგიცანი, გკითხე იცოდა თუ არა დედაშენმა რბოლაზე რომ იყავი -ვიცი ეს არ იყო ის თემა რომელზეც უნდა გამეღიმა, მაგრამ ტუჩებზე ღიმილმა მაინც გამირბინა, როცა გავიაზრე რომ ზეინს თითქმის ყველა ჩვენი დიალოგი ზეპირად ახსოვდა, ეს კი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.
-რატომ იღიმი? -ზეინს როგორც ჩანს ჩემი რეაქცია გაუკვირდა.
-არაფერია- თავი დავუქნიე და ფეხებზე ჩამოვდე თავი.
ცოტახანი ასე ჩუმად ვიყავით, არც ერთი ხმას არ ვიღებდით და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყო ეს სიჩუმე სულაც არ იყო უხერხული, პირიქით ეს იყო სიჩუმე, რომელიც სასიამოვნოც კი იყო. თითქოს ამით უფრო შევდიოდით ერთმანეთთან კონტაქტში, უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს და უფრო კარგად გვესმოდა ერთმანეთის.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now