თავი 32

1.2K 85 4
                                    

  სარკის წინ ვდგავარ და ჩემს ანარეკლს ვაკვირდები, ვცდილობ წარმოვიდგინო როგორ მომიხდება ის ცვლილება, რომლის გაკეთებასაც ახლა ვაპირებ.
სარკიდან ქერა, ლურჯთვალა გოგონა უმანკოდ მიყურებს, მე კი დამღალა ამ უმანკოებამ, მითუმეტეს რომ ასეთი უკვე კარგახანია აღარ ვარ, მას შემდეგ რაც ზეინს გადავეყარე. აღარ მინდა მეამიტი და ბავშვური ვჩანდე, არა. პირიქით მინდა თავდაჯერებული, ჭკვიანი და ცბიერი ადამიანი ვიყო, რაშიც ეს ქერას ვიზუალი ხელს შემიშლის. არა, თმა ნამდვილად უნდა შევიღებო და არ მაინტერესებს ვინანებ თუ არა! მართალია ჩემი ქერა თმა მეცოდება გასაფუჭებლად, მაგრამ ამის გაკეთება მთელი გულით მინდა. შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ჩემი გარეგნობის შეცვლა მოვისურვე, ის არის რომ ზეინის გემოვნებაში ჩავჯდე, მას უფრო მოვუხდე. ვიცი ეს ფიქრები სისულელედ ჩანს, მაგრამ თავს ვერ ვერევი. მიუხედავად მომხდარისა ვხვდები, რომ მისდამი პატარა გრძნობები მაინც მაქვს. ხოლო გუშინ, როდესაც აღიარა, რომ იქ ჩემს გამო დაბრუნდა და ამიტომ ამოყო ციხეში თავი, ახლაც როდესაც ვიხსენებ, ოკეანის ძლიერი ტალრასავით მარტყამს სიამოვნების დაუშრობელი ნაკადი.
მორჩა! საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ თმას ვიღებავ.
დაახლოებით 15 წუთში ჩემი თმები საღებავით გაიჟღენთნენ, კიდევ თხუთმეტი ცუთიც დავაცადე, შეიძლება ცოტა ნაკლებიც, რადგან ქერა თმა მაქვს და ადვილად შემეღებება, თან არ მინდა რომ თმია დავწვა და მისი სტრუქტურა გავაფუჭო, ამიტომ სასწრაფოდ სააბაზანოში შევედი და საღებავი ჩამოვირეცხე.
როდესაც მოვწესრიგდი და სარკეში ჩავიხედე, პირი აღტაცებისგან დავაღე. ეს ზუსტად ის იყო რა მინდოდა! იმდენად აღტაცებული და გახარებული ვიყავი და იმდენად მომწონდა ჩემი ახალი გარეგნობა რომ სარკეს კარგა ხანი ვერ მოვწყდი. ბოლოს როდესაც გული ვიჯერე საძინებელში გამოვბრუნდი, სადაც საწოლზე წამოგორებული ლილი დამხვდა, რომელიც რაღაც წიგნს კითხულობდა. როდესაც ხმაური გაიგო ჩემი მიმართულებით გამოიხედა და თვალები გაუფართოვდა.
-ეს რატომ ქენი! - გამწარებული ლოგინიდან წამოხტა და მე მომვარდა.
-თავიდან არ დაიწყო გთხოვ, - თვალები გადავატრიალე.
-კი , მაგრამ ხვდები მაინც რა უყავი შენს თავს?!
-კი, თმები შევიღებე, - ვუთხარი და გვერდი ჩავუარე.
-ისეთი ლამაზი თმები გქონდა! ეს არ უნდა გექნა! - ყურადღება არ მივაქციე და ჩემი ტანსაცმლის ძებნა დავიწყე, - შენ არ იცი როგორ მშურდა შენი, მეც მინდოდა ასეთი თმა.
-ჰოდა ახლა აღარ შეგშურდება.
-ჯანდაბა ანაბელ რა გემართება! - გაბრაზებულმა გამოსცრა და საწოლზე დაჯდა.
-არაფერი,წამოდი ჩავიდეთ და წავიხემსოთ თორემ ჩემი მუცელი ბუყბუყებს უკვე.
-კარგი, - უკმაყოფილოდ ამოიოხრა, წიგნში სანიშნი ჩადო და გამომყვა.
სამი, ორი, ერთი.. და სამზარეულოს კარი შევაღე, ოთახში შევედი, მამიდას თვალი გავუსწორე და...
-ეს რა ჯანდაბაა ანაბელ! - ისე შეჰკივლა, რომ ბიძიამ შიშისგან რამის ჭერს თავი აარტყა.
-ა-ანაბელ ეს რატომ ქენი? - ხელების კანკალით შეისწორა ბიძიამ სათვალე და მე მომაჩერდა.
-იმიტომ რომ წითელი თმები მომწონს!
-ეს არ უნდა გაგეკეთებინა! ღმერთო რა კარგი თმები გქონდა! ეს რა უყავი შენს თავს! მამაშენს რა პირით ვუთხრა, რომ ეს გააკეთე! ახლავე დალაქთან წაგიყვან და თმებს გადაგახოტრავ! -მის ნათქვამზე თვალები გადავატრიალე და სუფრას მივუჯექი. აღარაფერი ვუთხარი, რადგან არ მინდოდა კამათის გაგრძელება, მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა.
-ვინ იღებავს შენს ასაკში თმას, ჰა?! თან მითუმეტეს წითლად! ეს რა გამიკეთე!
-მამიდა გთხოვ! -ვცდილობდი, რომ დამეწყნარებინა და მშვიდად მევახშმა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
-რას მთხოვ რას?! ნახე რას დაემსგავსე!
-რას?! - გაღიზიანებულმა გამოვცერი და თვალებში დაჟინებით ჩავაშტერდი.
-აი იმ გოგოებს დამესგავსე 24 საათი გარეთ რომ აგდიან და ღმერთმა უწის რას აკეთებენ. ოჰჰჰ ღმერთო, რას იტყვიან შენზე ახლა ჩვენი მეზობლები?
-იცი რაა?! -გამწარებული მაგიდიდან წამოვხტი და ცხოვრებაში პირველად მასთან ხმას ავუწიე. -არ მაინტერესებს რას იტყვიან ჩვენი ჭორიკანა მეზობლები და საერთოდ არავის აზრი არ მაინტერებს -გაბრაზებულმა შევუბღვირე და ოთახიდან გამოვედი.
-ღმერთო რამ შეცვალა ეს გოგო ესე. -უკვე კიბეებზე ავრბოდი, როცა მამიდას ეს ნათქვამი გავიგე. ცოტახანს სვლა შევწყვიტე, ღრმად ამოვისუნთქე და შემდეგ ისევ გავაგრძელე გზა, მაგრამ ახლა უკვე შედარებით ნელი ტემპით.
ჩემი ჰელოუნის კაბა ჩავიცვი და სანამ ლილი ამოვიდოდა შევეცადე თმები დამეხვია და ისე დამეყენებინა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავი. საწოლზე ვიყავი ჩამომჯდარი და ჩემს თავს სარკეში ვაკვირდებოდი, როცა ოთახში ლილი შემოვიდა.
-შენ რა უკვე გაემზადე? ჯერ ხომ ადრეა - მითხრა და თავისი ფრომა გამოიღო.
-მამიდა კიდე წუწუნებდა? -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, რომ კოსტუმის ჩაცმაში დავხმარებოდი.
-ხომ იცი როგორია ეგ ერთი-ორი დღე კიდევ არ გაჩერდება. -ამოიოხრა და თავი გაიქნია. -არ უნდა შეგეღება თმა.
-ლილი მოდი გვეყოს ჩემი თმის გარჩევა. -ამოვიოხრე და ელვა შევუკარი.
რამდენიმე წუთში უკვე ისიც მზად იყო.
-მანქანა მოვიდა, - მაუწყა და მეც ფანჯრიდან გადავიხედე. ის მანქანა იყო რომლითაც გუშინ ზეინმა მოგვაკითხა.
ღრმად ჩვისუნთქ-ამოვისუნთქე. ანაბელ ნეტა რას შვრები! სარკეში რაღაც შტრიხები ბოლოჯერ შევისწორე და ლილის ქვევით ჩავყევი.
მანქანას რომ მივუახლოვდით, მეგონა შიგ ზეინი დაგვხვდებოდა, მაგრამ იმედები გამიცრუვდა, როცა იქიდან ნაილი გადმოვიდა და მოგვესალმა.
-მითხარი რომ პარიკია, - თვალებგაფართოებულმა მითხრა.
-ნუთუ არავის მოგწონთ?! -ვუთხარი და მაშინვე მასაც სახე წაუხდა, რაზეც თვალები გადავატრიალე.
-არ მჯერა! - ისევ თვალებგაფართოებულმა ჩემი თმის კულული ხელით აწია, - ეს შენ თმებს როგორ გაუკეთე!
-ნაილ გთხოვ, საკმარისად მეჩხუბნენ უკვე.
-ღირსი ხარ და მაგიტომ!
-ღმერთო ჩემო, - ამოვიოხრე და უკანა სავარზელზე ჩავჯექი. ლილის კი წინ დავუთმე ადგილი, რადგან ძალიან დიდი მომხრე ვარ ნაილის და ლილის წყვილის.
არ მქონდა იმის იმედი, რომ აქ კარგად გავერთობოდი, მაგრამ რამოდენიმე საათიანი აქ ყოფნის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს იმაზე უარესი ყოფილა ვიდრე მე წარმოვიდგენდი.
ხალხი სვავდა, ერთმათს აშინებდა, შემდეგ კი ლაპარაკს უბავდა, მე კი არც დალევა მინდოდა და მითუმეტეს არც ვინმესთან ლაპარაკის გაბმა, ამიტომ შედარებით წყნარი ადგილი ვიპოვე და სავარძელზე ჩამოვჯექი.
ფიქრებში ვიყავი გართული, როცა უცებ ვიგრძენი რომ გვერდით ვიღაც მომიჯდა. სანამ გავიხედავდი და გავიგებდი ვინ იყო, თავს იმის უფლებაც კი მივეცი, რომ მეფიქრა ეს ზეინი იყო და ამის გაფიქრებაზე ტუჩის კუთხეში ღიმილი შემეპარა. მეზიზღებოდა ჩემი თავი, როცა გამოვიჭერდი, როგორ უნდოდა ზეინთან სიახლოვე და მასთან ყოფნა მიუხედავად ყველაფრისა. რაც არ უნდა დაეშავებინა ჩემთვის გულის სიღრმეში მაინც მჯერა ნაილის რომ ის კარგი ადამიანია. დღეს უკვე მეორედ გამიცრუვდა იმედები, როცა ჩემს გვერდით ზეინის მაგივრად ჰარი დავინახე.
-ვოაჰ! ანაბელ ეს შენ ხარ?
მის რეაქციაზე ჩამეცინა.
-არა ბატონო ჰაროლდ, მე მეთხუტმეტე საუკუნის არისტოკრატი ქალბატონი გახლავართ. -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, რომ ჩემი კაბა დაენახა და ამაში თავადვე დარწმუნებულიყო.
-ოოჰჰჰ, მილედი-ჰარიც წამოდგა სკამიდან და რენესანსი გააკეთა. ჩამეცინა და ხელი მხარზე მივკარი.
-უბრალოდ პარიკია თუ თმა შეიღებე?
-შევიღებე -ვუთხარი და კარგად დავაკვირდი მას, რომ გამეგო მოეწონა თუ არა.
-აჰჰ- წამოთქვა, შემდეგ კი იდაყვი გამომიწია, რომ მისთვის პადრუჩკი გამეყარა.
„არ მოეწონა" - ჩავილაპარაკე და ხელი გავუყარე.
-წამოდი გავისეირნოთ - დაილაპარაკა და მიმოიხედა,
-კარგი, წამოდი -ჩემს თანხმობაზე გაეღიმა და გასასვლელისკენ წამიძღვა.

SECRET(დასრულებულია)Where stories live. Discover now