თვალები ნელ-ნელა გავახილე, თავიდან ვერ მივხვდი რა მჭირდა, თავი საშინლად მტკიოდა, საფეთქლებში კი თითქოს რაღაც მძიმე საგანს მირტყამდნენო. ხელები თავზე მივიჭირე, ტკივილმა ცოტათი რომ გამიარა ოდნავ წამოვიწიე,თვალები დავახამხამე,ახლად გამოღვიძებულს სინათლის აღქმა არ შემეძლო,თვალები მეწვოდა ამიტომ დავხუჭე,შემდეგ ისევ გავახილე,როდესაც იქაურობას თვალი მოვავლე მაშინვე ვიცანი ეს ადგილი! ჰარიმ და ზეინმა რომ იჩხუბეს, მაშინ როდესაც მე ფორმა გამოვიტანე სკოლიდან. ფეხზე უნდა ავდგარიყავი,მაგრამ მაშინვე რაღაც ძალამ ძირს დამაგდო,გაკვირვებულმა ზევით ავიხედე და დავფრთხი,როდესაც ჩემს ზემოთ ორი გიგანტური ზომის კაცი დავინახე,მოკლე მკლავიან მაისურში ტატუები მოუჩანდათ,რომელიც მთელს მკლავს უფარავდნენ,მათი არამეგობრული ღიმილი მაფრთხობდა და გამახსენდა,რომ ნაილის სახლიდან დაბრუნებისას გამიტაცეს. ხელები თვალებზე ავიფარე და კედლის კუთხეში შევიმალე,თითქოს ისინი ვეღარ დამინახავდნენ.
-პრინცესა,თუ გინდა რომ ყველაფერი მალე დამთავრდეს გვითხარი სად არის ჩვენი კუთვნილი წამალი -ვითომ მეგობრულად მითხრა, მაგრამ მის ტონში ნათლად იგრძნობოდა რომ ჩემგან ყველაზე ნაკლებად მეგობრობა სურდა. გონებაში აზრის დაწყობას ვცდილობდი რომ გამერკვია რა სურდა და რა წამალზე მესაუბრებოდა მაგრამ იმდენად ვიყავი დაშინებული რომ პირში ენას ვერ ვაბრუნებდი. რომ შეამჩნია რომ ძალიან ვიყავი შეშIნებული მომიახლოვდა, ცემს წინ ჩაიცუცქა და ხელი მხარზე ჩამომადო. მის შეხებაზე შევკრთი და სწრაფად გავიწიე.
-ნუ გეშინია, ახლა კი მითხარი სად არის ნარკოტიკების შეკვრა. სულ ხუთი ცალია, პატარა პარკებში შეხვეული თითო ას-ასი გრამი და ვიცით რომ შენ გაქვს. - თვალები გამიფართოვდა. მაშინვე მივხვდი რაზეც საუბრობდა. რამდენიმე დღის წინ როდესაც აღმოვაჩინე რომ ზეინის სათამაშოში ნარკოტიკები იყო ავიღე და ტუალეტში ჩავრეცხე.
შეშინებულს კანკალი ამივარდა,ხმა ვერ ამოვიღე,ანდაც,რომ მეთქვა რომ ის ნარკოტიკი წყალს გავატანე ნამდვილად ვიცი,მომკლავენ,მათთვის ნარკოტიკს უფრო დიდი ფასი აქვს,ვიდრე ადამიანის სიცოცხლეს. ამის გაფიქრებაზე უფრო ავტირდი
-წყობიდან ნუ გამოგვიყვან -დაიღრინა მეორემ,თავს ნერვულად ვაქნევდი,მეშინოდა ამ ორი უზარმაზარი კაცის.ერთ ერთმა თმებში ხელი წამავლო, ეტყობა უკვე გამოვიყვანე მწყობრიდან, როდესაც მის სიბრაზისგან გაშავებულ თვალებს შევხედე უარესად შემეშინდა, თმებში ხელს ძლიერად მიჭერდა
-მტკივა -ამოვიკვნესე და ცრემლების ახალმა ნაკადმა დაფარა ჩემი ლოყები
-თუ შენ დამპალ ენას არ ამოიდგამ და არ გვეტყვი სად ჯანდაბაშია ჩვენი წილი უარესად გეტკინება -დაიღიალა.
-მე აღარ-რ მაქ..
-რა?
-ტუალეტში ჩ-ჩავრეცხე,- ბოლოს გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა.
-რა?? - ორივემ ერთად დაიღრიალა. ერთ-ერთი მათთაგანი მწვდა, კედელს მიმანარცხა და ტანით ამეკრო.ხელები გულზე უმწოდ მივაჭირე რომ მომშორებოდა, მაგრამ საპირისპირო მივიღე. სახეში ძლიერად დამარტყა ისე რომ კისრის თითოეული ძვალი გამიტკაცუნდა. ინერციით გვერდზე გადავვარდი და თავი ცემენტს დავარტყი. მთელი სხეული ამტკივდა.სიმწრისგან ამოვიქვითინე,ყველაფერი მტკიოდა: სხეული,სახე,თავი. ხელები თავზე ავიფარე თავდასაცავად.გული მიგრძნობდა რომ ყველაფერი ადვილად არ დამთავრდებოდა და დრეს რაღაც საშინელება დატრიალდებოდა. თუ ისინი მეც მომკლავენ მამა ალბათ ჭკუიდან გადავა.ჩემით ცოცხლობს,მეც რომ მოვკვდე,ალბათ ისიც თავს მოიკლავს. ერთ-ერთი წამოვიდა ხელები მაისურში ჩამავლო და დაიღრიალა.
-სად არის წამალი-მეთქი!
-არ მაქვს-თქო!
-არ მჯერა!
-მე არ მა.. - ხმა გამიწყდა როდესაც ის კაცი სწრაფად მომშორდა და მე ინერციით უკან გადავვარდი. სახე წამოვსწიე თუ არა ის დავინახე.
ზეინი.
ის აქ იყო.
შეშინებულმა ავხედე და უფრო შორს გავიწიე. მისი დავალებით იყვნენ ეს კაცები მოგზავნილი ჩემთან! ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ ეს მისი ბრალია!
არ ვიცი რატომ მაგრამ სახე წაეშალა ჩემს დანახვაზე. თვალები გაუფართოვდა დაპირი დააღო, შემდეგ კი გამძვინვარებული მათ მიუტრიალდა.
-რა ჯანდაბას შვებით?! - დაიღრიალა და წინ ამეფარა.
-ამ ბოზმა ხუთასი გრამი კოკაინი წყალს გაატანა!
-ამიტომ ქალი უნდა ცემოთ თქვე ნაბიჭვერბო?! - ხელი ერთ-ერთს გულში კრა, რომელიც ინერციით უკან დაიხია. შმედეგ მე მომიტრიალდა. ხელი მკლავში უხეშად ჩამავლო და წამომაყენა.
-წამოდი!
-სად მიგყავს?! - დაიყვირა ერთ-ერთმა გამტაცებელმა.
-თქვენგან შორს!
-იცოდე მალიკ ჩემს წილს არ დამიბრუნებ და ცუდად იქნება შენი და შენი ბოზის საქმე!
-წადი შენი! - კბილებში გამოსცრა ზეინმა და მოტოციკლისკენ წამიყვანა.
-დაჯექი! - ცივად მითხრა, თვითონ შემოჯდა და შემდეგ თავისი ჩაფხუტი მომაწოდა. ნელა დავიხურე თავზე და ისევ ზონარის შეკვრაზე წვალება დავიწყე. ეტყობა მოთმინების ფიალა აევსოო, სწრაფად მოტრიალდა ხელები ზონრისთვის გამაშვებინა, სწრაფად შემიკრა და ისევ შეტრიალდა.
-მომეჭიდე! - კიდევ ერთხელ გასცა განკარგულება და მოტოციკლი დაძრა. მაშინვე მჭიდოროდ მოვხვიე ხელები წელზე და მტელი სხეულით ავეკარი, იმით შეშIნებული რომ მოტოციკლიდან გადავვარდებოდი.
ცივი ჰაერი სახეზე მომედო,მესიამოვნა ნატკენ ადგილებზე სიცივე.თვალები დავხუჭე,ვგრძნობდი როგორი დაძაბული იყო ზეინი.
როდესაც მოტოციკლი გაჩერდა გონს მოვეგე.ზეინი ბრთხილად გადავიდა ბაიკიდან, ხელი ჩამჭიდა, მოტოციკლიდან გადმოსვლაც არ მაცადა, ლამის წამაქცია და მსწრაფი ნაბიჯებით თავისი სახლისკენ წამიყვანა. შემიყვანა თუ არა მოტრიალდა, ჩაფხუტი მომხსნა და იქვე მიაგდო.
დიდი ხანია არ ვყოფილვარ ამ სახლში,არაფერი იყო შეცვლილი,ყველაფერი ისევ ისე იდგა,როგორც მაშინ,ჩემი ბოლოს აქ ყოფნის დროს.
ზეინმა გეზი მეორე სართულისკენ აიღო,როგორც მივხვდი თავის ოთახში მივყავდი.როდესაც დიდ შავ კარებთან გაჩერდა ჩემი ვარაუდიც გამართლდა. კარები შეხსნა,ოთახს თვალი მოვავლე,არეული იყო,საწოლთან მიმიყვანა და და მანიშნა რომ დავმჯდარიყავი.
-სპირტს და ბამბას მოვიტან. -დაგუდული,ბოხი ხმით მითხრა,თავი დავუქნიე.ოთახიდან გავიდა და ორ წუთში უკანვე დაბრუნდა,საწოლზე ჩემთან ახლოს დაჯდა შემომხედა და გაღიზიანებულმა ჩუმად შეიკურთხა,თვალები დავხუჭე,როდესაც მტკივან ადგილებს შეეხო.ის დღე გამახსენდა,როდესაც საშინლად ნაცემი ზეინს მე ვუვლიდი,ახლა კი მაგიდები შემოტრიალდა. ზეინმა ბამბა ჭრილობებზე დამადო, საშინლად ამეწვა, ტავი ვერ შევიკავე და თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. მან კი სისველე ლოყებიდან ნელა მომწმინდა. თვალები დავხუჭე,სახე დავმანჭე,როდესაც ნატკენი საშინლად ამეწვა, შემდეგ კი მოულოდნელობისგან შევკრთი, ზეინს გაკვირვებულმა ავხედე რომელიც ნატკენ ადგილებზე სულს მიბერავდა. შეამჩნია თუ არა ჩემი მზერა სახე მოექუფრა და ტუცები მოკუმა. ხოტახანი დაბღვერილი მიყურებდა მაგრამ შემდეგ ხელი მელა წამოსია და ნატკენ ადგილებზე ჩამომისვა თავისი უხეში თითები,თვალები დავხუჭე და საწოლის კიდეს მივეყუდე.
-ნაბიჭვრები -ხმადაბლა თქვა -როგორ ასწიეს შენზე ხელი -ისეთი ხმით წარმოთქვა,რომ თითქოს არ სჯეროდა ახლა რასაც ხედავდა.მის სიტყვებზე ირონიულად ჩამეცინა, მაგრამ მთელი სახე ამეწვა მიმიკების მიღებისას და ტკივილისგან დავიმანჭე.
-შენც იგივე არ გააკეთე?- დამანჭულმა მწარედ ვუთხარი. ხელი,რომელიც ჩემს ლოყაზე ჰქონდა,თითქოს იქვე მიეყინაო,სახეზე ენით აუხსნელი ტკივილი გამოეხატა, მაგრამ ესეც ალბათ მისი რომელიმე გეგმის ნაწილი იყო. ხელი ფრთხილად ჩამოიღო ჩემი ლოყიდან,ხმის ამოუღებლად ადგა და ოთახიდან გავიდა. ცოტახნით გაბრაზებული მივჩერებოდი იმ ადგილს საიდანაც წამის წინ ზეინი გავიდა, მაგრამ შემდეგ მოვდუნდი და ღრმად ამოვისუნთქე. როდესაც ძალა მოვიკრიბე საწოლიდან წამოვდექი და დაბლა ჩავედი. ზეინი ჩაფიქრებული სახით იჯდა სკამზე. ღრმად ამოვისუნთქე, როდესაც ზეინის მზერა ჩემსას შეხვდა.
-სახლში უნდა დავბრუნდე.
-წაგიყვან. -ფეხზე წამოდგა.
-ჰმ, - ჩავიცინე და დამცინავი მზერით ავხედე, - ერთხელ რომ გადამარჩინე იმას არ ნიშნავს რომ გაპატიე.
თავიდან გაბრაზებული მომჩერებოდა, შემდეგ კი სახეზე მასაც ჩემსავით ირონიული ღიმილი გამოესახა.
-ერთხელ? - ადგებით ჩაიცინა, - შენი პატიება არ მჭირდება, უბრალოდ ჩემი მოვალეობა იყო შენი იმათგან დახსნა. ჩემ გამო რომ არ მომხდარიყო ეს ყველაფერი, გეფიცები, ერთ წამსაც კი არ დავფიქრდებოდი შენს შველაზე.
-ნაბიჭვარი ხარ! -გაღიზიანებულმა დავუღრიალე.
-უკვე ვნანობ რომ იქიდან გამოგათრიე -
კბილებში გამოსცრა.
-უკვე ვნანობ პოლიციასთან რომ არ ჩაგიშვი -მინდოდა ირონიით სავსე ღიმილი მეჩუქებინა მისთვის, მაგრამ ამის მაგივრად სახე დამეჭყანა ტკივილსგან.
-ძურკნა -მომაძახა და ავისმომასწავებელი მზერით შემომხედა. -გაეთრიე ჩემი სახლიდან! - ცოტახანში მოთმინება დაკარგულმა დამიღრიალა. ერთი თვის წინ მის ასეთ ქცევაზე ალბათ შიშისგან გული დამისკდებოდა, მაგრამ ახლა მისი აღარ მეშინია, მიუხედავად იმ ყველაფრისა რაც დამიშავა.
-აუცილებლად!- დავუყვირე და მისი სახლის კარი გამოვიჯახუნე.