ლოგინზე ვიყავი ჩამომჯდარი, კედელს მივშტერებოდი და დღევანდელზე ვფიქრობდი. დღეს პირველად შედგა ჩემი პირველი კოცნა ბიჭთან, რომლის მეშინია თავისი ქცევების გამო და რომელსაც არც კი ვიცნობ. ეს ყველაფერი არასწორი იყო, მაგრამ იმ წუთებში სწორად ჩანდა.. ჩემი ფიქრები კარის ხმამ გაფანტა
-გაგიჟდი? სიგარეტი მოწიე? -ქოშინით შემოვარდა ლილი ოთახში და კითხვები დამაყარა.
-რაა? არა რათქმაუნდა -წარვები შევკარი და თავი გავიქნიე.
-ქვევით სიგარეტის ნამწვავი იყო, ჩემებმა ვერ ნახეს ალბათ,მოვასწრი გადაგდება -მითხრა და სავარძელზე ჩამოჯდა.
-აჰჰ, ალბათ ზეინიაა -ვუპასუხე და საწოლზე გადავწექი.
-ზეინი აქ იყო? - გაკვირვებულმა მკითხა, - რა უნდოდა?
-ხო,ლიამს ეძებდა -ამოვიჩურჩულე და თვალები დავხუჭე. ცოტახნით ასე ვიწექი, როდესაც გამახსენდა რომ გაკვეთილები მქონდა სამეცადინო ზანტად წამოვიწიე საწოლიან ჩანთიდან წიგნები ამოვიღე და მაგიდას მივუჯექი. იმ ყველაფრის შემდეგ რაც დღეს მოხდა ძალიან მიჭირდა სამეცადინოდ მობილიზება, ვგრძნობდი რომ როდესაც რამის წაკითხვას დავაპირევდი თითოეული სიტყვა და წინადადება მას მახსენდება. საბოლოოდ როგორღაც მოვაბი თავი და დავალებები გავაკეთე, შემდეგ კი დავიძინეთ.
დილით სკოლისთვის მამიდამ გაგვაღვიძა,ფეხზე ავდექით,მოვწესრიგდით,ვისაუზმეთ და სკოლაში წავედით,გზაში ხმას არ ვიღებდი,ლილი რაღაცას მელაპარაკებოდა თუმცა ჩემი გონება ისევ გუშინდელს დასწტრიალებდა.
-მისმენ? -ხელი ამიფრიალა სახის წინ ლილიმ
-მაპატიე რაღაცაზე ჩავფიქრდი -ვუპასუხე და მას შევხედე.
-რა გჭირს?გუშინ და დღეს რაღაც სულ ჩაფიქრებული ხარ.
-არაფერი -მხრები ავიჩეჩე -უბრალოდ სკოლაზე ვფიქრობ,წინასწარ მეშინია გამოცდების -ვიცრუე და გზას გავხედე. მინდოდა ლილისთვის სიმართლე მეთქვა, მაგრამ არ შემეძო, მე ვიყავი ის ადამიანი ვინც ჭკუას არიგებდა და ახლა მეც ზუსტად იმავე გავაკეთე, მრცხვენოდა ჩემი საქციელის. სკოლას მალევე მივუახლოვდით, გარეთ ბავშვები ირეოდნენ, კლასში შევედი. როდესაც ჩემი ადგილისკენ გავიხედე ნაილი უკვე ადგილზე იჯდა,ხელი დამიქნია,მეც ღიმილით წავედი მისკენ,მივესალმე და ჩემს ადგილას დავჯექი.
-როგორ ხარ? -ვკითხე და მათემატიკის წიგნი და რვეული ამოვიღე.
-კარგად,შენ როგორ ხარ?
-მშვენივრაად -ვუპასუხე და სკამზე გავსწორდი.
-დავალებები გააკეთე? -მკითხა,რაზეც თავი დავუქნიე, როდესაც კლასსში მასწავლებელი შემოვიდა ყველა ფეხზე წამოვდექით,შემდეგ კი გაკვეთილიც დაიწყო, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ დაფასთან გამიძახა და რამდენიმე ამოცანის გაკეთება დამავალა, თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი, მეშინოდა რამე ცუდად არ გამეკეთებინა და კლასს არ დაეცინა, უკან რომ მივიხედე ნაილის გამამხნევებელ მზერას შევეჩეხე და ცოტა არ იყოს დავმშვიდდი, შემდეგ კი მოცემული დავალება შევასრულე, შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ჩემ ადგილას დავბრუნდი რაზეც ნაილს ჩაეცინა.
-ყოჩაღ - შემაქო და ხელი გამომიწოდა დასარტყმელად.მეც ხელი დავურტყი და თბილად გავუღიმე.