მოსწავლეებით გადატენილი სკოლის დერეფანს ძლივს ძლივობით მივიკვლევდი ჩემს კარადამდე, როგორც იქნა მივაღწიე იქამდე. წიგნები შევალაგე და კაფეტერიისკენ გავემართე სადაც ლილი მეგულებოდა. ასევე ბავშვებით სასვე კაფეტერიაში ლილის წაბლისფერი თმები დავინახე და მათკენ გავემართე.
-გამარჯობა, - ამოვიხვნეშე და ადგილი ლილის გვერდით დავიკავე.
-გამარჯობა, - მხიარულად მომესალმა ლილი.
-როგორ ჩაიარა გუშინდელმა ვიზიტმა ნაილთან? - მაგიდის ბოლოდან თავი წამოყო მარტინამ. ღმერთო როგორ მაღიზიანებს!
-კარგად, - მხრები ავიჩეჩე.
-მაინც?
-ჯერ ვმეცადინეობდით, შემდეგ რომ დავიღალეთ ფილმის ვუყურეთ, - უცებ გონებაში ერთმა საძაგელმა აზრმა გამიელვა, - ჰო ზეინიც იქ იყო.
-ზეინი? - უცებ მთელი მაგიდა მე მომაშტერდა, მარტინას კი სახე აუმჟავდა და წარბი ამიწია.
-ჰო, ახალი ნაბანავები იყო, - მხრები ავიჩეჩე და ისევ მარტინას გავხედე, სახეზე სულ აწითლებული იყო და ავისმომასწავებელი თვალებით მომჩერებოდა. გამეღმა, რატომღაც მესიამოვნა მარტინას ეს რეაქცია. ქუჩის ქალი! მეტს იმსახურებს. ფიქრებიდან გამოვერკვიე და კაფეტერიაში მომივიხედე.
-ახლავე მოვალ, ნაილთან საქმე მაქვს, - ყალბად გავიღიმე და ნაილისკენ წავედი, რომლის მაგიდიდანაც ჟრიამული მოისმოდა.
-ჯე-ი-რა-ნი! - თავის მეგობრებს ჯეირანს ეთამაშებოდა, რომ დამინახა რომ მოვუვახლოვდი, გამიღიმა, გვერდით ჩაიჩოჩა, მეც იქვე ჩამოვჯექი და მათ თამაშს ცქერა დავუწყე.
რაღაცაზე ჰქონდათ სანაძლეო დადებული. მათმა ჟრიამულმა ისევ დააყრუა ყურები როდესაც ნაილმა მოწინააღმდეგეს „ჯეირანი" მოუგო.
-ჯანდაბა! არასდროს აგებს! - ამოიოხრა ერთ-ერთმა.
-იქნებ ერთხელ მაინც შეგვიწყალო ნაილ! - მოწინააღმდეგემ გადაიხარხარა.
-ახლა წადი და ელზას უთხარი რომ მოგწონს, - გამარჯვებულის ღიმილით უთხრა ნაილმა. ისევ ბიჭების შეძახილევბი გაისმა და ნიალის მოწინააღმდეგეც ქერათმიანი, სათვალიანი გოგონასკენ გაემართა.
-გუშინ რომ დაგვავიწყდა დანარჩენი წიგნების ნახვა? - გავახსენე ნაილს.
–აჰჰჰ ხოომ, აღარც გამხსენებია –ამოიოხრა. -დღეს არ მცალია და ხვალ სკოლის შემდეგ ჩემთან სახლში მოდი თუ სხვა გეგმები არ გექნება.
-არა, არ მაქვს. ხვალ შეგხვდები.
-კარგი, - გამიღიმა ნაილმა და მეც ჩემი მაგიდისკენ გავემართე.
სკოლამ უინტერესოდ ჩაიარა. გაგვაბრთხილეს რომ იქით კვირაში უკვე ტესტის წერა მოგვიწევდა, ამიტომ სახლში რომ დავბრუნდით მე და ლილი გაკვეთილებს ჩავუჯექით. ყველაფერი გავიმეორე პირველი გაკვეთილიდან მოყოლებული. კონსპექტებადაც ამოვწერე რომ სწავლა უფრო გამადვილებოდა.
მეორე დღეს სკოლის შემდეგ, უკვე ნაილის სახლთან ვიდექი და კარზე ზარს ვრეკავდი. გავშრი როდესაც კარები ზეინმა გამიღო. ჯინსის შარვლის გარდა არაფერი ეცვა, თმები არეული ჰქონდა და ნამძინარევი სახით მომჩერებოდა.
-ისევ შენ? - მობეზრებული სახით გამომხედა.
-გაიხსენე პროექტზე ვმუშაობთ, - ჩუმად ვუთხარი და სახლში შევედი.
-აჰ, რა თქმა უნდა, - ამოიბუზღუნა, - ნაილ!
-ჰო, - მეორე სართულიდან ნაილის ხმა მოისმა.
-ბარბი მოვიდა, - ღმერთო ჩემო, როგორ ვერ ვიტანდი ზედმეტსახელებს რომ მარქმევდა, თვალები დავუბრიალე და მეორე სართულის კიბეებზე ავირბინე სადაც უკვე ნაილი ღიმილით მელოდებოდა.
-როგორ ხარ?
-მშვენივრად, - გავიღიმე და მის ოთახში შევედი. ჩვეულად იგივე სკამზე ჩამოვჯექი და ჩანთა გვერდით დავიდე. მე და ნაილი სამუშაოდ მოვემზადეთ თუ არა კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში თავი ზეინმა შემოყო.
-რა გინა? - ნაილმა ამოიოხრა და ზეინს გახედა.
-ლუდი, ნაბახუსევიდან რომ გამომიყვანოს, - გაიღიმა ზეინმა და თავისი ქათქათა, უნაკლო კბილები გამოაჩინა. ნაილმა თვალები გადაატრიალა და შემდეგ უხეშად მიმართა.
-მერე დალიე.
-გაგვითავდა და ამიტომ გაწუხებ.
-მე ვერ წავალ საყიდლად პროექტზე ვმუშაობ!
-უნდა წახვიდე, თავი საშინლად მისკდება, - კარი უფრო გააღო და შიგნით შემოვიდა, ზევიდან რათქმაუნდა არფერი გადაუცვამს. თავი თმებში ჩავმალე და ვეცადე მთელი ყურადრება წიგნზე გადამეტანა და მისი შიშველი სხეულითვის არ შემეხედა.
-არ შემიძლია-თქო!
-ჯეირანი! - მობეზრებულმა უთხრა ზეინმა და მუშტი წინ წამოსწია. თავი წამსვე წამოვწიე და ნაილს გავხედე, რომელიც უკვე გამარჯვებული იღმოდა. წამოდგა და თამაში დაიწყეს, მაგრამ პირი ღია დამრჩა როდესაც ნაილმა წააგო.
- წადი ლუდი მომიტანე, - ზეინმა თავში წამოარტყა ნაილს.
ნაილმა მოიოხრა და მე გამომხედა, - ბოდიში ანაბელ, მალე დავბრუნები.
-არაუშავს, - ზრდილობიანად გავიღიმე და საქმეს მივუბრუნდი. ნაილი ოთახიდან გავიდა და მე და ზეინი მარტო დაგვტოვა.
თავს უხერხულად ვგრძნობდი, ვერ მოიაზრებს რომ მარტო დამტოვოს და მეცადინეპბის საშალება მომცეს?! ის კი პირიქით მოვიდა, ჩემი სკამის საზურგეს დაეყრდნო და ჩემს რვეულში ჩაიხედა.
-რატო არ წერ? - ინტერესით იკითხა.
-იმიტომ რომ თავზე მადგახარ, - გაღიზიანებულმა ვუთხარი.
-ყურადღებას გიფანტავ? - გაიცინა, აღარ მიპასუხია და მთელი ყურადრება წიგნზე გადავიტანე. შემდეგ ვიგრძენი როგორ მომშორდა, შვებით ამოვისუნთქნე მაგრამ სკამი გამოსწია და გვერდით მომიჯდა, რაზეც თვალები გადავატრიალე, მაგრამ ისევ ვეცადე დამეიგნორებინა. რამდენიმე წიგნი აიღო და მათი თვალიერება დაიწყო, შემდეგ კი მობეზრებულმა უკან მაგიდაზე დააგდო და გაიზმორა. ვცდილობდი რამე წამეკითხა მაგრამ საკუთარ თავს ვატყუები, თვალის კუთხიდან მის მოქმედებებს ვადევნებდი თვალს.
შევკრთი როდესაც ბარძაყზე შეხება ვიგრძენი, წიგნი ხელიდან გამივარდა და გაფართოებული თვალებით ზეინს გავხედე, რომლის ხელიც ნელა მიიკვლევდა გზას ჩემი საცვლისკენ. კაბა ამიწია თუ არა მაშინვე დაფეთებული წამოვხტი.
-ყოველთვის ამას რატომ აკეთებ?! - ნერვებმოშლილმა ვკითხე და აწეული კაბა გავისწორე.
-იმიტომ რომ ვგრძნობ სიამოვნებისგან როგორ თრთიხარ ჩემი შეხებისას, - მაცდური ღიმილით კიდევ უფრო მომიახლოვდა, პირი გავაღე რომ მეუარა, მაგრამ წინადადებას თავი ვერ მოვუყარე მანამ სანამ ხელი არ წამავლო და მეც დამბრთხალი არ გავხტი.
-ნ-ნაილი ხომ არასდროს აგ-გებს და ეს სპეციალურად გაითამაშეთ რომ ჩემთან მარტო დარჩენილიყავი არა?!
-რამხელა წარმოდგენა გქონია შენ თავზე, - დამცინავი სახით გამომხედა, რამაც გული მატკინა, ისევ ის ძველი ზეინი დაბრუნა, - რატომ უნდა მინდოდეს შენთან ერთად მარტო დარჩენა.
არ ვიცი რატომ მაგრამ მისმა სიტყვებმა გული ძალიან გამიტეხა, არ აქვს უფლება ასეთი საშნელებები მელაპარაკოს და ყოველ ფეხის ნაბიჯზე დამამციროს! თავი ჩავღუნე და მოვტრიალდი. ნიკაპი ნერვიულობისგან ამითამაშდა და არ მინდოდა მტირალი კიდევ ერთხელ დავენახე.
-მართალი ხარ, - ჩემი ხმა ვერ ვიცანი, ამდენი ტკივილისგან და უარყოფითი ემოციებისგან გამბზარვოდა, - საშნელება ვარ! - აცრემლებული თვალები ხელით მოვიწმინდე, - ყველასგან მიტოვებული უსუსური არსება ვარ, ამიტომაც მექცევი შენ ასე ცუდად და ყოველი ჯერზე როდესაც შანსი მოგეცემა მამცირებ და ფეხქვეშ მთელავ! - ტკივილი იმდენად ძლიერი იყო რომ თავი ვეღარ შევიკავე და ცხარე ცრემლები თვალებიდან ღვარად გადმომვარდა.
-ჰეი, - მოჩვენებითი სითბოთი მითხრა და ხელი მხარზე ჩამომადო რომ შემოვეტრიალებინე, მაგრამ გავჯიუტდი. არ მინდოდა დავენახე, მსურდა რომ წასულიყო და მარტო დავეტოვებინე მისივე სახლში.
როგორც იქნა მოახერხა და მის მხარეს შემომატრიალა, - რატომ გაქვს შენს თავზე ესეთი ცუდი წამოდგენა? -ხელი ნიკაპქვეშ ამომიდო და სახე ამაწევინა.
-მგონი ვიღაცამ უნდა იზრუნოს იმაზე რომ თავი სრულფასოვნად იგრძნო. -ჩემთან ძალიან ახლოს მოიწია, ჩვენს შორის თითქმის აღარ იყო მანძილი. გაშეშბული, ხესავით ვიყავი აყუდებული. მას კი ნელ ნელა მოჰქონდა თავი ჩემი ყელისკენ, თმა ამიწია და ვიგრძენო როგორ მომადო ცხვირი ყელზე. –მმმმ.. არაჩვეულებდივი სურნელი გაქ –მითხრა როცა ჩემს კანს დაყნოსა. –შენი კანი კი ისეთი ნაზი და უბიწოა, - ტუჩები ყელში ამისრიალა თან მეჩურჩულებოდა თან მკოცნიდა. სუნთქვა შემეკრა და ჩემდაუნებურად თვალები დავხუჭე.
ვიგრძენი, როგორ მომაშორა ტუჩები, მინდოდა თვალი ახლა მაინც გამეხილა, მაგრამ ვერ შევძელი.
–თვალი გაახილე, მინდა გიყურო –საჩვენებელი თითი დახუჭულ თვალზე გადამატარა. თვალები ნელ–ნელა გავახილე და მაშინვე მის ღრმა მუქ ყავისფერ თვალებს შევეჯახე.–ესეთი კეთილი, უმანკო და უცოდველი თვალები ჯერ არასდროს მინახავს –ნერწყვი გადაყლაბა და რამდენიმე წამით თვალები დახუჭა. მის ყოველ კომპლიმენტზე გული მიჩქარდებოდა და სუნთქვა მეკვროდა. ვიცოდი რომ გაუნძრევლად დგომა და იმის ყურება რას მიშვებოდა ზეინი არ შეიძლებოდა, მაგრამ არ შემეძლო მისგან გაწევა, ერთი ნაბიჯითაც კი. ხელი კისერში შემომიცურა და ტუჩის კუთხეში მაკოცა, შემდეგ კი ტუჩებზეც გადაინახვლა. გამაჟრჟოლა, სხეულში ერთიანად დამიარა სიამოვნების ჟრუანტელმა, დაუფიქრებლად ხელები მის შიშველ წელზე შემოვხვიე. ჩაიღიმა და ენა ჩემს პირში შემოასრიალა. თვალები დავხუჭე და ხელი უფრო ზემოთ, კისერთან ავაცურე. ამოვიკვნესე, როცა ერთი ხელი საჯდომზე მომიჭირა. –
მომწონ შენი ტრაკი – შევკრთი, როცა ეს სიტყვები სოსწყდა ზეინის ბაგეებს. სახეზე ალბათ ერთიანად ავწითლდი.
–დამშიდდი ეს კომპლიმენტია–ისევ ჩაიცინა და ტუჩები ყელთან ჩაასრიალა. ბეწვი ამეშალა რდესაც კისერში კანის წუწვნა დაიწყო, ამიტომ გაუაზრებლად თმაში მოვქაჩე რის გამოც კვნესა მოსწყდა მის ბაგეს და შემდეგ ვიგრძენი როგორ ჩამესო მისი ბასრი კბილები კანში.
ამოვისკულუკუნე თუ არა მაშინვე მომშორდა და ენა ნაზად გადამისვა ახურებულ კანზე, შემედეგ კი სული შეუბერა.
-გიხდება ჩემი ნაკვალევი, - ღიმილით მითხრა და თმა კისრიდან კარგად გადამიწია.
-რ-რა? - დაბნეულმა ვკითხე, მას კი ჩაეცინა. მეორე მხარეს, სარკისკენ მიმატრიალა და საკუთარი თავი დამანახა. კისერში ორი დიდი ჩალურჯება მქონდა. ო, ღმერთო! თმები სწრაფად ჩამოვირარე კისერზე რასაც ზეინის სიცილი მოყვა. ორივე შევხტით, როდესაც შემოსასვლელი კარის გაღება-დაკეტვის ხმა გავიგეთ.
-ოჰჰჰ, - თვალები გადაატრიალა ზეინმა, - მე ჩემს ოთახში ვიქნები, - სახე ამაწევინა, ტუცებში ბოლოჯერ მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
სასწრაფოდ მაგიდას მივუჯექი და წიგნი ავიღე თავის მოსაჩვენებლად, რომ ვკითხულობდი ნაწერს. რა დავაკვირდი უკუღმართი იყო და წამსვე ამოვატრიალე და ოტახის კარიც გაიღო.
-ზეინი სადაა? - გაკვირვებულმა მკითხა მე კი მხრები ავიჩეჩე.
-არ ვიცი, - უმანკო სახით გავხედე.
-აჰ, კარგი, - თავი მოიქექა ნაილმა და დაბნეულმა გამომხედა, - ლუდს მივცემ, - ბოთლი ამიწია რომ დამენახა შემდეგ კი კარები მიხურა. ღრმად ამოვისუნთქე, ღმერთო! სწრაფად რომ არ გვემოქმედა შეილებოდა შემოესწრო!
ცოტახანში ნაილიც დაბრუნდა, ოთახში ღიმილით შემოვიდა და გვერდით მომიჯდა.
-აბა რამე იპოვე?
-ჯერ ვეძებ, - ღიმილითვე ავხედე და თმები კიდევ უფრო გადმოვიგდე მარჯვენა მხარეს.
-ამდენი ხანი?
-ჰო, ჯერ ვერ ვიპოვე საჭირო მასალა.
-კარგი, - ნიალმა ჩაიცინა და წიგნი გადაშალა. სახეზე წამოვხურდი და თავი წიგნში ჩავრგე. იმ ამბის შემდეგ მიჭირდა მობილიზირება, სულ ზეინზე მეფიქრებოდა.
-რაღაც დაძაბული ჩანხარ, - სერიოხული სახით მკითხა ნაილმა და მას გავხედე.
-ა-არა? გეჩვენება ალბათ, - დაბნეულმა თავი გავაქნიე და სულ წიგნში ჩავრგე თავი. დიდ შარში ვარ!
ამის შემდეგ სახლში ისე წამოვედი ზეინი არ მინახავს, ჯერ არ იყო იმდენად დაღამებული და ნაილის გამოცილებაზე უარი ვთქვი. ქუჩაში ქარი უბერავდა და თმებს მირევდა, როგორც იქნა ძლივს მივაღწიე სახლში და მეორე სართულზე ჩემს ოთახში ავედი, იმ წამსვე აივნიდან ლილი გადმოძვრა, ალბათ ლიამმა მოიყვანა.
გამიღიმა შემდეგ კი ღიმილი სახეზე გაუქრა და ჩემსკენ გაფართებული თვალებით დაიძრა. გაკვირვებული შევიძმძნე.
-რა მოხდა? - შეშფოთებულმა ვკითხე.
-ეს ვინ გაგიკეთა? - ასევე შეშფოთებულმა მკითხა და ხელით კისრისკენ მიმანიშნა. ო არა! წამსვე თმით დავიფარე ის ადგილი.
-არავინ! - მაშნვე ვიუარე.
-ანაბელ რა მოგივიდა?! - არ მეშვებოდა ლილი.
-რაღაცას მივარტყი ქუჩაში რომ მოვდიოდი, არაფერია ლილი.
-ანაბელ ნუ მატყუებ! დროზე მითხარი ვინ გაგიკეთა.
-ღმერთო! - ამოვიხვნეშე, საწოლში ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
-ნაილი იყო? - დაეჭვებულმა მკითხა ეველინმა.
-ღმერთო არა! - წამოვიყვირე მაშნვე.
-აბა ვინ იყო?
-ზეინი..