საწოლზე ვიჯექი და ჩემთვის გულში ქალბატონ ზოიზე ვბრაზობდი. ბავშვობიდან მაღიზიანებდა თავისი ჭარტალა ენით! ფიქრებიდან რაღაც ხმამ გამომარკვია. ლილიმაც წამოსწია თავი და ფანჯარას მიაჩერდა. შემდეგ კი გახარებული იქითკენ გაიქცა და გამოაღო.
-ზეინ? - იმედგაცრუებულმა და გაკვირვებულმა იკითხა. წამსვე ფეხზე წამოვხტი და ფანჯარას მივვარდი.
-ზეინ! - ამჯერად მე გადავძახე.
-ჰეი, - ღიმილით ამოგვძახა. ლილი მოღუშული გაბრუნდა უკან, მე კი ზეინს შეწუხებულმა გავხედე, - დაამშვიდე და წამოდი, აქ გელოდები. - მიმიხვდა ზეინი და მეც ლილისკენ მივტრიალდი.
-ლილი, მე უნდა წავიდე.. - თავდახრილმა ვუთხარირაზეც ჩაეცინა.
-გახსოვს სულ პირველად მე რომ გაიძულებდი გამოპარვას, - ავხედე და ნაღვლიანად მიყურებდა.
-იმედია ლიამთან გამოასწორებ ურთიერთობას, - მასთან მივედი დამოვეხვიე.
-მეც იმედი მაქ, - ამოილუღლუღა, - ძალიან და არ დააგვიანო და ფრთხილად ზოის თვალები პროჟექტორებივითაა.
ამაზე ჩამეცინა, ლილის ლოყაზე ვაკოცე და შემდეგ აივნიდან ქვევით ჩავძვერი.
ზეინი ჩემკენ წამოვიდა,წელზე მომხვია ხელი და ნაზად კოცნაზე ვუპასუხე და შემდეგ ძლიერად ჩავეხუტე
-როგორ ხარ ბელ? -მკითხა,მხრები ავიჩეჩე და მას შევხედე
-შენ როგორ ხარ? -ვკითხე,მანაც მხრები აიჩეჩა, გამეცინა.
-წავიდეთ აქედანსანამ ვინმეს დაუნახივართ -ამოვიოხრე,ზეინმა ხელი ჩამკიდა და გზას გავუყევით.
-ჩვენმა მეზობელმა დამინახა შენთან ერთად რომ დავდივარ და მამიდაჩემს უთხრა შეყვარებული ყავსო.
-რა? მერე შენ რა თქვი.
-ვერ ვუარყავი და ხვალ საღამოს ვახშამზე ხარ დაპატიჟებული.
-რა? - ზეინს რომ ავხედე სახეზე ფერი არ ედო. თავი ვეღარ შევიკავე და ავხითხითდი, - ღმერთო ანაბენ, - ზეინმა გულზე ხელი მიიდო და გაიცინა, - ასე საშინლად აღარ მომატყუო! - გაიცინა, მაგრამ მისი სიტყვები გულზე მომხვდა.
-რატომ? - წარბშეჭმუხნულმა ავხედე, - რა მოხდება შეყვარებულები რომ ვიყოთ?
-ანაბელ, - ზეინს ყბა დაეჭიმა, რამაც საშიში შესახედაობა მისცა, - ჩვენ შეყვარებულები არ ვართ.
-ვიცი, - ღრმად ამოვისუნთქე და თავი დავხარე. ზეინს ჩემთვის სიყვარული არ აუხსნია, მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ არის და ერთ დღესაც ნამდვილი შეყვარებულებიც გავხდებით, მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ ხომ მხოლოდ რამდენიმე კვირა ვიცნობთ ერთმანეთს, არა? თუ უკვე თვეზე მეტიც? ღმერთო ამდენი დრო გავიდა?
-მისმინე ანაბელ, - ზეინმა ღრმად ამოისუნთქა, გაჩერდა და შემომხედა, - მე ძალიან ბევრი ურთიერთობა მქონდა სხვადასხვა გოგოსთან, მაგრამ არასდროს არც ერთი არ ყოფილა ჩემი შეყვარებული.
-რატომ?
-მე სერიოზულად არ ვუყურებ გოგოებს.
-რა?! - გაკვირვებულმა ვიკითხე, - ეგ როგორ? არავინ გყვარებია?
-ღმერთო ანაბელ, - ზეინმა ჩაიცინა, - არც სიყვარული არსებობს.
-როგორ შეგიძლია ამის თქმა?!
-ანაბელ..
-ღმერთო ეს ვის გადავეყარე! -ჰაერში ხელები ავიქნიე, - ზეინ შენ არაფრის არ გჯერა! ალბათ არც იმის გჯერა რომ 9 წლის წინ იური გაგარინი კოსმოსში მართლა გაფრინდა, ეგ კი არა წელს უკვე არმსტრონგმა მთვარეზე ფეხი დადგა და რაღაც დადგმაა არა?! - შევიცდახე, ამდენი უკვე აღარ შეიძლება, ზეინი მეტისმეტად ურწმუნოა.
-ღმერთო ანაბელ რა ბავშვური ხარ!
-ანუ გგონია რომ ეგ ყველაფერი დადგმა იყო?! - თვალებგაფართოვებულმა ვკითხე და გამეცინა.
-არა, ბელ არა! მჯერა იმის რასაც ვხედავ, რაც რეალურია, სიყვარული კი არ არსებობს!
-არსებობს!
-არა!
–რომ არ გყვარებია არ ნიშნავს იმას რომ არ არსებობს.
–იმიტომ არ მყვარებია, რომ არ არსებობს –ზეინი არ ნებდებოდა.
-არსებობს, შენი მშობლები არ გიყვარდა? ნაილი არ გიყვარს?
–ეგ სხვა სიყვარულია– ხელი აიქნია –ახლა კი მოვრჩეთ ამაზე საუბარს! - გაღიზიანებულმა მომახალა და სხვა მხარეს გაიხედა. თვალები გადავატრიალე და გზა გავაგრძელეთ. არ მეგონა ზეინი ამდენად რწმენაშერყეული თუ იყო, მაგრამ მე ყველანაირად შევეცდები თავიდან დავანახო თუ რა ლამაზია ცხოვრება, მიუხედავად ყველა იმ სირთულისა რომელსაც ის გვიმზადებს.
-სად მივდივართ? -ვკითხე საკმაოდ ხანგრძლივი დუმილის შემდეგ. კუთხეში შევუხვიეთ და ზეინის მოტოციკლი დავინახე.
-კლუბში -მომახალა
-მოტოციკლი შეაკეთე? -გახარებულმა ტაში შემოვკარი, რაზეც ზეინს ჩაეცინა. კარგია რომ ხასიათი გამოუკეთდა.
-ხო,ძლივს ახალს დაემსგავსა -სიცილით თქვა, ჩაფხუტები აიღო,ერთი ბაიკის სკამზე დადო,მეორე კი ჩემსკენ წამოიღო,ჩაფხუტი დამაფარა,თვითონაც დაიფარა და ბაიკზე შემოვჯექით.ხელები ზეინის წელზე მქონდა შემოხვეული.ის სხვისთვის შეიძლება საფრთხეს წარმოადგენს,მაგრამ მე მასთან თავს ყველაზე დაცულად და თავისუფლად ვგრძნობ. დღევანდელის შემდეგ კი მასზე მთლიანად შემეცვალა წარმოდგენა,რადგან ვიცი,მასაც ჩემსავით ტკივა გული,რადგან დაკარგა მშობლები,მე კი დავკარგე დედა და და.
მისი ზურგიდან თავი წამოვწიე,ერთი ხელით მუცელზე ძლიერად მოვეჭიდე,მეორე ხელი კი ფრთხილად გავუშვი,ზეინმა უკან მოიხედა და გაიცინა,შემდეგ ისევ გზას გახედა,თვალები დავხუჭე და ხელი ფრთასავით გავშალე. შემდეგ ცალი თვალი გავახილე და მერე ორივე. გამეცინა და ვიგრძენი რომ ზეინიც იცინოდა. თითები ავამოძრავე და შემდეგ თითქოს ჰაერში დასრიალებსო ხელით ისეთ მოძრაობებს ვაკეთებდი, რაც მომწონდა. ეს შეგრძნება არასოდეს დამავიწყდება.
-მოგწონს?
-კი, - გაბადრულმა ვუთხარი.
-მეორე ხელიც გამიშვი.
-გაგიჟდი?
-არა.
-მართლა? - გაკვირვებულმა ვკითხე.
-ღმერთო ანაბელ! - ვითომ გაბრაზებულმა მომახალა, მაგრამ ორივეს გევცინებოდა. როდესაც მოტოციკლმა მსვლელობა შეანელა,ხელები და თავი ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნე. მალევე ზეინმა მთლიანად გააჩერა ბაიკი,იქიდან გადმოვედით,ჩაფხუტი მან მომხსნა,შემდეგ თვითონ მოიხსნა. კლუბისკენ გავიხედე,საიდანაც ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა,სხვადასხვა ფერები კი ერთმანეთს ენაცვლებოდა. ზეინმა ხელი ჩამჭიდა და შიგნით შევედით.ფრთხილად მივიწევდით წინ. წინ ზეინი მიმიძღვოდა,ხელი ჩემსაზე ეკიდა და არ მიშვებდა მე კი უკან ვიყავი და ყველაფერს ვათვალიერებდი. ბართან ახალგაზრდა ბიჭი იდგა. ზეინი ყველას ესალმებოდა,ნუთუ ის აქ ყველას იცნობს?! საბოლოოდ ბართან გავჩერდით,ზეინი დამეხმარა,რომ მაღალ სკამზე შემოვმჯდარიყავი,თვითონ კი ჩემს გვერდით დაჯდა,ხელი მუხლზე ედო და ცერა თითით მეფერებოდა,რაც მამშვიდებდა და მახარებდა.
-რას დალევ? -მკითხა
-წვენი -მხრები ავიჩეჩე,ზეინს გაეცინა და ლოყაზე მეამბორა.
-დენ -დაიძახა ზეინმა.მაშინვე ბარმენი ბიჭი ჩვენსენ წამოვიდა
-როგორ ხარ მალიკ? -ზეინმა მხრები აიჩეჩა
-არაყი და ერთი რამე მსუბუქი კოქტეილი მოგვიტანე. მე-7 მაგიდასთან ვიქნებით -დენმა თავი დაგვიქნია,ზეინი სკამიდან ჩამოვიდა,მე თეძოებზე ხელი მომკიდა და ფრთხილად ჩამომსვა სკამიდან.
-წვენი? - გაკვირვებულმა ვკითხე რაზეც გაეცინა თავი გააქნია და მაგიდებისკენ გამიძღვა.
ზეინის ხელს დავეჭიდე და ისე გავედით მე-7 მაგიდამდე,სადაც ცალკე იდგა მხოლოდ ერთი მრგალი მაგიდა და ორი პატარა დივანი იდო ერთმანეთის გასწვრივ
-იქით არ არის ასეთი ხმაური -დაიყვირა ზეინმა რომ მისი ხმა გამეგო,თავი დავუქნიე და იქ მივედით.რათქმაუნდა ხმაური აქაც აღწევდა,მაგრამ შედარებით სიწყნარე იყო,რადგან ეს მაგიდა კლუბის ბოლოში იყო. პატარა შავი დივანი იდო,ფრთხილად დავჯექი და ზეინიც გვერდით მომიჯდა,ხელი მუხლზე დამადო,თავი ხელზე მივადე, დენმა სასმელი მოგვიტანა,ზეინმა რაღაცაზე თვალი ჩაუკრა,მივხვდი რომ რაღაც ანიშნა. დენმა ჭიქები მაგიდაზე დადო,ზეინს თავი დაუკრა და გავიდა.
-არასოდეს დამილევია სერიოზულად, მხოლოდ ერთხელ არაყი, მამაჩემმა ძალით დამალევინა, როცა ზამთარში არაფერი მათბობდა და საშინელება იყო, იმის მერე არაფერს გავკარებივარ.
-ახლა დალევ ჩემთან ერთად -გამიღიმა ზეინმა, დაეჭვებით ავხედე. –გასინჯე მოგეწონება.
ჭიქა ჩემკენ მოვიწიე და ნელ–ნელა მოვსვი. არც ისეთი საშინელი ყოფილა, როგორ მე მეგონა, არყის გემო თითქმის არ ქონდა. გავთამამდი და უფრო მეტი მოვსვი. სანამ ზეინი არაყს დაასხვადა და გადაკრავდა მე უკვე ჩემს სასმელს მორჩენილი ვიყავი.
-კიდე მინდა!
-რა? - გაკვირვებულმა გამომხედა.
-კიდე მინდა დალევა-თქო! - ზეინი გაკვირვებული მომჩერებოდა,
–დენ –ხელი აუწია ბარმენს რომ ყურადღება მიექცია- კიდევ ერთი გთხოვ– ხელში დაცლილი ჭიქა აიღო იმის მისახვედრებლად თუ რას ითხოვდა.
მალე კოქტეილიც მოიტანეს. რამდენიმე ყლუპი მოვსვი და ვხდებოდი, როგორ იწყებდა ჩემს ირგვლივ ყველაფერი ტრიალს. თითქოს უფრო გავიხსენი, მოვეშვი. ეს მომეწონა, ამიტომ ჭიქა ბოლომდე ჩავცალე და ვხვდეობდი რომ ახლა ჩემს თავზე კონტროლს ვკარგავდი.
–რადგან აქამდე არასდროს დაგილევია, ძალიან მალე მოგეკიდება. –მითხრა ზეინმა და ჩემი ჭიქა გვერდზე გადადგა.
–უკვე მომეკიდა–ვუთხარი და გავიკრიჭე. –წამოდი ვიცეკვოთ ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, წავბარბაცდი და ზეინის კალთაში ჩავვარდი,რაზეც მას სიცილი აუტყდა და ხელები წელზე მომხვია.
-ნუ დამცინი -ბუზღუნით ვუთხარი და ახლა მე გადავბჟირდი სრულიად უმიზეზოდ. ისტერიულ სიცილს როცა მოვრჩი, ფეხები აქეთ-იქით გადავადე და ტუჩებში ვნებიანად ვაკოცე. ენა მის პირში ღრმად შევასრიალე, თმებში ხელები მაგრად წავავლე და კოცნის ბოლოს მისი ქვედა ტუჩი მაგრად მოვწუწნე.
-ღმერთო! აქ ხშირად უნდა მოგიყვანო, - ზეინმა უკანალზე ხელი მომიჭირა, რაზეც შევრკრთი და თავი მის კისერში ჩავდე.
-წამოდი,ცივი წყალი შეისხი სახეზე - ცოტა ხნის შემდეგ მითხრა ზეინმა. ალბათ ეშინოდა რომ მის მხარზე ხვრინვას ამოვუშვებდი. ზეინმა საპირფარეშოში შემიყვანა და ზურგს უკან კარი გადარაზა, შემდეგ მე მომიტრიალდა და მაცდური სახით ჩემსკენ წამოვიდა. უკან დავიხიე ის კი სიარულს მანამ აგრძელებდა სანამ კედელს არ ამაკრო, ბარძაყებში არ მწვა და ფეხები თავის თეძოებზე არ შემომაწყობინა.
-ბელ, ბელ, ბელ, - დაიჩურჩულა და ბაგეზე გაშმაგებული მეცა.
-ზეინ, - ამოვიკვნესე და ხელები მაგრად ჩავბღუჩე თმებში, რომ კოცნა უფრო ღრმა ყოფილიყო და მთელი არსებით შემეგრძნო ის.
-ზეინ.. - თავს ვერ ვიკავებდი, ემოციებმა მთელი ჩემი სხეული მოიცვა და ამას ალბათ ალკოჰოლიც ემაყებოდა, იმიტომ რომ ავლაპარაკდი ისე როგორც არასდროს დამილაპარაკებია.
-შემეხე! - განკარგულება გავეცი, - შემეხე ისე როგორც მაშინ, ტყეში, - ამოვიკვნესე. ზეინმა ამოიოხრა და სხეულის მოძრაობა დაიწყო, რაც სიამოვნებას მანიჭებდა. თავი ცივ კედელს მივადე, ზეინმა კი ყელის კოცნა დამიწყო.
-მინდიხარ- სიამოვნებისგან გაუაზრებლად აღმომხდა, რაზეც ზეინმა ამოიოხრა და თავი უკან გადააგდო, შემდეგ კი თვალებში ჩამხედა.
-ანაბელ, მაგ სიტყვებს ფხიზელი თუ მეტყვი, ისე გაგჟმავ, ისე რომ ორი კვირა ფეხზე ვერ დადგები! - კბილებში გამოსცრა, რაზეც მოულოდელობიგსან და გაკვირვებისგან პირი დავაღე. მაშივე განვთავისუფლდი ზეინისგან როცა კარებზე ბრახუბი ატყდა. დამფრთხალი გამოვეცალე ზეინს.
-მალიკ, გამოდი გელოდებიან!
-ახლავე! - გაღიზიანებულმა გასძახა. შარვალი შეისწორა და შემდეგ მე მომიტრიალდა.
-ახლა წყალი სახეზე შეისხი, მე გარეთ დაგელოდები, - დაიჩურჩლა და საპირფარეშდან გავიდა.
ამოვიოხრე, მოვტრიალდი, ნიჟარას დავეყრდენი,წყალი მოვუშვი და სახეზე შვისხი.ცივი წყალი მესიამოვნა და იგივე გავიმეორე,შემდეგ ონკანი დავკეტე. ნელ–ნელა თითქოს გამოვფხიზლდი და ახლაღა გავიაზრე,რომ რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა ყველაფერი ჩემი ინიციატივა იყო.. ახლა ალბათ კიბორჩხალასავით წითელი ვარ. რა ჯანდაბა გავაკეთე რამდენიმე წამის წინ. ღმერთო ახლა რას იფიქრებს ზეინი..
მოვტრიალდი და თავბრუ დამეხვა,ორი წუთით თვალები დავხუჭე,შემდეგ ისევ გავახილე. კარისკენ წავედი და გარეთ გავედი. მიდამო მოვათვალიერე,ზეინი და ვიღაც ორი ბიჭი ხალხისგან მოშორებით იდგნენ. ვერცერთმა მათგანმა ვერ შემამჩნია,რადგან რაღაცას არკვევდნენ.მათკენ წავედი,როდესაც მივუახლოვდი მათ დიალოგს მოვკარი ყური.
-მე ვერაფერს ვშვები მითვალთვალებენ, –ზეინის ტონში გაბრაზება იკითხებოდა. იმის გამო რომ ნასვამი ვიყავი აზრები მეფანტებოდა, ამიტომ გონება კარგად მოვიკრიბე და მთელი გულის ყურით დავიწყე მათი მოსმენა.
–ნებისმიერ დროს შეიძლება დამიჭირონ, ამტომ ამ საქმეს ჩემით ვერ ვაკეთებ.
–ხომ იცი რომ ეს მაინც შენი გასაკეთებელია? ვერ დაუცდი როდის დაგანებებენ ძაღლები თავს. –ძაღლების გაგონებაზე ცოტა არ იყოს შევშინდი, უკან დახევა მინდოდა, მაგრამ იმტერესი იმისა თუ რაზე ლაპარაკობდნენ და რა ხდებოდა ამის საშუალებას არ მაძლებდა.
–მე არ ვუცდი როდის შემეშვებიან ის ნაბიჭვრები, რაც საჭიროა ყველაფერს ვაკეთებ. ის გოგო მეხმარება, ქერა, ახლა რომ ჩემთან ერთადაა. –ზეინის ნათქვამმა დამაბნია, ვერ მივხვდი რაში ვეხმარებოდი.
–შენ რა გაგიჟდი? თუ ის დაიჭირეს, მაშინვე იტყვის რომ ამას შენ გამო აკეთებდა. –ამის გაგონებაზე საშინლად ავხური და ოფრმა ერთიანად დამასხა.ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა და ეს უფრო მანერვიულებდა. ისევ მათკენ გავიხედე როცა ნაცნობი ჩაცინბის ხმა მომესმა.
–კარგი რა, ის სულელი, პატარა ბავშვია, არც კი იცის რომ ნარკოტიკებს მისაღებს.
„პატარა, სულელი ბავშვია!" „ნარკოტიკებს მისაღებს" რამდენიმე წუთი ეს სიტყვები ჩემ გონებაში უაზროდ ტრიალდებდა.
გონება ჩამეკეტა, ვეღარაფერზე ვფიქრობდი, მაგრამ აზრზე რომ მოვედი მაშინვე ჰარის სიტვები გამახსენდა.
„-მისგან თავი შორს დაიჭირე!"
„-ჩვენ ყველა ერთად ვიყავით, ერთად ყველას წინააღმდეგ... ყველა ერთად ვიყავით, იქამდე სანამ ზეინი ჩემს დას არ შეაცდენდა და გამოიყენებდა."
„შეაცდენდა და გამოიყენებდა"
„გამოიყენებდა"
ზეინმა მეც ისევე გამომიყენა, როგორც ჰარის და, ეს რომ გავაანალიზე გული ათას ნაწილად დამეფშვნა და ვიგრძენი ნიაღვარივით როგორ წამომივიდა ცრემლები.