სანამ სახლიდან გავიდოდით ზეინი ოთახში ავიდა,რომ ის ნივთი ჩამოეტანა,რაც მე ციხეში მისი მეგობრისთვის უნდა მიმეტანა. როდესაც კიბეებზე ჩამოირბინა ხელში პატარა ყუთი ეჭირა.
-დარწმუნებული ხარ? -მკითხა,თავი დავუქნიე და გავუღიმე,ყუთი გამოვართვი და ჩანთაში ჩავიდე,ზეინმა შუბლზე მაკოცა,სახლიდან უნდა გავსულიყავით,როდესაც ნაილმა შემოხსნა კარები,როდესაც სახლს თვალი მოავლო გაკვირვებულმა მოგვხედა ორივეს.
-რა მოხდა აქ? -იკითხა გაკვირვებულმა -ომი დაიწყო?
-არაფერი -ზეინმა ხელი აიქნია, ნაილს უთხრა რომ მალე დაბრუნდებოდა და სახლიდან გამოვედით.
-რატომ არ მათქმევინე პროექტზე? -ვკითხე გაკვირვებულმა,როდესაც სახლის კარი მიხურა.
-არაა საჭირო,ყველაფერი მოგვარდება -შუბლზე მაკოცა და წავედით.
გზას ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდით,ზეინს ჩემი ხელი მისაში ჰქონდა მოქცეული და მე მომყვებოდა,ჩემი ჩანთან ზურგზე კარგად მქონდა მოკიდებული,ქარი კი ჩემს ქერა თმას ცოტათი არხევდა
-ანაბელ სად მივდივართ? -უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა
-ნახავ! -მინდოდა მკაცრად მეთქვა მაგრამ არ გამომივიდა, თავი დავხარე და ჩვენს ხელებს შევხედე,გული სიხარულისგან ამიჩქარდა. ეს საუკეთესო შეგრძნებაა. მისი ხელი იმდენად ძლიერად მიჭერდა,თითქოს ჩემს თავს ვინმე ართმევდეს. როდესაც ეკლესიის წინ გავჩერდი, ზეინს უკმაყოფილო ოხვრა აღმოხდა.
-მეხუმრები? - მისი ხელიდან ჩემი ხელი განვათავისუფლე და პირჯვარი გადავიწერე, რაზეც თვალები გადაატრიალა და ხელი სწრაფად ჩამჭიდა რომ აქედან გავეყვანე,მაგრამ თვალები დავუბრიალე და შიგნით ძალით შევიყვანე. ეკლესიის კუთხეში პატარა უპატრონო გოგონა იჯდა. გული შემეკუმშა, თვალები დავხუჭე და გამახსენდა რომ ჩანთაში დანაზოგი მქონდა. მის წინ ჩავიცუცქე და ჩანთიდან ზეინის მოცემული ყუთი ამოვიღე საფულე რომ მეპოვნა. საფულიდან რაც კი ხურდები მქონდა ყველაფერი მუჭაში ჩავუგდე. ბავშვი ჯერ გაკვირვებული სახით მომჩერებოდა, ალბათ ჯერ არავის არ მიუცია მისთვის ამდენი ფული.
-მადლობა, - აკანკალებული ხმით მითხრა, შემდეგ კი სახეზე ფართო ღიმილი გამოესახა. მეც იმით გახარებული რაც წამის წინ გავაკეთე გაბადრული სახით წამოვდექი და უკან ზეინისკენ მოვტრიალდი, რომელიც წარბებშეჭმუხნული მომჩერებოდა.
როდესაც მასთან მივედი გულში ჩამიკრა და თავზე მაკოცა. ხელიდან კი სწრაფად გამომგლიჯა თავისი ყუთი.
-რას შვები?! - გაკვირფებულმა ვკითხე.
-ამას შენ არ წაიღებ! - კატეგორიულად მითხრა და თავი გააქნია. სწრაფად ვწვდი ხელში და ყუთს მაგრად ჩავბღუჯე თითები.
-წავიღებ!
-არა, ანაბელ შენ ამას არ გააკეთებ!
-კი! - მკაცრად მივუგე, თითისწვერებზე ავიწიე და ბაგეზე ვეამბორე. ზეინის ხელი მოუიდუნდა რითიც ვისარგებლე, ამანათი ხელიდან გამოვაცალე და ჩანთაში ჩავიდე.
-ოჰჰ ბელ! - გაცურებულმა ზეინმა ამოიოხრა, მე კი ჩამეცინა. შემდეგ ხელი მომხვია და უპატრობო ბავშვს ბოლოჯერ შევავლე თვალი.
–ღმერთი იყოს შენი მფარველი– ჩუმად ამოვიბუტბუტე, ზეინმა კი ჩემს ნათქვამზე ამოიოხრა.
–ღმერთი არ არსებობს ანაბელ –მითრა და ეცადა უკან გაბუნებულიყო, მაგრამ ხელით დავიჭირე და ეკლესიისკენ მოვაბრუნე. ზეინს ხელი მაგრად მოვუჭირე და ეკლესიაში შევედით. ზეინი დასჯილი ბავშვივით შემომყვა,უკანა სკამზე დავჯექი და ლოცვა დავიწყე. ღმერთს ვევედრებოდი რომ ხალხისთვის ვინც მე მიყვარდა გამძლეობა მიეცა. გარდაცვლილებისთვის, დედაჩემისთვის და დისთვის, კი ნათელში ყოფნას შევსთხოვდი. და კიდევ ზეინი, მისთვისაც მინდოდა რომ თვალი აეხილა.
როდესაც მას გავხედე ხელები გულზე გადაჯვარედინებული ჰქონდა და დაბღვერილი სახით იყურებოდა
-დაამთავრე? -მკითხა, როცა დამინახა რომ მას ვუყურებდი. მე კი თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-წავედით -მითხრა და ადგომა სცადა.
-მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალთ,თუ შენც ილოცებ -ვუთხარი,რაზეც გაეცინა
-არ არსებობს! -ცივად მიპასუხა.
-ზეინ -უკმაყოფილოდ ამოვიოხრე -გთხოვ.ნახე როგორ მოგეშვება -ჩუმად ჩავჩურჩულე.
-არა! - დაიღრინა და თვალები გადაატრიალა. ღმერთო რა სჭირს ამ ბიჭს!
–მიდი დაიწყე –არ ვეშვებოდი.
ზეინი ჩაფიქრდა –კარგი, მხოლოდ მაშინ შენ თუ ერთ სურვილს შემისრლებს.
ამოვიოხრე და თავი დავუქნიე.
ზეინმა თითების თამაში დაიწყო შემდეგ ჭერში აიხედა. ჯერ ხმას არ იღებდა, ცოტახანში სახეზე ხელი მოისვა და ამოიოხრა.
–ღმერთო გთხოვ დაიფარე დედაჩემი, რომელიც არცერთ კვირას არ ტოვებდა ისე რომ ეკლესიაში არ მოსულიყო, ღამე ისე არ იძინებდა რომ ლოცვები არ წაეკითხა. ნათელში ამყოფე ის ქალი, რომელიც შენ დაუშვი რომ ვიღაც ნაბიჭვრის ხელით ადრე მომკვდარიყო. ასევე ნათელში ამყოფე მამაჩემი, ის კაცი, რომელსაც ამ ქვეყანაზე კარგის მეტი არაფერი უკეთებია და რომელიც ისევ შენ მოკალი. დამიფარე მე, ადამიანი რომელიც უმოწყალოდ აწამე და დემონად აქციე. მადლობა იმ ყველაფრისთვის რაც გამიკეთე, მადლობა რომ ყველაფერი წამართვი, მადლობა რომ ის ადამიამები მომიკალი, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა და მჭირდებოდა. მადლობა რომ ისეთი რამ გამაკეთებინე, რასაც უკანასკნელი ახვარიც კი არ ჩაიდენდა და რასაც მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე მანანებინებ. ღმერთო დაიფარე ყველა ის ადამიანი, რომელიც მე გადამეყრება, დაიფარე იმ ურჩხულისგან რომელიც შენ შექმენი.
–მე მოვრჩი –მითხრა ზეინმა და მე გამომხედა. თვალებში სიმწრის ცრემლები ჩასდგომოდა, ამის დანახვაზე გული შემეკუმშა და აცრემლებული თვალებით მივჩერებოდი, არ ვიცოდი ამდენ რამეს თუ მალავდა. არ ვიცოდი მისი წარსული და გულს მტკენდა ის რომ აქ მოსვლა და ჩემს წინაშე აღიარება ვაიძულე, რაც არ უნდოდა. ფეხზე წამოდგა და ეკლესიიდან სინათლის გავრცელების სიჩქარით გავარდა. სასწრაფოდ ჩანთა ავიღე და მეც მას გავყევი.
მის სილუეტს ეკლესიის შემოსასვლელთან მოვკარი თვალი. უკვე სიგარეტი ამოეღო და ეწეოდა.
–მაპატიე რომ ეს გაიძულე–ვუთხარი, როცა მივუახლოვდი და ხელები ძლიერად მოვხვიე წელზე. ზეინს არაფერი უთხრამს, უბრალოდ მანაც მჭიდროდ მომხივია ხელები.
–მაპატიე –კიდევ ერთხელ ამოვილუღლუე და ვიგრძენი როგორ წამომცვივდა ცრემლები.
–გთხოვ ნუ ტირი –მითხრა და ცრემლები ნაზად მომწმინდა.
-წავიდეთ რა აქედან – თითქოს მევედრებოდა რომ აქაურბას სასწრაფოდ გავცლოდით. თავი დავუქნიე და ჭიშკარში გავედით.
სახლამდე არცერთს აღარ ამოგვიღია ხმა,მე კი ამ ახალ ინფორმაციას ვამუშავებდი და ზეინის მიმართ უფრო მეტი სითბო მეღვრებოდა გულში. როდესაც ჩემს მოსახვევში მივედით,გავჩერდით
-ხომ გახსოვს რომ ერთი სრვილი მაქ –ლაპარაკი დაიწყო ზეინმა – ხოდა დღეს შენს ფანჯარასთან დაგელოდები -ვიცი ძალიან სახიფათო იყო კიდევ სახლიდან გაპარვა მას შემდეგ რაც მამიდან წინაზე რამის გამომიჭირა, მაგრამ სვხა გზა არ იყო, თავი დავუქნიე, ფეხის წვერებზე ავიწიე და მის წვერიან ლოყაზე ვაკოცე,შემდეგ კი პირველად ჩემი ინიციატივით მის ბაგეებს დავეწაფე. ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა,შემდეგ კი მანაც მთელი გრძნობით მაკოცა. როდესაც კოცნას მოვრჩით მას დავემშვიდობე და სახლისკენ გავიქეცი.
-შეხვედრამდე ანაბელ -მომაძახა,გამეცინა და ხელი დავუქნიე. ეზოს კარი შევხსენი,შემდეგ კი სახლის კარზე უნდა დამეკაკუნებინა,მაგრამ ღია იყო,შევხსენი და შიგნით შევედი. როდესაც მისაღებში შევედი ჩვენი მეზობელი დამხვდა,მამიდას ესაუბრებოდა,ჩემს დანახვაზე გაიღიმა
-ოჰ ძვირფასო,როგორ გაზრდილხარ -წრიპინა ხმით თქვა და წამოდგა,რომ მომსალმებოდა,მასთან მივედი და გადავეხვიე
-როგორ ბრძანდებით? -ზრდილობიანად ვკითხე
-მე კარგად ვარ -ღიმილით მიპასუხა -რა კარგია ძვირფასო რომ ცხოვრების დინებას მიყვები და დეპრესიაში არ ხარ დედაშენის სიკვდილის გამო -სახეზე მომეფერა. მაგრამ მისი ნათქვამი გულზე მომხდა და გველნაკბენივი მოვიშორე მისი ხელი, -სწავლობ, შეყვარებულიც გყავს... -ლაპარაკი არ დააცადა მამიდამ რომ გაკვირვებულმა შემომხედა
-რა შეყვარებული? -იკითხა.აი სად გავიჭედე. როგორც ჩანს ზეინთან ერთად ხშირად მხედავენ ხოლმე.ახლა რა ვთქვა? ძალიან დავიბენი.
-ნუთუ შენ არ იცი? -იკითხა მეზობელმა ქალმა,რომლის სახელიც არ ვიცი -მათზე ხშირად საუბრობენ და ერთადაც ხშირად ხედავენ -თქვა. თვალებგაფართOებული მივჩერებოდი, შემდეგ კი მამიდას შევხედე,რომელიც ამ იმფორმაციით შოკირებული იყო.
-მე შეყვარებული არ მყავს, -კბილებში გამოვსცარი, - ალბათ ვინმეშI გეშლებით!ახლა ძალიან დაღლილი ვარ, თქვენის ბოდიშით დაგტოვებთ. ნახვამდის -ოთახში ავირბინე,ლილიც იქ იწვა,მას გადავეხვიე და მოვიკითხე.საწოლზე დავწექი,ზეინის დათუნია ჩავიხუტე და თვალები დავხუჭე. მასზე ფიქრს ვერ ვიშორებდი თავიდან.როდესაც ვიხსენებ მის ცრემლიან და ტკივილით სავსე თვალებს მინდება რომ მასთან გავიქცე და მთელი ძალით მოვეხვიო,ვაგრძნობინო,რომ მარტო არაა და შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს ყველაფერში.
როდესაც ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული მამიდამ შემოხსნა კარი,იცი აქ რისთვისაც ამოვიდა და გული ამიჩქარდა. ნუთუ უკვე გამომიჭირეს?
-ანაბელ,ვისზე ლაპარაკობდა ზოი? -მკითხა.
-ჯერ იქამდე რაღაც უნდა გითხრათ -ვთქვი მე,მამიდა საწოლზე ჩამოჯდა,მეც ლაპარაკი დავიწყე,ლილიც ყურადღებით მისმენდა.მან იცის დღევანდელი ამბები.
-ჩვენი კლასელი მარტინა.
-ლილის მეგობარი?
-დიახ, რომელსაც რატომღაც არ მოწონვარ,მასზე მაღალი შეფაესბები მაქვს და მეჯიბრება -მოვიტყუე -დღეს კი მან სკოლის ჟურნალში ნიშნები ჩამიყარა,მასწავლებელი კი გამიბრაზდა,თუმცა მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ -მტკიცედ ვთქვი,მამიდას რაღაცის კითხვა უნდოდა,თუცა არ დავაცადე,გავაგრძელე
-ის ბიჭი კი ჩემი შეყვარებული კი არა,ჩემი კლასელია,ნაილი,რომელთან ერთადაც პროექტს ვაკეთებდი.სკოლის გარეთაც ვმეგობრობთ,ამიტომ სანერვიულო არაფერია -ვთქვი მე.იმედია არ გამომიჭერენ ტყუილში. ნაილი და ზეინი გარეგნობით ისე განსხვავდებიან,როგორც ცა და მიწა.
-ლილიც დამეთანხმება,რომ მე და ის შეყვარებულები არ ვართ -ვთქვი და ლილის გავხედე,რომელმაც თავი დაგვიქნია
-ანაბელს რომ ვინმე ჰყავდეს აუცილებლად იტყოდა -დაამატა ლილიმ,მამიდამ შემომხედა და ლოყაზე მომეფერა
-ჩემო პატარა გოგონა -შუბლზე მაკოცა,შემდეგ კი გულში ჩამიკრა.როგორ უნამუსოდ ვატყუებ მას! სინდისი მქენჯნის,რადგან ის ამას არ იმსახურებს.მამიდას ლოყაზე ვაკოცე და ხელები უფრო ძლიერად მოვხვიე.