თავი 42

1K 69 1
                                    

ემოციებისგან გაბრუებული რაღაც წერტილს მივშტერებოდი, როდესაც ოთახში ლილი შემოვიდა. თვალებგაფართოებული მიყურებდა. შემდეგ ნელა მომიახლოვდა და საწოლის მეორე მხარეს ჩამოჯდა.
-ა-ანაბელ. რა მოხდა? - ჩუმად მკითხა.
-ვერ დაინახე? - მაშინვე უხეშად მივახალე, მეც არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე. ახლა არც ლილისთან და საერთოდ არც არავისთან ლაპარაკის ხასიათზე არ ვიყავი.
ამოვიოხრე და საბნების ქვეშ შევძვერი. თავს ცუდათ ვგრძნობდი, დარწმუნებული ვიყავი ეს ყველაფერი ესე უცებ არ დამთავრდებოდა. ჩემი მთელი გონება მას დასტრიალებდა, ზეინმა მითხრა რომ არაფერი დაუშავებია, მაგრამ ის იმდენ საიდუმლოს მალავს. იქნებ მართალი არ მითხრა და სულაც მომატყუა?! იქნებ იმ მკვლელობის საქმე გამოიძიეს და ზეინი ამიტომ დააკავეს?! ღმერთო, ანდაც იქნებ სულაც სხვა მკვლელობა ჩაიდინა. ჯანდაბა მალიკ!
თავი ბალიშში ჩავრგე და თვალები მაგრად დავხუჭე. გამიკვირდა, როდესაც მივხვდი რომ ამ ხნის განმავლობაში თვალებიდან ერთი ცრემლიც კი არ ჩამომვარდნია, მე ხომ ანაბელ სმიტი ვარ და როგორც წესი ყველაფერზე ვტირი.
საათები გაილია და მე მაინც ასე ვიწექი. ერთი წამითაც კი არ მომიხუჭავს თვალი და ერთი წამითაც კი არ შემიწყვიტავს ზეინზე ფიქრი.
ალბათ გამთენიისკენ მიმეძინა, რადგან დილას ლილის ხმაურმა გამაღვიძა. მაშინვე წამოვდექი და სასკოლოდ მოვემზადე.
როცა მივედით დერეფნებში კაცი შვილის ჭაჭანება არ იყო და მითუმეტეს საკლასო ოთახში ბუზის გაფრენასაც კი გაიგებდი. ძალიან ადრე მოგვიწია მოსვლა როგორც ჩანს. გარკვეული დროის განმავლობაში კლასი სრულიად შეივსო, ის ადამიანი კი ვისი ნახვაც ყველაზე მეტად მსურდა არ ჩანდა. ზარი დაირეკა და მასწავებელიც ოთახში შემოვიდა.
ალბათ დღეს ნაილი არ მოვა. გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ როდესაც ყველა იმედი გადამეწურა ზუსტად ამ დროს შემოაბიჯა ოთახში ნაილმა.
-რამე გაიგე ზეინზე? - მაიშნვე ვკითხე, როდესაც გვერდით მომიჯდა.
-მკვლელობისთვის დაიჭირეს, - თვალები გადავატრიალე.
-ეგ მეც ვიცი, - კბილებში გამოვსცერი,- რამე ახალიმითხარი.
-ანაბელ სმიტ და ნაილ ჰორან! ჩუმად! - დაგვიძახა მასწავლებელმა.
წამით ოივე გავჩერდით, მაგრამ შემედეგ ისევ ნაილს მივუბრუნდი.
-მითხარი!
-ახლა არა! - თვალები დამიბრიალა, - ზარი რომ დაირეკება შემდეგ! ვერ ხედავ უკვე შენიშვნა მოგვცეს!
-ნაილ მითხარი ზეინს რა სჭირს!
-ღმერთო ჩემო ანაბელ, - ამოიოხრა, - ზეინს იმ კაცების მკვლელობაში დებენ ბრალს, რომლებიც ნარკოტიკების გამო შენ დაგსდევდნენ.
-რა?! - თავი ვერ მოვთოკე და შეცბუნებულმა წამოვიყვირე.
-ანაბელ სმიტ და ნაილ ჰორან! - გაღიზიანებულმა მასწავლებელმა ხელი მაგიდას დაარტყა და დაგვიყვირა, - სასწრაფოდ დატოვეთ საკლასო ოთახი!
მთელი კლასი ჩვენ მოგვჩერებოდა. უხერხულად შევიშმუშნე და ფეხზე წამოვდექი, ნაილმა წიგნების ჩანთაში გაბრაზებულმა დაიწყო ჩაყრა. ჩვენი ნივთები შევაგროვეთ და გასასვლელისკენ წავედით.
-დირექტორის კაბინეტში მოიცადეთ, - გაღიზიანებულმა გვითხრა მასწავლებელმა. თავი დავუქნიე და დერეფანში გამოვედი, უკან ნაილი მომყვა.
-ნაილ, - მაშინვე მოვუტრიალდი, როდესაც კარები მოხურა.
-ანაბელ მეტი მეც არაფერი ვიცი.
-იქ რამდენი ხანი უნდა იყოს?
-ღმერთო ანაბელ შენი არ მესმის! -თავი გაიქნია.
-რა არ გესმის?! - კიდევ უფრო მეშლებოდა მასზე ნერვები.
-როგორ აპატიე! აი ეს არ მესმის!
-ზეინს არასდროს დაუმალავს რომ ვიღაცასთან იწვა, შენ ხომ ბიჭი ხარ, მგონი შენ უფრო უკეთ უნდა გესმოდეს მისი.
იქნებ ვაჟიშვილი ხარ და მართლაც არაფერი გასმის? -შეტევაზე გაავედი. -იქნებ ლილის ცოლად მოყვანას ელოდები რომ დაკაცდე? -მთელი ჩემი ბრაზისგან დაცლას ვცდილობდი, მაგრამ ვერ ვხდებოდი ამას ნაილზე რატომ ვაკეთებდი.
-ანაბელ გეყოს! -ხმა გაუმკაცრდა.
-ღმერთო, ნაილ გთხოვ მაპატიე -სახეზე ხელები ავიფარე, ღმერთო, რა ჯანდაბა მემართება. მე ხომ ასეთი არ ვარ. -მისმინე, ცხოვრება უბრალო წიგნი არაა ნაილ, სადაც ყველაფერი სრულყოფილია და თუ პერსონაჟებს ერთმანეთი შეუყვარდათ სხვას არაფრის გულისთვის არ გაეკარებიან და მათი ერთი შეხებაც კი ძილის წინ ვერ გააქრობს ყველაზე მწვავე პრობლემებს. ვიცი ზეინმა არაერთხელ გამიცრუა იმედები, მაგრამ არ შემიძლია მასზე გაბრაზებული ვიყო. ის ისეთი სხვანაირია შიგნიდან... ძალიან გულნატკენი და მარტოსულია. ის კარგი ადამიანია, შენც ხომ ეს ჩემზე კარგად იცი? შენ თითონ მიხარი, გახოვს?-
ნაილმა ტუჩები მოკუმა და კრიჭაშეკრულმა გამომხედა. ცხადი იყო რომ ამ კამათში მე მოვიგე და მისი სიჩუმე იმაზე მიუთითებდა რომ დამარცხებას აღიარებდა.
ამოვიოხრე, და მშვიდად ვუთხარი, - მითხარი ციხეში როგორ მივიდე.
ნაილს თვალები შუბლზე აუვიდა.
-რა? შენ სულ გააფრინე?!
-ზეინის ნახვა მინდა
-ზეინს ვერ ნახავ!
-რატომ?
-იმიტომ რომ ჯერ არავის უშვებენ ადვოკატის გარდა.
-შენ იყავი იქ და არ შეგიშვეს?
-შენ როგორ ფიქრობ? - თვალები გადაატრიალა, მე კი ამოვიოხრე და თმებში ხელები შევიცურე.
-როდის შემეძლება მისი ნახვა?
-არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით არცერთს არ შეგვიძლია ამიტომ უნდა მოვიცადოთ.
ზარიც დაირეკა და ჩვენ ორივე მასწავლებელთან ერთად დირექტორის კაბინეტში შევედით. შემდეგ მეურვეების სახელზე წერილი დაწერეს, სადაც აღნიშნული იყო ჩემი ცუდი ყოფა ქცევის შესახებ. რომლის სახლში მიტანაც მე დამევალა, ნაილს თავისისა,მაგრამ რახან მას არავინ ყავდა პრობლემაც არაფერი იყო. მე კი უბრალოდ გადავწყვიტე რომ ახლომდებარე ურნაში მომესროლა და ასე მარტივად გადავჭერი პრობლემა.
მომდევნო რამდენიმე დღე სრულიად მოწყვეტილი ვიყავი რეალურ სამყაროს. დროის სვლასთან ერთად თავს უფრო და უფრო ცუდად ვგრძნობდი, რადგან ტკივილი ნელ-ნელა ყუჩდებოდა, მაგრამ მის მაგივრად სიცარიელის გრძნობა იკავებდა ადგილს. ტკივილის განცდით იმას მაინც ხვდები რომ ჯერ კიდევ ცოცხლიბ, ხოლო ასე თითქოს შენს სულში სიკვდილი იდებს ბინას. ერთადერთი რამ რითიც ცოცხალი გეწოდება, ეს არის შენი ორგანიზმის ფუნქცია - სუნთქვა.
არაფერი მესმის, ჰარიმ მითხრა რომ ის კაცები მან მომაშორა, მაგრამ იქნებ შემდეგ საქმე უფრო გართულდა და ზეინს მათი მოკვლა მოუხდა? ჯანდაბა ანაბელ რა ყველგან პრობლემას ქმნი! თუმცა ზეინს როდის უნდა მოეკლა? ნაცემ-დაბეგვილი რომ იწვა ლოგინში? მაგრამ არა, ეგ მაქამდე იყო. იმ პერიოდშიც სულ ჩემთან იყო. ალიბი აქვს! მოწმე ვარ რომ იმ პერიოდში ჩემთან იყ...
იმ პერიოდში რა დროსაც მკვლელობა მოხდა ჩემთან არ იყო.ხელები პირზე ავიფარე. ის პერიოდი საერთოდ არ გამოჩენილა და არც დამლაპარაკებია.
ჯანდაბა! თავი ხელებში ჩავრგე, მაგრამ არა, ახლაღა გავიხსენე და გავაანალიზე ზეინის რალზე ნათქვამი სიტყვები „მერე იცი რა გზით მოგაშორა?" ღმერთო აი რას გულისხმობდა ზეინი. ეს ჰარის გაკეთებულია. აი ესე მომაშორა მან ის ნაძირლები და ახლა ეს ზეინს ბრალდება. შარი ვარ! მოსიარულე შარი! ჩემი ბრალია რომ ახლა ზეინი ციხეში ზის!
მისი დაკავების შემდეგ ზუსტად ორი კვირა გავიდა და მხოლოდ აღლაღა მოგვცეს მისი ნახვის უფლება. ავტობუსში ვზივარ და თან ვიმედოვნებ რომ სადმე ახლო მახლოს ციხესთან მოვხვდები. სხეულში საშინელი გრძნობა მაქვს, ძალიან ვნერვიულობ იმიტომ რომ დედამიწაზე ადამიანების ხელით აშენებულ ჯოჯოხეთში ჩემი ნებით მივდივარ.
უსაშველოდ გაწელილი რიგი დგას. დაახლოებით ნახევარი საათი ვიცადე სანამ ჩემი რიგი მოვიდა და რეგისტრაციაც როგორც იქნა გავიარე.
ახლა კი ახალი რიგი დგას. მიღების ოთახები ძალიან ცოტა აქვთ და ჩემს წინ დაახლოებით 20 მნახველი მაინც იქნება. რამდენიმე საათი ვიცადე სანამ მისაღები კაბინა არ გათავისუფლდა. შიგ პილიციელმა მიმაცილა, რომელიც რაღაც ფურცლებში იხედებოდა.
-მნახველი ანაბელ სმიტი, არა? - ცივი მკაცრი ხმით მკითხა. ცივმა ოფლმა დამასხა და თავი ნერვიულად დავუქნიე რადგან ხმა სადღაც დამკარგვოდა რომ მეპასუხა.
-მსჯავდებული ზეინ მალიკი.
-დ-დიახ - როგორც იქნა რაღაც ამოვღერღე.
-აქ მოიცადეთ, - მითხრა და ოთახის შუაგულში მდგარი ოთხკუთხედი მაგიდისკენ მიმანიშნა, რომლის პარალელურ გვერდებთან, საპირისპიროდ მდგარი ორი სკამი იდო.
პოლიციელი ოთახიდან გავიდა და კარი ჯახუნით გაიხურა. დამფრთხალი შევხტი, შემდეგ თვალი იქაურობას მოვავლე. საშინელმა შეგრძნებამ დამიარა სხეულში, მაგრამ თავი გავაქნიე და ფიქრები გონებიდან გავფანტე.
მე არ მეშინია! თავს მტკიცედ გავუმეორე. სკამისკენ წავედი და მასზე ჩამოვჯექი.
ცოტახანში მეორე კარები გაიღო და ოთახში ბორკილებ დადებული ზეინი შემოვიდა. სახე გამკაცრებოდა, თვალებიდან კი რომლებიდანაც სიცივე გამოსჭვიოდა.
გული შემეკუმშა მისი ასეთის ხილვისას.
-მსჯავდებული ზეინ მალიკი, - იმდენად ვიყავი ზეინის თვალიერებით რომ შევხტი, როდესაც ბადრაგმა ცივი ხმით წარმოთქვა.
-მნახველი: ანაბელ სმიტი.
უცებ ზეინი დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში, მისი სახე ჩემთვის ნაცნობმა, მაგრამ გაუგებარმა მზერამ მოიცვა, ისედაც მკაცრი გამომეტყველება უფრო გაუმკაცრდა და ბადრაგს მიუტრიალდა.
-მნახველის ნახვა არ მსურს, - ჩემთვის ძლივს გასაგებად წარმოსთქვა და კარისკენ გატრიალდა.
ბადრაგმა ერთი ამოიოხრა და უსიტყოდ გავიდა. სრულიად გაფითრებული მივჩერებოდი იმ ადგილს საიდანაც წამის წინ ზეინი გავიწა. სხეულში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც მნიშვნელობანი გულიდან გამომგლიჯესო. ნიკაპი ამიკანკალდა და ყელში ბურთი გამეჩხირა. ჰაერი ხავილით ჩავისუნთქე, თვალები ამიცრემლიანდა, მაგრამ თავს არ ვრთავდი უფლებას რომ მეტირა.
ტკივილი, ოხ! ტკივილს მთელს სხეულში ვგრძნობდი, ნელ-ნელა მუცელს რომ მიღრღნნიდა. ერთ გუნდად, ძლიერ მასად შეიკრა და გულში ლახვარივით ჩამესო.
გამწარებული, გულნატკენი და უარყოფილი ისევ იმ დაწყევლილ კარებს მივჩერებოდი მაშინაც კი როდესაც ის პოლიციელი შემოვიდა და რაღაცას ლაყბობდა.
-მისი ნახვა მინდა! - ჩემი ხმა ვერ ვიცანი.
-მსჯავდებულს დღეს ვეღარ ნახავთ. თქვენი დრო ამოიწურა.
-კი მაგრამ მასთან არც კი მისაუბრია.
-სხვა დღეს მობრძანდით. თქვენი დრო ამოწურულია.
დამცირებული უკან გამოვტრიალდი. გულში რაღაც სიმწარემ წამით გაიელვა, სანამ ისევ სიცარიელე გამეფდებოდა ჩემში, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის რომ თვალიდან მხურვალე ცრემლი გადმომვარდნოდა, რომელიც მალევე მოვიშორე.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now